ტყემლის მოდუღების ძველებური წესი

gurianews.com

კულინარია

ტყემლის მოდუღების ძველებური წესი

2017 ივლ 31 13:36:16

პატივცემულო რედაქცია!

ვართ თქვენი მუდმივი მკითხველები. ყველა ნომერს ვკითხულობთ და მერე ვინახავთ. ძალიან გვაინტერესებს, გამოაქვეყნოთ ტყემლის მოდუღების წესი, როგორსაც ჩვენი უახლოესი წინაპრები აკეთებდნენ. ისეთ ტყემლის საწებელს, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატი ჰქონდა, არ ყრიდნენ შიგ ასპირინს და მაინც არ ფუჭდებოდა, დღეს ვერავინ აკეთებს. ძალიან არ მოგვწონს ტყემალში აბების ჩაყრა. იქნებ, რაიმე სახის საიდუმლო რეცეპტი იცოდნენ?

 ერთგული მკითხველები: გულნარა მახარაძე, გულნარა გობრონიძე, ოზურგეთი

"კარმიდამო ჩემი" ესაუბრა არა ერთ გამოცდილ, ასაკოვან დიასახლისს, თუ იცოდნენ ადრეულ წლებში ტყემლის მოდუღების რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი და ყველაზე სარწმუნოდ მივიჩნიეთ გამოცდილი გურმანისა და კულინარის, ეთერ ლომჯარიას ნაამბობი:

_ ტყემლის საწებლის მოდუღება ძირითადად ხდებოდა ხმელი სანელებლებით. ოღონდ თვით ტყემლის ჯიშსაც არჩევდნენ, რომელიც არ იყო ძალიან მჟავე, რომ დუღილის დროს სიტკბო შეენარჩუნებინა. ამჯობინებდნენ, ნაყოფი ხეზე მოეკრიფათ. ჩამობერტყვის შემთხვევაში კი სასწრაფოდ შეაგროვებდნენ და ასევე ჩქარა გადაარჩევდნენ. ერთი ცალიც არ უნდა შერეოდა ოდნავ დამპალიც კი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს შემდეგ მაინც იქონიებდა გავლენას ტყემლის საწებლის ხარისხზე.

მოსახარშად დადგმულ ტყემალს აუცილებლად ჩააყოლებდნენ ხმელი წითელი წიწაკის რამდენიმე პარკს, ხმელი ქინძის, ცერეცოს და უცხო სუნელის კონებს, რომლიდანაც მარცვალი გამოკრიფეს. კარგა ხანს ხარშავდნენ. ცალკე დანაყავდნენ ქინძის, ცერეცოს, უცხო სუნელის ხმელ მარცვლებს, მარილთან ერთად. მტვერივით უნდა მოექციათ. ზერელედ დანაყილი არ შეიძლებოდა. ასევე, კარგად დანაყავდნენ მარილთან ერთად ნიორს. ომბალო აუცილებლად ხმელი სახით შენახული უნდა ყოფილიყო, წინა წლიდან.

მოხარშული ტყემლის კარგად გაწურვის შემდეგ, დანაყილი ხმელი სანელებლებით შეკმაზმავდნენ და კვლავ აადუღებდნენ, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში, დაბალ ტემპერატურაზე. გაგრილების შემდეგ კი, ჩაასხამდნენ მინის ბოთლებში, ბოლომდე აავსებდნენ და ცოტა რაოდენობით დაასხამდნენ ანადუღარ ზეთს.

თავს კარგად დაუცობდნენ და აუცილებლად გრილ ადგილზე ინახავდნენ, მარანში, განკუთვნილ ქვევრშიც კი. მარილი ცოტა ზედმეტადაც უნდა ჰქონოდა. სანელებლები კი, თუნდაც ზედმეტი რაოდენობით არაფერს ვნებდა _ პირიქით, უფრო არომატულიც კი იყო. რაც შეეხება სანელებლის რაოდენობას, ამას დიასახლისები ტყემლის რაოდენობასთან მიმართებაში იყენებდნენ. მთავარი იყო, ტყემალი შეეზავებინათ ძალიან კარგად გამხმარი სანელებლებით. მახსოვს, ბებია, წითელი წიწაკის პარკებსაც კი გახსნიდა, შიგ უხარისხო ან დაობებული მარცვალი რომ არ ჰქონოდა, _ ამბობს ქალბატონი ეთერი.



 ახალი ამბები
  • "ვერავინ გაბედავს ჩოგოვაძეს შეახოცოს ხელი" - ზვიად კვაჭანტირაძეგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი ჩოგოვაძეს თანამდებობას ატოვებინებენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე: -გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან ბევრის, თითქმის შეუძლებელის გაკეთება შეძლო საქართველის ტურისტული პოტენციალის ასეთ დონეზე წარმოჩენისთვის და კიდევ ძალიან ბევრს შეძლებს მომავალშიც.. ვერავინ გაბედავს გიორგი ჩოგოვაძეს შეახოცოს ხელი საკუთარი შეცდომებისთვის და თუნდაც გოლგრილობისთვის.  ჩოგოვაძის მსგავსი უმაღლესი პროფესიონალები სჭირდება საქართველოს სწორედ!. - წელს კვჭანტირაძე. გიორგი ჩოგოვაძეს მხარდაჭერას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ჟურნალისტებიც უცხადებენ. სოციალურ ქსელში ათობით პოსტია იმის შესახებ, რომ ჩოგოვაძის გაშვება ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩოგოვაძის გათავისუფლებას ამ დრომდე არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროში. კომენტარს არ აკეთებს თქვად გიორგი ჩოგოვაძე, რომელსაც არსებული ინფორმაციით ჯემფესტის დაფინანსების გამო სთხოვენ პასუხს და ფესტივალის წარუმატებლობას მას ... ...
  • ნაღობილევში მომხდარი მკვლელობა გახსნილიაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან სტუმრად მყოფი, 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღობილევში 30 წლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბაჩი ბოლქვაძე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის ი ზ.გ-ა. მკვლელობა 14 აგვისტოს გამთენიისას ... ...
  • აფეთქების ხმა _ ბათუმში 4 საცხოვრებელი სახლი იწვისბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. ადგილზე 4 სახლი იწვის. ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ. შემთხვევის  ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ... ...
  • ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეხვედრაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებსოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მმართველ გუნდთან კონსულტაციებზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის შემოღებასთან ერთად, იყო ის პოლიტიკური მოცემულობა, რომლის პირობებშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. სწორედ ამ მოცემულობის შესაბამისად შეიმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი იმ ახალი პოლიტიკური მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული (მაჟორიტარულ - პროპორციული) სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.  თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით."- ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი,საარჩევნო ბლოკები და სხვა),საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან. განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“. გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას მიმდინარე კვირაში შეკრებას და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლებას ... ...
  • გაირყულას კოშკის განახლება დაიწყო (R) საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის  ეროვნული  სააგენტოსა  და  თიბისი  ბანკის  მხარდაჭერით, არტ-ვილა  გარიყულას  "კოშკის"  აღდგენა  დაიწყო. პროექტის  მიზანია  არტ-ვილა  გარიყულას  ყველაზე  სახასიათო  არქიტექტურული  დეტალის  „კოშკის"  როტონდის  გამაგრება  და  მისიიატაკისა  და  რიკულებიანი  მოაჯირის  განახლება.  ამის შემდგომ,  როტონდას   თავდაპირველი  ფუნქცია  დაუბრუნდება  სასახლის  მფლობელი  და  მისი  დამპროექტებელი,  როგორც  ადგილობრივები  გადმოგვცემენ,  როტონდას  სანათურივით  იყენებდა  დაგანსაკუთრებულ,  საზეიმო  შემთხვევებში  შუქურასავით  ანათებდა. არტ-ვილა   გარიყულა,   წარსულში  ბოლგარკიაანთ   სასახელე,  სოფელ  გარიყულაში  პოლონური  წარმოშობის  თბილისელმა  სამოქალაქოინჟინერმა  ვასილი  ბოლგარსკიმ  ააშენა 1885 წელს. ბოლგარსკის შესახებ საკმაოდ  მწირი  ინფორმაცია  მოიპოვება  ეროვნულ  არქივში.  ცნობილია,  რომ  ის იყო  ჭრელი  აბანოს  კომუნიკაციების,  დღევანდელი  ეროვნული  გალერეისა  და  უკვე  აღარარსებული  სამხედრო  ტაძრის ინჟინერი. სოფელ  გარიყულაში  მას  ქონდა  საკმაოდ  დიდი  მეურნეობა,  რომელიც  მოიცავდა  მარანს  თავისი  საწნახელითა  და  ქვევრებით  (დღემდემოქმედია),  სამაცივრე მეურნეობას,  ვრცელ ვენახებს და საკონსერვო წარმოებას. გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი გააკულაკეს. მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია, სააგარაკო მამულში კი სკოლა პანსიონი გახსნეს. მოგვიანებით, შენობა სამხატვრო აკადემიას გადაეცა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ისევ სახელმწიფოს გამგებლობაში გადავიდა. 80-იანწლებში გავერანებულ, ნახევრადდანგრეულ შენობაში სოფლელები თივას ინახავდნენ. ბოლგარსკიაანთ სასახლის ახალი ისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა თბილისელი მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, მოხდატერიტორიის დასუფთავება და ნაგებობის აღდგენა. ამ სამუშაოში, მოხალისეებად იყვნენ ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვროაკადემიის სტუდენტები, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები. ნახევრადდანგრეულმა ბოლგარსკიაანთ სასახლემ ახალი ფუნქციაშეიძინა - გარდაიქმნა ხელოვნების რეგიონულ ცენტრად, სადაც , 2000 წლიდან მოყოლებული, უამრავი საინტერესო წამოწყებახორციელდება. დღეს, შენობა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლია. ყველა სამუშაო, დაკავშირებული შენობის აღდგენასთან, ტარდებაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, არტ-ვილა გარიყულასა და მისი ფესტივალის - Fest I Nova-ს ტრადიციული სპონსორის - თიბისი ბანკის მხარდაჭერით. როტონდა ბოლგარსკიაანთ სასახლის სიმბოლოა. თავის დროზე, ვასილი ბოლგარსკის იქ დამონტაჟებული ჰქონდა სანათური, რომელიცსოფლის თითქმის ყველა ნაწილიდან, შუქურასავით ჩანდა. დღესდღეობით, როტონდა მოითხოვს გამაგრებას, რიკულებიანი ხის მოაჯირისა და იატაკის შეცვლას. ესა არის ის მინიმუმი, რაცსასახლის ამ სახასიათო არქიტექტურული დეტალის წესრიგში მოყვანას სჭირდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, რომლის დასასრულს, სააგენტოსთან შეთანხმებით, მოაჯირების, კიბეებისა და იატაკის გამოცვლა დაიწყება...  ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე სახიფათო ხე მსოფლიოში

მანცინელას ხე, ან როგორც მას...

რას წარმოადგენს ცრემლი

ჯანმრთელი თვალი 6–7 ცრემლს შეიცავს....

ლამაზი ქალები და ასტროლოგია

ჩვენი დაბადების თარიღი, ასევე, ზოდიაქო...

საქორწილო ტრადიციები

ესპანეთის ქალაქ მაფალდაში არის ასეთი...

შოკოლადის ისტორია

1519 წლის ნოემბერში, როდესაც ესპანელი...