„მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“ მზის ამოსვლას უნდა დაემსგავსოს!

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

„მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“ მზის ამოსვლას უნდა დაემსგავსოს!

2017 მაი 24 18:23:13

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან  სოფელ ზოტის  მოსახლეობა 220 კომლს შეადგენს და სულ 3500-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. ეს მასშტაბი, დანარჩენი მთიანი ზონის სოფლების მაჩვენებელს, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, ზოტელებს  ლიდერის პოზიციაზე  აყენებს.  სწორედ ასეთმა ბუნებრივმა ყოფითმა  გარემომ შექმნა მოტივაცია მათ შემეცნებაში _  თვალი და ყური მუდამ საძოვრის, პირუტყვის, მიწისა და სათიბების მოვლასა და პატრონობაზე იყოს მობილიზებული, როგორც  მაცოცხლებელ და წარმატების მომტან უპირველეს  საპოვარზე.

ახლა,  როცა არაერთი სამთავრობო წინადადება და იდეა წინა პლანზე წამოიწია , ისინი წამს არ კარგავენ ჩაერთონ თანამედროვე ინოვაციებში,  რათა საკუთარი საქმიანობა სტიქიური, დაუგეგმავი შრომიდან, მოგების მომტან საფეხურზე აიყვანონ.

69 წლის ნევრიზ მიქელაძე, პროფესიით პედაგოგი, ზოტის საჯარო სკოლის მასწავლებელია. სამეზობლოში ის ლიდერი ფერმერია,  ვინც მრავალი წელია,  მიზნამდე მისვლისთვის,  შრომაში წამის დაუკარგავად, მამაპაპური საოჯახო საქმიანობიდან, ნელ-ნელა გადაინაცვლა შრომაში კოოპერაციული წესის დამკვიდრებისკენ.  ამბობს იმასაც, რომ ხალხს თავდაპირველად გაუჭირდა იმის აღქმა, კოოპერატივი არის თუ არა კოლმეურნეობა ან მისი მსგავსი „საზიარო ჯამი“,  საიდანაც ადამიანებს უსიამო მოგონების და განცდის გარდა, არაფერი შემორჩა. სკეპტიციზმს, უკვე არსებულ კოოპერატივებში არსებული გაუგებრობები და საერთაშორისო ორგანზაციების ქართველი თანამშრომლების მიკერძოებული, ხშირად პირად სარგებელზე დამყარებული ქმედებებიც აძლიერებს

 დღეისთვის ნევრიზ მიქელაძეს, სხვა მეზობლებთან ერთად (სულ 20 ოჯახი), კოოპერატივი „ულეველა“  აქვს შექმნილი დასაქართველოს მთავრობის მიერ  წარმოდგენილ ერთიან აგროპროექტს: „მაღალმთიან  რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“, ზედგამოჭრილად ესადაგება დასახული მიზნით _ გახდეს გურიის რეგიონისთვის ბიოპროდუქციის, ხორცისა და  რძის ნაწარმის უპირობო მიმწოდებელი და ასევე გასცდეს ქვეყნის ფარგლებსაც.

ულეველა ის ტერიტორიაა, სადაც ზოტის უნიკალური სათიბებია, სანისლიას მთის აღმოსავლეთით, ჯაჯის ტბასთან ახლოს.

ბატონი ნევრიზის  თქმით, ამ   საუკეთესო საძოვარს, რომელიც სამყურას, მარბუთის და დვარულას სახეობის ბალახისგან შედგება, რძე გასდის და ზოგიერთი ამ ბალახთაგაი, არა თუ პირუტყვის საუკეთესო საკვებია, წინაპართა გადმოცემით, სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, რომელსაც მთის მცხოვრებლები დღემდე იყენებენ.

_ სამთავრობო აგროპროექტი ითვალისწინებს გზების შეყვანას საძოვრებზე და სათიბებზე, ქარხნის ტერიტორიაზე.  ასევე, საწარმოს შენობის აგებასა და სრულ ორგანიზებაში თანამონაწილეობას, სადაც იქნება ხორცის მიღების საამქრო და რძის ქარხანა. ეს ორი რგოლი  ერთ  სივრცეში,  ერთმანეთისგან იზოლირებულად განლაგდება. ჩვენ, ორი აზრი არ არის, რომ მოვახერხებთ,  ჩოხატაურისა და ოზურგეთისთვის  ულევად ვაწარმოოთ ხორცი, ყველი, ზოგადად, რძის პროდუქცია, რადგან გვაქვს ბაზა და ტრადიციით ნასაზრდოები  სისხლში გამჯდარი სიყვარული მესაქონლეობისა,  რომელსაც შესაძლოა, საქართველოში ანალოგი ძნელად მოეძებნებოდეს. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემებისა, რომელიც ხან ჩვენი, ხან სხვისი უნებლიე უზუსტობით თუ შეცდომით, შესაძლოა, დამამუხრუჭებელ ფაქტორად იქცეს ამ სასიცოცხლო  პროექტის გახორცილებების გზაზე!  და,  ულეველაც დაილიოს იქნებ! _ ამბობს ნევრიზ მიქელაძე და გვიამბობს, რა გზა გაიარა 2011 წლიდან  დღემდე, _ როცა მთაში პირველი ხმა ავიდა, შრომით საქმიანობაში კოოპერირების წესის დამკვიდრების გზით, გარდაუვალი წარმატების მიღწევის შესაძლებლობაზე.  

ნევრიზ მიქელაძე მოკლედ გვიამბობს იმ გზაზე, რომელიც 2011 წლიდან, ინდმეწარმეობის დაწყებით  გაიარა. მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლეებმა სთხოვეს, ხე-ტყის დამზადებაზე ემუშავათ. გახდა ინდმეწარმე და კიდობანას მთის მხარეს, კანონის ფარგლებში, სამუშაოდ ტყე აიღო.  მასალის დამზადებისას თითოეული ხის ძირას იდგა და ფესვიან-ტოტიანად ამოწმებდა  თითოეულ ძირს.

_ ვერავინ გაბედავდა, საღი ხე მოეჭრა. თუ რაიმე ავტორიტეტი გამაჩნია, ყველაზე მეტი ნდობა სწორედ მაშინ მოვიპოვე, შინ თუ გარეთ. ხე არ არის მთაში, ჩვენს სამოქმედო ზოლში, რომლის ძირში  დაკვირვება არ მომეხდინოს და სანიტარული ჭრის წესით არ დამენომროს.  თითქმის, ყველამ გაითავისა, რომ ხე-ტყეს სიცოცხლესავით გაფრთხილება სჭირდებოდა, მისი და ჩვენი სიცოცხლე აქ უერთმანეთოდ წამებში დასრულდება. ასეთი გაფრთხილების შედეგად,  დღეს უკვე საუკეთესო მასივია წამოსული. ამ საქმიანობის პროცესში,  თანამოაზრეებმა მითხრეს, რომ ულეველას სათიბების ბაზაზე დაგვეწყო თივის დამზადება, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გაიყიდებოდა. იდეა მეზობელს, არსენ ირემაძეს ეკუთვნოდა, _ ამბობს ბატონი ნევრიზი.

მოითათბირეს და ოთხ თანამოაზრესთან: არსენ ირემაძესთან, გოჩა ქათამაძესან, ზია ჭახაძესთან და შალვა პაქსაძესთან ერთად,  2013 წელს ჩოხატაურში, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. თანადგომით გახარებულები, მალე თბილისში, კოოპერატივების სააგენტოში ჩავიდნენ და სტატუსი მიიღეს.  ჩამოყალიბდნენ იმ აზრზე, რომ აუცილებლად მეცხოველეობისთვის უნდა მიეყოთ ხელი, რის მძლავრი საფუძველიც  არსებული ბაზა და გამოცდილება იყო. 2014 წელს უკვე 49 მეწველი ფური ჰყავდათ.  ამავე პერიოდში, ნევრიზ მიქელაძეს დაუმტკიცდა პროექტი „აწარმოე სართველოში“. თუმცა, მალე ზამთარიც დადგა და პროექტის გახორციელება დროში გაიწელა, რადგან მთაში ასვლა, თითქმის შვიდთვიანი ზამთრის პირობებში, შეუძლებელი იყო.  „ულეველას“ წევრები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და ყველა მიმართულებით ამყარებდნენ კავშირებს,  ოღონდ რომელიმე სახის დახმარება  მიეღოთ. როცა 15 მოტობლოკი  საჩუქრად მიიღეს ( ფინანსური თანამონაწილეობით შეიძინეს, თუმცა ნაჩუქარს ეძახის),  უკვე სოფლის მოსახლეობის უმეტესობას კოოპერაციულ შრომაში ჩაბმის სურვილი გაუჩნდა. მალე „ულეველას“ წევრებს ახალი იდეა გაუჩნდათ რძის ქარხნის გახსნის თაობაზე და რაკი სოფელში სამიათასი სული საქონელი იყო, არ უყოყმანიათ, მაშინდელი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიემართათ. მოუსმინეს და განუმარტეს, რომ სახელმწიფო კოოპერატივებს არ აფინანსებს, თუმცა ინფორმირებაში დაეხმარნენ და მიუთითეს, სად და როგორ ესარგებლათ იაფი კრედიტით.  სწორედ ამ პერიოდში, კოოპერატივების საგენტოდან მონიტორინგის ჯგუფი ჩამოვიდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასიხარულო ამბავი აცნობა ნევრიზსა და მის მეგობარ მთისკაცებს _ რძის ქარხნის დადგმის შესაძლებლობა გექნებათ, ოღონდ 150 სული საქონელი უნდა გყავდეთო. სასწრაფოდ შეადგინეს დოკუმენტაცია, 20 ოჯახი 162 სული პირუტყვის დამადასტურებელი დოკუმენტებით წარსდგა ჯგუფის წინაშე. მოხდა ისე, რომ სწორედ ამ დროს შეახსენეს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რადგან აქ უკვე გამარჯვებული იყო ნევრიზ მიქელაძე. რაკი რძის ქარხნის გადაცემაზე უკვე  სახელმწიფოსგან იყო წინადადება,   პირადად ნევრიზ მიქელაძემ აირჩია სადურგლო საქმიანობისთვის მიეღო 5 ათას ლარიანი დაფინანსება და პარალელურად, სადურგლო საქმიანობასაც შეუდგა.

2016 წელს, ოქტომბერში კი უკვე საბოლოოდ გაფორმდა ხელშეკრულება რძის საწარმოს მიღების თაობაზე.

_ მთაში ავედი და ავაფრიალე დოკუმენტი, ხალხი სიხარულმა აიტანა! თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დოკუმენტაციაში მცირე შეცდომა გაიპარა, სასწრაფოდ მომმართეს და შესწორებული ვარიანტიც გავგზავნე, თუმცა ვადებში ვერ ჩავეტიეთ, ადგილზე ინტერნეტი არ იყო, ვიჩქარე, მაგრამ დასანანად მომიგვიანდა. დავრჩით ასე და კვლავ დაგვაიმედეს, რომ 2017 წელს, კოოპერატივების საგენტოს პროექტი: „რძის შეგროვების და გადსამუშავების საამქრო“, კვლავ გრძელდებაო.  მართლაც, ამ წლის 17 მარტს უკვე გვითხრეს, ინფორმაცია განაახლეთო. სასწრაფოდ ჩავედი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და საქონლის სიით დაწყებული, ყველაფერი წარვადგინე...  და,  ამ დროს  საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა  ერთიანი აგროპროექტი: „მაღალმთიან    რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“, რომლის მიხედვით, გაცილებით მეტი, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით, ისეთი სახის დახმარებაა გათვალისწინებული. და ახლა უკვე თავად გადავერთე ამ პროექტში და კოოპერატივების სააგენტოს შემოთავაზებაზე მადლიერმა, მაგრამ მაინც თავი შევიკავე, რადგან იქ მხოლოდ მე ვიყავი წარდგენილი. ამჯერად ისევ  კოოპერატივ „ულეველას“ სახელით, სადაც უკვე 200 სული საქონელი გვყავს, წარვდექით ახალ აგროპროექტში. ის, რასაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი ერთიანი აგროპროექტი: „მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობს განვითარების კონცეფცია“ ითვალისწინებს, თუ გახორციელება უწერია, მთას ააღორძინებს! „მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“ მზის ამოსვლას უნდა დაემსგავსოს! რომ იცოდეთ, როგორ ველოდებით! ხან ისევ ვშიშობ, ახალი დაბრკოლება ხომ არ გადამეღობება წინ?!  _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთხელ შეგვეხმიანა და თანადგომა გვთხოვა. პედაგოგი და მეურნე, სულისკვეთებით პატრიოტი ნევრიზ მიქელაძე, ზოტში აჭარის მთიანეთიდან გადმობარგების შესახებ გვიამბობს და გვთხოვს, იქნებ, გამონახოთ საშუალება და მოუყევით ჩვენზე ცოტა რამ მთელ საქართველოსო!

მისი ნაამბობი კი, რაც ათეულობით მის მოსწავლეს მისგანვე მრავალჯერ მოუსმენია, ასეთია:

„სოფელი ზოტი, 126 წლის წინ, დაცლილი და მიტოვებული, მთიანი აჭარის სოფელ ღორჯომიდან, 13 ოჯახის გადმოსვლით, კვლავ აღორძინებისკენ წავიდა. ანთაძეები, ირემაძეები, ართმელაძეები, მიქელაძეები, ტუნაძეები...მათ გურულ ნასოფლარს, სადაც თურმე უმეტესად კეკელიძეები ცხოვრობდნენ, სული მოუბრუნეს.   გურიის მოსახლეობა რომ აქ მრავლად ყოფილა, საყდრის გორიც მეტყველებს, რადგან მხოლოდ რამდენიმე ოჯახისთვის არ აშენდებოდა სამლოცველო. ისტორიის და დროის ცვლილებამ თუ უკუღმართ-წაღმართობამ ის მოიტანა, რომ მერე ამ მადლიან მიწაზე ჩვენ მოვედით... ასე მგონია, კეკელიძეთა ნაფუძარზე, განგებამ, გარკვეული მისია დაგვაკისრა! აქ ამოსვლაა საქმე, თორემ წასვლა აღარ მოგინდებათ _ აქაურობა სავსეა ბუნებისგან ბოძებული წყლით, ჰაერით, საძოვრებით, სადაც იშვიათი ყუათიანი მცენარეები ხარობს.მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, გარესამყაროს მოწყვეტილია, ეს დალოცვილი მიწა და ჰაერი, ტყე თუ საძოვარი ყველას აპურებს ისე, რომ ზოტში აზოტოვანი ან რომელიმე სასუქი არ შემოდის. აქ ბიოპროდუქცია დიდი ხანია, იწარმოება, ოღონდ სტიქიურ, დამღლელ,  ბარაქადაკარგულ შრომას ბოლო უნდას მოეღოს და ზოტიდან გადაძახილი სამყაროს უნდა მიწვდეს! მეორედ არ უნდა დაიცალოს ზოტი! აქ დღეისთვის  საფუძვლიანი და საიმედო ბაზა არსებობს საამისოდ და ამჯერად უნდა გაგვიმართლოს, უნდა იქცეს პატარა და ძლიერი ზოტი უძლიერეს ციტადელად, საიდანაც თავქვე დაშვებული გუბაზეულივით წამოვა რძის ნაკადი! ჩვენ ამას შევძლებთ, თუ  ამ შემართებას  შემხვედრი ძალა იმ სისრულით განახორციელებს, რომელიც ჯერჯერობით ქაღალდზე  ასე წერია: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ერთიანი აგროპროექტი:  „მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის განვითარების კონცეფცია“.  დანარჩენზე ამ დიდი საქმის დასრულების შემდეგ, ერთად ვისაუბროთ და  ერთად გავიხაროთ!


ნახვა: 307


 ახალი ამბები
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...
  • ხანძარი ლანჩხუთში _ ორსართულიანი სახლი სრულიად დაიწვახანძრის შედეგად, რომლის გამომწვევ მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება, ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, რომელთაც დაზარალებულ ზურაბ მარშანიშვილის ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების გაწევის პირობა ... ...
  • რა ხდება ოზურგეთის მერიაში _ ოთახებში გადაადგილება თუ ზეწოლის მორიგი მცდელობაახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და  ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის სამუშაო კაბინეტიდან სოციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს უმცროსი სპეციალისტი, ნინო ნიკოლაიშვილი. ხოლო თამარ დუმბაძე ამჯერად მარტო დარჩა. „გურია ნიუსის“ წყაროს  ინფორმაციით, ყოველივე ეს თამარ დუმბაძის წინააღმდეგ სამოქმედოდ გადადგმული ნაბიჯია მერის მხრიდან და, ჩვენი წყაროს მტკიცებით,  შესაძლოა,  უახლოეს პერიოდში, დუმბაძის  მიმართ ადგილი ექნეს შანტაჟს, რასაც თვით თამარ დუმბაძეც ადასტურებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას. სამუშაოს სირთულიდან  გამომდინარე, დუმბაძე აღნიშნავს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რადგან მასთან მრავალი მოქალაქე  შედის, მათ შორის სოციალურად დაუცველები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება და მარტო მომსახურება რთულია. ამასთანავე, დუმბაძის თქმით, უმეტესობა სამსახურების უფროსებისა, სხედან თანამშრომლებთან ერთად და საკვირველია, ასეთი მნიშვნელობა  რატომ მიენიჭა მისი ოთახიდან ნინო ნიკოლაიშვილის გაყვანის საკითხს. თამარ დუმბაძე ჩვენთან საუბრისას ღიად ადასტურებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  მხრიდან შესაძლო შანტაჟს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა ის მარტო იქნება ოთახში. _მე მირეკავენ და პირისპირაც მეუბნებიან, რომ, შესაძლოა, იგეგმებოდეს შანტაჟი, თუმცა, მსურს, რომ ეს ასე არ იყოს.  ნამდვილად შემეშლება ხელი მუშაობაში. ნინო ნიკოლაიშვილი ჩემი თანამშრომელიცაა დ მეგობარიც, თუმცა, ამაში არაა საქმე.   ნამდვილად სასურველია, სხვა იყოს და მყავდეს ერთი დამხმარე აქ. თუმცა , რაკი გადაწყვიტეს, იყოს ასე. მე ყველანაირად ვეცდები, როგორც ყოველთვის, ვიმუშაო მაქსიმალური ობიექტურობით და მთელი ძალისხმევა მოვახმარო აქ მოსული უამრავი მოქალაქის გასაჭირის მოგვარების საქმეს, _ გვითხრა დუმბაძემ. რაც შეეხება ოზურგეთის მერის,  კონსტანტინე  შარაშენიძისა და თამარ დუმბაძის სამსახურებრივ დაპირისპირებას, ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ვრცლად წერდა, როცა დუმბაძის სამსახურში მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახური შევიდა  მერის დავალებით.   მაშინ დუმბაძეს მოქალაქეთა წერილებისთვის პასუხების დაგვიანებით გაცემას ედავებოდნენ. თუმცა, როგორც თავად  დუმბაძე ამბობდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რადგან შარაშენიძემ მოსვლისთანავე მოინდომა დუმბაძის გათავისუფლება და უთხრა კიდეც,   თანამდებობიდან წასულიყო. მაშინ დუმბაძეს დეპუტატების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა და ეს პროცესი შეჩერდა.   მას  გაფრთხილება მისცეს, თუმცა თამარ დუმბაძე იმასაც  აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები  თითქმის ყველა სამსახურში არსებობდა, მაგრამ გაფრთხილება არცერთი სამსახურის უფროსისთვის არ მიუციათ. მხოლოდ დუმბაძე „გააშავეს“. რაც შეეხება სოციალური დაცვის განყოფილების უმცროს სპეციალისტს, ნინო ნიკოლაიშვილს, ის „გურია ნიუსთან“ ასეთ განმარტებას აკეთებს: _ გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს სოციალური დაცვის განყოფილებაში. აქ კი ხედავთ, ამდენი თანამშრომელი ზის და თითქმის ადგილი არცაა. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ დამიბარა და მითხრა, რომ თქვენზე არ არის საუბარი არანაირად, უბრალოდ, მერმა გადაწყვიტა ასე, უნდა გამოხვიდეთ დუმბაძის ოთახიდან, მას ფუნქციურად აქვს ამის უფლებაო. კი, ბატონო, აქვს უფლება, მაგრამ ამ წუთში აქ ამის საჭიროება არანაირად არ იდგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ეს ყველაფერი იგეგმება იმისთვის, რომ თამარ დუმბაძის წინააღმდეგ შანტაჟის მოსაწყობად უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა. როგორც „გურია ნიუსმა“ ადგილზე მისვლისას ნახა, ნიკოლაიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამუშაო პირობა შექმნილი. კერძოდ, კომპიუტერი არ იყო ჩართული მოუგვარებელი  ტექნიკური მიზეზით. თუმცა, თავად ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ ალბათ, მოგვარდება ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება მუშაობას. აღნიშნული „უმნიშვნელო“ პროცესის, ოთახიდან ოთახში გადაადგილების  შესახებ, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს ესაუბრა: _ მე გეტყვით ასე _ თუკი სხვა სამსახურის უფროსები, მაგალითად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გოგი ინწკირველი ზის ცალკე, რატომ არ შეიძლება კაბინეტში ცალკე იჯდეს სოციალური სამსახურის უფროსი? კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ზის განყოფილებასთან ერთად. ის, რომ სამსახურის უფროსი იჯდეს მეოთხე რანგის სპეციალისტთან, ასეთ პრეცედენტი ჩემს საკურატოროში არ მაქვს. სამსახურის ფუნქციონირებისთვის უმჯობესია ერთ განყოფილებაში იყვნენ სპეციალისტები. _ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ  უთხარით, სხვა ოთახში მერის დავალებით გადაგყავთ. _ რაც შეეხება მერს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ფუნქციურად ეს ჩემი მოვალეობაა და უბრალოდ, ვთვლი, რომ განყოფილების თანამშრომლები უნდა ისხდნენ ერთად. სამსახურები უნდა განთავსდეს ისე, როგორც უმჯობესია და როგორ ამას ჩვენ ვთვლით საჭიროდ. რა პრობლემაა ამაში? თამარ დუმბაძეს რომ გავაცანი ეს ყველაფერი, მეორე დილით ამოვიდა ჩემთან ნინო ნიკოლაიშვილი და მითხრა, რომ მე არ გავალ იმ ოთახიდანო. რა ნიშნავს ეს? მეოთხე რანგის სპეციალისტი  ეუბნება მერის მოადგილეს, რომ ოთახიდან არ გავა. რანაირი საქციელია? მე ჩავთვალე ასე საჭიროდ და გადავა იქ და იმუშავებს იქ, სადაც ფუნქციურად უფრო გამართლებულია. _ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რომ უფრო გამართულად იმუშაოს. ის აგრეთვე, არ გამორიცხავს შანტაჟის მოწყობის მცდელობას, როგორც ამას „გურია ნიუსის“ წყაროც ადასტურებს. _რა შანტაჟი? ვინ უწყობს შანტაჟს? იქ არის ვიდეოკამერები. მოძრაობენ ადამიანები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? თუ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მას სურს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდეს გვერდით და მთხოვს იქეთ გადასვლას, მე მას აუცილებლად დავუკმაყოფილებ ასეთ განცხადებას. მე და თამარს კი გვაქვს ისეთი ნორმალური და კარგი ურთიერთობა, თუ მას ეს სურდა, შეეძლო ეთქვა. _გულწრფელად ამბობთ ამას?  ნამდვილად თქვენ მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ თუ მერმა დაგავალათ? _მატყობთ რაიმეს ისეთს,  რომ  არ ვარ გულწრფელი ადამიანი? _შესაძლოა, როგორც ჩინოვნიკი, არ იყოთ... _ გიმეორებთ, ჩემი აზრი არის ასეთი, რომ განყოფილების უფროსი, მესამე და მეოთხე რანგის სპეციალისტები ისხდნენ და მუშაობდნენ  ერთ ოთახში, ასე ფუნქციურად უფრო გამართული იქნება მუშაობა. ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე და ასე უფრო სწორად მიგვაჩნია. თუ ვინმე სხვა გაიმარჯვებს 2021 წელს არჩევნებში და მოვა და სხვანაირად გააკეთებს, გააკეთოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მე კი ასე ვთვლი საჭიროდ, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ. სირაძის მოსაზრებებს თუ გავყვებით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ვიდეოკამერა მხოლოდ კორიდორს აკონტროლებს. დუმბაძის კაბინეტში კი არ დგას. ასევე, სოციალური განყოფილების სივრცე  ოთხი თანამშრომლის ადგილს  ძლივს ჰყოფნის. ამიტომაც მოგვიბოდიშა დუმბაძემ, როცა მის იქ შესაძლო გადასვლაზე სირაძის თვალსაზრისი ვუთხარით. „ბოდიში, მაგრამ სად გადავიდე, იქ თავზე ხომ არ დავაჯდები ვინმეს? უმჯობესია, აქ მყოლოდა ერთი სპეციალისტი და არანაირი საჭიროება მისი ამ ოთახიდან გაყვანისა არ არსებობდა და ყველაფრის მიუხედავად, ეს მუშაობაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში ხელს მაინც ვერ შემიშლის“. „გურია ნიუსის“  კითხვაზე, რა შეიძლება იყოს, "ზეწოლის მცდელობის" მიზეზი, დუმბაძე ამბობს, რომ არ იცის.   „ერთადერთი  ამის  მიზეზი შეიძლება  იყოს ის, რომ არჩევნებზე  „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების გვერდით  ვიდექი და ვერც წარმომედგინა სხვანაირად“, _ თქვა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...
ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...