"ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე"

კარმიდამო ჩემი

"ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე"

2017 ივლ 7 13:02:04

საქართველოში, ფსტას ჯიშის კაკლის ნერგების გამოყვანით არც ისე დიდი ხანია, რაც დაინტერესდნენ. ის ერთ-ერთი საუკეთესო, ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საქართველოში ასეული წლების წინაც ხარობდა, თურმე, თუმცა, შემდეგ გადაშენებულა.

ჩვენი რესპონდენტი, გიორგი მასურაშვილი 25 წლის ახალგაზრდა კაცია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ცხოვრობს და ფსტას ჯიშის კაკლის ნერგების გამოყვანით, ხუთი წლის წინ დაინტერესდა.

გიორგი მასურაშვილი თავის ბიოგრაფიას, ბავშვობის წლებიდანვე შრომას უკავშირებს და ამბობს, რომ 90-იან წლებში, როცა 6-7 წლისა იყო, ხედავდა როგორ უჭირდა ყველას, როგორ შრომობდნენ მშობლები საკუთარ საკარმიდამოში და ეხმარებოდა თვითონ. მას შემდეგ მიწასთან ჭიდილი მის სამოტივაციო საქმედ იქცა. განსაკუთრებით კი კაკლოვანი და კენკროვანი მცენარეები იზიდავდა.

_ ძალიან პატარამ დავიწყე მშობლების და ერთადერთი ძმის გვერდით მუშაობა. მიყვარს მიწა, ბუნება, სიახლის ძიება. ფსტას ჯიშის კაკლის შესახებ სწორედ მორიგი ძიების დროს წავიკითხე. ნახევარი კილოგრამი თესლი ვიშოვე და დავთესე. ეს იყო ექსპერიმენტი ჩემი მხრიდან და გამიმართლა, _ გვიამბობს ის.

გიორგიმ პირველი ნერგები დახურულ გრუნტში გამოიყვანა და პარალელურად, გადარგვის შემდეგ, გამუდმებით აკვირდებოდა მცენარის ზრდის ტემპს. ამბობს, რომ თეორიულად ყველაფერი წინასწარ შეისწავლა, მოიძია სხვადასხვა ლიტერატურა, ნახა სულხან საბას ლექსიკონი, სადაც ფსტა განმარტებულია, როგორც საუცხოო კაკლოვანი ჯიში და საქართველოში კარგად გავრცელებული მცენარე, რომელიც შემდეგ გადაშენდა.

დღეისთვის გიორგი მასურაშვილს ფსტას ჯიშის კაკლის ნერგები კონტეინერში გამოჰყავს და მისი გადარგვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

 შეიძლება თუ არა ფსტას ჯიშის კაკლის გაშენება დასავლეთ საქართველოში? ამ კითხვაზე გიორგის საკუთარი მოსაზრება აქვს: _ მიუხედავად იმისა, რომ მცენარის შესახებ ყველა ლიტერატურაში მინიშნებულია, როგორც გაუდაბნოებული ადგილების მოყვარული კაკლოვანი და ვერ ეგუება ნესტიან გარემოს, თიხნარ ნიადაგებს, მაინც შესაძლებელია ფსტა გაშენდეს დასავლეთ საქართველოში, _ ამბობს იგი და ამის მაგალითებიც უკვე აქვს _ მისგან შეძენილი ნერგები დარგეს ფოთში, ხულოში, სამეგრელოს რეგიონშიც და შედეგით ყველა კმაყოფილია.

_ როცა მცენარით დავინტერესდი, რა თქმა უნდა, ჯერ ვაკვირდებოდი, როგორი ნიადაგს ეგუება და რაკი მშრალი გარემო უყვარს, სწორედ იმაზე დავიწყე ფიქრი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ტენიან რაიონებშიც მისი გახარება. დღეისთვის უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაკვირვება ამართლებს და დასავლეთ საქართველოში, სადაც კი ჩემგან ნერგები წაიღეს ან მიაქვთ, ფსტამ ძალიან კარგად გაიხარა. სუბტროპიკულ ზონაში, სადაც შეირჩევა უფრო დამრეცი ადგილები და ქვიშიანი ნიადაგი და გავამდიდრებთ მას ორგანული ნაკელით, ფსტა ჩვეულებრივად ხარობს. რა თქმა უნდა, პერსპექტიული გარემო აღმოსავლეთ საქართველოში, მშრალი ჰავის პირობებში აქვს, _ გვეუბნება ახალგაზრდა ფერმერი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რაკი აღმოსავლეთ საქართველო უპრობლემო მხარეა ფსტას გასაშენებლად, ყურადღება დასავლეთ საქართველოზეც აქვს გადატანილი. ეხმიანება ყველა კლიენტს, ვინც დასავლეთ საქართველოდან ყიდულობს ფსტას ნერგს და ეკითხება, რა მდგომარეობაშია მცენარე დარგვის შემდეგ. რაკი საწყისი სვლა კარგად გამოუვიდა, დაინტერესებულია, ეს საქმე სერიოზულ ბიზნესად აქციოს, საქართველოში ყველგან გაშენდეს ფსტა და რაც მთავარია, ის იქცეს ჩვენი ხალხის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად.

_ გიორგი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ამ კაკლოვანმა კულტურამ ჩვენს ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური სიძლიერე შესძინოს?

_ მთავარია, ფსტას ჰქონდეს გამტარი, მშრალი ნიადაგი. გრუნტში წყალი არ უნდა დაგროვდეს. არც უწყლობით უნდა გამოიფიტოს მიწა. მინდა, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოშიც ისე ღონივრად მოხდება ფსტას სამრეწველო წარმოება, როგორც ეს დღეს მრავალ ქვეყანაში ხდება. თუ იქ სამრეწველო მიზნით აწარმოებენ და აქვს სერიოზული ფასი, ჩვენ შრომა და სიახლის ძიება რატომ უნდა დაგვეზაროს? მით უფრო, საქართველოში ეს კაკლოვანი კულტურა ოდითგან ყოფილა და მერე გადაშენებულა. არანაირ განსაკუთრებულ მზრუნველობას ის არ ითხოვს _ უნდა აკონტროლო ნიადაგი. ისე კი, მაღალმთიანი ზონა, სადაც ტენიანობაც დაბალია, ფსტასთვის მისწრებაა და მცენარე იქ უკვე თავს ლაღად გრძნობს. ვიმეორებ, მეტი პერსპექტივა აქვს აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, ნურც დასავლეთის მცხოვრებნი ჩაიქნევენ ხელს. უკვე გითხარით, გვაქვს საიმედო მაგალითი.

_ ფსტას ფასის და შემცველობის შესახებ რას გვეტყვით?

_ ერთი კილოგრამი ფსტა 60 ლარამდე ღირს. მისი კომერციული დანიშნულება მთელ მსოფლიოში უდიდესია. ცოტა მეტი ყურადღება უნდა, ვიდრე თხილს და ჩვენებურ კაკალს. სამაგიეროდ, ბევრად უკეთესია შემცველობით, ნაყოფის ხარისხით. ფასიც ამიტომაა მაღალი. თუ ერთ ჰექტარ ფართობზე 2 ტონამდე თხილი მოგვყავს, ფსტა 8 ტონამდე შეიძლება, მოვიყვანოთ. ერთი ძირი ისხამს, სულ ცოტა, 20 კილოგრამ ნაყოფს. ჰექტარზე ირგვება 400 ძირი ხე. შესაბამისად, მარტივად დავთვალოთ და ვხედავთ, რამდენ ტონას მივიღებთ.

_ გიორგი, ფსტას ირგვლივ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რადგან ის ინოვაციურ სახეს იძენს, თუმცა, დავიწყებული ძველია. ჩვენი მკითხველისთვის, საინტერესოა, მდედრობით და მამრობითი ნერგების შესახებ გვითხრათ.

_ ფსტას 400-მდე ჯიში არსებობს. თუ აქედან კონკრეტულად რომელიმე ერთი ჯიში გსურს გაამრავლო, მაშინ დამყნილი ნერგი უნდა დავრგოთ შემდეგი კომბინაციით _ ერთი მამრობითი 10 მდედრობით ძირთან. მე ვცადე დამყნობა ახალი ნერგიდან და გახმა. ვფიქრობ, კვირტის აღება საჭიროა ზრდასრული მცენარიდან. დღეისთვის მე მაქვს ორი სხვადასხვა ჯიშის ფსტა, რომლის ყვავილობის დრო ემთხვევა ერთმანეთს და პრობლემა არ არის. თუ ერთი ჯიშის თესლ-ნერგს გამოიყვან და ცალკე დარგავ, ამ შემთხვევაში ზოგი მოისხამს, ზოგი _ არა.

_ საძირე თუ სჭირდება მყნობისას?

_ კი, არის სპეციალური საძირე _ საკმიელას ხე, რომელზეც შესაძლებელია დამყნა.

_ როგორია ფსტას ყინვაგამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა რა ასაკს უახლოვდება?

_ ამ მხრივ ის უნიკალური მცენარეა. ყველა სახის ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ფსტა 500 წლამდე ასაკსაც კი აღწევს. უძლებს მინუს 20 გრადუს ტემპერატურას და მეტსაც. ამავე დროს საპირისპირო თვისებაც აქვს _ საოცრად გვალვაგამძლეა. იზრდება 10 მეტრამდე.

_ დღეისთვის მიღწეული შედეგი რამდენად გაკმაყოფილებთ _ ამ ეტაპზე მეტს ელოდი თუ პირიქით?

_ მიმაჩნია, რომ ბავშვობის ასაკში დასახული მიზანი, ავისრულე, ინოვაციური სვლა შედგა და ფსტაზე ფიქრი რეალობად ვაქციე. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც დღემდე მივაღწიე. ნერგებზე მოთხოვნა იზრდება. კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა სრულფასოვანი ბიზნესი მექნება და ამაშიც დარწმუნებული ვარ. მე ბავშვობიდან ჩემი სახსრებით დავიწყე ეს საქმიანობა და ხშირად, როცა თანატოლები თამაშობდნენ, მე ნერგებს ველოლიავებოდი. საბოლოოდ უნდა გამომივიდეს ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს.

წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი მასურაშვილს, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ასაკიდან შეეჭიდა ინოვაციურ იდეას, წარმატებას მიაღწია და დღეს მეტი შემართებით იბრძვის, ახალი წარმატებების მისაღწევად.




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრი: ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქართული ჯარის წინაშე ბოდიში ყველამ უნდა მოიხადოს. პრემიერ-მინისტრი ასევე ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.  „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათა შორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • “სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ"ერთ თვეზე მეტია, რაც  ცხინვალის იზოლატორში მოთავსებულია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარიას ესაუბრა. „სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვართ იმ რეალობაში, რაშიც ვართ. ეს მოცემულობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მცოცავი ოკუპაცია საქართველოსთვის უნდა დასრულდეს. ჩვენ, ყველამ ერთად ერთიან საქართველოში უნდა ვიცხოვროთ,“_ამბობს ნასარია. ... ...
  • გურიის გუბერნატორი ლექციებს აცდენს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩააბარა, თუმცა ლექციებს აცდენს. _ საერთოდ, სწავლება ყოველთვის წინა პლანზე უნდა იდგეს, არამარტო ჩემს თაობაში;  თქვენმა თაობამაც უნდა ისწავლოს. რაც მეტი განათლებული და ნასწავლი ადამიანი გვეყოლება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება, _ ამბობს გუბერნატორი. “გურია ნიუსის“ კითხვაზე, რატომ აცდენს ლექციებს, ზურაბ ნასარაია ამბობს: _ შეჩერებული მაქვს დროებით სწავლა, რადგან ფიზიკურად ვერ ვახერხებ ლექციებზე ... ...
  • “ამ მოვლენას სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები“ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროსაბჭოს საპატიო თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ამასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. “თეატრალურ მოედანზე“ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. “ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ იმ მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით იქნება შესრულებული, რაც  ევროკავშირს გააჩნია. მინდა ვთქვა: ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ხალხის მომავალი ევროკავშირზე არის დამოკიდებული. ქართველები ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ჩვენი გზა არის ევროპისკენ,“_  აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრისას გურიის გუბერნატორმა, ზურა ნასარაიამ. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა დავით დარჩიამ. “საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამ მოვლენას დიდი სიამაყით ვუერთდებით ოზურგეთელები. ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინ, ჩვენმა ქვეყანამ აირჩია გზა ევროპისკენ და ჩვენი მომავალი უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს,“ _ თქვა დარჩიამ. “ქართული ოცნების“ წევრის ნიკა ბახტაძის თქმით, საქართველოს არჩევანია სწრაფვა ევროპისკენ. “დღეს, კიდევ უფრო განმტკიცდა. ჩვენი სამშობლო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრიორიტეტული თემებიდან, რასაც საქართველო ამ პერიოდში განსაზღვრავს, ფუნდამენტალურია განათლება და ახალგაზრდული ინიციატივები,“ _ თქვა მედიასთან საუბრის დროს ნიკა ბახტაძემ. ღონისძიების დასასრულს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და აღიმართა საქართველოს და ევროკავშირის ... ...
  • "პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტი"„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა დადგენილი, რომ ბიზნესმენ რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბა“ ერთადერთია, რომელიც 2024 წლამდე ლისის ტბის სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის ექსკლუზიური მფლობელი იქნება,“_ აღნიშნული განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააკეთა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რამაზ ახვლედიანის „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლისის ტბა“ 2000 წლის 27 სექტემბერს, 25 წლის ვადით, 2024 წლამდე, მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. 2014 წლიდან, სახელმწიფომ შპს „ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ლისის ტბასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის პირობებში და მიუხედავად, საკამათო გახადა საკითხი, კანონმდებლობის თანახმად, იყო თუ არა მოქმედი აღნიშნული ლიცენზია და ინარჩუნებდა თუ არა იურიდიულ ძალას. სამინისტროსა და კომპანიას შორის საკითხის გარკვევის მიზნით წერილობითმა გამოხმაურებამ ლიცენზიანტი კომპანიის მიმართ ორი ფორმალური პასუხი გახადა ცნობილი. პირველი - აღნიშნული საკითხის შესახებ სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს ინფორმაცია არ გააჩნიათ, მეორე - იმ შემთხვევაში, თუ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა, მაშინ იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, რამაზ ახვლედიანმა სასამართლო გზით დაამტკიცა, რომ კომპანიის მიმართ 2024 წლამდე სახელმწიფოსთან გაცემული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები, სამართალ-ურთიერთობა მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი არ გაუუქმებია. ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში. ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სასამართლომ სწორედ აღნიშნული დასაბუთება და მიდგომები გაიზიარა. ამასთან, გაიზიარა სადავო საკითხის გადაჭრისთვის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელიც განმარტავს წყალმოსარგებლის სტატუსს და ვალდებულებებს, რასაც რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული ლიცენზიის შინაარსი იმეორებს და მოქმედია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან წყლის რესურსების მართვის სფეროში უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის უფლებამოსილება შეჩერებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მიღებამდე და ამ ეტაპზე, წყალსარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილების არარსებობა კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება გახდეს კანონით დადგენილი წესითა და კონკრეტული ვადით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი. რამაზ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანობის განცდას უტოვებს. „ცხადია, ამ შემთხვევაში, სასამართლო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და არ გაითვალისწინა ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების საკითხზე სხვადასხვა ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიცია, მათ შორის წართმეული ლისის ტბის საქმეში ჩემი ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესები. მას სურდა აღნიშნული ლიცენზია მისი კომპანიებისთვის დამეთმო, რაზედაც უარი მიიღო. შემდეგ, სახელმწიფო უწყებებმა დაიჭირეს სრულიად მოულოდნელი პოზიცია, თითქოსდა ლიცენზიის მფლობელი ჩემი კომპანია არ იყო. 2016 წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დააპირა ლისის ტბის წყალსატევის დაბალანსებული და მაღალპროდუქტიული იქთიოცენოზის ფორმირების მიზნით, არანაკლებ 10 წლის ვადით, თევზჭერის ლიცენზიის გაცემას. მაშინ ჩვენი აქტიური ჩართულობით პროცესი შეჩერდა, ვინაიდან აშკარა და ღია გახდა, თუ რა საფუძვლებით შეიძლება მდგარიყო ჩემი ბიზნესპარტნიორი პროცესის უკან. თევზჭერის ლიცენზიის გაცემა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემი კომპანიის საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ვალდებულებებთან და საქმიანობის პრინციპებთან. იმედი მაქვს, საქართველოს გენერალური პროკურატურა დააჩქარებს ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე ჩემი დაზარალებულად ცნობის ფაქტს. ასეთ შემთმთხვევაში, არ გამოვრიცხავ, დარღვეული უფლებების აღგენისთვის, ისევ ეროვნულ დონეზე გავაგრძელო დავა და არა - სტრასბურგში“ - განაცახადა რამაზ ახვლედიანმა. ცნობისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებით (რომელიც მხარისთვის ცნობილი 10 დეკემბერს გახდა), უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე მიღებული 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა (დაუშვებლად იქნა ცნობილი) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. სახელმწიფო უწყებებს საქმეზე პირველ ინსტანციაში დავა მოგებული ჰქონდათ, თუმცა დღესდღეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმებულია. საკასაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა ქათამაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში: გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), შოთა გეწაძემ და ოლონა თოდუამ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2019 წლის 25 ოქტომბერს, საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო საკასაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძემ. იმ პირობებში, როდესაც რამაზ ახვლედიანი მოსამართლეს უცხადებდა სრულ უნდობლობას და ლისის ტბის წართმევის ძირითად საქმეზე მიღებული საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამო ეჭვი შეჰქონდა მის მიუკერძოებლობაში, გაჩნდა ეჭვები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის ინტერესების დაცვაზე. ასეთ ვითარებაში, მოსამართლეს აღარ შესწევდა ძალა მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად თვლიდა საქმის განხილვიდან წასვლის გადაწყვეტილებას. საქმე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში განახორციელეს. რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი იცავდა.   ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს