"მონადირეს ჯანმრთელობის ცნობა მოვთხოვოთ, ბაზიერს კი _ ფრინველთან ურთიერთობის ცოდნა"

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

"მონადირეს ჯანმრთელობის ცნობა მოვთხოვოთ, ბაზიერს კი _ ფრინველთან ურთიერთობის ცოდნა"

2017 ოქტ 4 15:26:05

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი, გურიაში, აგვიტოს ბოლოს, ტრადიციულად, ლეკიანის ტერიტორიაზე იხსნება სალუტის თანხლებით, რასაც უამრავი მოტრფიალე ჰყავს. თუმცა, ბოლო პერიოდში, ნადირობის მოყვარულთა გულისტკივილი სანადირო თოფის შენახვის თუ ტარების წესის შესახებ, ხშირად ღიად ისმის და ეს პრეტენზია მთლად სიმართლეს მოკლებული არ უნდა იყოს.

გადამფრენ ფრინველებზე მონადირეს უნდა ჰქონდეს, საქართველოს შსს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვის და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაწესებული მოსაკრებლის _ 10 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გურიაში ცნობილი მონადირე და ამ საქმის ტრფიალი, მოყვარულ მონადირეთა ჯგუფ "ტყის ძმების" ლიდერი ენვერ კომახიძე არ მიიჩნევს სამართლიანად მონადირისთვის თოფის ტარების უფლების განსაზღვრულ წესს, რაც გამოცდის ჩაბარებას ექვემდებარება. აღნიშნულ საკითხთან ერთად, ის გვესაუბრება ზოგ პრობლემაზე, რომელსაც, მისი და არაერთი მონადირის აზრით, კანონის ძალა არ უნდა ჰქონდეს.

_ ბატონო ენვერ, რატომ მიგაჩნიათ, რომ მონადირეს გამოცდის ჩაბარებას არ უნდა თხოვდნენ თოფის ტარების და შენახვის უფლების მოსაპოვებლად?

_ მე მოყვარულ მონადირეთა ჯგუფ "ტყის ძმების" წევრი ვარ და როგორც მე, ისე ჩემი მეგობრები, არ მივიჩნევთ სამართლიანად მონადირისთვის თოფის ტარების უფლების ისეთ განსაზღვრულ წესს, როცა 150-საკითხიანი გამოცდიდან, ოცი მაინც უნდა იცოდე და თუ ვერ ჩააბარე, თითოეულ გამოცდაზე 22 ლარი თავიდან უნდა გადაიხადო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნადირობის უფლება არ გექნება. რა წესია ეს, არ მესმის. ლამის, 50-წლიანი ნადირობის გამოცდილების მქონე ადამიანი ვარ, სისხლში მაქვს გამჯდარი ამ ვაჟკაცური პროფესიის ყველა ნიშან-თვისება, ვემხრობი კანონის სიმკაცრეს იქ, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია, თუმცა, ჩვეულებრივ მონადირეს რომ ისეთ გამოცდებს აბარებინებ, სადაც მთელი იურიდიული კოდექსების ცოდნაა საჭირო, ეს ადეკვატურია?

_ თქვენი აზრით, აბა, რა უნდა მოთხოვო მონადირეს, მარტო თოფის სროლის ცოდნა?

_ მე არ მჯერა იმ მოსაზრების, რომ სიფრთხილის გამო ხდება ეს ყველაფერი. კაცს თუ ვინმეს მოკვლა უნდა, პურის დასაჭრელი დანითაც იოლად მოკლავს _ საფანტიანი თოფი ასე საშიშია? წესიერ კაცს, ვისაც ნადირობა უყვარს, ჯანმრთელობის ცნობა უნდა მოეთხოვებოდეს და ეს საკმარისი უნდა იყოს, რომ მას მიეცეს სანადირო იარაღის ტარების და შენახვის უფლება.

_ და ეს საკმარისი იქნება?

_ რატომაც არა? ხალხს ავტომატს და კარაბინს რომ უფორმებენ, რად უნდათ _ აგრესორთან საბრძოლველად მიდიან? აი, ესაა კანონის სისუსტე და არაადეკვატურობაც. ასეთი გამოცდების დანერგვით და ნადირობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასეთი ბარიერის დაწესებით უფრო აბრკოლებ უბრალო, ნადირობს მოყვარული ადამიანის სურვილს, ინადიროს წესიერად. მას შესაბამისი საბუთი უფრო მარტივი გზით ჰქონდეს მიღებული. არც ისე სახარბიელო დროა _ ადამიანს უჭირს, გახალისება სჭირდება. ნადირობის სეზონია და არ უნდა უჭირდეს გარემოში გასვლა იმის გამო, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა ან სულაც ამ გამოცდებისთვის საფასურის გადასახდელი ფული არ აქვს.

უდიდესი გამოცდილების მქონეა და სახალხო სიყვარული აქვს მოპოვებული გურიის აწ უკვე გაუქმებული მონკავშირის თავმჯდომარეს ბუხუტი ჯინჭარაძეს. როცა მონადირისთვის განსაზღვრულ კანონებს წერენ, ასეთ პიროვნებებსაც უნდა ჰკითხონ ზოგი რამ. მონადირეს მტკიცე, ლმობიერი, მშვიდი ხასიათი სჭირდება და ჯანმრთელობის ცნობა. იურიდიული კოდექსები იზეპიროს? რისთვის? არ არის ეს სწორი მიდგომა და თუ გადახედავენ, კარგი იქნება.

_ ბატონო ენვერ, ნადირობის სეზონის გახსნამდე თუ შემდეგ, გურიაში ბევრს საუბრობენ ბაზიერობაზე, რომლის ხელოვნება ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში იცოდნენ საქართველოში. რა უნდა იცოდეს ბაზიერმა?

_ ბაზიერი უცხო სიტყვაა. ბაზი _ მტაცებელი, ერი _ კაცი, ასეთია მისი თარგმანი. მთელ საქართველოში ბაზიერობა არც ისე პოპულარულია, გურიას თუ არ ჩავთვლით, თუმცა "ბაზიერთა ასოციაცია" რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს, სხვა 150 წევრ ქვეყანასთან ერთად საქართველოსაც აერთიანებს და ეს ძალიან კარგია. ბაზიერებისთვის შეჯიბრიც ხშირად უნდა გაიმართოს, რომ დავიწყებას არ მიეცეს ეს პროფესია? მონადირეს ჯანმრთელობის ცნობა უნდა მოვთხოვოთ, ბაზიერს კი ფრინველთან ურთიერთობის ცოდნა _ ეს არის უმთავრესი პრინციპი ამ მიმართულებით.

_ ძნელია, გახდე ბაზიერი? არა ერთ ახალგაზრდას აინტერესებს ეს საქმე და კითხვებითაც მოუმართავთ რედაქციისთვის.

_ ადვილი არაა ბაზიერობა. ძალიან მამაცი და გონიერი მონადირე უნდა იყო, რომ ეს საქმე აითვისო. თუ გინდა ჭეშმარიტი ბაზიერობა, აგვისტოში უნდა დაიჭირო ქორი და მიმინო, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან მოფრინავენ. მათთვის ჩიტი ღაჟო უნდა მოვამზადოთ, რომელსაც აცხრებიან ეს მტაცებლები. ამ დროს ბადე უნდა გამოვიყენოთ. დაჭერილ ქორს თუ მიმინოს მთელი ღამე ხელზე უნდა გავატარებინოთ, შევცქეროდეთ თვალებში. ასე მივიჩვევთ. მეორე დილას კი ხორცის ნაჭერს მივცემთ. დავაკვირდეთ, აქვს თუ არა მტაცებელი ხასიათი. მას მსხვერპლის ტვინი და თვალები უნდა ვაჭამოთ, შემდეგ კი მივუშვათ. საერთოდ, შევარდენის და ქორის მანევრირებები ჰაერში დღემდე ამოუხსნელია, რას ნიშნავს.

_ ქართველი ბაზიერები, ვისაც იცნობთ, ჰუმანურები არიან თუ პირიქით?

_ მე მიმაჩნია, რომ ჰუმანურები არიან. მეც ასე ვარ _ როცა ნადირობის სეზონი მთავრდება, გაწვრთნილ ფრინველებს ბუნებაში უშვებენ.

_ მერე პატრონთან ბრუნდებიან? თუ ამდენი გონიერება არ აქვთ?

_ როგორ არა, ყოფილა შემთხვევები, რომ დაბრუნებულან. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

_ ბაზიერობის უმთავრეს თვისებად რას მიიჩნევთ, რის გარეშეც ის ბაზიერი ვერ იქნება?

_ აუცილებელი და უმთავრესია ფრინველის და ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობა. ბაზიერი წარმატებული და ძლიერია, თუ მოახერხებს და დაიმეგობრებს ფრინველს, მის მტაცებლურ ბუნებას შეიცნობს, მისი ენით "ილაპარაკებს" და ახლოს ეყოლება.

_ ქართველ ბაზიერებს მსოფლიოში სახელის დამკვიდრების უნარი თუ შესწევთ? თქვენ თქვით, "მსოფლიო ბაზიერთა ასოციაციის" წევრიც ყოფილა საქართველო.

_ რატომაც არა? ჩვენს ბაზიერებს აქვთ ფრინველის გაწვრთნის საკუთარი ხერხები. ქართველ ბაზიერებს მსოფლიო ბაზიერთა ასოციაცია სულ იწვევს შეკრებებზე ჩასასვლელად, უბრალოდ, აქედან სათანადო ფინანსური რესურსის უქონლობის გამო ვერ ცხადდებიან. თუმცა, ვიმედოვნებ, ამ კუთხით უახლოეს მომავალში ჩვენი ბაზიერები გავლენ საერთაშორისო არენაზე.



 ახალი ამბები
  • ენმ-ის მარტვილის მერობის კანდიდატი: მზად ვიყავი, მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურშიბოლო დღეებში ჩემს მომხრეებზე, ამომრჩევლებზე, მარტვილელებზე ზეწოლის მიუხედავად, მაინც ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურში, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და როდესაც გააანალიზა, ის დაეთანხმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას. „ამ წუთებში, როცა აქ ვარ, ფაქტობრივად, ჩვენს საოლქო კომისიაში ჩვენი კომისიის წევრებს უხდებათ მორიგეობა იმისათვის, რათა როგორმე დაიცვან სიტუაცია, რომ ჩვენ ნამდვილად გადავედით მეორე ტურში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ საკუთარ კომისიის წევრებს უჩივლა და უნდათ შედეგების გაბათილება“, _ განაცხადა დანელიამ. ... ...
  • აზიური ფაროსანას ჭამისას, შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს გემო ეცვლებარა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას _ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ  ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი არ არის, მავნებელი დაავადების გადამტანი არ არის, თუმცა, სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  შინაური ფრინველის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას. მის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მედიაკამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ... ...
  • როგორი იქნება ჩოხატაურის ახალი საკრებულოს შემადგენლობა და ვინ გახდება თავმჯდომარეჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩოხატაურის საკრებულოში პარტიული სიით "ევროპული საქართველო" 2 დეპუტატს შეიყვანს; 1 დეპუტატი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას; 2 დეპუტატით შედის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსი"; 1 დეპუტატი ეყოლება "შენების მოძრაობას"; ხოლო 9 დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას." ოლქში წარდგენილი პარტიული სიებიდან გამომდინარე "ევროპული საქართველოდან" საკრებულოში შესვლა ლია ჩიგოგიძეს და მინდია დოლიძეს უწევს; "ნაციონალური მოძრაობიდან"  _ მამია ბარამიძეს; "პატრიოტთა ალიანსიდან" _  მაია კუტუბიძეს და ირაკლი ახობაძეს; "შენების მოძრაობიდან" _ გოჩა მეგრელიშვილს; ხოლო "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრები გახდებიან: ზაალ მამალაძე; ბექა გამდლიშვილი; მანანა მინდაძე; მარინე ბერაძე; დავით შარაშიძე; თემურ ხუხუნაიშვილი; მაია გიორგაძე; შალვა ჩანტლაძე და ალექსანდრე ყაჭეიშვილი. რაც შეეხება მაჟორიტარებს _ ჩოხატაურის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" 23 მაჟორიტარული ოლქიდან 21 ოლქი მოიგო _ დაბის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გახდა;ბუკისციხის _ ქეთევან სიხარულიძე; ამაღლების _ ზვიად წეროძე; გოგოლესუბნის _ აკაკი ყაჭეიშვილი; გორაბერეჟოულის _ დავით ტყეშელიაძე; გუთურის _ ლაშა თოლორდავა; დაბლაციხის _ გოჩა ჯიქია; დიდივანის _ გიორგი რამიშვილი; ერკეთის _ ნატო ჩანტლაძე; ზემოხეთის _ ერეკლე უღრელიძე; ვანზ-მოლეთის _ გივი თავაძე; ზოტის _ უშანგი ართმელაძე; კოხნარის _ ენვერ ახალაძე; ნაბეღლავის _ ალექსანდრე შარაშიძე; საჭამიასერის _ ბესიკ ყენია; ფარცხმის _ შოთა ჩხიკვაძე; ქვენობანი-ბასილეთის ბუკნარის _ დავით გუდავაძე; შუა ამაღლების _ ვლადიმერ სიხარულიძე; ჯვარცხმის _ კლოდი მდინარაძე; ხევის _ ზვიად მამალაძე; ხიდისთავის _ კობა კალანდაძე. ჩოხატაურში  მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა _ ზემო სურების დეპუტატი ლევან ლომინეიშვილი გახდა; შუა სურების კი იაშა შათირიშვილი. ჯერჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება თანამდებობები ახალ საკრებულოში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ... ...
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს (R)საქართველოს   სასჯელაღსრულებისა   და პრობაციის   სამინისტროს   დელეგაცია   მინისტრის   მოადგილის,   ზვიად   მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე   წლის   22-27   ოქტომბერს,   ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის   აღსრულების   საერთაშორისო   ბიუროს   (INL)  მხარდაჭერით,   „სასჯელაღსრულების   საერთაშორისო   ასოციაციის   მე-19   ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს,   რომელიც      ლონდონში   იმართება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ. „ეს გახლავთ ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე  და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.   აღნიშნული   კონფერენცია      სასჯელაღსრულების   სფეროში   ყველაზე მასშტაბური   ღონისძიებაა,   რომელიც   მიზნად   ისახავს   მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა   და   პრობაციის   სამინისტროს   წარმომადგენლები,  გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს   ექსპერტებს     გააცნობენ სისტემაში გატარებულ   და   მიმდინარე   რეფორმებს, ასევე, იმსჯელებენ   მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა  და   პენიტენციური სისტემის  სარეჟიმო  პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ყურადღებას გაამახვილებენ  მსჯავრდებულთა   რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის   პროექტებსა   და   არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე.  ... ...
  • უბნის თავმჯდომარეს საყვედური გამოუცხადეს _ "შევხვდებით სასამართლოში"ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის გოგოლესუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელზა სიხარულიძეს საყვედური გამოუცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღეს. საყვედურის გამოცხადების მიზეზი "პარლამენტართა საზოგადოების" დამკვირვებლის, ფიქრია მამარდაშვილის მიერ ოლქში შეტანილი საჩივარი და ვიდეოკადრები გახდა, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებელია ჩართული: _ დამკვირვებელს _ ამ შემთხვევაში მიხო ბერძენიშვილს არ ჰქონდა უფლება ხმის დათვლაში მიეღო მონაწილეობა. თქვენ ვერ შეძელით დაგეცვათ წესრიგი. შეგეძლოთ მიგეთითებინათ ბერძენიშვილისთვის, რომელიც წლების წინ თავად იყო კომისიის თავმჯდომარე არ მიეღო მონაწილეობა ბიულეტენების დათვლაში. ამიტომაც გიცხადებთ საყვედურს, _ უთხრა სიხარულიძეს საოლქო კომიიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ. მისივე თქმით, მამარდაშვილის საჩივრის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ "დაისაჯოს ბერძენიშვილი" ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კომისიას დამკვირვებლის დასჯის უფლებამოსილება არ გააჩნია. მამარდაშვილი ამბობს, რომ ის სიხარულიძისთვის საყვედურის გამოცხადება საკმარისი არ არის: _ გარდა იმისა, რომ ბერძენიშვილი ბიულეტენებს ითვლიდა, იქვე იდო კალამი, რაც კანონით აკრძალულია. მე ვითხოვ უბნის ბათილად ცნობას, რადგან გოგოლესუბანში არცევნები გაყალბდა მიხო ბერძენიშვილის მიერ. თქვენს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, შევხვდებით სასამართლოში, _ მიმართა კუტუბიძეს მამარდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კომისიის დღევანდელ სხოდმაზე მამარდაშვილის მიერ შეტანილი კიდევ 4 საჩივარი განიხილეს, თუმცა, არცერთი მათგანი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს. საოლქო კომისიაში მიმდინარე სხდომა "გურია ნიუსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ხილის ჩირის სამკურნალო თვისებები

ხილის ჩირში თავმოყრილია ნატურალური ნივთიერებები...

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის...

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...
ზაფრანი

ყველაზე ძვირი საქორწინო კაბა

16 წლის კარლი ო ბრაიენის...

უჩვეულო მეგობრობა

მიესალმეთ სამ განუყრელ მეგობარს -...

ციყვების „ომი“

 კანადელი ფოტოგრაფი ანდრე მოროზოვი ონტარიოს...

სილამაზის საიდუმლო

ამქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი...

ყველაზე დაბალი მასწავლებელი

 ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის...

„ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღე

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ძალისხმევით, 1979...