მოსწავლეობისას საზაფხულო სანდლების "მოხლაფორთებით" დაწყებული ქსოვის ხელოვნება და ემიგრანტი ქალბატონის ცხოვრება

კარმიდამო ჩემი

მოსწავლეობისას საზაფხულო სანდლების "მოხლაფორთებით" დაწყებული ქსოვის ხელოვნება და ემიგრანტი ქალბატონის ცხოვრება

8 აგვ. 2019, 13:20:33

ჩვენს გამხსნელ წერილში პირველად ვწერთ ემიგრანტ ქალბატონზე, რომელიც მრავალი წელია აქედან არც ისე შორს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მაინც ძალიან შორს, სტამბულში იმყოფება, იქ მუშაობს და საკუთარ ოჯახს და ქვეყანას მონატრებული, ოცნებობს, მალე დაბრუნდეს საქართველოში და საკუთარი დანაზოგით პატარა ბიზნესი წამოიწყოს.

ხათუნა ებრალიძე სამტრედიის რაიონში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, "საქართველოში დაბნელდა", 90-იანი წლების უძრაობის და გასაჭირის ხანა დაიწყო და როგორც უამრავმა ქალბატონმა, მანაც სამუშაოდ უცხო ქვეყანას მიაშურა.

თავდაუზოგავ შრომაში, რომლითაც ოჯახს ეხმარება, უსაყვარლესი ხელსაქმე _ ქარგვის, კერვის და ქსოვის ხელოვნება, არ დავიწყებია და უმეტესად ქსოვს. ქსოვს გვიან ღამით და ხშირად ნაშუაღამევსაც, უმეტესად ქმარ-შვილისთვის, რომლებიც აქ, საქართველოში ელოდებიან და ცდილობენ, ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც ხათუნას გაუხარდება.

ხელსაქმის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან იღებს სათავეს:

_ როცა ჩემს გოგონას სვიტერს ან სხვა სამოსს ვუქსოვდი, მორჩენილ ძაფებს ვაგროვებდი. ულამაზესი ხელჩანთების ქსოვაც სწორედ ამ ძაფებით დავიწყე სწრაფად და მოულოდნელად, _ გვეუბნება ქალბატონი ხათუნა და თავის კოლექციას გვაჩვენებს.

ადრე, ბავშვობაში, მშობლიურ სამტრედიაში, დაწყებით კლასში იყო, როცა საქსოვ ჩხირებს ხელი მოკიდა. მეშვიდეკლასელმა საზაფხულო სანდლები საკუთარი ფანტაზიით მოქსოვა.

_ მახსოვს, ძლივს მოვახლაფორთე ჩემი პირველი ნახელავი. ძველი ფეხსაცმლის ძირებზე ამოვქსოვე, გავუკეთე "ბროშკები" და სამაგრები და ჩავიცვი. სკოლაში ძალიან მოეწონათ. მეც გავთამამდი და ქსოვა გავაგრძელე. მერე, უნივერსიტეტში სწავლის დროს, ხელსაქმე არ დამვიწყებია. საბედნიეროდ, ჩვენი სტუდენტობისას ყველა ვქსოვდით, ვქარგავდით, მეგობრებისგან რაღაც ახალს ვისრუტავდი. ძირითადად ჩხირების და ყაისნაღით ქსოვა სტუდენტობისას ავითვისე კარგად. ეს იმ ბედნიერი დროის დამსახურებაა. მერე კი... დაბნელდა _ ჩვენ ძალიან ცუდი წლები, უძრაობის ხანა წამოგვეწია. ამიტომ ვარ დღეს უცხო ქვეყანაში, _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

_ მახსოვს, ნარჩენი ფერადი ძაფების გადაყრა დამენანა. არადა ასე მოკლე, სხვადასხვანაირი ძაფებით რა უნდა გამეკეთებინა, კარგა ხანს ვფიქრობდი. რაღაცნაირად, შუაღამისას, უცებ გადავწყვიტე, პატარა ხელჩანთა მომექსოვა, თან ფერადი. რაკი გადავწყვიტე, მინდოდა ბოლომდე მიმეყვანა საქმე და მახსოვს, იმ ღამით გავათენე და მაინც დავასრულე. ორ ფერში მოვქსოვე. მერე გავაუმჯობესე ქსოვა და მთლიანად ხელჩანთებზე გადავერთე. ძირითადად ერთ ფერში ვქსოვ. საკმაოდ გამიჩუქებია, ხან ვყიდდი. მშვენიერი რამ არის ხელსაქმე, თუ დაოსტატდები და მოტივირებულად იმოქმედებ, _ ამბობს ის და აგრძელებს:

_ ერთი უცნაურობა მჭირს _ ქსოვის დროს, სად არ დავქრივარ. ღმერთით დაწყებული და ძაფებით დამთავრებული, ყველასთან ვსაუბრობ. თუმცა აქ მაინც მთლიანად ვერ ვახერხებ იდეის რეალიზებას. ამას მეტი სიმშვიდე და მეტი დრო სჭირდება. ალბათ, მალე დადგება დრო, დღეებსაც კი ვითვლი, რომ ჩემს საქართველოში დავბრუნდები და იქ დავიწყებ პატარა ბიზნესს. პატარა სახელოსნოს დავაფუძნებ და ეს მალე იქნება. მერე ვნახოთ. თუ გავძლიერდი, მოგიწვევთ და პირველი სტუმარი თქვენ მეყოლებით, ვისაც აქ, უცხოეთში გადმოხვეწილი არ დაგავიწყდით და ჩემს სამშობლოსთან მაახლოებთ თავიდან... ვინც მიცნობს, იცის, ჩემი ბუნება, თუ რაოდენ ვერ ვეგუები უცხოობას, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. არადა, დრო იყო, როცა ჩემს საფიცარ უნივერსიტეტს, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტს ვამთავრებდი, სულ სხვა გეგმები მქონდა... _ ხმაში ტკივილი ჭარბობს ქალბატონ ხათუნას.

მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ როცა დაბრუნდება, ხელჩანთების ბიზნესი მისი მთავარი საქმე იქნება.

უპირატესობას ყაისნაღს ანიჭებს, რადგან, მისი თქმით, ეს საქსოვი საშუალება ნაყშის, "უზორების" იმპროვიზების დიდ გასაქანს იძლევა. ხელჩანთებს ძირითად ყაისნაღით ქსოვს, სახელურებს და სხვადასხვა აქსესუარებს კი ყიდულობს და საჭიროების მიხედვით ამაგრებს ან აქსოვს საჭირო ადგილზე.

_ ასე შედგენილი ხელჩანთა ძალზე ელეგანტურია და განსაკუთრებით ტურისტები ეტანებიან. როცა დავბრუნდები და საქმეს დავიწყებ, აქცენტს სწორედ ტურიზმთან კავშირში გავაკეთებ. მექნება ჩემი სახელოსნო, სადაც ჩემს ნამუშევრებს გავყიდი. ეს საქმე იმდენად ჩემია, მჯერა, აუცილებლად გამომივა და ეს მალე მოხდება! _ იმედიანი განწყობით გვემშვიდობება ჩვენი რესპონდენტი.

ხათუნა ებრალიძეს ძალიან უყვარს ქალაქური სიმღერები, კარგად ფლობს გიტარას და ხშირად საკუთარ სიმღერებსაც ააწყობს ხოლმე საყვარელ ინსტრუმენტზე. კითხვაზე, გარკვეულ დროს თუ უთმობს სიმღერას, რომელიც სტუდენტობისას ასე უყვარდა, გვპასუხობს, რომ იშვიათად _ ვის სცალია სასიმღეროდ?! თუმცა გვპირდება იმასაც, რომ საქართველოში საამისოდ მოიცლის.

წარმატებას ვუსურვებთ მშრომელ, ენერგიულ, ნიჭიერ ქალბატონს, რომელიც ცხოვრების სიძნელეს და გამოწვევას არ შეუშინდა და კვლავ იბრძვის, უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი და საკუთარი მყუდრო ოჯახის ცხოვრება.

 




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...