მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

კარმიდამო ჩემი

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

21 იან. 2020, 14:26:00

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე მეტად ცნობილია მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი, რომლებიც საუკუნეზე მეტია, სამრეწველო დანიშნულებითაა გავრცელებული შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში.

უნდა ვაღიაროთ, რომ ნიადაგურ-კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, ჩვენთან მოწეული ციტრუსოვანთა ნაყოფები თავისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით ბევრად უკეთესია სხვა ქვეყნებში წარმოებულ იმავე სახის პროდუქტებზე, რის გამოც ოდითგანვე საქართველოში წარმოებულ ციტრუსოვანთა ნაყოფებზე საექსპორტო მოთხოვნილება იზრდებოდა.

სამწუხაროდ, ისეთი კულტურის, როგორიცაა ფორთოხალი, სამრეწველო წარმოება ჩვენთან ყოველწლიურად მცირდება, არადა, თავისი საბაზრო ღირებულებით ის გაცილებით აჭარბებს მანდარინისა და ლიმონის ფასს. თუ დღეს საქართველოში წარმოებული ციტრუსებიდან 80-85 % მანდარინზე მოდის და ფორთოხალი და ლიმონი მხოლოდ 15-20 %-ია, პერსპექტივაში, ეს თანაფარდობა თანდათან უნდა შეიცვალოს, ფორთოხლების მეტი რაოდენობით წარმოების ხარჯზე.

რაც შეეხება ციტრუსოვანთა სახეობებს, როგორიცაა: გრეიფრუტი, პომპელმუსი, ციტრონი და სხვა, ისინი საქართველოში შემოიტანეს სელექციური მუშაობის მიზნით, თუმცა, ბევრი მათგანი, ნაყოფების სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, იმსახურებდა მოსახლეობის ყურადღებას.

ერთ-ერთ ასეთ კულტურას წარმოადგენს მსხვილნაყოფა ციტრუსი "ოიუ", რომლის ნაყოფები უშუალოდ ხილის სახით არ მოიხმარება, თუმცა, მისგან დამზადებული ცუკატები და მურაბები არომატული და მეტად სასარგებლოა.

ჩვენთან ოიუ შემოტანილია იაპონიიდან. ჯიშის წარმოშობა უცნობია, თუმცა, მას მიიჩნევენ ციტრუს იუნოსისა და პოპმპელმუსის ჰიბრიდად. ოიუს სინონიმებია: "ჩალმისებური პომპელმუსი", "ჩალმისებური ციტრონი", "მსხვილნაყოფა ბიგარადია" და "ჰიბრიდული ფორმა # 45".

სამწუხაროდ, საქართველოს სუბტროპიკებში ასეთი ჯიშები ნაკლებადაა შემორჩენილი, არადა მეციტრუსეობის განვითარების კონტექსტში ამ ჯიშების მოძიებას, გამრავლებას და სამრეწველოდ გამოყენებას გარკვეული პერსპექტივები გააჩნია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზნად დავისახეთ, მოვიძიოთ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში საქართველოში შემოტანილი ციტრუსოვანთა იშვიათი ჯიშები და მოვახდინოთ მათი გამრავლება-რეაბილიტაცია. ერთ-ერთ ასეთ კვლევით ობიექტს წარმოადგენს ციტრუსი ოიუ, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-40-იან წლებში სელექციონერ ალექსეევის მიერ იქნა გამოყენებული ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სელექციური მუშაობის მიზნით.

პრაქტიკულად, ჩვენი დაკვირვების ობიექტი, რომელიც დაახლოებით 50-55 წლის ასაკისაა, საკმაოდ ხანდაზმული და ონტოგენეზის ბოლო სტადიაშია. ოიუ აღნიშნული ფორმა შემორჩენილია სელექციონერ ალექსანდრა ქორქიას ყოფილ საკარმიდამო ბაღში, ანასეულში, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოუვლელი და უყურადღებოდ იყო. ბაღის ჩვენს საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ, ციტრუსის ამ ერთადერთ ეკზემპლარს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, კვების, ვარჯის გასუფთავების, მორწყვისა და შეწამვლის ფონზე მცენარეს სიცოცხლე დაუბრუნდა და მსხმოიარობა დაიწყო.

ციტრუსი ოიუ, რომლის საძირედ "პონცირუს ტრიფოლიატაა" გამოყენებული, დაბალმზარდია _ მისი სიმაღლე 1.5-2.0 მეტრის ფარგლებში მერყეობს, ვარჯი კარგადაა შეფოთლილი მოგრძო ტყავისებური ფოთლებით, მცენარე უეკლოა, ფოთლის საშუალო სიგრძე 12.5 სმ, სიგანე 5.5 სმ. კვერცხისებური ფორმის, ფოთლის წვერი წაწვეტილი, ფუძე მომრგვალო, შეფერილობა ღია-მწვანე, ყუნწი 2.5 სმ, ფრთიანია.

მცენარეს ახასიათებს სუსტი ზრდა, ყლორტები მოკლე მუხლთაშორისებით, ფოთლები ყლორტზე შეკრებილია ჯგუფ-ჯგუფად. ყვავილი მსხვილი, ფართო, სქელი, თეთრი ფერის გვირგვინის ფურცლებით, მტვრიანები შეკრებილია 2-6 ცალად; ბუტკო მსხვილი და მოკლეა. ყვავილობა დაფიქსირებულია მიმდინარე წლის ნაზარდებზე, მსხმოიარობა თითოეულ ტოტზე 1-3 ცალი ნაყოფის რაოდენობით.

მცენარის ყინვაგამძლეობა, დაახლოებით, ფორთოხლის ყინვაგამძლეობის თანაბარია (-8-9 გრადუსი).

ნაყოფი ძალიან მსხვილია, დიამეტრით _ 125 მმ. ნაყოფის სიმაღლე 118 მმ-ია. საშუალო მასა _ 568 გრ. ფორმა _ მრგვალი, თავისებურად ორიგინალური; ფუძე _ ბრტყელი; ყუნწი _ მსხვილი (6 მმ).

ნაყოფის ზედაპირი ძალზე ამობურცულ-დანაოჭებულია, ჩალმისებურად დახვეული, საკმაოდ ფართო, რომელიც ნაყოფს თითქმის ორად ყოფს; შეფერილობა_  ოქროსფერ-მოყვითალო; კანი _ ძალზე სქელი (30-40 მმ); ფაშარი რბილობისგან ძნელად მოსაცილებელია; ალბედო _ თეთრი ფერის; ეთერზეთოვანი ჯირკვლები ძალზე მსხვილი, დიდი რაოდენობით, ძლიერ სურნელოვანი; რბილობი _ 33-45 მმ; ცენტრში _ 9-10 ცალი ლებანი, რომელიც ძნელად სცილდება რბილობს; რბილობი _ მარცვლისებრი, მომწვანო-მოყვითალო ფერის, წვნიანი; საწვნე პარკები მსხვილი და იოლად შორდება ერთმანეთს; გემო მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო არომატით; თესლი 10-20 ცალი, მსხვილი, ფართო, ბრტყელი, გავს პომპელმუსის თესლებს, მოყავისფრო ერთჩანასახიანი თეთრი შიგთავსით. გვხვდება უთესლო ნაყოფებიც.

 ნაყოფები ტექნიკურ სიმწიფეში შედიან ნოემბერ-დეკემბერში. ნაყოფები იკრიფება მაკრატლით, ყუნწიანად ერთად. ეწყობა გრილ სარდაფში +4-+5 ტემპერატურაზე, რაც ახანგრძლივებს ნაყოფების შენახვის უნარიანობას. ასევე, მიზანშეწონილია საცხოვრებელ ბინებში ოიუს ნაყოფების განლაგება, რაც სასიამოვნო არომატსა და სურნელებას შეძენს თქვენს ბინას.

როგორც აღვნიშნეთ, ოიუს ნაყოფები საინტერესოა, როგორც პექტინის ნედლეული, რასაც ფართო გამოყენება აქვს ცუკატებისა და მურაბების დასამზადებლად. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მისგან დამზადებულმა მურაბამ ბევრი უცხოელი სპეციალისტის თუ მომხმარებლის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებს ამ კულტურის ნაყოფების ფართო სამრეწველო-საკონსერვო გამოყენების შესაძლებლობებზე. აქვე გთავაზობთ ოიუს ნაყოფებისგან საოჯახო მურაბის დამზადების წესს:

მოკრეფილი ნაყოფები კარგად ირეცხება გამდინარე წყლით, შეშრობის შემდეგ ნაყოფები ბასრი დანით იჭრება კუბებად (2X3 სმ), ეცლება თესლი, ეწყობა მომინაქრებულ თასზე, 2 დღის განმავლობაში ვაყოვნებთ ცივი წყლის ქვეშ და ყოველდღე ვუცვლით წყალს. მესამე დღეს ვრეცხავთ ცივი წყლით და ვათავსებთ ნაჩვრეტებიან ჭურჭელზე. პარალელურად, მინანქრიან ჭურჭელში ვაკეთებთ შაქრიან სიროფს, რისთვისაც ერთ კილოგრამ ოიუს კუბებზე ვიღებთ 2 კგ შაქარს და 2.5 ჭიქა წყალს. წინასწარ მომზადებულ ცხელ სიროფს ვასხამთ ოიუს კუბებს და ვაყოვნებთ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ნელ ცეცხლზე ვადუღებთ შესქელებამდე, ცხლად ვაწყობთ მინის ქილებში და ჰერმეტულად ვხუფავთ. ასეთი წესით მომზადებული მურაბის შენახვის ხანგრძლივობა 2-3 წელია.

 P. S. ციტრუს ოიუს გამრავლების მიზნით, ანასეულში, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის საკოლექციო სანერგე ნაკვეთზე 2018 წლის აგვისტოში მოეწყო ხანდაზმული ხიდან აღებული კვირტებით ტრიფოლიატის საძირეზე მყნობა.

როგორც დაკვირვებები გვიჩვენებს, კვირტების გახარების პროცენტი მაღალია (95%), ამასთან, 2019 წლის სავეგეტაციო პერიოდში, ერთწლიანი ნერგების სიმაღლემ საშუალოდ 55-60 სმ-ს მიაღწია, 3-4 გვერდითი დატოტიანებით. პერსპექტივაში ვგეგმავთ ამ ჯიშის ნერგების ფართო მასშტაბით წარმოებას და დაინტერესებული პირებისთვის შეღავათიან ფასებში მიწოდებას.

ოიუ შესაძლებელია გაშენდეს სხვა ციტრუსოვნებთან ერთად პლანტაციის ან ინდივიდუალურად ერთეული ნარგაობის სახით. რაც შეეხება მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიას, იგი მთლიანად ექვემდებარება ციტრუსოვნებისთვის წაყენებულ აგროტექნიკურ მოთხოვნილებებს.

ამრიგად, ციტრუს ოიუს გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში დანერგვა-გაშენება კიდევ უფრო გაამდიდრებს მეციტრუსეობის ასორტიმენტს და მოგვცემს შესაძლებლობას, მისი ნაყოფებისგან დამზადებული ცუკატები თუ მურაბები საბაზრო-საექსპორტო დანიშნულებით გამოვიყენოთ.

 ზაურ გაბრიჩიძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

 ცისანა ქაშაკაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

 ქეთევან ჩიკაშუა,
ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

 ნიკა გუნთაძე,
მაგისტრანტი





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...