მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

კარმიდამო ჩემი

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

2018 აგვ 10 10:27:38

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის პროდუქტები განუყოფლად უკავშირდება ცხოველებს, უპირატესად, ძროხას. ამასთანავე, კაცობრიობის თითქმის ნახევარი ხმარობს რძის პროდუქტებს, რომლებიც სხვადასხვა მცენარის თესლისგან მზადდება.

დღეს, როცა განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ბიოპროდუქციაზე, ნატურალურ რძისა და რძის ნაწარმის ხარისხზე, როგორც ვხედავთ, არანაკლებ პოპულარულია მცენარეული რძის პროდუქცია. მთავარია, ხარისხიანად და ტექნოლოგიურად გამართული მეთოდით იყოს დამზადებული.

ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიასა და სხვადასხვა ტროპიკულ ქვეყანაში რძეს ამზადებენ მცენარეებისგან (ქოქოსის ან პალმის წვენი) ან ზეთოვანი კულტურების თესლისგან, უპირატესად სოიოსგან.

რძე ცხიმებისა და ცილების ემულსიაა, რომელშიც შედის შაქარი და მარილი. რძე ადვილად შეიძლება დავამზადოთ ყოველგვარი თესლისგან, რომელიც ცილასა და ცხიმს შეიცავს, თუ დავუმატებთ შესაბამისი რაოდენობის შაქარსა და მარილს. რძის დასამზადებლად უფრო გამოდგება ცილებითა და ცხიმებით მდიდარი თესლი.

ფართოდ ცნობილია და დიდი ხანია იხმარება მედიცინაში ნუშის რძე. ყველაზე მეტ ცილას შეიცავს პარკოსანი კულტურების თესლი, კერძოდ, სოიოს თესლი, რომელიც მდიდარია ზეთითაც. ამიტომ ჩინეთში, სადაც დიდი ფართობები უკავია სოიოს ნათესებს, მთელ რძესა და რძის პროდუქტებს სოიოსგან ამზადებენ. ამას გარდა, მისგან შეგვიძლია დავამზადოთ ბევრი სხვადასხვა კერძი.

ჩვენში სოიოს კულტურა ძველთაგან იყო გავრცელებული, როგორც ძვირფასი ზეთოვანი და საკვები მცენარე (იმის მიხედვით, თუ რამდენ ცილასა და ცხიმს შეიცავს მისი მარცვალი). აგრეთვე ვრცელდება რძისა და ყველა რძის პროდუქტის დასამზადებლად (ნაღები, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი).

ოჯახურ პირობებში სოიოს რძეს შემდეგნაირად ვამზადებთ: სოიოს თესლს თბილ წყალში დავალბობთ. შემდეგ გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული ფაფა ცოტათი გავაცხელოთ ცეცხლზე. შემდეგ გავწუროთ დოლბანდში. მიღებულ სქელ სითხეს დავამატებთ ხუთჯერ მეტი რაოდენობის წყალს. ავადუღებთ, დავუმატებთ ცოტა მარილს. ასე დამზადებულ რძე გემოთი და შემადგენლობით, თითქმის, არ განსხვავდება ძროხის რძისგან. ჩვეულებრივად მზადდება მაწონი, რაც საუკეთესოა კულინარიაში გამოსაყენებლად.

ისე კი, სოიას რძისგან შეიძლება მივიღოთ ყველა სახის რძის პროდუქტი ისე, როგორც ჩვეულებრივი ძროხის რძისგან. იგი დედდება და გვაძლევს ნაღებს, არაჟანს, რომლისგანაც შეგვიძლია შევდღვიბოთ კარაქი. სოიოს რძისგან ასევე მზადდება ხაჭო, მას აჭრის საუკეთესო თვისება გააჩნია. ხაჭო შეგვიძლია ასევე დავამზადოთ სოიოს აუჭრელი რძის შედედებით. ასეთი ხაჭოსგან მზადდება ყველანაირი ყველი, რომელიც სასარგებლოა.

მცენარეული რძე, რა თქმა უნდა, მხოლოდ სოიოსგან არ მზადდება. თუმცა, ის საუკეთესოა. ყველა თესლი, რომელიც ზეთს შეიცავს (ცილას კი ყველა თესლი შეიცავს) მოგვცემს რძეს, მაგრამ ცილის სხვადასხვა შემცველობით. მაგალითად, მცენარეული რძე შეგვიძლია მივიღოთ მზესუმზირისგან, სხვადასხვა კაკლის, ხაშხაშის, შირბახის, არაქისის და სიმინდისგანაც კი, რადგან მის ჩანასახში საკმაოდ ბევრი ზეთია.

დღევანდელ ეპოქაში კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება, მივიღოთ რძე ყველა იმ მცენარის თესლისგან, შევისწავლოთ მისი მიღების ხერხები, გემო და თვისებები, რაც სასარგებლო და ბიოპროდუქციის ხარისხობრივად კარგი მაჩვენებელი ექნება. ამის გაკეთება, როგორც სოიოს შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შინაურ პირობებშიც.

სოიოს შესახებ კი ვიცით, რომ ის უკვე კარგადაა დამკვიდრებული ჩვენს საკვებ რაციონში. მისგან ამზადებენ ცილით მდიდარ დიეტურ ფქვილს, მცენარეულ ზეთებს შორის სოიოს ზეთს საკმაოდ თვალსაჩინო ადგილი უკავია. სოიოს პროდუქტებს იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, ურევენ ყავას. თუ მოხალულ, დაახლოებით , ხუთ პროცენტს ნამდვილ ყავას დავუმატებთ, ძნელია ამ ნარევის განსხვავება ბუნებრივი ყავისგან. ზოგს ჰგონია, რომ სოიას ყავა უვარგისი, უხარისხო და არაარომატულია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ სათანადოდ ვერ მოვამზადებთ და ტექნოლოგიურ შეცდომას დავუშვებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სინამდვილეში მეურნე ადამიანებს, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს სიმინდის საყანე ფართობები, ნაკლებად თესავენ სოიოს კულტურას. მით უფრო, როცა ის ყანაში სიმინდის ვეგეტაციას არანაირად არ უშლის ხელს და პირიქით, ნიადაგსაც კი ანოყიერებს.

მოგიწოდებთ, უფრო აქტიურად გამოიყენეთ სოიოს კულტურა, დათესეთ და მოიყვანეთ იგი, არ მოითხოვს დიდ გარჯას , დიდი სარგებლობის მოტანა კი შეუძლია.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...
ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...