ბროწეულის სიკეთე

მწვანე აფთიაქი

ბროწეულის სიკეთე

2014 ნოე 4 12:53:43

ბროწეულის ნაყოფი, კანი, თესლი, ხის ქერქი _ ყველაფერი გამოიყენება სხვადასხვა სახით სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. ამ მხრივ  მას იშვიათი თვისება გააჩნია.

ბროწეულს დიდი გამოყენება აქვს ფარმაცევტულ წარმოებაში, თუმცა, ბროწეულის ხის ქერქი და  ფესვები ტოქსიკურია, ნაყოფის კანიც შეიცავს საკმაოდ ძლიერ ალკალოიდებს. ამიტომ მისი ხის  და ნაყოფის ქერქის გამოყენების შემთხვევაში უნდა ვიყოთ დაკვირვებით და ფრთხილად, რჩევებისთვის მივმართოთ ექიმსაც, რადგან აუცილებელია დოზირების ზუსტი დაცვა.

ბროწეულის ყვავილი

ბროწეულის ყვავილის ნაყენს ჩვეულებრივად სპირტით ვამზადებთ. ყვავილობის დროს მხოლოდ ყვავილს ფრთხილად გავაცლით და სპირტში ჩავყრით. ორი კვირის შემდეგ საუკეთესოა მოსახმარად.  ეს არის კარგი სავლები პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს.

ბროწეულის გამომშრალი მარცვალი

ბროწეულის მარცვალი მზეზე ან ოდნავ ცხელ ჰაერღუმელში უნდა გამოვაშროთ. ამ პროცესს, სულ ცოტა, ექვსი საათი სჭირდება. შემდეგ დავფქვათ, ერთი სუფრის კოვზი ავურიოთ ერთ ჭიქა ანანასის წვენში და  დღეში სამ-ოთხჯერ მივცეთ ბავშვს, ჭიების საწინააღმდეგო ძალიან კარგი საშუალებაა.

ბროწეულის თესლი

გამხმარი და დაფქული ერთი კოვზი ბროწეულის თესლი ავურიოთ ორ კოვზ თაფლში და კბილის ტკივილის დროს მივიღოთ.

ასევე, ეს კრემისებრი მასა გამოიყენება ფრჩხილის ბუდის ანთების დროს _ თხლად წავისვათ და შევიხვიოთ მტკივანი ადგილი.

ბროწეულის ხის ქერქი

გამომშრალი და დაფქული, _ ასეთი  ფხვნილი კარგია ნაკაწრის ან არც ისე ღრმა ჭრილობაზე მოსაფქვევად, რომელსაც მერე არც ისე მჭიდროდ ახვევენ.

ბროწეულის ნაყოფის კანის ნახარში ძალიან კარგია სტომატიტის დროს პირში სავლებად, რომელიც უნდა მოვამზადოთ ასე:  20 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს  დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათით ვადუღოთ.  შემდეგ დოლბანდში გავწუროთ,  კვლავ შევავსოთ ერთი ჩაის ჭიქა ანადუღარი წყლით. გამოივლეთ დღეში სამჯერ.

ბროწეულის წვენით და ნაყოფის კანის ფხვნილით, შესაძლოა, ვუმკურნალოთ დამწვრობას. წვენი უნდა შევაზავოთ ანადუღარი წყლით, თანაბარი რაოდენობით, შემდეგ დავასველოთ დამწვრობის ადგილის ზედაპირი და  მოვაყაროთ ფხვნილი. უმჯობესია, შეუხვევლად გაჩერება, პირველ ეტაპზე მაინც.




 ახალი ამბები
  • იმერეთის ლაბორატორიაში ახალი, 17 ნიმუშის კვლევა ჩატარდა გუშინ საირმის საკარანტინო სივრცე დატოვეს ადამიანებმა, თუმცა, ,,გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მიიღეს ახალი ნაკადი _ სარფის მხრიდან შემოსული პირები. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე ,,გურია ნიუსის" მკითხველს 29 მარტის დღის ბოლო ინფორმაციას აწვდის: ,,დღის მეორე ნახევარში ახალი, საკარანტინო ნაკადი მიიღეს, როგორც საირმის სანატორიუმში, ასევე წყალტუბოს პლაზაში. ის პირები სარფის მხრიდან არიან შემოსული. მინდა გითხრათ, რომ დღეს გაკეთდა დამატებითი, ახალი, 17 ნიმუშის კვლევა და ყველა უარყოფითია. სულ, იმერეთის ლაბორატორიაში ჩატარებულია 202 კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, 4 დადებითი შემთხვევა არის ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...

არქივი