ნაძვის სამკურნალო თვისებები

მწვანე აფთიაქი

ნაძვის სამკურნალო თვისებები

2011 ოქტ 29 10:48:44
ნაძვს, თავისი შეუდარებელი არომატითა და სამკურნალო თვისებებით დიდი ადგილი უჭირავს როგორც სამედიცინო, ისე კოსმეტიკურ კომპონენტებში.

ნაძვს, ფიჭვს, კვიპაროსს, თავიანთი განსხვავებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიუხედავად, მსგავსი სამკურნალო თვისებები აქვთ. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტოლოგები, პარფიუმერები და მედიკოსები აქტიურად იყენებენ მათ.

წიწვებში ასკორბინის მჟავა ექვსჯერ მეტია, ვიდრე ციტრუსებში და ოცდახუთჯერ მეტი, ვიდრე ხახვში. გარდა იმისა, რომ წიწვები რეკორდული რაოდენობით შეიცავს ჩ ვიტამინს, მათში ასევე ბევრია სხვა ვიტამინები, მიკროელემენტები, ჰორმონალური ნივთიერებები, კაროტინი, ფიტონციდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ხოლო წიწვების ნაწური შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ანტიბაქტერიული და დამცველი ზემოქმედება აქვს. ძველად, ნაძვის წიწვწბის ნახარშით ბევრ დაავადებას მკურნალობდნენ და ძალას აღიდგენდნენ.

სწორედ ამ მიზეზით, არცთუ დიდი ხნის წინ, ამ ნივთიერების აქტიურად გამოყენება დაიწყეს იმ პრეპარატებში, რომლებიც ანთებისაგან კანის დასაცავადაა გამიზნული. წიწვების ექსტრაქტის აბაზანას მატონიზებელი ეფექტი აქვს. სპეციალისტებისთვის უდიდესი ღირებულება აქვს წიწვების ეთეროვან ზეთს. დამტკიცებულია, რომ ის სასიკეთოდ მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის დაძაბულობას, გაღიზიანებას და დეპრესიის განკურნებაც კი შეუძლია.

დიდი ხნის განმავლობაში, წიწვოვანთა არომატები მხოლოდ მამაკაცებისათვის იყო განკუთვნილი. ახლა, ყველა ეს სურნელი შეიძლება ქალის სუნამოებშიც შეგხვდეთ. ჩამოთვლილი ღირებულებების გარდა, წიწვებს აქვს კიდევ ერთი პლუსი - მწვანე ფერი. მისი სასიკეთო ზემოქმედება ფსიქიკაზე ყველასთვის ცნობილია.

წიწვებისგან სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი სასმელი მზადდება: ადუღებულ წყალში კარგად გარეცხილი ნაძვის წიწვები, შაქარი, ლიმონის კანი ჩაყარეთ და 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გაწურეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, დღეში 50-100 მლ. მიიღეთ. სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: წიწვები _ 40 გრ, შაქარი _ 8 გრ, წყალი _ 215 გრ, ლიმონის წვენი _ 3 გრ, ერთი ლიმონის კანი.

ნაძვს გააჩნია შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი, სურავანდის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

ახალგაზრდა ტოტებისა და გირჩების ნახარშს იყენებენ კანის სხვადასხვა გამონაყარის, წყალმანკისა და სასუნთქი ორგანოების ანთების დროს. გამხმარი ფისის პუდრა (ძალიან წმინდად დაფქული) გამოიყენება ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ _ პირდაპირ უნდა დააყაროთ ზედ და შეიხვიოთ.

ჩირქიანი მუწუკების სამკურნალოდ გამოიყენება ღორის ქონში შერეული ფისის პუდრა.

1. შევურიოთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის: ფისი, თაფლის სანთელი, თაფლი და მზესუმზირის ზეთი. ნარევი გავაცხელოთ, კარგად ამოვურიოთ, გავაცივოთ და ვიხმაროთ ჩირქგროვების, წყლულებისა და დაბეჟილობის სამკურნალოდ.

2. შევურიოთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ფისი და თაფლის სანთელი, გავადნოთ და გავაციოთ. პატარა ნატეხები დავყაროთ მუგუზლებზე და კვამლი შევისუნთქოთ ქრონიკული ბრონქიტის დროს.




 ახალი ამბები
  • რუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახარუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა რკინიგზის სადგურთან მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ვინ არის კორონავირუსით მეორე ინფიცირებულიინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.“ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა. ... ...
  • ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა„დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. „მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდელი დღიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციასა და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი - 28 ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება28 თებერვალი-2020 - საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური. პროგრამის მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციის პერიოდს, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გამარჯვებულები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე  დასასწრებად, რომელიც წელს  პრაღაში გაიმართება. „Impact Hub Tbilis-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  „საქართველოს ბანკი როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ ახალი გამოწვევები, ხელი შევუწყოთ მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.  მივცეთ მათშესაძლებლობა,  გამოცდილი მენტორების დახმარებითა და  ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი ინოვაციური პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. (R) ... ...
  • საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება (R)... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...