ხალხური სამკურნალო საშუალებები

მწვანე აფთიაქი

ხალხური სამკურნალო საშუალებები

2015 აგვ 10 18:39:02

ზაფხულში, როცა ნაირ-ნაირი ხილი და ბოსტნეული გვაქვს, სასურველია, ადვილად ხელმისაწვდომი ხალხური სამკურნალო საშუალებებით გავიუმჯობესოთ ჩვენი ყოველდღიურობა.

თუ სახესა და ხელებზე გაქვთ პიგმენტური ლაქები, სისტემატურად წაისვით ვაშლის, ატმის, კიტრის ნათალი, ხოლო თუ ასეთ ნაყენს მოამზადებთ, პიგმენტებს სერიოზულად შეებრძოლებით:

_ ავიღოთ ნახევარი კილოგრამი ვაშლის ხის გამხმარი ქერქი, დავაქუცმაცოთ, დავასხათ ლიტრნახევარი წყალი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ მანამ, სანამ ქვაბში ნახევარი ჭიქის რაოდენობით არ დარჩება. შემდეგ გავწუროთ. ჩავასხათ მინის პატარა ბოთლში და ბამბის საშუალებით, დღეში 2-3 ჯერ გავიწმინდოთ სახე. შემდეგ წავისვათ მკვებავი კრემი. ერთი თვის თავზე შედეგს იგრძნობთ.

_ კიტრის ლოსიონის დამზადება  ძალზე მარტივად შესაძლებელი და ყველასთვის ხელმისაწვდომია _ სახლის პირობებში გავთალოთ კიტრი და ნათალს დავასხათ სპირტი ან შინ გამოხდილი არაყი. აუცილებლად მინის ჭურჭელში უნდა მოვათავსოთ.  დავდგათ 4-5 დღით. შემდეგ გავწუროთ. ძალიან კარგი საშუალებაა სახის გასაწმენდად. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა კანი ადვილად და ხშირად ჭუჭყიანდება. ამავე დროს სასარგებლო და კანისთვის სიხალისისა და ცოცხალი ეფექტის მიმნიჭებელია. თუ აღნიშნულ ლოსიონს დამზადების პროცესში ცოტა გლიცერინს და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს დავამატებთ, სითხე გაცილებით ნაზი და სურნელოვანი იქნება.

_ გირჩევთ კარიესის წინააღმდეგ ნატურალური შავი ჩაი გამოიყენოთ. დალიეთ ის დილა-საღამოს მხოლოდ უშაქროდ!  ჩაიში არსებული ფტორი ამაგრებს კბილის ემალს და ეწინააღმდეგება კარიესის გაჩენას.

_ არაერთხელ თქმულა, თუმცა კიდევ შეგახსენებთ, რომ მუხის ქერქი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ღრძილების გასამაგრებლად. აუცილებლად მოიძიეთ მუხის ქერქი თქვენს მახლობელ გარემოში, გაახმეთ, გამოაშრეთ და შეინახეთ, რომ ზამთარშიც გქონდეთ. ნახევარ კილოგრამ მუხის გამხმარ ქერქს დაასხით ორი ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ ნახევარი ლიტრი არ გახდება. გავწუროთ, მინის ჭურჭელში ჩავასხათ, ბნელ ადგილზე შევინახოთ ყოველთვის. დღეში ორ-სამჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.  ღრძილების სერიოზულ გამაგრებას იგრძნობთ, დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ.

_ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი სასარგებლოა ძვლის გასამაგრებლად, ძვლის ტვინის სისხლწარმომშობი ფუნქციის გასაუმჯობესებლად _ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი კარგად გავრეცხოთ, კარგად გავაშროთ და სანაყით დაფქვამდე მივიყვანოთ. შემდეგ ცოტა რაოდენობით, კოვზის წვერით შევურიოთ ფაფაში და დღეში ორჯერ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს მივცეთ. უფრო ზედა ასაკიდან მეტი რაოდენობითაც შეიძლება მივცეთ.

პროცესს ერთ თვეზე მეტხანს ნუ გააგრძელებთ. სასურველია, ნაჭუჭის ნაფქვის მიღება წელიწადში ორჯერ.

_  ნუ დაგეზარებათ ზაფხულში ხშირად მიირთვათ ოხრახუშის წვენი, რა თქმა უნდა, მცირე დოზით. ეს პირდაპირ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.




 ახალი ამბები
  • პოლიცია საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს აკონტროლებსსაქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. "მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას,"_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით ცხელი ხაზი-144 ამოქმედდადღეს საქათველოში საყოველთაო კარანტი ამოქმედდა, აღნიშნულთან  დაკავშირებით მოქალაქეებითვის ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი - 144, რომელიც კორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, იქნება უფასო და  სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას. „ეს იქნებ ის ხაზი, სადაც ჩვენ გვექნება პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომელთაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომელთაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს, სტრატეგიულ მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება,“ _ განაცხადა პრემიერმა. მისივე  განმარტებით,  კორონავირუსის პრევენციისთვის საზოგადოებამ და სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა უმუშაოს. „მინდა თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში არის 100 ინფიცირებული და დაგვეწყო შიდა გადაცემა, მხოლოდ სამი შემთხვევა გვაქვს ამ შიდა გადაცემის, ეს ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, სრულად აკონტროლებდა საზღვრებს მათ შორის კარანტინის ზონებით. ჩვენ ამ ინფიცირების იმპორტირების კონტროლს გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი რომელიც ეხება შიდა გადაცემას არის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველი. ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან უბრალოდ შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა როდესაც თანამშრომლობას სახელმწიფო ინსტიტუტებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორის თითოეულ წარმომადგენელს შორის აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა,“_ განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი განიკურნა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა  2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...

არქივი