ხალხური მედიცინა სილამაზის სამსახურში

gurianews.com

მწვანე აფთიაქი

ხალხური მედიცინა სილამაზის სამსახურში

2015 ნოე 27 00:23:04

ამჯერად მინდა ჩვენს მშვენიერ ქალბატონებს ყველაზე ადვილი და ხელმისაწვდომი ხალხური რეცეპტები შევთავაზო საკუთარი კოსმეტიკური დღიურის შესავსებად, რათა მეტად შეინარჩუნონ და გაიუმჯობესონ სილამაზე და ჯანმრთელობა.

სახის კანის სიჯანსაღე ყველა ქალბატონის უპირველესი სურვილია. ასევე, განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდებოდეთ ფრჩხილებს, თმებს... ერთი სიტყვით, რაც "წინა პლანზე" დგას და ქალბატონებისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

 გთავაზობთ ყველაზე ხელმისაწვდომ და საკმაოდ შედეგიან ხალხურ რეცეპტებს.

_ ერთი კგ ვაშლის ხის ქერქი (უმჯობესია, ასაკოვანი ხისა იყოს) დავაქუცმაცოთ, დავასხათ სამი ლიტრი წყალი და ვადუღოთ, ვიდრე ერთი ჭიქა არ გახდება. მერე გავწუროთ და ბამბით წავისვათ დილა-საღამოს. ერთნაირად სასარგებლოა როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის.

_ ქალები განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილებს. ძალიან ხშირია ფეხის ფრჩხილის სოკო, რაც უმეტესად მოუვლელობის ბრალია. ფეხის მხოლოდ დაბანა სულაც არ კმარა. თუ ფრჩხილებს და ქუსლებს ცოტათი მაინც შენიშნეთ დეფექტი, სასწრაფოდ იმოქმედეთ. ბევრ თავმომწონე ქალბატონს აქვს ფეხის ქუსლები გარქოვანებული. ნუ დააბრალებთ ამას მოუცლელობას. აუცილებელია, ყოველდღე დაალბოთ ფრჩხილები სოდიან ან გვირილის ნაყენით გაზავებულ ცხელ წყალში. სასურველია, ცხელ აბაზანას გაუძლოთ 15 წუთით მაინც. შემდეგ დაიბანეთ საპნით, ფრჩხილები კარგად დაიჭერით, გაიმშრალეთ და შეიზილეთ ვაშლის ძმრით. ბოლოს კი გურიაში კარგად ცნობილი არობელიძის ან თურმანიძის მალამოს თხელი ფენა წაისვით. ჩაიცვით თხელი წინდა და ღამის განმავლობაში ასე გქონდეთ. თუ ორი კვირის მანძილზე გაიმეორებთ ამ პროცედურას, თავადაც გაოცდებით თქვენი ფეხის გულების, ფრჩხილების და ტერფების მდგომარეობით.

_ ჟოლოს ფოთლები (15 ფოთოლი ერთ ლიტრ წყალში) მოვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე. განახევრების შემდეგ გავწუროთ და დღეში ორჯერ ბამბით წავისვათ თუ ფერისმჭამელები ან მცირე მუწუკები გაწუხებთ. სერიოზულად დაზიანებულ კანს, რა თქმა უნდა, ეს ნაყენი ვერ უშველის.

_ მატიტელას სად არ შეხვდებით. იგი ჩვენს ეზოებში, ბოსტნებში დატოტვილი და მიწაზე გართხმულია. მედიცინაში უამრავი მიმართულებით გამოიყენება. ყველაზე მარტივი ხალხური წესით მატიტელას ნაყენი მზადდება ისევე როგორც ვარდის ფურცლისა. მასზე სპირტს დავასხამთ. დავდგამთ ათი დღით. ეს ნაყენი გამოიყენეთ კანის აქერცვლის დროს. დაასველეთ ბამბა და კანი ისე გაიწმინდეთ. შემდეგ კი კარგი ხარისხის კრემი წაისვით.

_ მარწყვის ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად არაა აუცილებელი რაოდენობის დაცვა. მოხარშეთ სასურველი რაოდენობით. 10 წუთის დუღილის შემდეგ გადმოდგით. გაგრილებული გაწურეთ. დღეში ორჯერ გამოივლეთ პირში. ყოველგვარ უსიამო სუნს აქრობს.

_ ევკალიპტის ფოთლების ნახარშით მოიწმენდთ გამონაყარს. კარგია ყელში გამოსავლებად არა მარტო გაცივებისას. მისი სავლები ალბობს ყელს, პირის ღრუს. ქმნის სასიამოვნო შეგრძნებას. ძალიან კარგია ევკალიპტის აბაზანა.

_ კავკასიური სუროს აბაზანა შემოგეშველებათ კოჟრისა და მეჭეჭის მოსაშორებლად, ნაყენი კი ასე მოამზადეთ: დააქუცმაცეთ ორი ჩაის კოვზი სურო, დაასხით ორი ჭიქა ანადუღარი წყალი. დადგით 24 საათის განმავლობაში. მერე გაწურეთ. სითხე გამოიყენეთ კოჟრზე და მეჭეჭზე საფენად, დილა-საღამოს, ერთი თვის განმავლობაში.

_ ანწლის ნაყენი ძალიან კარგია რევმატიზმის, დიდხანს სიარულის შემდეგ ფეხების შეშუპების საწინააღმდეგოდ, დაღლილობის მოსახსნელად. 5 ჭიქა ანწლის მწიფე ნაყოფს დავასხათ ხუთი ჭიქა მდუღარე წყალი. ნახევარ საათში გავწუროთ ისე, რომ არ დავჭყლიტოთ, მარცვლებს არ შევეხოთ. დღეში ორჯერ დავლიოთ ნახევარი ღვინის ჭიქა. პროცედურა ერთი თვის მანძილზე გავაგრძელოთ. აუცილებლად იგრძნობთ შვებას.

_ კეთილშობილი დაფნის ნახარში საუკეთესოა დაბანილ თმებზე გადასავლებად. ოღონდ არ გამოიყენოთ მწვანე ფოთოლი. იხმარეთ მხოლოდ გამხმარი მასა.

მშვენიერ სქესს შევახსენებ, რომ თქვენი სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორია მშვიდი და სრულფასოვანი ძილი.

_ შავი კუნელი დაჭერით წვრილად. 50 გრამს დაასხით ნახევარი ლიტრი სპირტი და ათი დღის შემდეგ გამოიყენეთ. 40 წვეთი ჩაასხით ცოტა წყალში და დალიეთ ძილის წინ. მშვიდად დაგეძინებათ.

_ უძილობას სრულად ამარცხებს ჯადოსნური ვაშლის ძმრისა და თაფლის ნარევი. ერთ ჩაის ჭიქა თაფლში ჩაასხით სამი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. კარგად აურიეთ და ძილის წინ მიირთვით სამი ჩაის კოვზი. ასე გააგრძელეთ ხშირად, როცა უძილობა შეგაწუხებთ.


ნახვა: 297


 ახალი ამბები
  • საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეორგანიზაციას იწყებსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეორგანიზაციას იწყებს, _ ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული წყალმომარაგების ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართევლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც პროექტებთან ერთად, წყალმომარაგების დარგის კომპლექსურად განვითარებას გულისხმობს. ახალი გამოწვევების წარმატებით დაძლევის მიზნით, კომპანია სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებას იწყებს. ცვლილებების მიზანია მმართველობის ეფექტური სისტემის შექმნა, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვა, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია კომპანიის ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის. რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე გამოცხადდება ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად. პროცესი ხელს შეუწყობს გამჭირვალობის პრინციპით, ახალგაზრდა და პროფესიონალი კადრების შერჩევას, რომლებიც  ფლობენ წყალმომარაგების სფეროში ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის გამოცდილებასა და ... ...
  • საკრებულოს ხმაურიანი სხდომა და “ნაცმოძრაობის“ წევრების გარეშე დამტკიცებული საკითხები“ბატონი დავით დარჩია გაურბის პასუხისმგებლობას და ის ამიტომ არ არის საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შემდეგ გადავწყვეტთ, დავრჩეთ თუ არა დღევანდელ სხდომაზე. მე მაინტერესებს, ამ შენობაში რაც გახორციელდა _ ბესო ქათამაძეზე მოხდა თავდასხმა, ამ ფაქტზე იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენ და თქვენი პარტია“, _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მისამართით სხდომის დასაწყისში გააკეთა. “მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რატომ არ ესწრება სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ის  თბილისში,  ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს ესწრება. განცხადებები კი გააკეთეთ სხდომის დასასრულს, ამის საშუალება მოგეცემათ“, _ უპასუხა დავით მჟავანაძეს გიორგი ღურჯუმელიძემ. საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ბესო ქათამაძემ სხდომაზე თქვა, რომ მას ინციდენტისას არა ტარიელ აროშიძე, არამედ დავით ჭაკნელიძე მიეპარა. “ფრაქციის თავმჯდომარეს ააღებინეს თავზე დანაშაული და დავით ჭაკნელიძეს ხელი დააფარეს. ჭაკნელიძე მომეპარა და ჩამარტყა თავში. დამნაშავეები სხედან დარბაზი. კეთილი ინებეთ და აიღეთ პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით“, _ თქვა ბესიკ ქათამაძემ. არც თუ დიდი კამათის და დაპირსპირების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს. “ჯერ იყო და გადადეს საკრებულო სხდომა და ახლა დარჩია არ არის საკრებულოს სხდომაზე, მათ არ უნდათ დისკომფორტი შეექმნათ. საკრებულოს თავმჯდომარემ ვერც გაბედა აქ მოსულიყო. ერთი თვეა, ვითხოვთ აიღონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და არავინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას“, _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან დავით მჟავანაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებას არაკონსტრუქციული უწოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ. “ნაცმოძრაობის დეპუტატებმა არაკონსტრუქციული გზა აირჩიეს. დღეს მათი პროტესტი გაუგებარი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილებოდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და მათ არ მიიღეს ამ განხილვაში მონაწილეობა“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ საკრებულოს სხდომის დასასრულების შემდეგ. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წევრებმა თქვეს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას. ისინი მოუწოდებენ „ნაცმოძრაობის“ წევრებს „უარი თქვას პოლიტიკაში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე“. “ფრაზა "იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით", კარგად ასახავს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს. მან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციული მეთოდები აირჩია. დაგეგმილ ცილისმწამებლურ, ღირსების შემლახავ კამპანიას და საჯარო სივრცეში მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ინციდენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელწერა იქნება მხოლოდ კანონიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის იდგა და დღესაც დგას პოლიტიკური პლურალიზმის სადარაჯოზე. შეუძლებელია, აიძულო ადამიანი თავის შესაძლებლობაზე მეტი გააკეთოს, თუმცა, მოვუწოდებთ ინციდენტის ინსპირატორს, უარი თქვას პოლიტიკაში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე. მეგობრებო, იქნებ დაემსგავსოთ კვალიფიციურ ოპოზიციას“, _ თქვეს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წევრებმა. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ტრიბუნასთან სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე მივიდა. “მინდა გაცნობთ, რომ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილებაზე გაკეთდა განცხადება. თორნიკე გოგუაძე დავით მჟავანაძემ შეცვალა. კი, მინდოდა, ეს ინფორმაცია გაეგო, მაგრამ პროტესტის ნიშნად დაგვტოვა“, _ თქვა ეროდი გორდელაძემ. საკრებულოს სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს. სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ განისაზღვრა ქალაქ ოზურგეთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებულ 3 (სამ) სამარშუტო ტრასაზე დასაყენებელი საგზაო ნიშნების რაოდენობა და მარკირება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამისთვის სულ 605 ერთეული საგზაო ნიშანი დამონტაჟდება. გარდა ამისა, საპროექტო გზის ერთ მონაკვეთზე, დოლიძის და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩების გადაკვეთასთან, სამარშრუტო და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დარეგულირების მიზნით, მოეწყობა შუქნიშანი. ოზურგეთის საკრებულომ მიმდინარე სხდომაზე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ - საკრებულოს დადგენილება მიიღო. დადგენილების დამტკიცებამდე, ნორმატიული სამართლებრივი აქტის პროექტში, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ცვლილება შევიდა. საკრებულოს ინიციატივით, პროექტით წარმოდგენილი მოსაკრებლის რაოდენობის შემცირება მოხდა და დადგენილების პროექტი აღნიშნული სახით დამტკიცდა. უკვე მიღებული დადგენილების მიხედვით _ ერთ სულ მოსახლეზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 0.40 ლარით თვეში; ერთ სულ მოსახლეზე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0-დან 150 001-მდე ქულის მქონე პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 0,20 ლარით თვეში; ორივე შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვრა 14 (თოთხმეტი) ლარი და 30 თეთრი. ოზურგეთის საკრებულომ, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“, საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. "საკითხს აუცილებლად განიხილავენ კომისიები, ფრაქციები, ბიურო. სხდომებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს განხილვის პროცესში. საკრებულო საკითხზე საზოგადოებრივ დარბაზთან ერთადაც იმსჯელებს. საზოგადოების მაღალი ინეტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად დაიგეგმება საჯარო განხილვა, რათა გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეთა ინტერესებიდან გამოდინარე მოხდეს", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ... ...
  • უსუფაშვილისა და მარგველაშვილის ალიანსი_ ,,გუნდის ფორმირების პროცესი დაწყებულია“"შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის მოლაპარაკება შედგა. საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბება_ ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსებმა  გუშინ იმსჯელეს. ,,გურია ნიუსი“ ,,შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს დახურულ კარს მიღმა წამოჭრილ ძირითად თემებსა და აქცენტებზე ესაუბრა: _ შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც მიმართვაშიც იყო და რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია. ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. შეხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო. მე ზომიერად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ  შევძლებთ ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია  პრინციპულ საკითხებზე ერთ აზრამდე მისვლა, კერძოდ, ის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის  პოლიტიკური ახალი ძალა ასპარეზზე არის გამოსასვლელი და ვთავაზობ გიორგი მარგველაშვილს  მოვხმარდეთ ამ საქმეს“, _ გვითხრა უსუფაშვილმა. _ ბატონო დავით, შეხვედრის შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორ ფიქრობთ, მიიღებს მარგველაშვილი თქვენს წინადადებას გაერთიანებასთან დაკავშირებით? _ არ ვიცი, ჩემი განწყობა გამოვხატე იმით, რომ ზომიერად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. _ თუკი მარგველაშვილი თქვენს წინადადებას დათანხმდება და მეტიც, ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მზად ხართ, თქვენი კანდიდატურა მოხსნათ და მას დაუჭიროთ მხარი? _ რა თქმა უნდა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გიორგი იქნება თუ სხვა, საპრეზიდენტო კანდიდატი, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანებით გამსჭვალული. მე ცალკე აღებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ და ვერ ვხედავ. არ მაინტერესებს ისეთი კანდიდატი, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს და იმას იქით,  მეორე და მესამე დღეს საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირებს ამ პროცესებს. ეს არის კონტექსტი, მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება კანდიდატი, მთავარია, კანდიდატს  პოლიტიკური გუნდის ფორმირება მიაჩნდეს პრიორიტეტად. _ გარდა მაგველაშვილისა, სამომავლოდ ვის მოიაზრებთ თქვენს გუნდში? _ მე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდზე არ ვფიქრობ. გუნდზე საპარლამენტო არჩევნებისთვის ვფიქრობ. ამ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი კი  საპრეზიდენტო კამპანიის  პროცესში გამოჩნდება. ზუსტად საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გუნდის ფორმირება იქნება.  ჩვენ გვჭირდება 100-150 თანალიდერი, რომლებიც იქნებიან პარლამენტის წარმატებული წევრები. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიან ვადას ითხოვს. შეძლებენ თუ არა პოლიტიკოსები ერთ გუნდად ჩამოყალიბებას დროის მოცემულ ვადაში გახდება ... ...
  • საპრეზიდენტო კანდიდატი_,,დარწმუნებული ვარ ივანიშვილი დასახელდება“ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი _ ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია, თუმცა მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ მათ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველივე ტურში არ გაუჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსულტაციები თვის ბოლოს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში დაიწყება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გამოიკვეთება.   ,,ჩვენს პოლიტიკურ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში ამ არჩევნების მოგება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე და ამ კონსულტაციებით გაირკვევა, თუ როგორ წარვდგებით  საპრეზიდენტო არჩევნებში“, _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამოქალაქო რეფორმაციის“ დამფუძნებელი, ანდრო ბარნოვი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ სხვა კანდიდატს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ალტერნატივა არ გააჩნია. ,,დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილი დაასახელებს საკუთარ თავს. სხვა შანსი ,,ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აქვს. ეს არის ერთადერთი თეორიული შანსი, როდესაც შეიძლება, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიმარჯვოს. სხვა ნებისმიერი  კანდიდატი, რომელიც აქამდე დაუსახლებიათ ან შეიძლება მომავალში დაასახელონ, იმდენად უფერულია, რომ, მერწმუნეთ, აუცილებლად დამარცხდებიან. სალომე ზურაბიშვილი წარმოუდგენლად კომიკური ფიგურაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის“, _გვითხრა ბარნოვმა ,,გურია ნიუსი“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ  მმართველი გუნდის წარმომადგენელს, კახაბერ ოქრიაშვილს ესაუბრა. ოქრიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.  _ ადრეც მქონდა ნათქვამი, რომ თუ ბატონი ბიძინა სრულად დაბრუნდება პოლიტიკაში, არა მარტო პარტიის ხელმძღვანელად, არამედ პრემიერ-მინისტრად, საზოგადოებისთვის კარგი იქნება. კი ბატონო, საპრეზიდენტო კანდიდატადაც საუკეთესო კანდიდატი იქნება თუ თვითონ მოისურვებს“, _ გვითხრა ოქრიაშვილმა. _ ბატონო კახაბერ, როგორ ფიქრობთ, სურს ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა? _ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ვისაც ,,ქართული ოცნება“ დაასახელებს, ჩემს საარჩევნო ოლქში იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს და ვიმუშავებ, როგორც მისი შტაბის წევრი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ დასახელდება. _ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერთ? _ კი, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია დაუჭერს თუ არა მას მხარს ,,ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის ერთ-ერთი სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, ბიძინა ივანიშვილია. საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თვის ბოლოს გახდება ... ...
  • სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი  ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა,  რომ ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი  ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით  ახორციელებდა. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.  ... ...

არქივი

ზაფრანი

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...

საინტერესო ფაქტები ცისარტყელაზე

ცისარტყელა უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის...

პატარა ეშმაკობა შოპინგის დროს

მაღაზიებში ცდუნებისგან თავს ვერ იკავებთ...