ხალხური მედიცინა და ზამთარი

მწვანე აფთიაქი

ხალხური მედიცინა და ზამთარი

2016 იან 29 13:38:30

_ როგორ და რამდენ წყალს ვსვამთ ზამთარში? წყალზე უარი არ უნდა ვთქვათ ზამთრის პერიოდში. ამ დროს წყურვილი ნაკლებად გვაწუხებს. ეს კი ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევს და ხშირად ვერც ვხვდებით, რატომ ვართ დაბნეული, დაღლილი, მოთენთილი და გვეჩვენება, რომ თითქოს, გამოუძინებელიც ვართ.

_ უწყლობა განსაკუთრებით მოქმედებს ტვინის უჯრედებზე. ამიტომ, გვინდა თუ არა, წყალი ზამთარშიც აუცილებლად უნდა ვსვათ. უმჯობესია, ეს დილიდანვე დავიწყოთ. არ შეგიძლიათ წყლის ერთბაშად დალევა? არა უშავს, დაიდგით ჭიქა და შესვენებით, ყლუპებით დალიეთ. ორგანიზმში წყლის რაოდენობას ყავა, კომპოტი, ღვინო და სხვა სასმელიც შეგივსებთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყალი საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან და სვათ ყავა ან ღვინო.

_ ზამთარში, იანვრის სადღესასწაულო დღეებისა და უხვსუფრიანი წვეულებების შემდეგ, როცა ხშირად გრძნობთ სიმძიმეს კუჭის არეში, სრულად უნდა შეცვალოთ კვების რეჟიმი. დილიდან მივირთვათ ხილი; გახეხილ ვაშლს დავუმატოთ ცოტა თაფლი და მივირთვათ უზმოზე. ვაშლთან ერთად რეკომენდირებულია მსხალი და ყურძენი. ბოლოს კი დააყოლეთ ერთი ჭიქა უშაქრო მაწონი.

_მსუბუქი სადილის შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი და ბანანი. არ დაგავიწყდეთ წყლის ყლუპები; ძილის წინ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ ცოტა თაფლი და მიირთვით; კუჭის სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად ნუ გამოიყენებთ სოდას; ასევე, არ დაივიწყოთ ჩაი _ კარგი ჩაი დღის განმავლობაში დალიეთ ორჯერ. ის მოგიხსნით დაღლილობას; ამასთანავე, ძვლოვანი ქსოვილების გამაგრებას მუდამ უწყობს ხელს.

_ გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რჩევა _ ზედიზედ მსუყე მენიუს გამოყენების შემდეგ, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების მოხსნა შესაძლებელია, თუ მსუბუქ სადილებზე გადასვლისას, ჭამამდე 5-6 ცალ თხილის გულს მიირთმევთ _ ის ხსნის სტრესულ მდგომარეობას კუჭ-ნაწლავის არეში, დამამშვიდებლად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე. თხილში დიდი რაოდენობით არის მაგნეზია, რომელიც ადამიანს ამშვიდებს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...