სასარგებლო მცენარეები

მწვანე აფთიაქი

სასარგებლო მცენარეები

2011 იან 28 10:38:41
მდოგვი
ძველთაგანვე ურჩევდნენ მას გულისა და კუჭის დაავადების შემთხვევაში. ავადმყოფს უნდა ეხმარა მდოგვის ფოთლები -თაფლთან შერეული. ზოგი მას იღებდა გაცივების საწინააღმდეგოდ. თმის ცვენის შემთხვევაში, მდოგვის საფენები დღესაც პოპულარულია. შედარებით გვიან დაიწყეს მდოგვის გამოყენება სანელებლად.

გვირილა
ერთ წლამდე ასაკის ბავშვისათვის გვირილის აბაზანა კარგია რაქიტის სამკურნალოდ. ასეთი აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კანის სუნთქვას, საოფლის ჯირკვლების მუშაობას.
გვირილა გამოიყენება ცილოვანი დიათეზის საწინააღმდეგოდ.
გვირილას შინაგანი მიზნებისათვის გამოყენება მრავალმხრივია: დეზინფექციას უკეთებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისება, ამცირებს ნაწლავების ზედმეტ ფერმენტიზაციას, აგრეთვე აქრობს ყოველგვარ "ხმაურს" ჩვილის მუცელში, ამასთანავე, აუმჯობესებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, რომელიც ეწყება ჩვილს პირველი წლის ბოლოს.
გვირილას იყენებენ ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ. კბილების ამოჭრის დროს, ჩვილს უნდა მივცეთ გვირილას ნაყენი ცოტა რაოდენობით, მაგრამ ხშირად. გვირილა ანელებს ანთებით პროცესს და ამცირებს უსიამოვნებას, რაც თან ახლავს კბილების ამოჭრას.
ინჰალაციების სახით გაცივების, ხველისა და ცხვირიდან გამონადენის შემთხვევაში, გვირილას საკმაოდ მაგარ ნაყენში დავასველოთ დოლბანდი, გავწუროთ და ჩამოვკიდოთ ბავშვის საწოლის თავზე, რათა პატარამ ისუნთქოს ბალახის ნაყენის სურნელით.

მატიტელა
მოაგროვეთ ზაფხულში, გასაშრობად თხელ ფენად გაშალეთ. იხმარება როგორც შარდმდენი საშუალება, აგრეთვე ყაბზობის, სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს. 1 სუფრის კოვზ გამშრალ მასალას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეგრილების შემდეგ გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

კრაზანა
უნდა შეგროვდეს ივნის-აგვისტოში. გააშრეთ ჩრდილში, ღია ჰაერზე. იგი შეიცავს ცე ვიტამინს, კაროტინს, ეთეროვან ზეთს. გამოიყენება დასალევად, როგორც კუჭის შემკვრელი, ანტისეპტიკური საშუალება კოლიტის სამკურნალოდ. იხმარება აგრეთვე პირში გამოსავლებად და ღრძილებზე წასასმელად პირის ღრუს ლორწოვანი ანთების დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ დაფშვნილ კარაზანას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 3-4 საათის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4 -ჯერ დღეში, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.

ანწლი
ანწლი საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება. დასავლეთ საქართველოში მას ინჭირას ეძახიან. სამკურ-ნალოდ გამოიყენება ანწლის ყველა ნაწილი. ქართულ ხალხურ მედიცინაში მას უძველესი დროიდან იყე-ნებენ ძირითადად რევმატიზმის, მალარიის, კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ანწლის ყვა-ვილს აგროვებენ ივნისში, ივლისში და აგვისტოში, როცა იგი სრულად არის გაშლილი. მოჭრილ ყვა-ვილს ჩრდილში აშრობენ, გამშრალს დოლბანდის პარკში ყრიან და ადუღებულ ცხელ წყალში ათავსებენ. ნაყენს იყენებენ ყელის ტკივილის დროს, როგორც სავლებ საშუალებას. გამხმარი ნაყოფი კარგია მალარი-ის საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით სასარგებლოა მარილებით დაავადებულთათვის. მის ნაყენს ჩვეულებ-რივად სვამენ დღეში სამჯერ ჭამის წინ, 15 წუთით ადრე. ნაყოფი, აგრეთვე დიეტური საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სერიოზული დაავადებების დროს ექიმის რჩევის გარეშე თვითმკურნალობა დაუშვებელია.

ასკილი
ასკილს გურიაში ეშმაკის მათრახი ჰქვია. ასკილი ყვავის მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემ-ბერში. მედიცინაში გამოიყენება ძირითადად ასკილის ნაყოფი. ნაყოფის გაშრობა სასურველია სპეციალურ ღუმელებში ან თაროებზე ორპირ ქარში, ჩრდილში. კარგად გამშრალ ნაყოფს უნდა ჰქონდეს კარგი ფე-რი, სუნი და გემო. ასკილს ვიტამინების მეფეს ეძახიან. იგი შეიცავს ასკორბინის მჟავას, "ბ" კაროტინს, ფილიხინინს, ბიოფლავონოიდებს. თესლები მდიდარია "ე" ვიტამინით, კაროტინით და ცხიმებით. ასკილი გამოიყენება ექსტრაქტების, წვენების, აბების და ფხვნილის სახით. ხდიან ასკილის ზეთს. იგი პროფილაქ-ტიკური საშუალებაა სურავანდისა და სისხლნაკლებობის დროს.

რძის მომყვანი
მეტად ძვირფასი ბალახებია კვლიავი, კამა და ანისული, რომლებიც რძის მომყვან საშუალებად ითვლებიან. ძუძუს წოვების პერიოდში, დედამ დღეში ნახევარი ჩაის კოვზი კვლიავის, კამის ან ანისულის ნაყენი უნდა მიიღოს. ამ ბალახებში შემავალი ზეთი დედის რძესთან ერთად გადადის ჩვილის კუჭში და აადვილებს საჭმლის მონელებას.




 ახალი ამბები
  • პოლიტიკოსები მჯდომარე აქციაზემჯდომარე აქციას პოლიტიკოსებიც შეურთდნენ _ მათი განცხადებით, მანამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევენ, სანამ ხალხის ნება არ აღსრულდება, სანამ მიტაცებულ ხელისუფლებას ხალხი არ დაიბრუნებს, ისინი პროტესტს არ ... ...
  • "პოლიციას მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ხალხი დაიცვას"აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ყველა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ: "ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ მალე დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას. პოლიციას კი მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ხალხი დაიცვას", _ განაცხადა აქციის ერთერთმა ... ...
  • მჯდომარე აქცია რუსთაველზე და დაპირისპირება საპატრულო პოლიციასთანაქციის მონაწილეები რუსთაველზე მჯდომარე აქციას მართავენ ორგანიზატორების განცხადებით, პოლიცია ამ წუთებში თათბირობს, რომ ქუჩებიდან რაც შეიძლება მეტი ხალხი გააძევოს. ორგანიზატორები მოსახლეობას თხოვენ, გამოვიდნენ და რუსთავველზე მჯდომარე აქცია გამართონ. ამასობაში საპატრულო პოლიციის უფროსი და აქციის ორგანიზატორები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს დაიცვან ხალხი, გადავიდნენ საზოგადოების მხარეს: „მათ 20 ივნის ვერ დაიცვეს ხალხი და ახლა მაინც შეძლონ დაცვა“, _ ამბობენ აქციის ... ...
  • ვოლსკი: “საჭირო იყო მეტი მუშაობა ოპოზიციასთან“გია ვოლსკის განცხადებით, საჭირო იყო მეტი მუშაობა ოპოზიციასთან, რათა კონსტრუქციული დიალოგზე გადასულიყვნენ: „ანტაგონიზმის ეს ხარისხი, რომელიც შეიქმნა, ძალიან ცუდად გამოჩნდა იმისთვის, რათა კოალიციური პასუხისმგებლობა აიღონ პარტიებმა. ვფიქრობ, რომ მეტი შეგვეძლო გვემუშავა არა მარტო ჩვენებთან, არამედ ალბათ საჭირო იყო მეტი მუშაობა ოპოზიციასთან, რათა გადავსულიყავით კონსტრუქციულ დიალოგზე და არა იმ შეურაცხყოფებზე, რაც მიიღო ხალხმა. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დღეს დილას ყველასთვის ცნობილი იყო, უმრავლესობის შენარჩუნება არის საგანგებო მნიშვნელობის არა "ქართული ოცნებისათვის" მარტო, არამედ სახელმწიფოსთვის“, _ განაცხადა გია ... ...
  • დავით ჭიჭინაძე: "ურჩ დეპუტატებს სუს-ი აკონტროლებს“"მე ვფიქრობ, რომ ვერ გაითავისეს ის გაკვეთილები, რაც უსწრებდა ამ გადაწყვეტილებას. მივიჩნევ, რომ უკვე იწყება ბრძოლა ღირსებისთვის. საზოგადოებას დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, დღეს პარლამენტმა თავისი ფუნქცია დაკარგა. პოლიტიკამ უნდა დატოვოს პარლამენტი და გადაინაცვლოს ქუჩაში. ხალხი, რეალურად ვინც იძლევა ამ მანდატს, არის მანდატდაკარგული და მოტყუებული. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ურჩ დეპუტატებად წარმოგვეჩინენ, პირდაპირ სუს-ის კონტროლის ქვეშ არიან. ბევრი მათგანის ადგილი სხვა ადგილასაა", _ განაცხადა პარლამენტარმა დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?