ასკილი _ პირველობის პალმის რტოს კავალერი

მწვანე აფთიაქი

ასკილი _ პირველობის პალმის რტოს კავალერი

1970 იან 1 04:00:00
ასკილი, ველური ვარდი, ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი, ზოგჯერ ხვიარა, ეკლიანი ბუჩქებია; ლამაზი და სურნელოვანი ყვავილები (ვარდისფერი, წითელი, თეთრი იშვიათად, ყვითელი), ცალად ან ქოლგისებრ _ საგველა ყვავილედშია თავმოყრილი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭია, მომწიფებისას ხორციანი ხდება და ღებულობს ნარინჯის, წითელ და ზოგჯერ შავ ფერსაც. ასკილის გავრცელების ბუნებრივი არეალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროა. ცნობილია 400-მდე სახეობა, მათ შორის საქართველოში _ 25. მათგან 5 ენდემურია.

ასკილი იზრდება ტყის პირებზე, იშვიათად ქვეტყეში. ბუჩქნარებში, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ მდელოებზე;

ასკილი ძველთაგანავე ცნობილია, როგორც სამკურნალო საშუალება. უკვე XVII ს-ში მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში ძალების მოსაკრებად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაჭრილებს ასკილის ტკბილ ნაყენს ასმევდნენ.

დიდი ავიცენა (980-1037) წერდა ასკილზე, როგორც გამაჯანსაღებელ სამკურნალო საშუალებაზე უამრავი დაავადების დროს.

C ვიტამინის შემცველობის მიხედვით, ასკილმა ღირსეულად დაიმსახურა პირველობის ოქროს პალმის რტო დედამიწაზე არსებულ ველურ სამკურნალო მცენარეთა შორის.

ყავისფერი ასკილის ნაყოფში 40-50-ჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე შავ მოცხარში და 500-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში.

გარდა ამისა, ასკილი შეიცავს: შაქარს (18%), პექტინებს (3,7%), მთრიმლავ ნივთიერებებს (4,5%), ლიმონის, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავებს, კაროტინს (12-18 მგ%), ვიტამინებს, მინერალებს. სწორედ სასარგებლო და აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი შემადგენლობა აქცევს მას მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ საშუალებად ჯანმრთელი და სამკურნალოდ _ ავადმყოფი ადამიანისთვის.

ასკილის ჩაი მოქმედებს როგორც მატონიზებელი და საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება. აქვს ანთებისა და სკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის ფუნქციებზე, კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.

ასკილი მრავალი ქვეყნის ხალხური მედიცინისა და მსოფლიო მედიცინის აღიარებული სამკურნალო საშუალებაა.

ასკილის ზეთი უძველესი დროიდანვე გამოირჩეოდა როგორც ჭრილობის შეხორცების საუკეთესო საშუალება; ამასთანავე, ის ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ქიმიური დასხივებისას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლას შაქრიანი დიაბეტის დროს.

ასკილის ნაყოფისგან ამზადებენ ჩაის და სასმელებს, მურაბებს და ჯემებს; ყვავილის ფოთლები კი გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინასა და კოსმეტიკაში.

_ ასკილის ნყოფის თესლი გამოიყენება, როგორც ნაღველმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

_ ასკილის ფესვების ნახარშს აქვს შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებები;

_ ფოთლების წყალზე ნაყენი არის მიკრობების საწინააღმდეგო და ტკივილდამაყუჩებელი საშუალება. მას იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს;

_ ასკილის ნაყოფის წყალზე მომზადებული ნაყენი საუკეთესოა სისხლნაკლულობისას, განსაკუთრებით, ძალების გამოცლისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომი სისუსტის დროს. იმავე ნაყენს იყენებენ კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადების, კუჭის კატარის (დაბალი მჟავიანობით), ღვიძლის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს;

_ ციმბირის ხალხური მედიცინა ნაყოფის ნახარშს იყენებს გაციებით გამოწვეული დაავადებისას;

_ ფესვების ნახარშს სვამენ მალარისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში;

_ გერმანული ხალხური მედიცინა ნაყოფის ნახარშს და დაქუცმაცებული ნთესლის ნაყენს ურჩევს თირკმელებსა და საშარდე ბუშტში კენჭების არსებობისას, ხოლო მხოლოდ ნაყოფის ნაყენს _ ავიტამინოზის დროს;

_ ტიბეტური მედიცინის მიხედვით, ასკილი საუკეთესოა ფილტვების ტუბერკულოზის, არტერიოსკლეროზისა და ნევრასთენიის შემთხვევაში;

_ ასკილის ფესვების ნახარშს იყენებენ სააბაზანო საშუალებად დამბლისა და ფეხებში ძალის გამოცლის, ხოლო მშრალი ნაყოფის ნახარშს _ რევმატიზმის დროს;

_ თანამედროვე მეცნიერული მედიცინა ნაყოფის ნაყენს ფართოდ გამოიყენებს ავიტამინოზის დროს, როგორც საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, ჭრილობის, დამწვრობის, მოყინვის შემთხვევაში;

_ ასკილის ნაყოფი შედის პოლივიტამინურ ნაკრებებში. ნაყოფისგან ამზადებენ პრეპარატ ხოლოსასს - ნაღველმდენ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, ცისტიტისა და ჰეპატიტების დროს.

სამკურნალო დანიშნულებით ნახარშები და ნაყენი შეიძლება ასე მოამზადოთ:

_ 1 ს. კ. ნაყოფს დაასხით 2 ჩ. ჭ. მდუღარე, ადუღეთ 10 წთ. დახრულ ჭურჭელში, დატოვეთ 24 საათით. გაწურეთ, გაფილტრეთ და დაუმატეთ შაქარი (გემოვნებით). მიიღეთ 5 ჩ. ჭ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამის წინ;

_ 2 ს. კ. ფესვები 15 წთ. აადუღეთ 2 ჩ. ჭ. წყალში, დატოვეთ 2 საათით, გაწურეთ; მიიღეთ 1 ჩ.ჭ. 4-ჯერ დღეში, ჭამის წინ;

_ 1 ჩ. კ. ასკილის თესლის ფხვნილი ადუღეთ 5 საათი. 1 ჩ. ჭ. წყალში (ნელ ცეცხლზე). დატოვეთ თავდახურული 2 საათით. მიიღეთ 1 ჩ. ჭ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ;

_ 1 ს. კ. ფოთლებს დაასხით 1,5 ჩ. ჭ. მდუღარე, შეფუთეთ. დატოვეთ 2-3 საათით. გაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ასკილის სიროფი

ჭარბი რაოდენობით C ვიტამინის შემცველობის გამო, კაპილარები და სისხლძარღვები რომ არ დაზიანდეს, უმჯობესია მიიღოთ ასკილის სიროფი (როცა ხანგრძლივი დროით გამოიყენებთ).

6 კგ. ჩრდილში გამომშრალი მწიფე ასკილის ნაყოფი და 200-300 გრ. დაჩეჩქვილი ფესვი (ფესვები ცალკე მარლის ტომარაში ჩაყარეთ) მოათავსეთ ემალის 20 ლიტრიან ქვაბში. დაასხით 18 ლ. ცივი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-6 საათი. დუღილის დროს მოერიდეთ ოთახში ყოფნას და ფანჯრები დატოვეთ ღია. დუღილის დაწყებიდან 20-25 წუთში ფესვები ამოიღეთ.

ქვაბი გადმოდგით, შეფუთეთ თბილად და დატოვეთ 12-18 საათით. სითხის ფერი უნდა იყოს მიწითალო-ყავისფერი. ნახარში გაფილტრეთ ან გაწურეთ ქსოვილში. გაწურული სითხე ისევ 5-6 საათით შედგით ძალიან ნელ ცეცხლზე. როცაა დადუღდება 7-8 ლიტრამდე, ჩაყარეთ 5 კგ. შაქარი და ხის კოვზით აურიეთ გადნობამდე. გადმოდგით, 5 საათით გააგრილეთ. შემდეგ 2-3-ჯერ წამოადუღეთ. შუალედებში 1-2 სთ-ით გააგრილეთ.

როცა სიროფი გაიკეთებს ინტენსიურ წითელ ქაფს, რომლიც ლამობს ქვაბიდან გადმოსვლას, ეს ნიშანია, რომ უნდა გადმოდგათ და გააგრილოთ.

სიროფის მომზადება შეამოწმეთ წყლიან ჭიქაში წვეთის ჩაშვებით _ თუ წვეთი არ გაიშალა, ე.ი. მზადაა.

C ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის მიიღეთ 1 ჩ. კ. დილით, უზმოზე, 15 დღის განმავლობაში, ყოველ თვეში.

გაციებისას მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ თითო ჩაის კოვზი. შეგიძლიათ მიაყოლეთ წყალი. დიაბეტის შემთხვევაში, მოეთათბირეთ მკურნალ ექიმს.

ასკილის პიურე

დარჩეული, ახალი, მწიფე ნაყოფი დაჭერით სიგრძეზე, ამოაცალეთ თესლი, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ მან დაფაროს ზედა ფენა. ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში დარბილებამდე და გაცერით.

1 კგ. პიურეზე დაუმატეთ 150-200 გრ. შაქარი, კარგად აურიეთ, დადგით ცეცხლზე და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. მზა პიურე გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ საოჯახო კონსერვირებისთვის განკუთვნილი ხუფები.

ასკილის მურაბა

აარჩიეთ საუკეთესო ნაყოფი, გაჭერით სიგრძეზე გამოაცალეთ თესლი და ჩაყარეთ 0,5 ლიტრიან ქილებში ისე, რომ ასკილის ყოველ ფენას მოაყაროთ ქაცვის ნაყოფი. ჩადგით ცხელ წყალში, დაასხით მდუღარე სიროფი და 10 წუთში მოხუფეთ.

1 კგ. ასკილზე საჭიროა 100 გრ ქაცვი, 500 გრ. შაქარი.

ასკილის გამხმარი ფოთლები

მზიან ამინდში დაკრეფილი ფოთლები ერთ ფენად დაალაგეთ სუფთა ქაღალდზე, გაახმეთ ჩრდილში. გამომშრალი ფოთლები ჩაყარეთ ხუფიან ქილებში და დადგით ბნელ, მშრალ ადგილზე. გამოიყენეთ ჩაის მოსამზადებლად.




 ახალი ამბები
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...
  • რა ხდება ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზებათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონებში პოლიცია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას," – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა. ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ. ... ...
  • ოზურგეთის მეცხრე საბავშვო ბაღის აღმზრდელი „მწვანე ჯილდოს“ ფინალშიაგარემოს დაცვითი  ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ  გამოცხადებულ “მწვანე ჯილდოს” კონკურსში, რომელმაც  2019 წლის საუკეთესო აღმზრდელი/მეთოდისტი უნდა გამოავლინოს, მომდევნო ეტაპზე ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი, მეცხრე საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძე იყო გადასული. დღეს, ჟანა გორდელაძემ მიიღო შეტყობინება, რომ ის ფინალში   გადავიდა ათ საუკეთესოს შორის, საქართველოს  მასშტაბით. დაჯილდოება 17 დეკემბერს, თბილისში შედგება! ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ,  რომ „მწვანე ჯილდოს“ კონკურსზე განიხილება აღმზრდელი ან პედაგოგი, რომელიც დასაქმებულია სკოლამდელ დაწესებულებაში და სააღმზრდელო პროცესში,   გარემოს დაცვითი საკითხების სწავლებისას იყენებს სახელმძღვანელოს „სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება“. სულ დასავლეთ საქართველოდან  კონკურსში  250 აღმზრდელი და მეთოდისტი მონაწილეობდა. მომდევნო ეტაპზე კი 17 გადავიდა. ფინალში კი საუკეთესო ათეული უნდა გამოვლენილიყო და ოზურგეთელი აღმზრდელი მათ  შორისაა. „გურია ნიუსი“ ულოცავს ქალბატონ  ჟანას ამ მნიშვნელოვან ... ...
  • გადადგა თუ გადააყენეს? “საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. „მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე", - განაცხადა პრემიერმა. “ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე კი თვლის, რომ „სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“ სურგულაძის გადადგომას კი, საპენსიო რეფორმაში გაჩენილ ბზარს უწოდებს: “საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეებისგან ფული. ლევან სურგულაძემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას მისი გადადგომის რეალური მიზეზები ან დაასახელოს თანამდებობის პირი, ვისგანაც მიიღო გადადგომის მითითება. ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, თუ სასწრაფოდ არ გაიმართა სააგენტოს მენეჯმენტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა. სახელმწიფოს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს არ აქვთ წარმოდგენა, როგორ მართონ ეფექტურად ფული, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების ღირსეული პენსია უნდა უზრუნველყოს.“ მიქაუტაძის თქმით, ერთი წლის თავზე, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოსა და უფროს საინვესტიციო ოფიცერს კვლავ არ შეუმუშავებია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რის გამოც ფონდში მობილიზებულ საპენსიო დანაზოგს ერიცხება სულ რაღაც 8.5 %, იმ ფონზე, როცა ინფლაციის მაჩვენებლმა უკვე 7 %-ს მიაღწია. “სამწუხაროდ, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის,’’ - განაცხადა “ლელოს“ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა: "თხოვნა გავუგზავნე სამეთვალყურეო საბჭოს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიღონ. თუ საჭიროა, რომ დავრჩე ამ პოსტზე, დავრჩები". სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებისა და გამოწვევების გაჩენას ასახელებს.   ... ...
  • “ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში“ ნინო ჟვანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის გარდაცვალებაზე შემდეგი სახის სტატუსს წერს. “ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელოაზე გადაღებული "ცხელი ძაღლის" სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში“- წერს ნინო ჟვანია. 2013 წელს ზაზა ურუშაძემ “ცხელ ძაღლთან“ დაკავშირებით “გურია ნიუსს“ ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ სტატიას “გურია ნიუსის“ არქივიდან: ზაზა ურუშაძე: "რადგან "ცხელი ძაღლის" მეოთხე ნაწილი არ გასულა და მეხუთე ნაწილის გადაღებაზე უარი ვთქვი, მეხუთე ნაწილი გადაიღო ერეკლე ბადურაშვილმა. ვითომ ეს მეოთხე ნაწილი არ არსებობდა, ისე გააქრეს. მეოთხე ნაწილის 12 სერია არის გადაღებული, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიკვდილის არაოფიციალურ ვერსიას. ჩვენ არ გვქონდა არანაირი ჩანაფიქრი, რომ ამას რამე პოლიტიკური სახე ჰქონოდა. უბრალოდ, საინტერესო იყო კომერციულად, ძალიან საინტერესო თემა იყო და გავაკეთე ეს ყველაფერი. 2007 წელს მოხდა ფილმის დასრულება, სწორედ ამ წელს მოხდა 7 ნოემბრის შემზარავი დარბევა, შემდეგ ტელეკომპანია "იმედშიც" შეიჭრნენ და საშინელი ამბავი მოხდა. საბედნიეროდ, სანამდე დარბევა მოხდებოდა, მანამდე მოვახერხე  ორიგანალების გამოტანა. არ მქონდა იმის განცდა, რომ ტელევიზიაში შეიჭრებოდნენ, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე, ფირები წამომეღო "იმედიდან", რაღაც ცუდი შეგრძნება მქონდა. შემდეგ, ვიღაც ორი ჰალსტუხიანი მისულა და 75 საათიანი მასალა წაუშლია მთლიანად, რატომ გააკეთეს ეს, არ ვიცი.  ჩემთვის გაუგებარია მხატვრულმა ფილმმა რატომ გამოიწვია ასეთი რეაგირება, ეს ხომ დოკუმენტური ფილმი არ იყო. სრულ პირობას გაძლევთ, რომ ამ ფილმის შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილისგან არ მოდიოდა. ეს იყო მოგონილი სცენარი, რომელიც მე და ნუგზარ შატაიძემ, რომელიც გარდაცვლილია და კოტე ჯანდიერმა მოვიფიქრეთ ერთად. ძალიან კარგია, რომ ტელევიზია დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს და მე მაშინვე გადავეცი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს