ჩაის სამკურნალო თვისებები

მწვანე აფთიაქი

ჩაის სამკურნალო თვისებები

2011 მარ 24 07:47:43

ჩაის მწვანე ფოთოლი შეიცავს ვიტამინებს, ეთერზეთებს, ალდეჰიდებს, ცილებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს, კატეხინ-ტანინებს, პეპტინურ ნივთიერებებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ფისოვან ნივთიერებს და სხვა.

ჩაის ფოთოლში მონოსაქარიდების შემცველობა 1-დან 2 პროცენტამდეა, საქაროზის _ 0,5-დან 25%-მდე, ოლისაქარიდები კი, 10-დან 12 პროცენტია. მონასაქარიდებს მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩაის არომატის წარმოქმნაში _ ისინი მაღალი ტემპერატურის პირობებში, ჩაის ფოთოლში შემავალ რიგ ნივთიერებებთან ურთიერთმოქმედებით წარმოქმნიან ალდეჰიდებს.

პეპტინური ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარის დამწიფების, შენახვის და სამრეწველო გადამუშავების დროს.

I ხარისხის ჩაის ფოთოლი შეიცავს 19,31% ცილას, II ხარისხის _ 18, 62%-ს, ხოლო III ხარისხის _ 16,06%-ს. ჩაის ფოთოლში შემავალი პიგმენტებიდან მთავარია ქლოროფილი, რომელიც მცენარეს მწვანე შეფერვას ანიჭებს და აჩქარებს ფიზიოლოგიურ პროცესს _ ფოტოსინთეზს.

ტანინი ჩაის მნიშვნელოვანი შემადგენელია ნაწილია _ იგი მწვანე ჩაიში მშრალი ნივთიერებების 20-30%-ს შეადგენს, ხოლო შავ ჩაიში _ 15-18% რჩება.

კოფეინი პირველად ყავის მარცვლიდან გამოყო რენგემ 1819 წელს. კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგმზნებ ნივთიერებად ითვლება, აადვილებს აღქმას, აუმჯობესებს გრძნობათა ორგანოების მუშაობას, აადვილებს ფიზიკურ და გონებრივ მუშაობას.

ჩაი, მასში კოფეინის და ვიტამინების შემცველობის გამო, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხშირად ხსნის თავის ტკივილს, რაც კოფეინის სედატიური უნარით უნდა აიხსნას. ჩაი აადვილებს გულსისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ადიდებს სასიცოცხლო ენერგიას ადამიანში.

მწვანე ჩაი დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა კედლის ელასტიკურობაზე _ იგი ამცირებს კაპილარკედლის განვლადობას, აძლიერებს მის რეზისტენიანობას და იცავს გამკვრივებისგან.

ჩაის ნაყენი იწვევს კუჭის ლორწოვანას სეკრეტორული ჯირკვლების აგზნებას და კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებას, რითაც აღიძვრის მადა.

ჩაის ნაყენი იწვევს შარდის გამოყოფის გაძლიერებას. იგი, წყალთან შედარებით, უფრო დიდხანს ჩერდება კუჭში, ნელა იწოვება, ოფლის გამოყოფაც ნელი ტემპით წარმოებს; გამოყოფილი ოფლი სწრაფად ასწრებს აორთქლებას და ადამიანი გრძნობს ოფლის აორთქლებით გამოწვეულ გამაგრილებელ გავლენას. ამის გამო, ჩაის ნაყენი საუკეთესო წყურვილის მომკვლელ, ოფლის გამოყოფის მარეგულირებელ და გამაგრილებელ სასმელად ითვლება.

ხალხში მიღებულია თვალის ლორწოვანი გარსის ანთების დროს, ჩაის გრილი ნაყენით თვალის ამორეცხვა, რაც დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა.

ჩაის ნაყენი და ნახარში, ფილტრაციისა და სტერილიზაციის შემდეგ, არ კარგავს თავის ბაქტერიციდულ აქტივობას, მწვანე ჩაის ნახარში მწვავე და ქრონიკული დიზენტერიით დაავადებულთა ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. იგი იწვევს ორგანიზმის გათავისუფლებას დიზენტერიის ჩხირებისგან. ქრონიკული ენტეროკოლიტების სამკურნალოდ დადებით ეფექტს იძლევა ჩაის ნაყენის 2% ხსნარიანი თითო ფინჯნის 30-ჯერ დღეში მიღება. ჩაი დადებითად მოქმედებს თირკმლების მუშაობაზე.

ლია სიხარულიძე, აგრონომი




 ახალი ამბები
  • პროგნოზი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში _ ტიკარაძეგვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჩვენ ამ ეტაპისთვის კოვიდის მართვაში ჩართული გვყავს 20 საავადმყოფო. “ცხელების კლინიკებში” ჩვენ ვთლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონების მხრიდან და დაავადების მატებასთან ერთად კიდევ გვაქვს რესურსი, რომ ჩავრთოთ 15 დამატებითი ჰოსპიტალი. საერთო ჯამში, გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით და ასევე გვაქვს იმის საშუალება, რომ 5000-ზე მეტი პაციენტი ვმართოთ უკვე საკარნტინე ზონებში, რომლის მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს არის დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს ექიმების გარკვეული რესურსი. თანაფარდობა საწოლფონდისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და ტრენინგზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ ... ...
  • ჩოხატაურში "წითელი ჯვრის" ოფისი გაქურდეს "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს. როგორც გვითხრეს, მძარცველებმა ოფისში უკანა ფანჯრიდან შეაღწიეს. "ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს და ისე შემოვიდნენ ოფისში. წაღებულია 2 ველოსიპედი. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას", _ გვეუბნებიან "წითელი ჯვრის" ადგილობრივი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთა თქმით, საქმე უკვე აღიძრა. "გურია ნიუსი" აღნიშნულის შესახებ კომენტარს შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე ... ...
  • დახურული აგრარული ბაზრობები და ლანჩხუთელი მოსახლეობის შიში ბოსტნეულის გაძვირებაზელანჩხუთში უკვე მეორე დღეა, რაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრარული ბაზარი დაიკეტა და გარევაჭრობა აიკრძალა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ბაზარსა და გარემოვაჭრეებთან მაინც ხალხმრავლობა იყო და ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა, რის გამოც დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერჯერობით, უცნობია, როდემდე გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვა. ერთი კი ფაქტია, ამ ახალ შეზღუდვის დაწესებამ მოქალაქეებში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია _ მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი აკრძალვა ლანჩხუთის სინამდვილეში ბოსტნეულის დეფიციტსა და მასზე ფასების ზრდას გამოიწვევს. მათი თქმით, მსგავს პირობებში არ აქვთ საშუალება ხარისხიანი ბოსტნეული შეიძინონ. „მაინტერესებს, გარევაჭრობა რომ აკრძალა, რა იქნება ახლა?! ორი სუპერმაკეტის უვარგისს ბოსტნეულზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული?! ლანჩხუთს არ აქვს მარკეტებში ბოსტნეულზე არჩევანის თავისუფლება, რაც არის ისიც უვარგისი და თან მაღალ ფასებში. ვფიქრობთ, ახალი რეგულაციები კიდევ უფრო გაზრდის ფასებს“, _ ამბობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი. ზოგი კი შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და მეტი უსაფრთხოებისთვის აგრარული ბაზრისა და გარევაჭრობის შეზღუდვის ... ...
  • როდის ელოდებიან სპეციალისტები ვირუსის გავრცელების პიკსეს პერიოდი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჯერ არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას. მინისტრმა საზოგადოებას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. „დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც არაერთხელ აცხადებს როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელი, როგორც ბატონი ამირანი, ასევე ბატონი პაატა. გთხოვთ დაიცვათ სოციალური დისტანცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ... ...
  • თუ დადასტურდა ზომებს მივიღებთ _ პრემიერი ოზურგეთში გაცემული პრემიების შესახებ„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების მიერ პრემიების შესაძლო აღების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეები ხალხს უნდა ემსახურონ. "მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ. ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, მივიღებ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ... ...

არქივი