ოქროს ბოლოკი აპოლონისთვის

მწვანე აფთიაქი

ოქროს ბოლოკი აპოლონისთვის

2011 მარ 24 07:51:56

ფიქრობენ, რომ ბოლოკის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა. ძველ საბერძნეთში იგი განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ მას ოქროს სინით მიართმევდნენ დელფოსის ტაძარში, ხოლო წმინდა ოქროსგან ჩამოსხმულ ბოლოკის ფიგურებს, უდიდესი თაყვანისცემის ნიშნად, ღმერთ აპოლონს უძღვნიდნენ.

ბოლოკი ორწლოვანი ძირხვენა მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახისა. ყვავილედი _ მტევანი, ნაყოფი _ უხსნადი ჭოტი, დამტვერვა _ ჯვარედინი. ძირხვენა მსხვილია, იწონის 200 გრამიდან 4 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო-მოგრძო-კონუსისებრი; კანი _ თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან წითელი. ბოლოკი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

ძველ დროში გამორჩეულად მიაჩნდათ ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი ეგვიპტური ბოლოკი. ამ მცენარის გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ამონ-რას ტაძრის კედლებზე. ნათესების გასანოყიერებლად ეგვიპტელები იყენებდნენ ბუნებრივ აზოტოვან სასუქს, რომელიც ჩამოჰგავდა ამიაკის სილიტრას. სწორედ ამიტომ, ამ ბოლოკის გემო და არომატიც განსაკუთრებული იყო. ბოლოკს უმატებდნენ საკვებში ცნობილი ხეოფსის პირამიდის მშენებლებს.

წარსულში ცნობილი ექიმი დიოსკორიდი ადამიანებს ბოლოკის მიღებას სამკურნალო დანიშნულებით ურჩევდა: საჭმლის მონელების გაძლიერების, მხედველობის გაუმჯობესებისა და ხველის შემსუბუქების მიზნით. პლინიუს უფროსს (ანტიკური საბუნებისმეტყველო ცოდნის ენციკლოპედიის ავტორი, შექმნა "ბუნების ისტორია" 37 წიგნად) კი მიაჩნდა, რომ ბოლოკი შლის ქვებს თირკმელებში, აჩერებს სისხლნარევ ხველას. ძველი იუდეველები ბოლოკს გამოიყენებდნენ იმ მწარე ბალახეულთან ერთად, რომელსაც ჭამდნენ წინასააღდგომო დღეებში. (ბოლოკში აღმოჩენილია ნივთიერება რაფანოლი, რომლის "დამსახურებაცაა" მისი ცხარე გემო). ბოლოკი ცნობილი იყო ძველ ჩინეთსა და იაპონიაში. დღეისთვის მცენარის ჩინური ჯიში "სინლიმეი" (წითელი გული) საოცარ ნუგბარად ითვლება. ყურადღება მიიქცია იაპონურმა ჯიშმა "დაიკონმაც", რომლის ბოლქვის წონა 16 კილოგრამამდე აღწევს.

მოსახლეობაში ბოლოკს "მოსანანიებელ ბოსტნეულსაც" უწოდებდნენ, რადგან ის იყო ძირითადი პროდუქტი, რომელსაც შვიდკვირიანი მარხვის დღეებში გამოიყენებდნენ. თუმცა, ბოლოკი ამშვენებდა სადღესასწაულო სუფრასაც. ეს ბოსტნეული კარგად ინახება და მისი მოხმარება მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია.

ბოლოკი უხვად შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, უჯრედისს, ჩ ვიტამინს და ფერმენტებს, ასევე ცხიმებსა და ნაცარს. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ნახშირწყლების აქტიური ცვლის პროცესითაა განპირობებული ბოლოკის წვენის შაქრისდამწევი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის რეგულირებას სისხლში და აწესრიგებს ცხიმების წვას; აღვიძებს მადას და აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. ბოლოკის წვენი აქტიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. სწორედ ამის გამო, მისი მიღება არაა სასურველი იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესები, კუჭის წყლული. აგრეთვე გულის დაავადებები: მანკი, სტენოკარდია, ინფარქტი, ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია და სხვა.

ბოლოკის წვენს ან გახეხილ ბოლოკს გამოიყენებენ საფენების სახით სახსრების ტკივილის, მარილების დაგროვების, რადიკულიტის დროს და ჭრილობის შესახორცებლად. ამ უკანასკნელ დანიშნულებას უზრუნველყოფს ძირხვენის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები და ლიზოციმი _ ფერმენტი, რომელსაც ძალუძს, აქტიურად დაშალოს და გააქროს ზოგიერთი მიკროორგანიზმი.

ბოლოკი აქტიურად გამოიყენება წყალმანკისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ; კარგი საშუალებაა ბრონქების კატარული ანთებისას, ყივანახველისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს. თაფლში შერეული ბოლოკის წვენი ითვლება დამამშვიდებელ საშუალებად ხველის, სისხლღებინების, გაძლიერებული მენსტრუაციისას. ბოლოკს გამოიყენებენ მეძუძური დედების რაციონში ლაქტაციის მოსამატებლად.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაში ბოლოკის სისტემური გამოყენება შესაძლებელს ხდის აქტიურად და ხარისხიანად შეივსოს ორგანიზმის მარაგი მინერალური მარილებითა და ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ერთდროულად მიიღწევა შესამჩნევი შაქარდამწევი ეფექტი ინსულინის მაღალი შემცველობის წყალობით.

თვის ბოლოკიც დიდი ხანია ყველასთვის ნაცნობია _ იგი ბოლოკის ნათესავია. მის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, ხოლო ევროპაში იგი მოგზაურმა მარკო პოლომ შეიტანა. იტალიელმა სელექციონერებმა მაშინვე ღირსეულად შეაფასეს ბოლოკი და დაიწყეს ახალი ჯიშების გამოყვანა სხვადასხვა შეფერილობით. ბოსტნეული, როგორც დელიკატესი სწრაფად გავრცელდა საფრანგეთში. თვის ბოლოკი მყარად დამკვიდრდა გერმანიის, ჰოლანდიისა და ევროპის სხვა ქვეყნების კულინარიაში.

რუსეთში თვის ბოლოკი პეტრე I-ის ბრძანებით შეიტანეს. თავად იმპერატორი ამ ბოსტნეულით ჰოლანდიასა და ინგლისში ყოფნისას დაინტერესდა. მისი განკარგულებით თვის ბოლოკი საზაფხულო ბაღის მახლობლად გაშენებულ ბოსტნებში მიჰყავდათ და მეფის ოჯახის ყოველდღიურ რაციონში რთავდნენ. პეტრე I-ის სიკვდილის შემდეგ, თვის ბოლოკის მოყვანა თითქმის შეწყდა და მხოლოდ საუკუნის შემდეგ, რუსი სელექციონერების _ ლავშინისა და გრაჩევის აქტიურობის წყალობით განახლდა.

თავისი კვებითი და სამკურნალო თვისებებით თვის ბოლოკი ძალიან ჰგავს ბოლოკს. ისიც მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედესით, ვიტამინებით; კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით.

თვის ბოლოკის წვენი ააქტიურებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რაც განსაკუთრებით ნაჩვენებია პოდაგრისის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის თანმხლები სიმსუქნის დროს. თვის ბოლოკის ფოთლებისა და ძირხვენის წვენი სტაფილოს წვენთან შერეული (1:2) აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ტონუსს, აწესრიგებს ნაწლავის ფუნქციას.

თუ სოფელში ცხოვრობთ, ბოსტანში ბოლოკის მოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს; თუ მრავალსართულიანი სახლის ბინადარი ხართ, გამოსავალი აქაც შეიძლება მოიძებნოს: მოაწყვეთ აივანზე ყუთებში ან ფანჯრის რაფებზე ქოთნებში იმპროვიზებული "ბოსტანი." მოყვარულებს უდიდესი სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენი ხელით მოვლილი ბოსტნეული, თანაც ძალიან სასარგებლო. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვის ბოლოკი ძალიან სწრაფად იძლევა მოსავალს, თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ქორფა ბოსტნეულით.

გთავაზობთ ბოლოკითა და თვის ბოლოკით მომზადებული რამდენიმე კერძის რეცეპტს:

ბოლოკი და სტაფილო ნაღებით

ბოლოკი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოაფრქვიეთ მარილი, მოასხით ნაღები, კარგად აურიეთ. მორთეთ სტაფილოსა და ბოლოკის "ყვავილებით", გააფორმეთ მწვანილით.

ბოლოკის სალათი პომიდვრით

გახეხილი ბოლოკი კარგად გაწურეთ. წვენი გადაღვარეთ. დარჩენილ მასას მოაფრქვიეთ მარილი, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მწვანე ხახვი, მოასხით ნაღები, ფრთხილად აურიეთ, მოაყარეთ ხაჭო.

ბოლოკი პომიდვრის "ქოთნებში"

შეარჩიეთ ერთნაირი ზომის საღი პომიდვრები. თავები მოაჭერით და შიგთავსი ამოაცალეთ. მოამზადეთ ფარში: წვრილად დაჭერით პომიდვრის დაწურული რბილობი, შეურიეთ გახეხილი ბოლოკი და დაჭრილი მოხარშული კვერცხი. დაამატეთ ნაღები, შავი წიწაკა, მარილი და აურიეთ. ამ ფარშით ამოავსეთ "ქოთნები", დაახურეთ მოჭრილი "ქუდები". ამ კერძთან ერთად კარგი იქნება მიირთვათ ლუდი ან ბურახი.

სალათი "საგაზაფხულო"

აიღეთ 500 გრ. თვის ბოლოკი, 500 გრ. კიტრი, 4 ც. მოხარშული კვერცხი, თითო პატარა კონა მწვანე ხახვი, ცერეცო და ოხრახუში, 300 გრ. მაღალი ცხიმიანობის ნაღები, ნახევარი ლიმონის წვენი, ზღვის მარილი, ახალდაფქული შავი წიწაკა.

მომზადება: დაჭერით თვის ბოლოკი, კიტრი და კვერცხი რგოლებად. დაკეპეთ მწვანილი. ნაღები, ლიმონის წვენი, მარილი, წიწაკა, მწვანილი აურიეთ, მოასხურეთ სალათს და ისევ ფრთხილად აურიეთ.

ლეილა ნიკოლაიშვილი




 ახალი ამბები
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...
  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა (R) დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა",  -  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი. სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება. ... ...
  • "ხალხი პანიკაშია" _ ჩოხატაურში სამედიცინო ნიღბები აღარ იშოვება„დაზაფრულები ვართ, აფთიაქებში ნიღბები აღარაა. ისეც პანიკაშია ხალხი და ნიღბით რომ უზრუნველგვყონ თუ უფასოდ არ დაარიგებენ, ხელმისაწვდომი მაინც იყოს, ეს მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა აფთიაქი ჩამოვიარე და ნიღაბი „იმპექსის“ გარდა არსადაა. ფასს არ იკითხავთ? _ 1 ლარი და 40 თეთრი ღირს“, _ „ყვება „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი ჩოხატაურელი. ქალბატონის ნაამბობი „გურია ნიუსმა“ სააფთიაქო ქსელებში გადაამოწმა. როგორც პსპ-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე აფთიაქში სამედიცინო ნიღბები არ არის და არც იციან როდის შემოიტანენ. „ამ ეტაპზე პირბადე არ გვაქვს. დღეს დილით გაიყიდა, რაც გვქონდა 1500 ცალი. არ ვიცით, როდის შემოვიტანთ, რადგან ბაზაში არ არის“, _ გვეუბნებიან პსპ-ში და ამბობენ, რომ მიუხედავად დეფიციტისა, სამედიცინო ნიღბების ფასი არ გაზრდილა და ცალი 15 თეთრად გაიყიდა. ჩოხატაურის „ავერსის“ აფთიაქში სამედიცინო ნიღბები აღარაა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, აფთიაქი კლინიკას ამარაგებს და ზუსტად რამდენი გაყიდეს არ იციან. „ჩვენი აფთიაქი კლინიკას ამარაგებს, ძალიან ცოტა გვქონდა დარჩენილი. ამდენად ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია, რამდენი ნიღაბი გაიყიდა საცალოდ“. არც „ავერსის“ აფთიაქში იციან, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბების შეძენა. აქაც მიზეზად ნივთის ქსელში არარსებობას ასახელებენ. ნიღბები არ არის და შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ ჩოხატაურში მდებარე კიდევ ერთი აფთიაქი „გუდფილში“. „წუხელ გაიყიდა, რაც გვქონდა ყველა. დაახლოებით, 600 ცალზე მეტი. ზუსტ თარიღს, როდის შემოიტანენ, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ბაზაში დეფიციტია“, _ გვითხრეს აფთიაქში. ჯერჯერობით, ჩოხატაურელებს სამედიცინო ნიღბების შეძენა შეუძლიათ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, სადაც იმ მომენტისთვის, როცა „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა, 180 ცალი იყო დარჩენილი, თუმცა, ფასი გაზრდილი იყო. _ დღეს დილიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პირბადე გაიყიდა დარჩენილია 180 ცალი, თუმცა ფასი გაიზარდა. 20 წუთის წინ 95 თეთრი ღირდა, ახლა 1.40 ლარია, _ გვეუბნებიან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...