ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

gurianews.com

მწვანე აფთიაქი

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

2017 დეკ 6 21:20:39

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად მოქმედებენ ორგანიზმზე, მაგალითად, ჭარხალში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, სტაფილო სასარგებლოა თვალებისთვის, მიწავაშლა კი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და წმენდს ორგანიზმს.

ოდითგანვე იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში ძირხვენებს და დღესაც თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ მათ კვებით და სამკურნალო ღირსებებს. ძირხვენებში გროვდება ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს უზრუნველყოფენ ვიტამინებით, წმენდენ წიდებისგან.

ძირხვენებს განეკუთვნება: სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, თალგამი, პირშუშხა, მიწავაშლა, ძირთეთრა, თალგამურა, ოხრახუში, წითელი მხალი და კარტოფილი.

სტაფილო მდიდარია კაროტინით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად, ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აფერხებს დაბერების პროცესს.

პირშუშხა შეიცავს ასკორბინის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, სასარგებლოა გაცივების დროს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევას.

თალგამი ტურნეფსი, რომელიც მდიდარია C, PP, ვიტამინებით,  A  პროვიტამინითა და კალციუმით, სასარგებლოა ძვლებისა და სახსრების დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ბრონქიტის დროს მისი ნახარში ამშვიდებს ხველებას.

ჭარხალი, რომელიც შეიცავს იოდს, სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პროფილაქტიკისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას.

შავი ბოლოკი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, (კალიუმით, კალციუმით, გოგირდით, იოდით, ფოსფორით და B B ჯგუფის, C, PP ვიტამინებით, სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს, აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

მიწავაშლა, ინსულინის წყალობით, რომელსაც ის შეიცავს, განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტის, ჰიპერტონიისა და მარილების დაგროვების დროს. მიწავაშლა გემოთი ჰგავს არტიშოკს, აქვეითებს მადას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას, ეწინააღმდეგება კიბოს უჯრედების განვითარებას.

თალგამურა ხსნის შეშუპებას.

წითელი მხალი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, აძლიერებს იმუნიტეტს.

ხალხურ მედიცინაში ცნობილი ტკბილი თალგამი სასარგებლოა ნაწლავების კიბოს პროფილაქტიკისთვის.


ნახვა: 225


 ახალი ამბები
  • "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაცოას, რომლის თანახმადაც მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფოების გამო პარტიას წევრები ტოვებენ, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღამსრულებელი.მდივანი ბესიკ მელუა ეხმაურება: "როგორც ყველა პარტია, "ქართული ოცნებაც" ცოცხალი ორგანიზმია და იქ მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ. - საკადრო ცვლილებები თავიდანვე იყო დაანონსებული. ჩვენმა თანაგუნდელებმა და მათ შორის მერაბ ჭანუყვაძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ახლა კი ისინი სხვა პოზიციაზე განაგრძობენ მუშაობას. ბუნებრივია, ამაში არაფერია მიუღებელი. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მელუამ. შეგახსენებთ რომ მერაბ ჭანუყვაძის გადადდგომის გამო დღეს პარტია ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაცოით რამდენიმე ადამიანი ხვალაც დატოვებს ... ...
  • ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველიბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.  სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება. მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში; საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას; გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ  მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ. დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის  საუკეთესო ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...