ფლორა გულის სამსახურში

gurianews.com

მწვანე აფთიაქი

ფლორა გულის სამსახურში

2018 მარ 5 15:06:00

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ არა მარტო მედიკამენტები, არამედ სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების ამოუწურავი წყაროა. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

ლავანდა ტონუსს მატებს და ამშვიდებს, რაც განსაკუთრებით ფასეულია აჩქარებული გულისცემის დროს. ლავანდის ზეთის არომასაჟი და აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას.

ყვავტყემალი ამაგრებს კაპილარებს, აქვეითებს წნევას, აფერხებს სისხლის შედედებას, რითაც ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას. ჭამეთ ახალი კენკრა და სვით გამხმარი კენკრის ჩაი.

ლიმონი შეიცავს წნევის დამწევ ფლავონოიდებს, ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ჩაისა და ყავაში ლიმონის პატარა ნაჭრის ჩაგდება.

ყურძნის წვენი და მარცვლები შეიცავს გლუკოზას, რომელიც ენერგეტიკულად კვებავს არითმიისა და გულის უკმარისობის დროს ორგანოებს. ყურძნით მკურნალობა აუმჯობესებს სისხლის ფორმულას.

ბარამბოს შუა საუკუნეებში უნიშნავდნენ ექიმები ავადმყოფებს გულის გასამაგრებლად, გულისცემის შესანელებლად და სისხლის წნევის დასაწევად. ეს მცენარე ხსნის სტრესს, გულის დიდ მტერს! 3 ს/კ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 10 წუთი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ბარამბოს ნახარში შეგიძლიათ დაამატოთ აბაზანას. არომალამპა ბარამბოს ზეთი მშვიდი ძილის გარანტია.

კუნელს "გულის პურს" უწოდებენ. ის ამაგრებს გულის კუნთებს და არეგულირებს მის რიტმს, აუმჯობესებს სისხლით გულის მომარაგებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას, ჭამეთ ახალი კენკრა, სვით ყვავილების, ნაყოფისა და ფოთლების ჩაი.

კატაბალახა ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას. გულის ყველა მცენარეული საშუალება შეიცავს ამ მცენარის კომპონენტებს - ყვავილებს, ფესვებსა და ფესურას.

კალიუმი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, რითაც ხელს უწყობს გულს ნორმალურად მუშაობაში და ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. კალიუმით მდიდარია ბანანი, კაკალი, პარკოსანი, გარგარი, ატამი, შავი ქლიავი, კაკაო. გულს ასევე სჭირდება C  ვიტამინი. მას შეიცავს ვაშლი, ციტრუსები,  ასკილი, ქაცვი და მოცხარი.

შეურიეთ ერთმანეთს 3 ლიმონი, 200-200 გ შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგარი, ნიგოზი, 100-100 გ კუნელისა და ასკილის ნაყოფი, გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ 250 გ თაფლი და მიიღეთ 1ს/კ ნაერთი უზმოზე. ეს გემრიელი ნუგბარი ამაგრებს გულის კუნთებს (შეინახეთ მაცივარში).


ნახვა: 449


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...