ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

მწვანე აფთიაქი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

21 იან. 2020, 14:28:42

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის სასოფლო-სამეურნეო და სამკურნალო აურაცხელი სიუხვისთვის. მისი წარმოებისთვის მხოლოდ ცოდნა და თავდადებული შრომაა საჭირო. ასევე, ქართული ბუნება უნიკალურია მეფუტკრეობის დარგის აღმავლობისთვის _ ჩვენთან ყველა პირობაა იმისთვის, რომ მრავალი კილოგრამი ფუტკრის რძე დამზადდეს.

დადგენილია, რომ საქართველოში, ქართული ფუტკრის სადედე რძეს საუკეთესო მაჩვენებლები გააჩნია და თვისობრივად განსხვავდება სხვა ქვეყნის მიერ წარმოებული რძისგან. ეს გამოწვეულია ყვავილისა და ნექტრის ნაირსახეობრივი მცენარეული საფარით. ამიტომ მასზე მოთხოვნილება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან დღითი დღე იზრდება. თუმცა, წარმოებული ფუტკრის პროდუქტების, მათ შორის, სადედე რძის რეალიზაციის, სერტიფიცირების და საექსპორტოდ მისი რეალიზაციის საკითხი დღემდე მოსაგვარებელია, რის გამოც ფუტკრის მიერ წარმოებული შრომა სათანადოდ დაუფასებელი რჩება.

ფუტკრის სადედე რძე წარმოადგენს არაჟანისმაგვარ მოთეთრო-მოყვითალო ფერის და მომჟავო, თავისებური გემოს მქონე ნივთიერებას. მას 8-15 დღის ახალგაზრდა ფუტკრები გამოიმუშავებენ. ის ნამდვილად სასწაულმოქმედი თვისებების მქონე, ბიოლოგიურად აქტიური ნატურალური პროდუქტია, რომელიც სამეფო ჟელეს სახელითაა ცნობილი.

ფუტკრის რძის მოხმარების მხრივ, იაპონია მსოფლიოში პირველ ადგილზეა და საშუალოდ 200-240 ტონას მოიხმარს ყოველწლიურად, რომლის უმეტესობა ჩინეთიდან, ტაივანიდან შეაქვს. იქ ბავშვებსაც კი აძლევენ ყოველდღე, რაც ძალიან უწყობს ხელს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

თანამედროვე მედიცინისთვის ცნობილია სადედე რძის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში _ იგი ახდენს სისხლძარღვთა გაფართოებას, არტერიული წნევის რეგულირებას, მაღლა წევს დაბალ წნევას, ახდენს ანტისპაზმურ მოქმედებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, აჩქარებს ბავშვებში ზრდის პროცესს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ზრდას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას.

ფუტკრის რძე გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების, გინეკოლოგიური დაავადებების, უშვილობის, კლიმაქსური სინდრომის, იმპოტენციის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, ქრონიკული პროსტატის, გულის ასთმის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ბუასილის, შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსიიის, ალკოჰოლიზმის, ნერვული სისტემის დაავადების, თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ. ტოქსიკური ნივთიერების და რადიაქტიური მოქმედების დროს, ხელს უწყობს სისხლის განახლების პროცესს.

როგორ უნდა განვსაზღვროთ ფუტკრის რძის მიღების წესები და დოზა?

მზადდება ფუტკრის რძის და თაფლის 1%-2%-იანი ნარევი. გარკვეული დროით აძლევენ ავადმყოფს _ 5-10 წუთით ენის ქვეშ ყოფნით შეიწოვება სისხლში. დოზები დამოკიდებულია ასაკზე, დაავადების სახესა და ფორმაზე, წონაზე.

ევროპაში ფუტკრის რძეს იღებენ 1-2 გრამს დღეში, ორჯერადად 1-2 თვის მანძილზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსს იმეორებენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება ფუტკრის რძის გამოყენება მწვავე ინფექციის, თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანებისა და ალერგიის შემთხვევაში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველგვარი ფარმაკოლოგიური საშუალება რძის მიღების ჯერადობას, დოზებს და მკურნალობის ხანგრძლივობას მხოლოდ მკურნალი ექიმი საზღვრავს. ასეთი სიფრთხილე საჭიროა რძის მაღალი აქტიურობის გამო.

მეფუტკრეების საყურადღებოდ აღვნიშნავ, რომ ფუტკრის სადედე რძის შეგროვება მეტად შრომატევადი პროცესია, მოითხოვს მაღალ პროფესიონალურ გამოცდილებას. ამასთან ერთად ჯანსაღი, ძლიერი ოჯახების ყოლას და უხვი საკვები პროდუქტების გათვალისწინებას. სადედე რძის მიღებისას დაცული უნდა იქნას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და შენახვის და ტრანსპორტირების წესები.

ამჟამად ცნობილია, რომ მედიცინაში არ არსებობს ფუტკრის რძეზე უფრო აქტიური პრეპარატები. ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავების და გამრავლების სტიმულირებისთვის უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ფუტკრის რძეს ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნურ წამალს უწოდებენ.

ჯანვერდ ცეცხლაძე,
გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე




 ახალი ამბები
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...
  • ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას და ვის გადაუვადდება სესხებიიქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში. „რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი,  ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.  ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი", - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი