როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

მწვანე აფთიაქი

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

2020 იან 21 14:20:35

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი უჩნდებათ, როდის დააგემოვნებენ მარწყვს და თვალი ბაზრისკენ უჭირავთ. რა თქმა უნდა, ოჯახშიც ბევრს აქვს ეს უგემრიელესი კენკროვანი მცენარე.

ჩვენ ახლა გვსურს, ტყის მარწყვზე გესაუბროთ, რომელიც ბალახოვანი მცენარეა, აქვს ხუთფურცლიანი ყვავილი, პატარა, წითელი უგემრიელესი და სურნელოვანი ნაყოფი, რომელიც ივლისში მწიფდება.

საქართველოს კუთხეებში მას ზოგან წიამპოლას, ზოგან კიდე წიწინდერას და დანდალას ეძახიან.

ველური ტყის მარწყვი უხვად გვხვდება გურიაშიც, განსაკუთრებით იქ, სადაც მზეც კარგად წვდება.

მინდა, პირველ რიგში, ქალბატონებს ვურჩიო, თუ როგორ საუკეთესო და შედეგიანია ასეთი ველური მარწყვის ნიღაბი. ოღონდ გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათ, ვისაც გააჩნია სხვადასხვა მცენარის მიმართ ალერგიული გამოვლინება, უნდა მოერიდონ. ვისაც ეს არ გაწუხებთ, ძალზე ადვილია, მოამზადოთ ველური მარწყვის ნიღაბი _ კარგად დაჭყლიტეთ და თუნდაც ყოველდღიურად დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით. მერე გაიწმინდეთ, ჩამოიბანეთ და თხლად წაისვით რომელიმე დღის კრემი _ სახის კანი მკვრივი, ელასტიური და ერთგვარად ცოცხალი გახდება.

რაც შეეხება ნაყენს, რომელიც სხვადასხვა დაავადებისთვის გამოიყენება, გთავაზობთ მის ზოგიერთ რეცეპტს:

_ მარწყვის ფოთლები აუცილებლად გამხმარი უნდა გამოიყენოთ. ერთ სუფრის კოვზ გამხმარ მასას ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დადგით ორთქლზე და ასე გააჩერეთ ოცი წუთით. როცა გადმოდგამთ, გაგრილდეს, გაწურეთ. დალიეთ მესამედი ან ნახევარი ღვინის ჭიქა, დღეში ორჯერ ან სამჯერ, ჭამის წინ. ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავისთვის, ასევე, შაქრიანი დიაბეტის დროს.

_ ანემიის დროს ძალიან კარგია თუ ტყის მარწყვის, გვირილას და კრაზანას თანაბარი რაოდენობით, ვთქვათ, თითო ჩაის კოვზს დავასხამთ ერთ ლიტრ ადუღებულ წყალს, დავდგამთ ორთქლზე, ნახევარი საათით. შემდეგ გავწურავთ და სამ სუფრის კოვზს დავლევთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

_ ტყის მარწყვის წვენს, ასევე, ნახარშს და ნაყენს გააჩნია ძლიერი შარდმდენი, ასევე, ოფლმდენი უნარი; აუმჯობესებს მადას.

_ ტყის მარწყვი ძალიან კარგი დიეტური საშუალებაცაა. ასევე, გამოირჩევა ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო თვისებებით. ამიტომ, კარგია, თუ არ დაგეზარებათ, მოძებნით და მოკრეფთ მას, რომელიც საკმაოდ უხვადაა ჩვენში და მიირთმევთ სურვილის მიხედვით.

მკითხველს შევახსენებ, რომ ველური მარწყვის ნაყოფი, მუდამ მაღალ ყუნწზე, ე.წ. თავდახრილ მდგომარეობაში მწიფს და ამით ხილულად განსხვავდება საჭმელად უვარგისი, სარეველა "გველის მარწყვისგან", რომელიც დეკორატიული თვალსაზრისით ლამაზია, თუმცა, საკვებად არ გამოდგება.

გალინა წიტაიშვილი




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი