სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მწვანე აფთიაქი

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

2019 სექ 10 11:31:27

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ ჩვენს ქალბატონებს არა ერთ მარტივ და ძალზე სასარგებლო რეცეპტებს ვთავაზობთ, რაც, ძირითადად, სახის კანის მოვლას და მის ჰიგიენურად დამუშავებას ეხება.

მოგეხსენებათ, ზაფხულსა და შემოდგომაზე უხვად არის ხილი, რაც ყველაზე საუკეთესო და ნატურალური, უვნებელი საშუალებაა კანის ელასტიურობის და სისუფთავის შესანარჩუნებლად. ვიმეორებ, ჩვენ ყოველთვის მარტივ, ხალხურ და შედეგზე ორიენტირებული რეცეპტებს გთავაზობთ, რაც ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა.

დავიწყოთ ჩვენთვის უცხო, მაგრამ ძალზე ცნობილი და საყიდლად ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანანით. ერთი ცალი მწიფე ბანანი კარგად დავსრისოთ საჭყლეტით, შევურიოთ სამი წვეთი ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი კარტოფილის პიურე (თუ არ გაქვთ, მარტო ბანანიც შეიძლება) და დაბანილ და გამშრალებულ სახეზე დავიდოთ მისი ნიღაბი. შეგიძლიათ, თხელ მარლაში მოაქციოთ. თუმცა, უმჯობესია, მარლის გარეშე, დაწოლილ მდგომარეობაში, სახეზე დაიდოთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოვიბანოთ და წავისვათ დღის მკვებავი კრემი. ეს პროცედურა გავიმეოროთ ორი კვირის ან მინიმუმ, ათი დღის განმავლობაში. ნიღაბი კანს ასუფთავებს ლაქებისგან, ანაზებს და ელასტიურს ხდის.

ფორების, ჩრდილების და ლაქების საწინააღმდეგოდ, კანის გასაცოცხლებლად საუკეთესოა ერთ ცალ ათქვეფილ კვერცხის ცილას, დავუმატოთ სამი წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე ზეითუნი. წავისვათ სახეზე და კარგად რომ შეშრება, უფრო სწორად, შეახმება კანს, ფრთხილად ჩამოვიბანოთ. უმჯობესია, თუ კანს ქაღალდის  ხელსაწმენდით შეიმშრალებთ. შემდეგ მსუბუქად წაისვით მკვებავი.

გადაღლა და მოშვებულობა რომ მოაშოროთ სახის კანს, ყველა რეცეპტში, რასაც ახლა შემოგთავაზებთ, მატონიზირებლად ფიგურირებს ლიმონის წვენი:

_ გახეხეთ საშუალო ზომის კიტრი, ერთი ცალი გათლილი ატამი და ეს მასა კარგად ათქვეფილ ერთი კვერცხის ცილაში ჩაუშვით. დაამატეთ ხუთი წვეთი ლიმონის წვენი. დაიდეთ ნიღაბი 40 წუთის განმავლობაში. მერე ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გაიმეორეთ ორი კვირის განმავლობაში.

_ გახეხეთ კიტრი, ერთი-ორი სუფრის კოვზ მასას დაუმატეთ ახლად დაყენებული ნატურალური ჩაის ათი წვეთი. აურიეთ. დაიდეთ სახეზე, თვალების ირგვლივ _ უფრო ბლომად. ებრძვის ნაოჭებს, ფორებს. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

_ ერთი ჩაის კოვზი ანადუღარი რძე და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ჩავუშვათ ერთი კვერცხის კარგად ათქვეფილ ცილაში. დავუმატოთ ათი წვეთი ლიმონის წვენი. კარგად მოვურიოთ. ნიღაბი გავიკეთოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

_ კიდევ ერთი საუკეთესო ნიღაბი რძეში ჩამბალი პურია. დილა-საღამოს გავიკეთოთ ასე მომზადებული ნიღაბი: ფუმფულა პურის გული ჩავალბოთ რძეში, ოდნავ გავწუროთ და დავიდოთ სახეზე, უფრო თვალების ირგვლივ, რადგან ნაოჭების გაქრობის საუკეთესო საშუალებაა.

გახსოვდეთ, ყველაზე შედეგიანია ამ ნიღბების ორი კვირის განმავლობაში რეგულარულად გაკეთება, მერე ერთი კვირით შესვენება და კვლავ გაგრძელება.

 გალინა წიტაიშვილი




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი