ნარჩენების მართვის უნარით შეძენილი პროფესია, შესაძლოა, ბიზნესის კეთების საშუალებად იქცეს

კარმიდამო ჩემი

ნარჩენების მართვის უნარით შეძენილი პროფესია, შესაძლოა, ბიზნესის კეთების საშუალებად იქცეს

2019 მარ 8 15:26:13

ჩვენი წერილის გმირი, პროფესიით სამთო ინჟინერი, საკმაო შრომითი სტაჟის მქონე, უკვე ბაბუაა, თუმცა, დღეს ახლადათვისებულ პროფესიაში თავს ახალგაზრდად მიიჩნევს და დარწმუნებულია, უფრო და უფრო დახელოვნდება.

გელა ცენტერაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცხოვრობს. ის, რითაც ნაცნობ-უცნობთა და ირგვლივ მყოფთა ყურადღება მიიქცია, სხვადასხვა სახეობის შინაური თუ გარეული ცხოველების ფიგურებად ჩამოსხმა ან მავთულების მეშვეობით სასურველ ფორმად შეკვრა, მერე სინთეტიკური მასალით დამზადებული, ხელოვნური ბალახის საფარით შეფუთვაა. ეს ყველაფერი ერთ დიდ ეგზოტიკურ სამყაროდ აქცია და ადგილი საკუთარ კარმიდამოში მიუჩინა.

თუ როგორ დაიწყო ახალი პროფესიის ათვისება, ამას ერთი უბრალო, მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელი ფაქტით ხსნის:

_ გაგეცინებათ და ასეთი ხელოვნების დაწყება არც მიფიქრია. გეტყვით გულწრფელად _ აგერ, ჩემი ეზოს მახლობლად არის საბავშვო მინი-სტადიონი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ბავშვებისთვის მოაწყვეს. როცა სამუშაოები დასრულდა, ვნახე, რომ ხელოვნური ბალახის საფარის ნარჩენები ეყარა ირგვლივ. პირველ რიგში, რაც ვიფიქრე, იყო ის, რომ აქაურობა გამესუფთავებინა. არადა, ეს ნაკუწებიც ისე ლამაზი იყო, რაღაცნაირად დამენანა.

ცოტა უნარებიც გამაჩნია, რომ საკუთარი ხელით ვაკეთო რაღაც-რაღაცეები. გადავხედე ინტერნეტსივრცეს და ერთ რუსულ საიტზე ვნახე ნაკეთობები სახელწოდებით _ "ტოპიარნიე ფიგური", რომლის ზუსტი ქართული შესატყვისი, სიმართლე გითხრათ, ვერ ვნახე და საქმეს შევუდექი. მოკლედ, ეს არის ცემენტის, თაბაშირის საშუალებით ჩამოსხმული ან სულაც დრეკადი და გამძლე მავთულით შეკრული ფიგურები, რომელსაც შემდეგ აღნიშნული სინთეზური მასალით ვფუთავ.

ხშირად ვაგროვებ ასეთ ნარჩენებს _ ბევრგან აკეთებენ ხელოვნური საფარით სტადიონებს, ზოგჯერ სანაგვეებზეც ვპოულობ, _ ამბობს გელა ცენტერაძე.

მას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დამხმარე საშუალებების _ საღებავები, მავთული, ლურსმანი, ჭიკარტი _ შეძენაც უხდება, მერე კი სასურველი ფორმით და საჭირო ფერებით დამუშავებული ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები თუ სხვადასხვა ზღაპრის გმირები ცენტერაძეების კარმიდამოში განკუთვნილ ადგილს იკავებენ და ეზოს დეკორატიული მოწყობის სრულიად ახალ მოდელს და განწყობას ქმნიან.

ასე გახდა მისი ნამუშევრები სამეზობლოსთვის, ბავშვებისთვის, გამვლელ-გამომვლელთათვის ახლობელი და საყვარელი: "ზებრა", "სპილო", "წუნა და წრუწუნა", "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", "კარლსონი"...

_ გამოდის, რომ თქვენ ნარჩენების მართვის ოსტატიც გახდით და გარემოს დაცვის საქმეში, რაც დღეს უმწვავესი პრობლემა და გამოწვევაცაა საქართველოს ყველა რეგიონში, თქვენი წვლილი შეგაქვთ...

_ ასე გამოდის. გადაყრილი ნარჩენებით შევფუთე ჩემი ნამუშევრები და საზოგადოებრივ სივრცეში დავაბრუნე. საქმემ ისე გამიტაცა, რომ უკვე ყოველდღე სიახლეს ვეძებ. ვცდილობ, უფრო დავოსტატდე, შევქმნა ახალი ფიგურები, ახალი ნაკეთობები, რომელიც მარტო ცხოველთა და ფრინველთა ან ზღაპრების სამყაროს სამყაროს წარმომადგენლები კი არ იქნებa, არამედ ცხოვრებაში არსებული რეალური გმირები. მაგალითად, ვცადე ფეხბურთელ მესის ფიგურა გამეკეთებინა _ კარგად გამომივიდა და მოწონებაც დაიმსახურა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფიგურაში ფეხბურთელი ამოიცნეს. მერე სკოლის მოსწავლეები საექსკურსიოდაც მოიყვანეს ჩემს სახლში და ეზოს გამოფენა დაათვალიერეს, _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი.

როგორც ნატანებში გვეუბნებიან, გელა ცენტერაძემ საკუთარ კარმიდამოს რომ ესთეტიური ელფერი შესძინა, ეს ერთი ღირსებაა, თუმცა, რა სიხარულიც უახლოეს ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს არგუნა, ასევე, გარემო ზედმეტი ნარჩენებისგან გაასუფთავა, რაც შესაძლოა უფრო საშიში გამხდარიყო, ეს უფრო ღრმა თემაა. მით უფრო, როცა ის დაეძებს ასეთ და მსგავს ნარჩენებს და უკვე სულჩაბერილს საზოგადოებრივ სივრცეში აბრუნებს.

_ არავის წარმოედგინა, რომ გელა ცენტერაძის ოჯახში საექსკურსიოდ წასვლა ისე მოუნდებოდათ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს თუ სკოლის მოსწავლეებს, როგორც, ვთქვათ, რომელიმე მუზეუმში, გასართობ პარკში ან კარგი ფილმის სანახავად ისურვებდნენ. ყველა ძალიან კმაყოფილია და ამავე დროს დაინტერესებული, ნახონ მისი ნამუშევრები, რომელიც განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში შვენის მის კარმიდამოს, _ გვეუბნება სოფელ ნატანების მკვიდრი მაია ნაკაიძე.

გელა ცენტერაძე, ორ წელზე ცოტა მეტია, რაც ამ ახალი პროფესიითაა დაკავებული და თვითგანვითარების გზაზე გამუდმებით ცდილობს, ყოველდღე დაოსტატდეს და რაღაც ახალი შესძინოს თავის ხელოვნებას. რაც მთავარია, მას საკუთარი სურვილის გარეშე, კლიენტურაც გამოუჩნდა და დაკვეთაც მიიღო. მაგალითად, ჩამოასხა, შეკრა, შეფუთა და, ასე ვთქვათ, სული შთაბერა ტანდემს: "ფერადკანიანი გოგონები", რის ყიდვაც ურეკში ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა. ასევე, დაკვეთები მიიღო საბავშვო ბაღებიდან.

_ გავაკეთე სპილოს მოდელი. მთელი თვე დავჭირდი ნამუშევრის დასრულებას. ბუნებრივია, დრო ფულია და ფასიც ისეთი უნდა დავადო, რომ ერთი თვის საშუალო ხელფასს მაინც გაუტოლდეს. არ მგონია, ასე დიდი ბიზნესი გავაკეთო, მაგრამ შემოსავლის წყარო უკვე გამიჩნდა. ყველაზე ძალიან კი ის მახარებს, რომ ბავშვები არიან აღფრთოვანებულები. სკოლიდან რომ ბრუნდებიან, სამეზობლოს ბავშვები ხშირად გამოივლიან ხოლმე, ათვალიერებენ ჩემს ნამუშევრებს. ზოგჯერ შენიშვნებს მაძლევენ, რაღაცას მასწავლიან _ ბავშვები ხომ ყველაზე უტყუარი შემფასებლები არიან?! განსაკუთრებით ჩემი შვილიშვილები მასწავლიან, მირჩევენ, მისწორებენ ბევრ რამეს. ერთს ძალიან უყვარს ხატვა და მის გემოვნებას ყველაზე მეტად ვენდობი. ვიცი, როცა რაღაცას მისწორებს, ნამდვილად არ ცდება. მიხარია, რომ მოკლე ხანში ასეთ წარმატებას მივაღწიე. ვნახოთ, რა გამომივა, _ გვეუბნება ბატონი გელა და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მეუღლის მიმართ, რომელიც მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება და ცდილობს, არ მოცდეს სხვა საქმეზე.

ჩვენი მასპინძელი იმის სურვილსაც გამოთქვამს, რომ ახალგაზრდებმა შეისწავლონ ეს პროფესია. მთავარია, სურვილი ჰქონდეთ და თავად ყველაფერში დაეხმარება. ამბობს იმასაც, რომ ასეთი ხელოვნება შესაძლებელია ცოცხალ ბუნებაში განავითარო, თავად ბუჩქოვან მცენარეებს მისცე ცხოველთა თუ ფრინველთა ფორმები, რაც დღეისთვის ევროპულ ქვეყნებში კეთდება, თუმცა, უდიდეს შრომას, ცოდნას და ნებისყოფას მოითხოვს. ეს კი ახალგაზრდობას მუდამ შეუძლია გააკეთოს.

გელა ცენტერაძეს საკუთარი ხელით და თავისივე პროექტით აქვს აშენებული სახლი და ასევე შიდა ინტერიერიც _ ბუხარი თუ სხვადასხვა სათავსოები. როგორც გვიამბობს, თავისივე ხელითა და საკუთარი გემოვნებით გააკეთა ისე, რომ არავინ დახმარებია.

ჩვენს საკმაოდ მორიდებულ რესპონდენტს საკუთარ თავზე საუბარი ეძნელება და გამუდმებით იმეორებს ერთსა და იგივეს _ ისეთს რას ვაკეთებ, ხალხი სასწაულებს ახდენს და აკეთებსო.

საქმეც იმაშია, რომ მან თვითონ შექმნა პატარა სასწაულები საკუთარ გარემოში, რომელიც ჯერ მეზობლებმა მოიწონეს, მერე ჭიშკართან გამვლელ-გამომვლელთა მანქანები ჩერდებოდნენ და აკვირდებოდნენ ყველაფერს. ბოლოს დაკვეთებიც გაჩნდა, როგორც რაიონიდან, ისე თბილისიდანაც.

ჩვენც ვუსურვებთ, კიდევ და კიდევ გაფართოებულიყოს ბატონი გელას შემოქმედებითი არეალი. რაც ყველაზე საყურადღებო და მისასალმებელია, მან ხომ ნარჩენების მართვის მეთოდს, ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი უნარებისა და გამჭრიახობის წყალობით მიმართა და მოკლე ხანში საკმაოდ წარმატებულ შედეგს მიაღწია.




 ახალი ამბები
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...
  • დღეს ჩოხატაური ჯემალ ნაკაშიძეს გამოემშვიდობადღეს საქართველო ქართული სიმღერის კიდევ ერთ უბადლო შემსრულებელს, ანსამბლ ,,გურიას“ ლოტბარს, ღირსების მედალოსან ჯემალ ნაკაშიძეს გამოემშვიდობა. ბატონი ჯემალი წლების განმავლობაში მღეროდა რესპუბლიკისა და არამარტო რესპუბლიკის სცენაზე ისეთ ბუმბერაზ მომღერლებთან ერთად, როგორებიც გახლდათ:  ჰამლეტ გონაშვილი, რამინ მიქაბერიძე, ჯემალ ჭკუასელი, ილია ზაქაიძე, აკაკი ლანდია და სხვები. დასანანია, რომ ნაადრევად წავიდა ჩვენგან კაცი, რომელიც ნამდვილად დააკლდება ოჯახს, ჩოხატაურს, გურიას, საქართველოს. ბატონი ჯემალის მისამართით სამძიმრის წერილები არ წყდება. გულისტკივილს გამოხატავენ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები და არამარტო ისინი. „ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ჩემს სულიერ მდგომარეობას. დამამუნჯე და გული წამართვი, ჩემო ძმაო ჯემალ! შენ გამილამაზე სიცოცხლე, ახლა სიკვდილს მიადვილებ. ვუსამძიმრებ ჩემს ნანის და ლევანს. ბოლო გზაზეც კი ვერ გაცილებ. ამაზე მწარე რა უნდა იყოს. შენი რამინ მიქაბერიძე“. „ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც დიდი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან. ჯემალ ნაკაშიძე, ბრწყინვალე ქართველი, გურული სიმღერის უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. ჩოხატაურელების ნამღერი გურული სიმღერა უნიკალურია. მარტო ბერძენიშვილები რომ გავიხსენოთ, მხოლოდ ეს იქნება საკმარისი უნიკალურობის დასადასტურებლად. ჯემალი ბიძია (რომ მირეკავდა სულ ასე მეუბნებოდა-ჯემალი ბიძია ვარ ჩემო გიორგი) ამ დიდი ხალხის გზის გამგრძელებელი იყო და აი ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან დამწყდა გული. თან ვერ ჩავდივარ ამ სიტუაციის გამო. ვუსამძიმრებ ყველას, ჩოხატაურს, გურიას, მის მეგობრებს და ანსამბლის წევრებს. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო ჯემალი ბიძია“, _ წერს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი. „კიდევ ერთი ძველი თაობის, გურული სიმღერის, განსაკუთრებით კი ბანის გამორჩეული მომღერალი გამოაკლდა ჩვენ ქვეყანას. დიდი ისტორიით, სხვადასხვა ანსამბლებში მოღვაწეობით, უნიკალური ჩანაწერებით და რთულად შესაქმნელი ისტორიით დაგვტოვა ბატონმა ჯემალ ნაკაშიძემ! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი და გაანათლოს მისი სული!“ _ წერს ანსამბლი „შავნაბადა“ სოციალურ ... ...
  • ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი გარდაიცვალა 9 აპრილს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი გარდაიცვალა. მან ისტორიას შემოუნახა 9 აპრილის კადრები. "კარანტინის, კომენდანტის საათის, სამედიცინო ნიღბებისა და COVID-19-ის შესახებ საუბრებს მიღმა, თითქოს დაგვავიწყდა... არადა, ეს ხომ დღევანდელ ღამეს მოხდა, 31 წლის წინ..." _ ეს გოგი ცაგარელის ბოლო პოსტია "ფეისბუქის" პირად გვერდზე. “გარდაიცვალა მამაჩემი, გიორგი ცაგარელი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და თავი შეიკაოთ სამძიმარზე მოსვლისგან. ყველას წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის.“ _ წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცაგარელის შვილი. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს გიორგი ცაგარელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...