ფაროსანას სასტიკი კვალი გურიაში განსაკუთრებით მსხალს და ლობიოს დაეტყო

კარმიდამო ჩემი

ფაროსანას სასტიკი კვალი გურიაში განსაკუთრებით მსხალს და ლობიოს დაეტყო

2018 აგვ 10 10:26:16

მავნებელ აზიური ფაროსანას გურიაში აქტიურად გამოჩენიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად სამთავრობო ღონისძიებებისა, მავნებელმა სასტიკი კვალი დაატყო არა ერთ კულტურას. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ უფრო უარეს დაზიანებას ელოდნენ.

როგორც ცნობილია, ფაროსანა ანადგურებს სანაყოფე კვირტს, თუმცა, სხვადასხვა კულტურის ნაყოფიც სხვადასხვანაირად მოსწონს.  

გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, დაკვირვებაც არ სჭირდება, განსაკუთრებით დაზიანებულ მსხლის ნაყოფს. მიუხედავად წლევანდელი უხვი მსხმოიარობისა, მსხლის ხეებზე არ შეიძლება ვიპოვოთ ერთი ნაყოფიც კი, რომელიც დაკორძებული და გადაგვარებული ფორმის არ არის. მავნებელმა უმეტესად დააზიანა მსხმოიარე ხეხილოვნები: ატამი, ვაშლის ზოგი სახეობა.

უჩვეულო კვალი დატოვა ფაროსანამ ბაღჩეულ კულტურებზე. თუმცა, ამ მხრივ გამორჩეული გახდა ლობიო. სარზე ასულ ლობიოს კულტურას არც ერთი ყვავილი არ აქვს შერჩენილი. ჩვენთან საუბარში მეცნიერი, ანგელინა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ფაროსანასთვის ერთ-ერთი საუკეთესო "პლაცდარმი" აღმოჩნდა ლობიოს კულტურა, მისი ყვავილი და ნაყოფი, რასაც ნაკლებად ელოდა.

_ კორპისებურად ქცეული მსხლის, ატმის თუ ვაშლის ნაყოფი ფაროსანას სასტიკი ნაკვალევია. ასევე, იგი საოცრად მიეტანა ლობიოს ყვავილს და ნაყოფს, თუკი სადმე მოასწრო მცენარემ დაპარკიანება.

მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად ებრძოლონ ამ სასტიკ მავნებელს მექანიკური მეთოდებით. უდავოდ კარგად და ორგანიზებულად მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტო. თუმცა, ამ მავნებლის მორევას წლები და შეერთებული ძალებით მუშაობა დასჭირდება. ახლა გამოსულია მავნებლის პირველი თაობა _ ხტიან და სწრაფად გადაადგილდებიან. აუცილებლად უნდა შეიწამლოს თხილის პლანტაციები ბიფეტრინის სითხით. ეს პრეპარატი მოსახლეობას გასულ წელს დაურიგდა და ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები, _ გვითხრა ანგელინა ნიკოლაიშვილმა.

მავნებელ ფაროსანას პირველი ზრდასრული თაობა დღეისთვის ადვილად შესამჩნევია თხილის პლანტაციებში. თუმცა, თხილს ამ ეტაპზე ნაკლებად აზიანებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ახლა ასე აუცილებელი შეწამვლა "ინკასარის" სითხით, თითქოს საშიში იყოს, სინამდვილეს არ შეესაბამება, სიფრთხილეს კი საჭიროებს. ხალხი ფიქრობს, რომ მალე თხილის კრეფა დაიწყება, შეწამლულ პლანტაციებში აღებულმა ნაყოფმა კი შესაძლოა ადამიანი მოწამლოსო.

როგორც ქალბატონი ანგელინა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, თხილის ფართობების შეწამვლა ახლაც აუცილებელია და ახლო მომავალშიც. თუმცა, ფაროსანას ამ ეტაპზე განვითარების ყველაზე აქტიური ფაზა აქვს და ამიტომ უნდა მოხდეს მისი მაქსიმალური განადგურება, როგორც ქიმიური, ისე, მექანიკური მეთოდებით.

_ შეწამვლიდან უახლოეს დღეებში დაწყებული კრეფა ზიანს არ მოიტანს. ეს არის მცდარი შეხედულება _ თხილის ნაყოფში არანაირად არ შეაღწევს პრეპარატის წვეთები, მავნებელს კი გაანადგურებს და ნაკლები იქნება ფაროსანას ყანებსა და ციტრუსოვნებში გადასვლის შანსი. თხილს ახლა სიდამპლის დაავადება სჭირს, შეწამვლის შემდეგ შესამჩნევი შედეგი არის, მაგრამ ყველას ვურჩევდი მაინც, დროულად მოკრიფონ და ჩააბარონ ხარისხიანი, გადარჩეული თხილი, _ გვითხრა მან.




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...
ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...