"პენსიონერი მებაღე" კავშირი თვითწოდებასა და თვითრეალიზაციას შორის

კარმიდამო ჩემი

"პენსიონერი მებაღე" კავშირი თვითწოდებასა და თვითრეალიზაციას შორის

2017 სექ 11 13:58:53

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ სურგულაძეების ოჯახს _ ვახტანგ სურგულაძესა და მზია მიქატაძეს, საკუთარი კარმიდამო ნამდვილ სამოთხეს მთელი ცხოვრების მანძილზე შრომით დაუმსგავსებიათ და მათივე თქმით, უცებ არ შექმნილა ეს ყოველივე.

თუმცა, რაც მათ ჩვენი ბევრი რესპონდენტისგან აბსოლუტურად განასხვავებს, ეს არის საკუთრებაში არსებული მცირე მიწის ნაკვეთი, სულ 800 კვადრატული მეტრი, რომელზეც სახლ-კარი, ბაღ-ვენახი და ნებისმიერი სხვა საოჯახო სათავსო ისეა განლაგებული, მნახველს აკვირვებს _ აქ გარემოს დაგეგმარების და ხედვის უნარის მაქსიმალურ სიზუსტესთან გვაქვს საქმე.

ვახტანგ სურგულაძე დღეისთვის საკუთარ თავს პენსიონერ მებაღეს უწოდებს, რომელსაც მთელი ყურადღება ბაღ-ბოსტანსა და ვენახზე აქვს მიპყრობილი.

_ ჩემს თავს დავარქვი "პენსიონერი მებაღე". სხვაც ბევრია პენსიონერი და ბაღ-ბოსტანში შრომა სიცოცხლეს ურჩევნია, მაგრამ მე მაინც ასე დავუკანონე საკუთარ თავს _ სანამ ცოცხალი ვარ, ამ "წოდებით" ვიცოცხლებ. ისე, პროფესიით აგრონომი ვარ და უფრო კარგი წოდებაც მაქვს _ "სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი". დიდხანს ვმუშაობდი ანასეულის კვლევით ინსტიტუტში, მერე სხვადასხვა თანამდებობაზეც, ახლა კი, რაც გითხარით, ის ვარ, _ თბილი ღიმილით გვიღებს ჭიშკარს და იქვე აყვავებულ "ირმის რქას" კარმიდამოს სავიზიტო ბარათს უწოდებს. თუმცა, ყვავილების "მფარველი ანგელოზი" მაინც ჩემი მეუღლეა და დანარჩენს ის გიამბობთ, მე კი უფრო ვაზზე და ხეხილოვნებზე მკითხეთო.

თავდაპირველად მხოლოდ იმას ვეკითხები, ასეთ პატარა მიწის ნაკვეთზე როგორ მოათავსა ყველაფერი ისე, რომ ცაში აზიდული წრიული ტალავერი სახლს გარს უვლის, უფრო დაბლა კი სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებად დაყოფილ მიწის ნაკვეთზე, ბაღ-ბოსტნის თითოეული კულტურა, ლამის, სიმაღლეთა მიხედვითაა განლაგებული.

ვახტანგ სურგულაძეს, როგორც თვითონ ამბობს, საკუთარ პატარა კარმიდამოში უფრო აღმოსავლეთ საქართველოს ხეხილოვნები და ვაზის ჯიშები აქვს გაშენებული. გვეუბნება, "გორული მწვანე" საუცხოო ვაზის ჯიშია, რომლის ღვინოც საუკეთესოა და მიხარია, რომ კარგად გაიზარდა და უხვმსხმოიარობითაც გამოირჩევაო.

ერთი ძირი "გორული მწვანეს" მიერ წარმოქმნილი "ფარდა", მთელ ტალავერს მარაოსებურად ფარავს და სილამაზის განსხვავებულ ნიშას ქმნის. სასუფრე "კარდინალი", რომელიც კარგად მოერგო გარემოს და ამანაც პატრონის გულის გასახარად გაიხარაო, ამბობს. მსხმოიარობისგან ტოტები დაბლა აქვს დახრილი "გოლდენის", გორული კეხურას ჯიშის ვაშლს. კივის ტალავერი ეზოს კუთხეს სიმყუდროვეს მატებს, ხოლო ფეიჰოების მწკრივი ეზოს მარჯვენა მხარეს მიუყვება, თავისი შაშვის ბუდეებით.

_ ყველას უკვირს სახლთან ასე ახლოს ბუდეს როგორ იკეთებენ გარეული ფრინველები. მერცხალს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, შაშვები გაგვიშინაურდნენ უცნაურად. ესეც ძალიან მახარებს და ჩვენი ჩანაფიქრი, შეგვექმნა მცენარეთა მიკროფლორა, ბოტანიკური გარემო, ამ ფრინველებმა კიდევ უფრო გაგვილამაზეს, _ ამბობს ბატონი ვახტანგი.

რაც შეეხება საოჯახო ბოსტანს, სადაც ახლა ყველაფერი მწიფს: პომიდორი, კიტრი, ასხია ლობიოს, აყვავებულია ზაფრანი, უხვადაა ქინძი, ოხრახუში თუ რეჰანი. მასპინძელი ამბობს, რომ ბაზარში არაფერს ყიდულობენ _ ამ პატარა ნაკვეთზე, ყველაფერი მოხერხდა ისე, რომ ოჯახისთვის საკმარისი აგრარული პროდუქტი შინ აქვთ.

მწვანე ნარგავებისგან მიღებული ჰაერი და საკუთარი ხელით მოწეული ბიოპროდუქცია სიცოცხლეს უხანგრძლივებს ადამიანს: _ ეს ყველას შეუძლია, აბსოლუტურად ყველას, ოღონდ ყველა არ აკეთებს და დასანანია, _ მიიჩნევს ჩვენი მასპინძელი.

ვახტანგ სურგულაძის მეუღლეს, მზია მიქატაძეს, ნაირფერი ვარდებისა და ერთწლოვანი ყვავილოვნების გვერდით, მრავალი ეგზოტიკური ჯიშის პალმის და წიწვოვნების ეგზოტიკური სახეობები აქვს გაშენებული, როგორც ქოთნებში, ისე ღია გრუნტში.

_ ყვავილების გარეშე სიცოცხლე არ წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს საუცხოო ციკარტი, პალმებს მიეკუთვნება _ ნაკლებად ნახავთ ამ სახეობას სადმე. ახლახან კიპარისები მოვარგეთ ჩვენს მიკროფლორას და კარგად "ჩაჯდა" ბაღის შუაში, _ გვეუბნება ქალბატონი მზია.

სურგულაძეების მცირემიწიან სამოთხეში, ოჯახის უფროსებს ანუ მშობლებს, უდიდეს სიმდიდრედ შვილები და შვილიშვილები მიაჩნიათ, თუმცა, შვილებივით შეყვარებული არიან თითოეულ ვაზის, ყვავილის და ბოსტნეულის თუ ციტრუსოვანის ძირზე.

_ თუ ამ ქალაქში საუკეთესოდ გამწვანებული და აყვავებული ქუჩების, ეზოების და კარმიდამოების კონკურსი მოეწყობა, რაც "კარმიდამო ჩემში" წავიკითხე, ძალიან გავიხარებთ. ამ ნაბიჯით მარტო კარმიდამო და ქუჩა კი არა, ქალაქი მიიღებს ესთეტიურ ნიშას, რაც ევროპული ყაიდის ქალაქს დაამსგავსებს მას. ეს ყოველივე კი ცივილურ ყოფასთან ასოცირდება, საუკეთესო გარემოში საუკეთესო ადამიანები ცხოვრობენ! _ გვეუბნებიან ჩვენი მასპინძლები და ამბობენ, თუ ეს მოხდება, კონკურსში თავადაც ჩაერთვებიან.

წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ "პენსიონერ მებაღეს", რომელიც ამ სახელს ღირსებად მიიჩნევს და ამ ღირსებასთან კავშირში თვითრეალიზაციასაც კარგად ახერხებს.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...
ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...