პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

კარმიდამო ჩემი

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

17 დეკ. 2020, 11:56:29

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის პრიორიტეტულ კულტურებად ითვლება ჩაი, ციტრუსი, თხილი და კენკროვანი კულტურები, თუმცა, მათ გვერდით, ასევე, უნდა კულტივირებდეს ეთერზეთოვანი და ტექნიკური კულტურები. უკანასკნელ პერიოდში იმატა მოსახლეობის მომართვიანობამ თამბაქოს კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლუატაციის საკითხებზე.

ვაანალიზებთ რა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები, რჩევები ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობაზე, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაზე, მათი სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით.

გასულ საუკუნეში, საქართველოში, სამრეწველო მეთამბაქოეობის ძირითად წამყვან რეგიონებს წარმოადგენდა აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ, აღმოსავლეთ საქართველოში კი ლაგოდეხის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები. 1976 წლისთვის, საქართველოში, თამბაქოს ნათესების ფართობი 12,5 ათას ჰექტარს შეადგენდა. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2-4 ტონის ფარგლებში მერყეობდა. ეს დარგი კოლმეურნეობათა ფულადი შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო იყო. წარსულში საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, თამბაქო მცირე მასშტაბით მოჰყავდათ, აგრეთვე, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გორაკ-ბორცვიან ზონებში.

დღეისთვის ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირებულია თამბაქოს წარმოება, თუმცა, ღიად შესამჩნევია, რომ გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.

 როგორი მცენარეა თამბაქო?

თამბაქო ეკუთვნის ძაღლღურძენასებრთა ოჯახს, რომელიც უმთავრესად სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. გვარი - Nicotiana აერთიანებს მრავალ სახეობას, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა და გავრცელება მოიპოვა მხოლოდ ორმა: ჩვეულებრივმა თამბაქომ (Nicotiana tabacum) და წეკომ (Nicotiana rustica). ჩვეულებრივი თამბაქო ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, რომელიც უხვად იტოტება და ფუნჯა ფესვის სახეს იღებს. ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი ნიადაგში 30-40 სმ სიღრმის ფენაში ვრცელდება. ღერო სწორი, ცილინდრული, საკმაოდ მსხვილი, სიმაღლით 3 მეტრამდეა. ფოთოლი კიდემთლიანი, დიდი ზომის, სიგრძე 10-50 სმ. სიგანე 8-30 სმ-მდე

 წეკო, ეს არის ღერო სწორად მდგომი, დაკუთხული, უხეში, სიმაღლით 60 სმ, მუხლთაშორისები გრძელი, ფოთოლი დიდი, მომრგვალებული ფორმის, ახასიათებს იღლიებიდან ნამხრევების განვითარება.

 მცენარის აგროკლიმატური მოთხოვნილება

 ხარისხიანი თამბაქოს ნედლეულის მისაღებად ყველაზე უკეთესია სუბტროპიკული კლიმატი. დაბალი ხარისხის თამბაქო _ წეკო გაცილებით ნაკლებ სითბოს საჭიროებს და ამიტომ მისი გავრცელების ფარგლები და შესაძლებლობებიც გაცილებით მეტია.

 ხარისხიანი თამბაქო თავისი განვითარებისთვის ხანგრძლივ თბილ პერიოდს მოითხოვს. სითბო განსაკუთრებით საჭიროა ივლის-აგვისტოში, როდესაც ფოთლების მომწიფება მიმდინარეობს. სავეგეტაციო პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უნდა უდრიდეს 2000 – 35000 -ს.

თამბაქო მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურებისადმი, კერძოდ გაზაფხულისა და შემოდგომის სიცივეებისადმი -2-30 ტემპერატურაზე ფოთლები და ღერო იღუპება.

თამბაქოს მაღალი მოსავლის მისაღებად, მთელი ვეგეტაციის მანძილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლით. წყლის სიმცირის პირობებში მცენარე წვრილფოთლიანი და უხეში ხდება. ამასთან, წყლის ნაკლებობა ხელს უწყობს ნიკოტინის მეტი რაოდენობით დაგროვებას, ამიტომ, გვალვიან წლებში თამბაქოს ნარგაობის მორწყვა აუცილებელია; ასევე, უარყოფითად მოქმედებს ზედმეტი ტენი, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ფესვების სიდამპლით დაავადებას.

 თამბაქო სინათლის მოყვარული მცენარეა, არასაკმარისი განათების პირობებში იგი დაბალი ხარისხის ნედლეულს იძლევა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ პლანტაციების გასაშენებლად ყველაზე კარგია სამხრეთ ფერდობები.

საქართველოში გავრცელებული მაღალხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად საუკეთესოა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ფერდობების, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ეწეროვანი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ასეთ ფერდობებზე ნიადაგი უფრო თბილია, ბუნებრივი დრენაჟის გამო არ ჭაობდება. თამბაქოსთვის გამოუსადეგარია დაჭაობებული მლაშე და ქვიშა ნიადაგი.

მინდვრის სხვა კულტურებთან შედარებით, თამბაქო განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს, როგორც კულტურულად დამუშავებულ, ისე ადვილად ასათვისებელ საკვებ ნივთიერებათა დიდი რაოდენობით შემცველ ნიადაგებს. ერთსა და იმავე ადგილზე თამბაქოს რამდენიმეჯერ მოყვანა ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს ხარისხს, იწვევს დაავადებებისა და მავნებლების მასობრივ გავრცელებას.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მიწის ძირითადი მოხვნის (22-25 სმ) შემდეგ, ნიადაგი მთელი შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ხელუხლებელი რჩება. საგაზაფხულო წაყინვების თავიდან აცილების მიზნით, თამბაქოს ნერგს შედარებით გვიან, აპრილის მეორე ნახევრიდან უნდა დარგვა. ამიტომ ადრე გაზაფხულზე ჩატარებული გაფხვიერების შემდეგ, სასურველია, დარგვამდე 8-10 დღით ადრე, ნაკვეთის ზედაპირული დარგვისწინა კულტივაცია. შემოდგომის მზრალად ხვნის დროს, თამბაქოს პლანტაციაში შეტანილი უნდა იქნას გადამწვარი ნაკელი. მეთამბაქოეობაში უმაღლესი ეფექტის მომცემია, ნაკელთან ერთად, ფოსფორიანი სასუქების გამოყენება.

ადგილობრივი სასუქებიდან არანაკლები მნიშვნელობისაა ნაცარი, კომპოსტი, ტორფი, ფრინველის ნაკელი და სხვა.

თამბაქოს კულტურა განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს მინერალური სასუქების დიფერენცირებულ შეტანა-გამოყენებას. მრავალწლიანი კვლევებით დადგენილია, რომ ქლორკალიუმის მთელი წლის ნორმა შეტანილ უნდა იქნას შემოდგომაზე ნიადაგის ძირითადი მოხვნის დროს, სუპერფოსფატის მიღებული ნორმის 50% მზრალად ხვნის დროს, 25% _ დარგვისწინა დამუშავების დროს და 25 % _ მწკრივებში დარგვის დროს. აზოტიანი სასუქების სრული ნორმის 50 % გოგირდმჟავა ამონიუმის სახით მწკრივში დარგვის დროს და დანარჩენი 50% ამონიუმის გვარჯილის სახით, მწკრივში თამბაქოს მეორედ გათოხნის დროს.

 ჩითილების გამოყვანა

მეთამბაქოეობაში მეტად მნიშვნელოვანია ჩითილების გამოყვანის აგროტექნოლოგია. უვირუსო ჯანსაღი ნერგების გამოყვანა ძირითადად განსაზღვრავს კულტურის მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდას. ჩითილების გამოყვანა, როგორც წესი, თესლის თესვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ თესლის სრული სიმწიფე იწყება, მოსავლის აღებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ამიტომ დასათესად უკეთესია წინა წელს აღებული თესლი. შესაფერის პირობებში შენახული თესლი, თუ იგი ნორმალურად მომწიფებულია და 8-9 %-ზე მეტ ტენს არ შეიცავს, გაღივების უნარს 5-6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.

ხარისხოვან თამბაქოს ჯიშებს, ჩვეულებრივ გრძელი სავეგეტაციო პერიოდი ახასიათებს. ამიტომ, საჭიროა თამბაქოს თესლი დაითესოს თებერვალში ან მარტში, რათა გადარგვა არ დაგვიანდეს.

პრაქტიკაში ნერგების გამოსაყვანად რეკომენდირებულია, როგორც კვალსათბურებში ისე ღია კვლებზე მისი გამოყვანა, თუმცა, კვალსათბურებში თესლის თესვა უზრუნველყოფს ნერგების ადრეულ (აპრილისთვის) გამოყვანას. საქართველოს მეთამბაქოეობის ზონებში ამ მიზნით რეკომენდირებულია ნახევრად თბილი და ცივი კვალსათბურების გამოყენება.

ნახევრად თბილი კვალსათბურების სიგრძე უნდა იყოს 10,4 მეტრი, სიგანე 1,5 მეტრი. კვალსათბურის სამხრეთ მხარეზე ნიადაგის ზედაპირიდან კოლოფის სიმაღლე უნდა იყოს 10-12 სმ. კოლოფის სიღრმე მინიმუმ 50 სმ. კვალსათბური უნდა მომზადდეს შემდეგნაირად: სასურველია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ნაკელის და ცხენის ნაკელის 1:1 შეფარდებით შერევა. ნარევი ქვეშსაგებთან ერთად (ნამჯა, ბზე, ხის ფოთლები) უნდა ჩაიყაროს სიღრმეში და დაიტკეპნოს 20 სმ სისქეზე.

 ახალი ნაკელის ქვეშსაგებით დატკეპნის შემდეგ კვალსათბური ჩარჩოებით უნდა დაიხუროს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნაკელი შეხურდება დაახლოებით 30-35 გრადუსამდე კვალსათბურში დატკეპნილი ნაკელის ზედაპირი განმეორებით უნდა მოსწორდეს, ნაკელი უნდა დაემატოს ჩადაბლებულ ადგილებს და სატკეპნით დაიტკეპნოს. მოტკეპნილ ზედაპირს დავამატოთ მეორე ფენა კორდის მიწა 10 სმ. სისქით და მოვასწოროთ. ყოველივე აღნიშნულს ზემოდან ეყრება ხელოვნური საკვებნარევიანი მიწა 5-7 სმ სისქეზე. მოვასწოროთ ჰორიზონტალურად, რადგან ოდნავ დაქანების შემთხვევაშიც კი ადგილი აქვს რწყვის დროს თესლის ქვედა კიდეზე ჩამოტანას. ამის შემდეგ ნიადაგისა და მკვებავი ნარევის გათბობისთვის კვალსათბურს მჭიდროდ ახურავენ ჩარჩოებს და ჭილოფს. როდესაც ამჯერად მომზადებული კვალსათბურის მკვებავ ნარევში ტემპერატურა 120 -ს მიაღწევს, იწყება თესვა.

 გადასარგავად მხოლოდ ჯანსაღი და კარგად განვითარებული ნერგი უნდა შეირჩეს. მომწიფებულ ნერგს უნდა ჰქონდეს 5-6 ფოთოლი, 6-8 სმ-ის სიგრძისა და 3-4 მმ. დიამეტრის ღერო. სოკოვან ავადმყოფობათაგან დაცვის მიზნით ნერგი გადარგვამდე ორი დღით ადრე 1 %-იანი ბორდოს სითხით უნდა შეიწამლოს. ამასთან დარგვის წინ სასურველია ფესვების 1 %-იანი ბორდოს სითხით დამუშავება, რისთვისაც ნერგები იკვრება კონებად, კონას ფესვის ყელამდე ჩაუშვებენ ადრევე მომზადებულ ბორდოს ხსნარში და უმალვე ამოიღებენ, აღნიშნული პროცედურის დროს დაუშვებელია წვრილი ფესვების დაწყვეტა.

 თამბაქოს გაშენება და მოვლა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თამბაქოს ნერგის დასარგავად ნაკვეთი უნდა იყოს ყოველმხრივ მომზადებული _ სარეველებისგან გასუფთავებული, ხნულის ზედაპირი გასწორებული და ფხვიერი. თამბაქოს მიერ გარემო პირობების სრულად გამოყენებისთვის კვების არეს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მეჩხრად, შორი-შორს დარგული მცენარეები ლაღად იზრდებიან, ივითარებენ დიდი წონისა და ზომის ფოთლების, მაგრამ ასეთი მცენარეები ფართობის ერთეულზე ნაკლებ მოსავალს იძლევიან, ამასთან, თამბაქოს ფოთლები მეტი რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ნიკოტინს, ამიტომ ნაკლები ხარისხის ნედლეულს იძლევა. ხშირი ნარგავის ფოთლები კი პირიქით უფრო თხელი და ნაზია, ამასთან ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილასა და ნიკოტინს, რაც უკეთესი ხარისხის მაჩვენებელია.

კვლევებით დადგენილია რომ თამბაქოს თითოეული ჯიში, მისი ზრდა განვითარების ხასიათის მიხედვით, საჭიროებს შესაფერის კვების არეს. პატარა და საშუალო ფოთლიანი ჯიშებისთვის (დიუბეკი, სამსუნი) ყველაზე ნაკლები კვების არე საჭიროა (55X18 სმ), ხოლო ფართოფოთლიანი ჯიშებისთვის (ტრაპზონი და სასიგარე) _ 65X18 სმ. ამასთან კვების არე იცვლება, რეგიონის, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ფერდობის ქანობის გათვალისწინებითაც.

თამბაქოს ჩარგვა ხდება, როგორც მანქანური წესით ისე ხელით. ხელთ დარგვა მიზანშეწონილია მხოლოდ 8-10 გრადუსის მეტი დაქანების მთაგორიან და პატარა ზომის ნაკვეთებზე. დარგვის წინ ნაკვეთზე გაყავთ 5-6 სმ. სიღრმის კვლები მწკრივში. ხელით რგვის დროს გამოიყენება 18-25 სმ. სიგრძის სარგავი კავ-პალოები. მარჯვენა ხელით კავ-პალოების დახმარებით აკეთებენ ორმოებს, ხოლო მარცხენა ხელით ნერგს ორმოში ფრთხილად ჩაუშვებენ, იგივე პალოთი გვერდიდან მიწას მიატკეპნიან და ფხვიერი მიწით შეავსებენ.

 თამბაქოს პლანტაციის მოვლა დარგვის დროიდან იწყება. ნერგის ფესვთა სისტემის ნიადაგთან დაკავშირებას 10-12 დღე სჭირდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი თოხნა-კულტივაციის დროულად და წესიერად ჩატარებას. პირველ თოხნა-კულტივაციას 5-6 სმ . სიღრმეზე ატარებენ, ამასთან აწარმოებენ მცენარეთა ძირებზე მიწის შემოყრას. მესამედ აფხვიერებენ მეორიდან დაახლოებით 15-20 დღის შემდეგ 7-10 სმ. სიღრმეზე, მწკრივთაშორისების შემდგომი გაფხვიერება, როგორც წესი, საჭიროა ყოველი მორწყვის, წვიმისა და სარეველების წამოზრდის შემდეგ.

თამბაქო ზრდა-განვითარების სხვადასხვა პერიოდში წყლის სხვადასხვა რაოდენობას საჭიროებს. განვითარების პირველ პერიოდში ნარგავები წყლის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, ვიდრე დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზაში. დასავლეთ საქართველოში ნორმალური ნალექიანი წლის პირობებში მორწყვა სულ ორჯერ, პირველად გაზაფხულზე, დარგვისას და მეორედ კოკრების გამოტანის პერიოდში წარმოებს, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და გვალვიანი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში რწყვის ჯერადობა იზრდება.

 თამბაქოს მოსავლის აღება

თამბაქო უნდა ავიღოთ ფოთლის ტექნიკურ სიმწიფეში, როცა ფოთოლი ყველაზე ხარისხოვანია, მდიდარია მშრალი ნივთიერებებით. ტექნიკური სიმწიფის ნიშნებია: ფოთლის ნაპირებზე ყვითელი ლაქების გაჩენა, მთავარი ძარღვის გაფერმკრთალება, ფოთლის მოთენთვა და ღეროდან ყუნწის ადვილად მოტეხვა.

საადრეო ჯიშები უფრო ადრე იწყებს მომწიფებას, ადრე მწიფდება თამბაქო, აგრეთვე, სამხრეთ ფერდობებზე, მსუბუქ და ღორღიან ნიადაგებზე. ადრე მომწიფებას ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი, ხოლო ცივი, ტენიანი ნიადაგი და წვიმიანი გრილი ზაფხული, პირიქით აგვიანებს მას.

ფოთლების შეტეხვა ხდება ცალკე იარუსების მიხედვით ექვს (სამსუნი, ტრაპზონი) ან რვა (დიუკები) ჯერად. შეტეხვა უმჯობესია საღამოს საათებში, როდესაც ფოთოლში მშრალი ნივთიერება მეტია. შეტეხილი ფოთლები უნდა გადაიზიდოს ფარდულში და აიკემსოს. აკემსვის დროს ფოთლები წინასწარ უნდა დახარისხდეს ზომის, სიმწიფისა და დაზიანების მიხედვით. აკემსილი ფოთლები ერთმანეთისგან დაცილებული უნდა იქნეს დაახლოებით ყუნწის დიამეტრის მანძილით. მჭიდროდ აცმული ფოთოლი ადვილად ჩახურდება და დაავადდება სოკოთი. სანამ ფაბრიკას გადავცემდეთ, შეტეხილი ფოთოლი უნდა ჩაყვითლდეს, გაშრეს, დახარისხდეს, გაიაროს ფერმენტაციის პროცესი. ჩაყვითლება თამბაქოს ფოთლის დამუშავების პირველი ოპერაციაა, რომელიც მას გამოშრობისთვის ამზადებს. ჩაყვითლების მიზანია თამბაქოს ხარისხის, არომატისა და ფერის გაუმჯობესება. ჩაყვითლებისას ნიკოტინის ოდენობა საწყისი რაოდენობის 35%-მდე ეცემა, რასაც უაღრესად დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიკოტინის დიდი რაოდენობა ამცირებს მის გემოვნებით ღირსებას. ოპტიმალურ პირობებში ჩაყვითლების პროცესი სულ 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება.

 ჩაყვითლების შემდეგ თამბაქოს ფოთოლი უნდა გაშრეს. არჩევენ თამბაქოს შრობის ორ ძირითად სახეს. ჰაერზე შრობას და ცეცხლით _ ხელოვნური გათბობით შრობას. ჰაერზე შრობა თავის მხრივ იყოფა 1) მზეზე _ ღია ცის ქვეშ შრობად, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და 2) ჩრდილში (ფარდულში) შრობად. ეს წესი უმთავრესად სასიგარე თამბაქოსა და წეკოს მოყვანის რაიონებშია გავრცელებული. ცეცხლით შრობა შეიძლება მილებიან საშრობში და ხელოვნური კლიმატის პირობებში. არსებობს შრობის მესამე კომბინირებული მეთოდიც.

 გაშრობის შემდეგ თამბაქოს ჩამოხსნიან ჩარჩოებიდან და შეკრავენ ჰავანგებად (სამ-ოთხ აცმას ერთად). გამშრალ ჰავანგებს ჩვეულებრივ საშრობ ფარდულებში ინახავენ. მზის სხივების მოქმედებისგან დასაცავად ჰავანგები უნდა მოათავსონ ბნელ შენობაში, რადგან მზის სხივების ხანგრძლივი მოქმედება აუარესებს ფოთლის საგემოვნო და სასაქონლო თვისებებს, ასევე ფარდულებში დაცული უნდა იქნას 60-70 % ფარდობითი ტენიანობა, ჭარბი ტენიანობა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ობის განვითარებისთვის.

თამბაქოს მშრალი ფოთოლი სტანდარტის მიხედვით ხარისხდება დასტებად ეწყობა და ცალებად იკვრება, რის შემდეგ იგზავნება დამამზადებელ პუნქტებში. თამბაქოს ფოთლის საბოლოო დამუშავება ხდება საფერმენტაციო ქარხნებში, შემდეგ კი იგზავნება თამბაქოს ფაბრიკებში. ფერმენტაცია თამბაქოს ნედლეულის დამუშავების საქმეში მეტად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია. ფერმენტაციის დროს თამბაქოს ფოთლის შედგენილობაში ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს. ფერმენტაციის დროს ნიკოტინის რაოდენობა მცირდება 10-20 %-მდე, რაც დადებითად მოქმედებს თამბაქოს გემურ თვისებებზე. თამბაქოს ფერმენტაცია მიმდინარეობს საფერმენტაციო ქარხნებში ე.წ. "კლიმატური" დანადგარებით. ფერმენტირებული ნახევრადფაბრიკატი, რომლის ტენის შემცველობა 14-16 %-ია იგზავნება თამბაქოს ფაბრიკაში საბოლოო მზა პროდუქციის გამოსაშვებად.

 

ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი;

იოსებ ბასილია,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი,სსიპ სოფლის მეურნეობისსამეცნიერო-კვლევითი ცენტრი





 ახალი ამბები
  • სექსუალური შევიწროება და თაღლითობა _ ქალი ფეხბურთელების მწვრთნელს ბრალი წარედგინაპროკურატურამ ქალი ფეხბურთელების მწვრთნელს, ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. "PHR იცავს კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის ქალი ფეხბურთელების უფლებებს, მათ მიმართ, კაცი მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის სავარაუდო დანაშაულზე. სისხლის სამართლის პროცესის პარალელურად, მწვრთნელის მხრიდან, სექსუალური შევიწროების გამო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, სადაც ფეხბურთელ გოგოებს ასევე PHR იცავს. 2021 წლის 14 აპრილს პროკურატურამ კაც მწვრთნელს ბრალი წარუდგინა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გოგოების მიმართ, დიდი ოდენობის თანხის თაღლითობის დანაშაულზე. სასამართლომ მწვრთნელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა.  სასამართლომ დაზარალებული ქალი ფეხბურთელების ადვოკატს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი უთხრა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, ამით ხელი შეუშალა დაზარალებულების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას. სასამართლომ არ აუკრძალა დანაშაულში ბრალდებულ მწვრთნელს გოგოებთან (დაზარალებულებთან) მიახლოება, რის გამოც ბრალდებული მიზანმიმართულად ჩნდება იმ სივრცეებში, სადაც გოგოები იმყოფებიან (მათ შორის მატჩის დროს) და ამით განზრახ იწვევს განმეორებით ტრავმას, უჩენს გოგოებს შიშს და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ. PHR მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა პროკურატურამ, დანაშაულში დაზარალებული ქალი ფეხბურთელების უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო ვალდებულია დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს, მართლმსაჯულების პროცესში, აარიდოს ყველა შესაძლო სტრესი და განმეორებითი ტრავმატიზება, _ ნათქვამია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ... ...
  • ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს _ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებსსაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს,  _ ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებს მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის დისკრეციაა და არა მოლაპარაკებების საგანი. შეწყალება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას. მას ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, მაგრამ თუ სასწორზე დგას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, პრეზიდენტის მოვალეობაა, საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. როდესაც პარტიები შევლენ პარლამენტში, ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ერთი კვირის ვადაში, ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - აღნიშნა სალომე ... ...
  • ჭიჭინაძე: ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით _ აქციებზე, არავის გამოუვაერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს  და არც გამოუვა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა "დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, "ნახევრად გამარჯვებები, დამარცხებას ნიშნავს". "ერთი ფეხით პარლამენტში ყოფნა და მეორე ფეხით აქციებზე, არავის გამოსვლია არასოდეს  და არც გამოუვა. ოპოზიცია უნდა გაერკვეს, რადგან მათ 8 მარტის შეთანხმებაც გამარჯვებად აღიარეს და რა შერჩათ ხელში, ფაქტია. ახლა უარესი პერსპექტივის წინ ვდგავართ. ნახევრად გამარჯვებები, დამარცხებას ნიშნავს და იმიტომ. მითთუმეტეს, რომ ძალიან დიდია იმ ხაფანგში გაბმის ალბათობა, რასაც „ოცნება“ ხლართავს. დღეს გასათავისუფლებებლია ოპოზიციის ლიდერი, ოღონდ ღირსეულად! ამნისტრია კი, „ოცნებას“ და იმ ჩინოვნიკებს სჭირდებათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არა ნიკა მელიას! ნიკა მელიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობის ფასად დაუბრუნა ღირსება იმ ოპოზიციას, რომელმაც 8 მარტის მერე ყველაფერი ჩააფლავა", _ განაცხადა დავით ... ...
  • "გირჩმა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შალრ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შესაბამისი ხელმოწერა პარტიის წევრებმა Facebook ლაივში გააკეთეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. ,,ვუსურვოთ წარმატება ამ პროექტს, მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი, გვინდოდა შეთანხმება. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“ - განაცხადა მეგრელიშვილმა. იაგო ხვიჩიამ,   აღნიშნა, რომ თუ შეთანხმება ცალხმრივი იქნება და "ქართული ოცნება" მას ხელს არ მოაწერს, იმ რეჟიმით მუშაობას გააგრძელებენ, რაც დაანონსეს. „მინდა, რომ მოგვბაძონ კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება. მე მინდა, რომ განვმარტო, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჩვენთან დადებს ამ შეთანხმებას და მოაწერს ამას ხელს და აქ არსებული პირობები აღსრულდება მიუხედავად იმისა, რაც იზამს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში და ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ „ქართული ოცნება“ ამას არ მოაწერს ხელს და ეს მხოლოდ ცალმხრივი იქნება - ის არ იქნება შეთანხმება და ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შევდივართ პარლამენტში“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები. დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ... ...
  • ვაშაძე: "ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“ „სტრატეგია აღმაშენებელი, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული  შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად  ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად. ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს  ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა: 1. ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში; 2. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთ  პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს ქართული ოცნების სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები  ზიანით ჩამოშორებისთვის. მე მესმის, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ემოციური დამოკიდებულებების, ასევე კარგად მესმის იმ ჯგუფების, რომლებიც გარკვეული მაქსიმებით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის მოტივაცია შეთანხმების მიღწევაზე მომდინარეობს შექმნილი რეალობის არა ემოციური და რადიკალური, არამედ რეალური და პრაგმატული აღქმებიდან. მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ქართულ ოცნებასთან, როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შევქმნათ გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები. ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი; ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად; ის, რომ  ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა; ის, რომ  ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა; დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა. უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე,  შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება , მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები. დიახ, დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ კომუნისტურ და ბოლშევიკურ სულისკვეთებას. შესაბამისად, ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და  ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“,_ აცხადებს "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...