"ქარსაფარი ზოლების ხელახლა გაშენება მეცნიერულად უნდა გადაწყდეს"

კარმიდამო ჩემი

"ქარსაფარი ზოლების ხელახლა გაშენება მეცნიერულად უნდა გადაწყდეს"

2017 ივლ 7 12:55:30

ბოლო წლების მანძილზე, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, გაზაფხულზე მოვარდნილმა ქარებმა, სუბტროპიკულ ზონაში, გურიაში, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფლის მეურნეობას, დაანგრია სხვადასხვა ნაგებობები და უფრო მეტიც, იყო მსხვერპლი.

როგორც არასდროს, ისე გახშირებული ქარი გამოწვეულია წლების მანძილზე ქარსაფარი ზოლების თანდათან გაჩეხვის გამო, რამაც უკვე შემაშფოთებელი სახე მიიღო.

ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობაზე საუბარი ბოლო ჟამს ძალზე აქტუალურია. მით უფრო, როცა ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქაში ვცხოვრობთ და უკვე ყველა გრძნობს მზარდ საშიშროებას. ეს თემა ხშირად არის საჯარო დისკუსიის საგანი. მეცნიერები უკვე ბევრს საუბრობენ ქარსაფარი ზოლების ასორტიმენტის შეცვლაზე. მათი აზრით, უნდა შეიქმნას ეკონომიკური და ხარისხიანი ზოლები.

აგრონომი აკაკი ღლონტი ხშირად არის ჩვენი გაზეთის სტუმარი და მრჩეველი. იგი წუხს, რომ ქარსაფარი ზოლები, თითქმის, ამოძირკვეს,  ახლა კი გაშენება არ არის ადვილი.

_ ქარსაფარი ზოლების ხელახლა გაშენება, სამთავრობო ნებით, მეცნიერულად უნდა გადაწყდეს. ამ საკითხს ადვილად ნუ შევხედავთ. იოლად არაფერი კეთდება და რაც იოლი გასაკეთებელია, შედეგს არ იძლევა. გასული საუკუნის 30-იან წლებში გლობალურად დაიგეგმა და კაპიტალურადაც გაკეთდა ქარსაფარი ზოლები. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? ჯერ ერთი, მიწის გაკერძოება როცა მოხდა იმ ადგილებში, სადაც ქარსაფარი იყო, მცენარეები უკვე გაჩეხილია და მიწის ნაკვეთზე, სადაც კერძო მესაკუთრეა, ახლა ვინ შეგიშვებს? ამიტომ ასეთი ადგილების გაკერძოება ხელწერილის ან რაღაც რეგულაციის დონეზე უნდა დაეშვათ.

თუ სადმეა დარჩენილი ტერიტორია, სადაც ქარსაფარები იყო, ახლა მაინც არ უნდა დაიშვას ხეების გაჩეხვა. თუმცა, მეეჭვება, რადგან უკვე აღარაფერი დარჩა გასასხვისებელი. გარდა ამისა, დარგვა არ არის მთავარი _ უნდა გაახარო მცენარე, იცოდე, სად უნდა დარგო. ამიტომ სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და მეცნიერულ დონეზე გადაწყვეტა ამ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მით უფრო, როცა კლიმატის გლობალური ცვლილებები სახეზეა, შედეგი არ გვექნება, _ ამბობს აკაკი ღლონტი.

ქარსაფარი ზოლების ხელახლა გაშენების თაობაზე დაწყებული მოძრაობა, თავის მხრივ, ნელა, მაგრამ მაინც, დადებით შედეგს იძლევა. გურიაში არა ერთგან არის შექმნილი სანერგე მეურნეობები თუ კოოპერატივები, სადაც უკვე დაიწყეს ქარსაფარი ზოლისთვის გამოსაყენებელი მცენარეების დაკალმება და ნერგების გამოყვანა. ეს სახეობებია: ალვა, კიპარისი, სხვადასხვა სახეობის ნაძვი.

აკაკი ღლონტი აღნიშნავს, რომ ზოგადად კარგია ასეთი სანერგეების გაშენება, თუმცა, ალვის ხე უფრო შერეული ფოთლოვანი ქარსაფარების ზოლში გამოიყენებოდა. ძირითადად კი საქართველოში, ამ ქარიან ქვეყანაში, ასეთი ზოლებისთვის შესანიშნავი იყო კრიპტომერია, კიპარისი და სხვა მარადმწვანე მცენარეები. თუნდაც რამდენიმე ათასი ძირი ნერგის გამოყვანა, გლობალურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუ საკითხი სახელმწიფო დონეზე, მეცნიერული მიდგომით არ გადაწყდა.




 ახალი ამბები
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" წარმომადგენელსა და „ოცნების“ წევრს შორისმარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა  "ქართული ოცნების" წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა. გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის   22-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის  კონკრეტული მიზეზი თაბუკაშვილის განცხადებით, ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება უკვე დაიწყო ძალადობის მუხლით. მომხდარის გამო არავინ ... ...
  • „გუდვილის“ სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს (R)საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...
ზაფრანი

სიზარმაცით გამოწვეული სიკვდილი

ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში...

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და...

ვირტუალური სიყვარული

თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია,...

ნაშუადღევს ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს...

იყავი ყოველთვის ქალი

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა...

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...