რა უნდა ვიცოდეთ ციანიდის შესახებ მცენარეთა დაცვის საქმეში

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

რა უნდა ვიცოდეთ ციანიდის შესახებ მცენარეთა დაცვის საქმეში

2017 ივლ 31 13:40:23

ბოლო პერიოდში, ციანიდის ირგვლივ საქართველოში აგორებულ დიდ და სამწუხარო სკანდალს, არა ერთხელ მოჰყვა ზედაპირული განმარტებები ციანიდის გამოყენებაზე მცენარეთა დაცვის საქმეში.

მკითხველთა დიდი ინტერესის გამო, გვსურს ვისაუბროთ, რა უნდა ვიცოდეთ ციანიდის შესახებ ამ მხრივ, რა არის მეცნიერულად დადასტურებული სიმართლე და რა _ სიცრუე.

ციანმჟავას (ციანწყალბადს) მრავალი მცენარე შეიცავს. ასეთი შხამის მქონე მცენარეები ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ძველ ეგვიპტეში ქურუმები სარგებლობდნენ ატმის კურკის გამონაწურით, ე. წ. "დუმილის სასმელით"; უძველესი დროიდან ცნობილი ყოფილა ნუშისგან ცხოველების მოშხამვა; 1811 წელს მიიღეს თხევადი ციანმჟავა, ხოლო 1815 წელს თავისუფალი ციანი.

აღსანიშნავია, რომ ციანის შენაერთებიდან ციანი მიღებული იყო 1899 წელს, მადნებიდან ოქროს გამოსაყოფად. ციანის საშუალებით მადნებიდან ოქროსა და ვერცხლის გამოყოფამ, მკვლევართა შორის იმის შემდეგ აღძრა ინტერესი, როცა 1843 წელს გამოქვეყნდა სწავლულ პ. ბაგრატიონის შრომა ციანკალიუმისა და ფეროციანიდების შესახებ.

მცენარეთა დაცვის საქმეში ციანგაზი, როგორც ინსექტიციდი (მწერების დამხოცველი) პირველად გამოიყენეს 1887 წელს, ფორთოხლის ნარგავებზე, მავნებელ ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანას წინააღმდეგ. ამის შემდეგ ციანიზაცია ანუ ციანგაზით ფუმიგაცია გამოიყენებოდა მარადმწვანე მცენარეების ფუმიგაციისთვის, რომელმაც შემდგომ პერიოდში მასობრივი გამოყენება ჰპოვა. პირველ პერიოდში გამოიყენებოდა ციანკალიუმი (KCN), ხოლო შემდეგ ციანნატრიუმი (NACN).

1921 წლიდან გამოყენებული იყო ციანკალიუმი (Ca(CN2). ამასთან ბევრი დამატება იყო შეტანილი ფუმიგაციის ტექნიკაში.

ციანნატრიუმი ფართოდ არის გამოყენებული სხვადასხვა ქვეყანაში, უმთავრესად საკარანტინო ობიექტების მიმართ.

პირველი ცდები მცენარეთა (ციტრუსების) ფუმიგაციაზე დაიწყო 1932 წელს ციანნადნობით (სველი წესით). ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად ციანის შენაერთები _ ციანნატრიუმი, თხევადი ციანწყალბადი და ციკლონი დამზადებული იყო 1935 წელს.

ციანგაზის გამოყენების ტექნიკამ დიდი განვითარება განიცადა. ამისთვის მიღებული იყო "ქოთნის მეთოდი", რომელიც მოქმედებდა 27 წლის განმავლობაში. შემდეგ მცენარეთა ფუმიგაციის ტექნიკა გადავიდა კარვის მეთოდზე. სხვადასხვა დროს გამოიყენებოდა ციანნატრიუმი (NACN), ციანკალიუმი (KCN), ციკლონები და ციანკალციუმი (Ca, CN2). ციანკალციუმის ანალოგიური პრეპარატია ციანნადნობი. ის დიდი ჰიგროსკოპიულობით ხასიათდება და ატმოსფერული ტენის ზეგავლენით განიცდის მთელ რიგ ცვლილებებს. მაგალითად, გამოიყოფა ციანგაზი, რომელიც იჭრება მავნებლის ორგანიზმში, უჯრედის პროტოპლაზმის მიერ ხდება მისი ადსორბცია, ირღვევა გაზთა ცვლა, იშლება ნერვული სისტემა. ამას თან სდევს სასუნთქი ცენტრის დამბლა და მავნებლის გაგუდვა.

ფუმიგაციის ეფექტიანობისთვის მრავალ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა: ტემპერატურას, ტენიანობას, მავნებლის სახეობას და სტადიას. ციანგაზის საშუალებით ბრძოლა უმეტესად მიმდინარეობს კოქციდების სხვადასხვა სახეობებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან გამძლე ამ ქიმიკატის მიმართ.

ფუმიგაციის მეთოდი (ციანნატრიუმით) გამოიყენებოდა არა მარტო მარადმწვანე, არამედ ფოთოლმცვენი მცენარეების მავნებლებზეც. მაგალითად: ვაზის ფუმიგაცია ვაზის ცრუფარიანას მიმართ. მაგრამ ციანგაზი ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს, რადგან ის აჩერებს ასიმილაციას და სუნთქვის შეჩერების შედეგად მცენარე ჭკნება. ამიტომ ამ ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა მცენარის ფენოლოგიის გათვალისწინება. მცენარის გამძლეობა დამოკიდებულია მის სახეობაზე და წლის პერიოდებზე. დიდ უარყოფით მოვლენად ითვლება ქარიანი ამინდი. ჩვენს ტენიან სუბტროპიკებში ფუმიგაცია ტარდებოდა უმეტესად ნოემბრიდან მარტამდე ისეთი ძლიერი გამძლეობის მავნებლებზე, რომლებზეც გაცილებით მეტი ეფექტიანობით გამოირჩეოდა.

გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ჩაის მავნებლების (კოქციდების) საწინააღმდეგოდ დანერგილი იყო ციანიდების შემცველი პრეპარატებით ფუმიგაცია. მავნებლების ამ სახეობებში შედიოდნენ: მანადგურებელი და ციანოფილის ფარიანები, წაგრძელებული და რბილი ცრუფარიანები.

ბრძოლისთვის მიღებული იყო სხვადასხვა ზომის სწორკუთხოვანი კარავი, რომელიც ადვილად გადაიტანებოდა ჩაის შპალერებზე. ციანნადნობს მოაყრიდნენ ჩაის შპალერების რიგთაშორისებში. კარვის გადახურვის ექსპოზიცია გრძელდებოდა 30-45 წუთით. ამ დროს გამოყოფილი ციანგაზი (HCN) შედის მავნებლის ტრაქეებში და ხუთავს მას. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა მავნებელს ეს სასუნთქი ტრაქეები დახურული აქვს და ის გადაურჩება მოხუთვას, მაგრამ საერთო ჯამში მავნებელთა მოხუთვა (დაღუპვა) უმეტესად მაღალეფექტური იყო, ხოლო ციანგაზი არ აზიანებდა ჩაის მცენარეს. პირიქით, მოფრქვეული ციანკალიუმის ფხვიერი ნაწილაკები სასუქის როლს ასრულებდა და იზრდებოდა ჩაის მცენარის ყლორტების პროდუქტიულობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაის ყლორტში და მზა პროდუქციაში ეს ციანიდები არავითარ კვალს ან (ანარჩენს) არ ტოვებს. ამ სამუშაოს თან ახლდა უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა. მიუხედავად ამისა, დიდმა მეცნიერმა, ტოქსიკოლოგმა, პროფესორმა სიმონ ქარუმიძემ ამ მეთოდს "ბარბაროსული" უწოდა და 60-იანი წლებიდან ის ამოიღეს ხმარებიდან. სამაგიეროდ, დამკვიდრდა ბიოლოგიური მეთოდი: სასარგებლო მწერის, ჭიამაიას სახეობების _ კრიპტოლემუსისა და ლინდორუსის გაშვება მავნე კოქციდების წინააღმდეგ, რომელსაც ბიოლაბორატორიებში ამრავლებენ. ციანიდი კი მცენარეთა დაცვაში აღარ გამოიყენება და სრული სიცრუე ან მიზანმიმართული ბოროტებაა ის პროპაგანდა, რომელსაც ზოგიერთი "სწავლული" ზოგჯერ ტელევიზიებიდან ეწევა, რომ ციანიდი, თითქოს, დღესაც გამოიყენება მცენარეთა დაცვის საქმეში.

 ანგელინა ნიკოლაიშვილი, მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი



 ახალი ამბები
  • "ქართუ ჯგუფმა" დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ბინა უყიდა"ქართუ ჯგუფმა" თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის ოჯახს ბინა უყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს: "ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს  საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში  იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა "ქართუმ" შეიძინა. ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა. ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას,  მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ  არასდროს მივატოვებთ"_წერს ... ...
  • დიდუბეში ავარია მსხვერპლით დასრულდადიდუბეში მსუბუქი ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა. ავარია მსხვერპლით დასრულდა.   შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის ... ...
  • "ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა" _ ილია მეორესრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორეm, დღეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში ქადაგებისას ამბიონზე აიყვანა ტაძარში მყოფი ბავშვები და დალოცა. "ყველას გილოცავთ დღევანდღელ დღესასწაულს, ბარბარობას. დღეს ბედნიერების დღეა, ბავშვების დაცვის დღეა! ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი  ვლოცავყვ ბავშვებს,ყოველ ადამიანს,ყოველ მორწმუნე ადამიანს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებული წმინდანია. წმინდა ბარბარს იყო ერთადერთი შვილი, ზრდიდა მამა, მაგრამ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი. წმინდა ბარბარემ მიიღო წრისტიანობა. სახლში გააკეთებინა მესამე ფანჯარა, ამით უნდოდა გამოესახა თავისი დიდი რწმენა წმინდა სამებისადმი. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წამება სამაგალითოა _ მას მამამ მოჰკვეთა თავი. ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა, ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობისაა, ეს რომ არ ყოფილიყო წმინდა სამების სახელობის, ჩვენ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. დღეს თქვენი დღესასწაულია, ბავშვებო. უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ კაცს ხედავს და ყველაფერი ესმის. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ხალხისათვის. მინდა ორიოდე სიტყვით, შევეხო ბავშვების აღზრას, ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით, კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ გვაქვს ერთი ნაკლი, ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ნარკოტიკს იღებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე. თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს, თქვენ არც უნდა გასინჯოთ, ეს არის საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის თავს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, ეს არის დამღვუპველი. დღეს მე მინდა, ასევე, შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, რომ ამასწინათ დიდი უბედურება მოხდა. ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა, ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", _ თქვა ... ...
  • სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს შერიგება შესთავაზა პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს პირად წერილში შერიგება შესთავაზა. ეს ინფორმაცია პარტია სამოქალაქო პოზიციის ლიდერმა, ანატოლი გრიცენკომ, დაადასტურა.გრიცენკომ სააკაშვილის მომხრეებს მოუწოდა, არ გააკრიტიკონ პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის ეს ნაბიჯი და გაითვალისწინონ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა. „სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტისადმი, მისი განცხადება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობაზე, საჯარო მოწოდება მორიგ მარშზე გამოსვლისკენ, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები პოროშენკოს სახელი, ამის ნაცვლად კი კრიტიკის საგანი ზოგადად „ხელისუფლებაა“ - მიხეილ სააკაშვილის ასეთი ნაბიჯები მისი მომხრეების უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიხეილს ახლა ძალიან უჭირს. ამით არის გამოწვეული შეცდომები და ხალხის განწყობების არაადეკვატური შეფასებები. სააკაშვილი უკრაინას სამშობლოდ მიიჩნევს, მაგრამ ობიექტურად მისი ღრმად გაგებისგან ის ჯერ ძალიან შორსაა,“ - განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.გამოცემა უკრაინსკაია პრავდამ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სცადა, მაგრამ სააკაშვილის პრესსამსახურიდან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირი პასუხი არ მიუღია. ... ...
  • ეს სერიოზული გამოცდაა - ქუცნაშვილი გახარიას შესაძლო პრემიერობაზე„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა, ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა. „ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია. თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები, ეს იქნება ამის დამადასტურებელი ნიშანი, უბანი არ არის მარტივი. ეს გამოწვევაა და მე წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, _  განაცხადა ზაქარია ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე

რძეს მუშა ფუტკრები ჯირკვლებიდან, ყვავილის...

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...
ზაფრანი

პანკრატიონის ისტორია

პანკრატიონი - შიშველი ხელით ორთაბრძოლის...

ვის გაუმართლებს სიყვარულში 2018 წელს

მართალია, ყვითელი ძაღლის წელი 2018...

საშინელი დედამთილის 10 წესი

წესი№ 1 კარგი რძლები არ არსებობენ....

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...