როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე


კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

10 სექ. 2019, 11:34:53

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი იდეალური გმირის ისტორიას, უფრო სწორად კი ზღაპარს ჰგავს, 16 წლის ასაკში დაქორწინდა, 33 წლისა დაქვრივდა და ხუთი მცირეწლოვანი შვილით შერჩა შიშით, სიცივით, გასაჭირით, სიბნელით და არეულობით მოსილ გარემოს.

ეს 45 წლის ქალბატონი მცირე მეწარმე მზია შარაშიძეა, რომელიც უკვე სრულწლოვან შვილებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში (გურიანთის თემი) ცხოვრობს და თავისი ხელწერით შექმნილი ჩურჩხელების ხელოვნებით არა თუ საქართველოს მცხოვრებთ, უცხოეთის უამრავ ტურისტს და სტუმარს აკვირვებს.

ჩურჩხელით ვის გააკვირვებ საქართველოშიო, _ თქვას, იქნებ, ვინმემ. თუმცა, ეს ქალბატონმა მზიამ შეძლო.

საოცარ ისტორიას ჰყვება მზია შარაშიძე, რომელიც დღე და ღამე მძიმე შრომაში ჩაბმული, თავისი აღნაგობით, ფრესკისებური სილამაზით და საუბრით, მოდელსა თუ კინომსახიობს უფრო ჰგავს, ვიდრე ჯაფაში გადაღლილ, ხუთი მცირეწლოვანი შვილის მარტო გამზრდელ დედას:

_16 წელი მეუღლის ოჯახში შემისრულდა. 33 წლის, ხუთი შვილის დედა მოულოდნელად დავქვრივდი. მეუღლე ამირან შარაშიძე, უცებ პნევმონიით გარდაიცვალა. მართლა სასწაული სიყვარული და მეგობრობა გვქონდა. ხულოდან ჩამოვსახლდით აქ. გასაჭირი იყო, მაგრამ თავს კარგად ვართმევდით ყველაფერს. მარტო დარჩენილი, გონს რომ მოვედი, მხოლოდ უფლის იმედი გამიჩნდა _ შვილებს თუ შრომის უსაზღვრო სიყვარულს ისე ჩავუნერგავდი, როგორც ჩვენ გვჩვეოდა, უფალი არ გამწირავდა... გამიმართლეს, გამომადგნენ შვილები! _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი და იხსენებს ჩურჩხელის ბიზნესის დაწყების ისტორიას:

ექვსი თვე არჩევდა, აცმევდა და ისევ შლიდა საჩურჩხელე მასალას თუ ჩურჩხელებს. თხილს და კაკალს ეზოშიც იწევდნენ, თუმცა, ყიდულობდა კიდეც. საბოლოოდ კი იქამდე მივიდა, რომ გარდა ნაირ-ნაირი ვიზუალისა, გემოსა თუ ნაირსახეობებისა, სახელებიც დაარქვეს. მაგალითად, "გორგოლაჭები" ყველაზე პოპულარულია, რომლის ვიზუალი ასეთია: ნიგვზის ყოველი მთლიანი უღელა ლებნის შემდეგ გარგრის, ქლიავის ან კივის ჩირი მონაცვლეობს. ერთ წყება ფელამუშში ამოვლებული ასეთი ჩურჩხელა, რომლის ზომა მხოლოდ ქალბატონ მზიას მტკაველით განისაზღვრება, ვიზუალით და გემოთი აღფრთოვანებას იწვევს.

"ცალფა" ჩურჩხელა თითო ლებნებით ან თხილისა და მარწყვის ჩირის მონაცვლეობით არის აცმული. ასევე, რა თქმა უნდა, ჩირის შერევის გარეშეც ამზადებს, როგორც ნიგვზის, ისე თხილის ჩურჩხელებს. თუმცა, ცალუღელები ნახევარი ლებნებისგან მზადდება.

ნულიდან დაწყებულ საქმეს, დღესაც ახლავს პრიმიტიული ნიშნები ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით _ საგანგებოდ მოწყობილ საშრობ ოთახში, სადაც გაზის სისტემასთან ერთად გამწოვი მოწყობილობაა დაყენებული, გაზქურაზე მოწყობილია 50 ლიტრიანი ქვაბის სადგამი თათარის მოსადუღებლად. ჭერიდან დაშვებულია მოზრდილი ზომის ხის ლარი, რომელზეც ორივე მხარეს თანაბარი დაშორებით ლურსმნებია დამაგრებული. დუღილის პროცესში ამოვლებული ჩურჩხელის ჩამონადენი ისევ ქვაბში ჩადის და ზარალი საერთოდ არ არის, ხოლო მალე ჩურჩხელა ჭერში მოწყობილ საკიდზე გადააქვთ.

_ რეცეპტის საიდუმლო გამაჩნია. ჩურჩხელა რომ მედეგი, რბილი, გამძლე, ვიზუალით საუკეთესო იყოს, მე ჩემი სტანდარტები შევქმენი, რითაც უკვე ბევრი ხალხი მოვიზიდე. გასწავლით, ოღონდ თქვენთვის, ნუ გაახმაურებთ, ეს ჩემი ბიზნესის ნაწილი და მამოძრავებელი ძალაა, _ ისე მორიდებით ამბობს ქალბატონი მზია, გეგონება რაიმე ვალდებულება ჰქონდეს.

მზია შარაშიძის საკარმიდამო ნაკვეთი ერთი ჰექტარია და ძირითადად, თხილი აქვთ გაშენებული. როგორც თავად გვეუბნება, წელს ერთ ტონაზე მეტი თხილი მოიწიეს. თავად და უფროსმა ბიჭებმა ექვსჯერ შეწამლეს. მოსავალი საუცხოოა და უკვე მოკრეფილი და მზის გულზე გამოფენილი აქვთ ეზოში. ამბობს, რომ გასულ წელს მოსავალი არ ვარგოდა, ამიტომ საერთოდ არ გააკეთა თხილის ჩურჩხელა, პროდუქციას ხარისხი რომ არ დაკარგოდა და დროებით მთლიანად ნიგოზზე გადავიდა.

_ ახლა რა მიჭირს, ადრე კი რა ვიწვალე, ენით უთქმელი ამბავია. რომ დავქვრივდი, უფროსი გოგონა 16 წლის არ იყო. დანარჩენები მან გამაზრდევინა. თურქეთის საზღვარი ახლად გახსნილი იყო. გადავდიოდი, ვყიდულობდი რაღაცეებს, ჩავდიოდი თბილისში და ზოგჯერ იმავე დღეს თუ არა, მეორე დღესვე შინ ვბრუნდებოდი. შრომის სიყვარულს ჩავჩიჩინებდი შვილებს. ჩვენ ახლაც ერთმანეთს ვეკითხებით ყველაფერს. რომ დავსხდებით, ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ დილიდან საღამომდე. ერთ ტონამდე ყურძენი მარტო დამიწურავს და ღვინო გამიკეთებია. ახლა ბიჭები მიდგანან გვერდით.

კითხვაზე, თუ საიდუმლო არაა, ფინანსურად რამდენია მათი შემოსავალი წელიწადში, ქალბატონი მზია ამბობს, რომ არასდროს დაუთვლია.

_ უყაირათო არ ვარ, მაგრამ თეთრები არასდროს დამითვლია. მთელი წლის მანძილზე ვმუშაობთ, ოღონდ საახალწლოდ და ზაფხულში მეტია მოთხოვნა. ტურისტები გიჟდებიან ჩვენს ჩურჩხელებზე. ახლა პირდაპირ ვაბარებ ბათუმში _ ძველებურად წვალება არ მიწევს. ბევრნი ვართ, მტერ-მოყვარეს არ ვაკლდები, გადასახადებს ვიხდით, რემონტიც წამოვიწყეთ, ვაპირებ საოჯახო სასტუმროს გახსნას, სადაც ჩემი ჩურჩხელების დაგემოვნების პრეზენტაციას მოვაწყობ და თქვენს მედიასაშუალებას აუცილებლად მოვიწვევ...

მეწარმე ქალთა ფორუმზე ჩვენი სოფლის დეპუტატმა მაია ზოიძემ და მერიის თანამშრომელმა ლელა სარიშვილმა წამიყვანეს. ძალიან გამიხარდა. ახლახან ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროდან მეწვივნენ. მითხრეს, რომ "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში მივიღო მონაწილეობა. მიხარია ეს ყველაფერი. ისე ვარ ჩართული საქმეში, ქვეყნიერებას მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ ბაზარზე მაქვს ყური და თვალი... _ გვეუბნება ჩურჩხელების ოსტატი და კვლავ ხელის გულს აბრუნებს ულამაზესი თითებით, მტკაველზე მიგვანიშნებს, რომლის ზუსტი სიგრძე არც თვითონ იცის. იცის მხოლოდ ის, რომ ამ თლილი თითებით წარმოუდგენელმა შრომამ და გამძლეობამ, უკვე დიდი გზის დასაწყისთან მიიყვანა შვილებთან ერთად.

სოფლის დეპუტატი მაია ზოიძე ამბობს, რომ მზია შარაშიძე ის ქალბატონია, რომელმაც ქალის ტვირთი თანამედროვე, ამ საუკუნის გაგებით ზიდა, საოცრება მოახდინა და შექმნა ნიშა, როგორ შეიძლება გახდეს იდეალური დედა, იდეალური მეწარმე მხოლოდ საკუთარი შრომით...

შარაშიძეების ოჯახი ახლა საახალწლო სამზადისშია _ ბაზარზე ორიგინალური ჩურჩხელები ორიგინალურად შეფუთული უნდა გაიტანონ. ქალბატონმა მზიამ სახელდახელოდ მის მიერვე მოქსოვილ კალათებსა და თოფხანებში უნდა მოათავსოს ნაირ-ნაირი აცმულები.

კითხვაზე, იცის თუ არა მაღალი დონის ქსოვა, მკრთალი ღიმილი ეფინება სახეზე:

_ რის აჭარელი ვარ, თუ კარგი ქსოვა და ქარგვა არ მეცოდინება? _ უკვე ნახევრად მოქსოვილი მინი-კალათაზე დამაგრებულ ჩხირებს ხელი წამოავლო და სასწრაფოდ ამოიყვანა რამდენიმე ნაყში...

ქალბატონ მზიას შვილიშვილიც ჰყავს. შვილებიდან, 25 წლის თამუნა დაქორწინებულია და ბათუმში ცხოვრობს. 27 წლის ნათია, 24 წლის შაკო, 22 წლის დათო, 11 წლის ნინო კი შინ არიან  და მას შემოჯარვიან _ შუაში დგას შავი კაბით, თმებზე შავლენტგადაკრული დედა-ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ 11 წელია, თალხი არ გაუძვრია და ამირან შარაშიძის გვარს ატარებს მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად....

რაც უფრო ღრმად შეხვალ საქართველოს კუთხეებსა და სოფლებში, მით მეტ საკვირველ ადამიანებს აღმოაჩენ, დედა-ქალბატონებს განსაკუთრებით. მზია შარაშიძე სწორედ ის ქალბატონია, როგორებმაც ჩვენი ქვეყანა ათასგზის იხსნეს და მის გაქრობას გასაქანი არ მისცეს. ამიტომ უნდა იცნობდეს მას მთელი ქვეყანა _ სამაგალითოს, თავისი არსებობით ლეგენდის საწყისს რომ უქმნის საფუძველს.




 ახალი ამბები
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....