როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

2018 თებ 14 12:22:04

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი პერიოდია. დღე იმატებს, მზე უფრო და უფრო მეტად ანათებს და ათბობს, განსაკუთრებით - შუადღისას. ხელოვნური განათება საჭირო აღარ არის. სითბოს მოყვარული, მაგრამ ჩრდილგამძლე ყვავილები ინტენსიურად იწყებენ ზრდას, სინათლის მოყვარულები კი არ ჩქარობენ, რადგან მზის შუქი ჯერ კიდევ არ ჰყოფნით.

სჯობს, ქოთანი ფანჯარასთან ახლოს იდგეს. ოთახის მცენარეთა უმრავლესობა ადრე გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისვენებს, ამიტომ მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მიწის ზედა შრე შეშრება. მოსარწყავად სჯობს გადადუღებული წყალი, რომლის ტემპერატურაც ოთახისაზე ოდნავ (1-20ჩ-ით) მაღალი იქნება.

აზალიების, კამელიების, კაქტუსებისქოთნებში მიწის ზედაპირზე დასატენიანებლად შეიძლება თოვლი დავდოთ. ფოთლები მტვრისგან სისტემატურად უნდა გაიწმინდოს სველი, კარგად გაწურული ნაჭრით. თუ ამჩნევთ, რომ ფოთოლი დაშვებულია, უმჯობესია, სული შეუბეროთ ან რბილი ფუნჯით გაწმინდოთ.

ქოთანში მიწაც უნდა გაფაშრდეს. მცენარეს ღეროები და ფოთლები პერიოდულად უნდა დაბანოთ. სასურველია, წყალში ცოტაოდენი სარეცხის საპონი გახსნათ.

აუცილებელია ოთახის რეგულარული განიავება, განსაკუთრებით - მზიან დღეებში, თუმცა უნდა ვერიდოთ ორპირ ქარს, რომელიც მცენარეთა უმრავლესობისთვის ძალიან საშიშია. არ არის სასურველი თბილი, მშრალი ჰაერი, რომელიც გამათბობლებიდან იფრქვევა და თებერვალში, ტემპერატურის მატებისას, უფრო შესამჩნევი ხდება. ტენიანობის მომატების მიზნით მცენარეს ნამავენ, ქოთნის სადგამზე ნესტიან ქვიშას ან ხავსს ათავსებენ.

აზალიებს, ჰიპერასტრუმებს, სენპოლიებს, ორქიდეებს, რომლებიც ყვავილობენ, ძალიან ფრთხილად რწყავენ ოთახის ტემპერატურის წყლით, ისე, რომ მიწას არც წყალი მოადგეს და არც გამოშრეს. ამ მცენარეებს თვეში ერთხელ შეიძლება მივაწოდოთ მინერალური ან ორგანული სასუქიც, ოღონდ - ძალიან განზავებული.

სუკულენტებს (კაქტუსებს, ალოეს და ა. შ.) ადრე გაზაფხულზე იშვიათად, ასე თვეში ერთხელ რწყავენ, ისიც _ მზიან დღეებში. მათი ქოთანი ძალიან ნათელ და ცივ ადგილას უნდა დავდგათ. მიუხედავად იმისა, რომ დღე იმატებს, ძალიან სასარგებლო იქნება დამატებითი დასხივება მცენარის წვეროდან 15-25 სანტიმეტრით დაშორებული ლუმინესცენციური ნათურით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მცენარეებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ ისვენებენ. მათ დროულად უნდა მოვაცილოთ დაზიანებული ნაწილები, ძველი ფესვები, გადავრგოთ ახალ მიწაში, მოვრწყოთ და თბილ ადგილას მივუჩინოთ ბინა.

 ოთახის მცენარე და სუფთა ჰაერი

ნორმალური განვითარებისა და ზრდისთვის ოთახის მცენარეთა უმრავლესობას სუფთა, ახალი, ნორმალურად დატენიანებული ჰაერი სჭირდება. ამ თვალსაზრისით შედარებით ნაკლებად მომთხოვნი არიან ტროპიკული მცენარეები. მშრალი ჰაერი აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს - დაბალი ტენიანობისას ფოთლის ბაგეები იხურება, რაც აორთქლებასა და ნახშირორჟანგის შთანთქმას აქვეითებს.

გარდა ამისა, ზედმეტად მშრალი გარემო მცენარეს ზრდასა და განვითარებაში ხელს უშლის, ამიტომ ყვავილების მფლობელებს ურჩევენ, გამუდმებით იზრუნონ ოთახში ჰაერის სათანადო დატენიანებაზე – ზამთარში გამათბობლებთან დადგან წყლიანი ჭურჭელი, ხოლო ზაფხულში მცენარე დანამონ.

მცენარისთვის აუცილებელია ჟანგბადით მდიდარი ჰაერი. უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ყველა ნაწილი, ფესვის ჩათვლით, სუნთქავს. სუნთქვის ინტენსივობა ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია – ახალგაზრდა მცენარეები უფრო აქტიურად სუნთქავენ, ვიდრე ასაკოვნები. სუფთა ჰაერით მწვანე მცენარეების უზრუნველყოფისთვის ოთახი რეგულარულად უნდა გავანიავოთ, გაზაფხულზე და ზაფხულში - უფრო ინტენსიურად, წლის ცივ პერიოდში კი სიფრთხილე გვმართებს - ოთახის მცენარეები მეტად მგრძნობიარენი არიან ცივი ჰაერის პირდაპირი ზემოქმედების მიმართ, ამიტომ ოთახის განიავებისას მის მწვანე ბინადარს მუყაოს კოლოფი ან პოლიეთილენის პარკი უნდა დავახუროთ.

ოთახში, სადაც მცენარეს მივუჩენთ ბინას, ჰაერი მტვრიანი და დაბინძურებული არ უნდა იყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, გვიმრა და სენპოლია, თამბაქოს კვამლს ვერ იტანს და თუ მწეველი ბრძანდებით, მათი ჯანსაღი ეგზემპლარების გამოზრდა გაგიჭირდებათ.

mkurnali.ge

 




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...