საიმედო სიახლე _ "ღორის ჭირს სამუდამოდ დავამარცხებთ!"

კარმიდამო ჩემი

საიმედო სიახლე _ "ღორის ჭირს სამუდამოდ დავამარცხებთ!"

13 აპრ. 2017, 12:18:38

ბოლო წლების მანძილზე საქართველოში გავრცელებულმა ე. წ. ღორის დაავადებამ, რომელსაც ზოგი აფრიკულ ცხელებას ეძახდა, ზოგიც მფრინავ ჭირს და კიდევ სხვა სახელებს, ქართველი მეურნის ეკონომიკური ყოფა თითქმის გააჩანაგა _ ყველა ოჯახს თუ მოქმედ ფერმებს პირუტყვის უმეტესობა დაეხოცა. გასულ წელს დაავადებამ კვლავ შემოუტია გურიის რეგიონს და აქა-იქ დარჩენილი, როგორც გურულები ამბობენ, "ძლივს გამოჯიშებული" პირუტყვი კვლავ დაიხოცა.

ოზურგეთელი ვეტექიმი თამაზ კილაძე ამბობს, რომ არავის დაუდგენია, კონკრეტულად რა სახის დაავადება იყო ეს. უფრო, ალბათ, ღორის ჭირი იყო _ პასტერელოზი.

_ საქმე იმაშიცაა, რომ მოსახლეობა აცრების საკითხს მაინც არ ექცეოდა ყურადღებით. პირუტყვის ჰაიჰარად მიშვება და მხოლოდ ნარჩენი პროდუქტით გამოკვება საბოლოოდ არასდროს მოიტანს სასურველ შედეგს. დღეისთვის ჩვენ ხელთ გვაქვს ბიოპრეპარატი "ნეტოპლასტი", რაც სრულ შემობრუნებას ახდენს ღორის გადარჩენის საქმეში, ვერანაირი ჭირი მას ვერ მოერევა, თუ ჩვენი ფერმერები, მცირე საშინაო მეურნეობის წარმომადგენლები, ზუსტად გაითვალისწინებენ რჩევას, თუ როგორ ებრძოლონ ნებისმიერი სახის ჭირს, რაც არათუ ღორს, არამედ ვერც ერთ პირუტყვს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, _ ამბობს ის.

ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ვესტუმრეთ ზურაბ და ტატიანა ჩავლეშვილების ოჯახს, სადაც ღორების გამოზრდის საქმეს ახალი მეთოდით მიუდგნენ. მათი ცდა, ასე ვთქვათ, ორი გოჭის გამოზრდის პრინციპით იწყება, რასაც უკვე, მეოთხე თვეა, შეუდგნენ.

_ ადრეულ წლებში ბევრ ღორსა და საერთოდ, უამრავ შინაურ პირუტყვს ვზრდიდით. მერე ჭირის შემოტევამ ძალიან დაგვაბრკოლა, თუმცა, ერთი ან ორი ღორის გამოზრდას მაინც ვახერხებდით, რადგან, კარგად ვიცით, სოფელში ოჯახი ისე არ იქნება, თუ საახალწლოდ მაინც, შვილებისა და შვილიშვილებისთვის ერთი ნაზარდი მაინც არ დაკალი! თუმცა, სულ შიშით ვუყურებდით, არიქა, ჭირი არ "მოფრინდეს", გოჭები მოწყენილები ხომ არ არიან, რა წამალი დავალევინოთ და ა.შ.

ახლა, როცა ყურში ჩაგვწვდა, რომ არსებობს ბიოპრეპარატი, რომელმაც შეიძლება, საოცარი დახმარება გაუწიოს ფერმერს, გადავწყვიტე, მეყიდა. ღორების სადგომიც ვეტექიმის რჩევისამებრ მოვაწყვეთ. ერთი მტკაველის სიმაღლეზე დავყარეთ ნახერხი, რომელზეც ზედაპირულად დავყარეთ ღერღილში არეული ბიოპრეპარატი "ნეტოპლასტი". გაკვირვებული ვარ _ სუნი გაქრა, რაც შეეხება ფეკალურ მასას, ნახერხში ისე იშლება, ვხუმრობ კიდეც ჩემს მეუღლესთან, ჩვენს გოჭებს ხომ არ გაუქრათ ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნა,-მეთქი, _ გვიამბობს ბატონი ზურაბი.

ქალბატონი ტატიანა ამბობს, რომ ყოველ დილით, როცა საჭმელი მიაქვს, გოჭები დაბანილი გეგონება. ამასთანავე საერთოდ არ გაჩენიათ ტილი ან სხვა რამ კანის დაავადება. ერთი, რაც აუცილებელია, ჭიის წამალი აუცილებლად უნდა მისცე. სხვა მხრივ კი, ამ ბიოპრეპარატის დახმარებით ისეთი ადვილი მოსავლელია, სამომავლოდ, აუცილებლად გავზრდით რაოდენობას და ძველებურად ხელს მოვკიდებთ მეღორეობას, რადგან ამ საქმეს ოჯახისთვის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლიაო.

ახლა ჩავლეშვილებს ერთი ნეზვი და ერთი ტახი ჰყავთ. ზურაბ ჩავლეშვილი ამბობს, რომ ნეზვს აუცილებლად საჯიშედ გაუშვებს და ასევე ღორის ხელოვნურად დანერგვის მეთოდით ეცდება, მცირე შინა სასაქონლო მეურნეობა მოაძლიეროს. ამბობს, რომ მეზობლები თუ უახლესი ნათესავებიც არიან დაინტერესებულები, რამდენად ეფექტური იქნება ბიოპრეპარატი, რომელიც ჩვენში ასე გამანადგურებლად შემოჭრილ ღორის ჭირს შეებრძოლება. აღნიშნავს იმასაც, რომ ზოგს არ სჯერა ეს ამბავი და ცნობისმოყვარეობით ელოდება შედეგს.

ვეტექიმი თამაზ კილაძე ამბობს, რომ ბიოპრეპარატი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც ყველანაირ მიკრობს სპობს, ანადგურებს მწერებს, ტილებს, უსუნოს ხდის მთლიანად ღორის ფეკალურ მასას და სუფთა გარემოსაც აყალიბებს ამ ცხოველის ირგვლივ. რაც მთავარია, ამ გარემოში ვერანაირი ჭირი ვერ ახერხებს შეღწევას.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ დაგვეხოცოს ღორები?

თამაზ კილაძე თვალყურს ადევნებს ჩავლეშვილების ოჯახში ღორების გამოზრდას ბიოპრეპარატის დახმარებით და ამასთანავე ყველა ფერმერს ურჩევს:

_ საღორეში, სადაც ერთ დედა ღორზე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული 3-4 კვ.მ. ფართი, ჯერ უნდა დაიყაროს 30-40 სმ სიმაღლის ნახერხი, რომელზეც უნდა მოვაყაროთ ერთ კილოგრამ სიმინდის ღერღილში არეული 100 გრამი "ნეტოპლასტი". პირუტყვი აქ უნდა გვყავდეს დამწყვდეულ მდგომარეობაში. ის ნახერხს თავისთავად ჩიჩქნის, რაც დამახასიათებელია ამ პირუტყვისთვის. საჭმელს და წყალს საღორედან გამოყვანის შემდეგ მივცემთ. სასურველია, საღორის ირგვლივ მცირე შემოღობილი ფართობი გვქონდეს. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ღორის ღია სივრცეში, ეზოს გადაღმა გაშვება. ამ პირუტყვს დღეში სამი კილოგრამი კომბინირებული საკვები ჰყოფნის, რომელიც თითო წილი ხორბლის, სიმინდის და სამი წილი ქერის ნაფქვისგან იქნება მომზადებული. იქნებ, დაუჯერებელია, მაგრამ საღორეს არ სჭირდება გამოწმენდა. აღნიშნული ნახერხი და ერთ ჯერზე მომზადებული ეს ბიოგარემო, პირუტყვს სამი წლის მანძილზეც კი ჰყოფნის. ჩვენში უმეტესად ერთი წლის მანძილზეც საკმარისია. ბიოპრეპარატის უნიკალური თვისება ის არის, რომ ნახერხის მასას, როგორი ფეკალური მასაც უნდა შეერიოს ღორის შიგ ყოფნისას, ხდის უსუნოს, უვნებელს, ხოცავს ნებისმიერი სახის მიკრობს, მავნებელ ტილს თუ ტკიპებს და ამასთანავე საბოლოოდ საუკეთესო სასუქი _ ნაკელიც გვრჩება ხელთ. რაც მთავარია, ამ მეთოდით მალე საქართველოში ღორის არანაირი დაავადება აღარ იქნება და ჩვენი გლეხობა, სოფლის მოსახლეობა ამოისუნთქებს. ერთი დედა ღორის და გოჭების სამყოფ ფართზე საკმარისია პაკეტი, რომელიც 80 ლარამდე ღირს და სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი საჭირო აღარ არის. მე ამ ბიოპრეპარატს "ზარმაცების წამალს" ვეძახი ხუმრობით, მაგრამ რომ დაუკვირდები, სიმართლეა, _ ამბობს თამაზ კილაძე.




 ახალი ამბები
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • „ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძემომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდებს სოფლებში დაბრუნდნენ.  „ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“,_ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...