სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

კარმიდამო ჩემი

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

2019 მარ 8 15:15:48

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ, რუსეთის სახით, გასაღების ბაზარი დავკარგეთ. ისე არ გამიგოთ, მივტიროდეთ კომუნისტების დროს, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, გლეხს და მშრომელ კაცს ძველი და წასული დრო არ მოანატროს.

აღნიშნული პროცესების შემდეგ, საქართველოში გურიას ყველაზე მეტად გაუჭირდა. ოზურგეთის რაიონს, რომელსაც მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა ჰქონდა _ მეჩაიეობა, ტუნგის, აბრეშუმის პარკის წარმოება, დაფნის მოსავალი თუ მეციტრუსეობა, დღეს მხოლოდ ციტრუსებიღა შემოგრჩა და მის სარეალიზაციოდაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ადამიანები, რომლებსაც ციტრუსოვანთა გასაღებისთვის ნორმალური ბაზარი არ გაგვაჩნია, მიტოვებული ვართ ბედის ანაბარა. დავიწყებ იქედან, როცა მანდარინი უკვე მოკრეფილია და ველოდებით მყიდველს. თუ გამოივლის ვინმე აღმოსავლეთიდან, ხომ კარგი. თუ არა და უნდა ვიყოთ ლოდინის რეჟიმში. ამასობაში ციტრუსოვანთა ნაწილი ფუჭდება.

შორსაა იქამდე, როცა ხალხს სპეციალურად შესანახი მაცივრები ექნება. თუ წინათ ყველა სოფელში იყო შემფუთავი და წვენების ქარხნები, ამჟამად ქობულეთში უნდა გაიქცე. ისიც ნაწილობრივ თუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. როცა ერთი კილოგრამი კარგი მანდარინი 60 თეთრად მიაქვთ, ე. წ. "ენესი" _ 10 თეთრი ღირს, მოკრეფა კი ყველაზე სარწმუნო გამოანგარიშებით, ერთი კილოგრამი 12 თეთრი ჯდება, რა რჩება მეურნეს? მანდარინი ხომ პანტა ან ტყემალი არ არის, რომ ჩამორეკო და შეაგროვო?

დაველაპარაკე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გელა ხანიშვილს. სარეალიზაციო პრობლემებზე რომ ვუთხარი, მიპასუხა, მიმღები ქარხნები არის ნატანებსა და კონჭკათში და ფასებიც კარგიაო, ქობულეთში კი ორი წვენების ქარხანააო. ვკითხე, ქობულეთამდე ტრანსპორტირება ხომ სჭირდება,-მეთქი და მიპასუხა, დასავლეთ საქართველოში ტრანსპორტის მეტი რააო... აი, ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი სამინისტრო გვაქვს. ტრანსპორტირებას რომ თავისი ხარჯები აქვს და მერე რომ ბევრი არაფერი რჩება გლეხს, ეს ვის ადარდებს? მე რომ ერთ ჰექტარ ფართობზე ციტრუსის წლიურ მოსავალს ვიღებ, იმის საფასური და მეტი, ერთი თვის ხელფასი აქვთ, დანამატი სხვაა. ამიტომ ვერ იგებთ, ბატონებო, ჩვენს გასაჭირს. არ თქვათ ახლა, ჩვენი ხელფასი გშურთო ან დამსახურება გვაქვს და იმიტომ ვიღებთო. დამსახურებული მაშინ იქნებით, ჩვენ, ხალხს რომ მოგვხედავთ.

თვალს ვადევნებ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად დადიან საზღვარგარეთ, თუმცა, ხალხის ეკონომიკურ ყოფაზე შესამჩნევი პოზიტივით ჯერ არაფერი ასახულა. არასდროს გაგვიგონია, რომ ციტრუსს სარეალიზაციოდ გაიტანენ. პირიქით _ დღემდე უცხოურ პროდუქტს აქეთ ეზიდებიან, ჩვენ კი ჩვენი ვერ გაგვიყიდია. რა უფლებით გვართმევენ ბაზარს? ნაჯაფი და ნაოფლარი ხალხს სახლში ულპება, ჩვენი ყველა შიდა ბაზარი კი თურქულ ციტრუსოვნებს აქვს დაკავებული.

მე და ჩემს მეზობლებს, მეგობრებს, დღემდე გვაქვს შინ გაუყიდავი მანდარინი. ხშირად გვიხდება გაფუჭებული ნაყოფის გამორჩევა. ზარალი მეტია, ვიდრე ის ნაწილი, რაც მოკრეფიდან დღემდე გავყიდეთ.

გვაინტერესებს, სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება? იქნებ, თქვენ, რედაქცია დაგვეხმაროთ, რომ მოხდეს ორგანიზებული შეხვედრა სოფლის მშრომელი ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით?

ამჯერად ციტრუსის რეალიზაციაზე ვისაუბრე, მაგრამ სხვაც ხომ უამრავი პრობლემა გვაქვს?! ხალხს უსაშველოდ უჭირს სოფელში. ახლა, მარტიდან, განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდება ეს საკითხი. ყოველ წელს ნაკლები პირუტყვი ჰყავს ხალხს. ზოგჯერ მარჩენალ ძროხასაც ყიდიან. აკვირდება ვინმე ამ პროცესებს? თუ ხუთი პროცენტი რომ იცხოვრებს ფუფუნებაში, ცოტა უფრო მეტი საშუალოდ და დანარჩენი გაჭირვებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია?!

ვახტანგ მარგალიტაძე,
პროფესიით აგრონომი,
ოზურგეთი,სოფელი კონჭკათი




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...