საფუძვლიანად ვიცოდეთ ყველაფერი თხილის შესახებ და თავდაუზოგავად ვებრძოლოთ მასზე გავრცელებულ დაავადებებს

კარმიდამო ჩემი

საფუძვლიანად ვიცოდეთ ყველაფერი თხილის შესახებ და თავდაუზოგავად ვებრძოლოთ მასზე გავრცელებულ დაავადებებს

2019 აგვ 8 13:17:28

ვიცით თუ არა ყველაფერი თხილის მცენარის შესახებ, რომელსაც ქართველმა კაცმა მეოცე საუკუნის მიწურულს მარჩენალი კულტურა უწოდა, თუმცა, ჩვენში გავრცელებული ადრიდანვე იყო? გვაქვს თუ არა უნარი და შესაძლებლობები, მიზანმიმართულად, ცოდნით აღჭურვილი და თავდაუზოგავი გულმოდგინებით ვიბრძოლოთ სწორედ ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი კულტურის დაავადებებისგან გამოსატაცებლად, საჭირო გეგმაზომიერებით, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რასაც კარგად განვითარებული ქვეყნების მოწინავე გამოცდილება გვთავაზობს და არა სტიქიურად და დაუგეგმავად.

თხილი უძველესი კულტურაა და წარმოშობილია დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქაში, 8 000-5 500 წელს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამ კულტურით დაკავებული იყო მთელი ჩრდილოეთ ევროპის უმეტესი ნაწილი. მისი დღევანდელი გავრცელების მაღალი ჰიმალაიდან კანადის ჩრდილოეთ საზღვრამდეა. თუმცა, ნარგაობანი თავმოყრილია შუა ევროპასა და მცირე აზიის ქვეყნებში, ჩინეთსა და სამხრეთ კავკასიაში, აშშ-სა და კანადაში. თხილის სასაქონლო პროდუქციას დიდი რაოდენობით აწარმოებენ თურქეთში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, თხილი ძალიან კარგად არის ადაპტირებული საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს. უდიდესია მოსახლეობის მოთხოვნილება თხილზე და განუსაზღვრელია მისი დაკმაყოფილების პერსპექტივები.

ის საოცარი მცენარეა იმ მხრივ, რომ ძალზე სარგებლიანია მრავალი მიმართულებით და მისი მოვლა-მოყვანა ყველაზე ნაკლებ შრომატევადია სხვა კულტურებთან შედარებით, ამიტომ ის, როგორ ფართოდაც უნდა გავრცელდეს, არავითარ კონკურენციას არ უწევს სხვა კულტურებს.

თხილის გული ძალზე მდიდარია ცხიმებით _ 60-70%, ცილებით _ 15-16%. საუკეთესო გემოს მქონეა თხილის ზეთი, ორგანიზმი ადვილად ითვისებს მასში გახსნილ ვიტამინებს. ამიტომ მისი კვებითი ღირებულება ძალზე მაღალია. კალორიის მიხედვით თხილის გული ორჯერ აღემატება ხორბალს, სამ-ოთხჯერ _ ხორცს, 8-9-ჯერ _ რძეს.

თხილის გული დიდი რაოდენობით შეიცავს ლეციტინს, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის ნორმალურ მუშაობას, აფერხებს პარკისონის დაავადების წარმოშობას, აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას. იგი მდიდარია კალიუმის, ფოსფორის და მაგნიუმის მარილებით, რომელთა ნაკლებობა ხშირად იწვევს გულის დაავადებებს, ნევროზს. თხილის მიღებით რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა. შეიცავს იოდს და ჩიყვის საწინააღმდეგოდ უებარი საშუალებაა.

თხილის ნაჭუჭის ნახარში სახალხო მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ხველების წინააღმდეგ. თხილის ხის და ბუჩქის მკვრივი, ლამაზი მერქანი გამოყენებას პოულობს საოჯახო და სხვა დანიშნულების ნაკეთობათა დასამზადებლად. თხილს აქვს ძლიერი და ამავე დროს ჰორიზონტალურად, ნიადაგის ზედა ფენებში განლაგებული ფესვები, რითაც ამაგრებს და იცავს ნიადაგს ეროზიისგან, რაც სხვა კულტურებისთვის გამოუყენებელ ადგილზე თხილის გაშენების შესაძლებლობას იძლევა.

თხილის უხვი და მყარი მოსავლის მიღების აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თხილის კულტურის დაცვას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან, რომელთაც თავიანთი განვითარებისა და გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობების დადგომისას შეუძლიათ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ აღნიშნულ კულტურას. აქედან გამომდინარე, თხილის კულტურაზე ასოცირებული მავნე მიკროორგანიზმების კვლევას, მათ გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების ხელშემწყობი პირობების დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად, ანასეულის კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც ანალოგი არ აქვს, შესწავლილია 51 სხვადასხვა სახეობის სოკო. გაამახვილეთ ყურადღება სწორედ ამ დაავადებებზე, რომელმაც ბოლო წლებში ეს საოცარი, მართლაც მარჩენალი კულტურა კატასტროფამდე მიიყვანა.

გამოვლენილი სოკოებიდან თხილის მცენარისთვის უარყოფითი მნიშვნელობით გამოირჩევა თხილის ნაცრისფერი სიდამპლე _ ის აავადებს ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებს და ნაყოფებს, დაავადებულ ორგანოებზე ჩნდება მოწითალო-მოყავისფრო, ხოლო შემდეგ მუქი ყავისფერი სხვადასხვა ფორმისა და ზომის სველი ლაქები, რომლებიც გაშრობისას იღებენ ნაცრისფერს. სოკოს განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებში ლაქა ფერს არ იცვლის, ინარჩუნებს პირვანდელ ყავისფერს, იფარება ნაცრისფერი ფიფქით, რის შედეგადაც ახალგაზრდა ფოთლები რბილდება, ჭკნება და ცვივა. ნაყოფის დაავადებისას, სოკო ჯერ აავადებს გარეთა ნაწილს, შემდეგ სველი ლაქის სახით, რომელიც თანდათან ყავისფერდება, გადადის ჯერ კიდევ რბილ ნაჭუჭზე და იკავებს ნაყოფის დიდ ნაწილს. დაავადებული უმწიფარი ნაყოფის პერიკარპიუმი შრება, იჭმუჭნება, შიგ ნაყოფი არ ვითარდება, ჭკნება და ცვივა, ხოლო დაავადებული მწიფე ნაყოფი ძლიერ ზიანდება.

გახსოვდეთ, ეს დაავადება უმეტესად გავრცელებულია თხილის შემდეგ ჯიშებზე: გულშიშველა, ხაჭაპურა, დედოფლისთითა და შველისყურა.

თხილის ყავისფერი სიდამპლე _ ის აავადებს ფოთლებს, ყლორტებს, ტოტებს, ნაყოფს. ფოთლებზე მუქი ყავისფერი, სხვადასხვა ზომის მომრგვალებული ფორმის ლაქები ვითარდება. ლაქაზე სოკოს ნაყოფიანობა წვრილი, პატარა ზომის შავი წერტილების სახით ჯგუფურადაა განვითარებული. დაავადებულ ნაყოფებზე მუქი ყავისფერი ლაქები მოშავო ფერის არშიითაა შემოვლებული, რომელზედაც ნაყოფიანობა ისეთივე სახისაა, როგორც ფოთლებზე. დაავადებული ნაყოფი ლპება. ტოტის და ყლორტის ხმობა ყოველთვის წვეროდან იწყება. დაავადებულ და საღ ნაწილს შორის მუდამ მკვეთრი საზღვარია.

თხილის ვარდისფერი სიდამპლე _ ამ დაავადებით ზიანდება როგორც ხეზე, ისეც დაკრეფილი და შენახული. ეს სოკო თავდაპირველად აავადებს ნაყოფის მფარავ ნაწილს, შემდეგ კი რბილ ნაჭუჭს, იქედან შედის თხილის გულში, რის შედეგადაც თხილის გული ყავისფერდება, მწარე გემოს იღებს და ლპება. დაავადებული ნაწილები იფარება მოვარდისფრო ფიფქით.

თხილის ნაცარი _ იგი აავადებს, როგორც კულტურულ, ისე ტყის ჯიშებს. ავადდება ფოთლები, რომლის ქვედა მხარეზე პირველად მოყვითალო, ხოლო შემდეგ მოშავო სხეულები ჩნდება, რომლებიც წარმოადგენენ სოკოს ჩანთიან ნაყოფიანობას _ კლეისტოკარპიუმს ორი ტიპის დანამატით, რითაც ის განსხვავდება სხვა ნაცროვანი სოკოებისგან. სოკო ჩამოცვენილ ფოთლებში ზამთრობს ჩანთიანი ნაყოფიანობით. გაზაფხულზე დაავადება განახლდება ასკოსპორებით, რომლებიც კლეისტოკარპიუმიდან, კედლის მექანიკურად გახსნის შემდეგ, თავისუფლდება. დაავადების გამოჩენა იწყება გაზაფხულის ბოლოს და გრძელდება გვიან შემოდგომამდე.

წინა წლებში თხილის ნაცარი ზაფხულის შუა პერიოდში გამოვლინდებოდა, ძირას ფოთლების ჩამოცვენა მცირე რაოდენობით აგვისტო-სექტემბერში ხდებოდა და მას მცენარისთვის მნიშვნელოვანი მავნეობა არ მოჰქონდა. 2018 წელს თხილის ნაცარი ფართოდ გავრცელდა და თხილს დიდი ზიანი მიაყენა. ფაქტობრივად, 2017-2018 წლებში მოხდა თხილის დაავადებათა აფეთქება _ ეპიფიტოტია.

ეპიფიტოტია გამოიწვია სოკოების განვითარება-გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობამ, ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩაუტარებლობამ, მავნებელ ხოჭოს _ ფაროსანას გავრცელებამ, რომელმაც ინფექცია სხვადასხვა მცენარეებზე გადაიტანა. საერთოდ მემცენარეობაში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზღვრებს გარედან ჰაერის ნაკადით შემოტანილი ინფექცია.

თხილის დაავადებათა საწინააღმდეგოდ აუცილებლად თანმიმდევრულად უნდა ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები _ როცა დავასრულებთ მოსავლის აღებას, არსად არ დავტოვოთ, ისე გამოვჭრათ დახავსებული და მღიერებით დასახლებული ღეროები, ტოტები. ძლიერ დაავადებული და გამხმარი ტოტები მოჭრისთანავე გავიტანოთ თხილნარებიდან და დავწვათ. ხშირად არ აკეთებენ ამას ადამიანები და გულგრილად შენიშნავენ, რომ თითქოს, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, დაწვავენ თუ არა. ასევე, აუცილებელია ჩამოცვენილი ფოთლების და ხეზე შერჩენილი დაავადებული თხილის ბურჩხების შეგროვება და დაწვა. გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში საჭიროა თხილის მცენარის ირგვლივ ნიადაგის შემობარვა. ამ დროს დაავადებული მცენარის ნარჩენები, რომლებშიც სოკოები და სხვა მავნე მიკროორგანიზმები იზამთრებენ, ნიადაგის ღრმა ფენებში მოექცევა და ლპება.

თხილის მცენარის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ საჭიროა ჩატარდეს სამკურნალო ღონისძიებები, შემდეგი პრეპარატებით, 1% ბორდოს სითხე ან 0,5% სპილენძის ქლორჟანგი ან 0,15-0,2% ზატოსტარი ან იგივე პროცენტით ჯეკოპოტის ან ზახისტის ხსნარი. პირველი შესხურება ვეგეტაციის დაწყებამდე უნდა მოხდეს, მეორე და მესამე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 10-15 დღის ინტერვალით. ნაცრის საწინააღმდეგოდ კარგ შედეგს იძლევა დაფქული გოგირდის შეფრქვევა ან კოლოიდური გოგირდის 0,5, 1,5 %-იანი ნაზავი. ეს შეიძლება 4-5-ჯერ გამოიყენო საჭიროების შემთხვევაში.

თხილის დაავადებათა წინააღმდეგ ღონისძიებათა ჩატარების კალენდარულ გეგმას მიყევით თანმიმდევრულად: ზაფხულში, აგვისტოდან, როცა თხილს ვკრეფთ, ნუ დაიზარებთ ნარჩენების, ჩამომსკდარი ტოტების თუ სხვადასხვა ზედმეტი გროვების გატანას, კრეფის პარალელურად. შემოდგომაზე ყველა დაავადების წინააღმდეგ იმოქმედეთ, რაც გამოიხატება თხილნარების სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მაღალი ხარისხით დაცვაში _აუცილებელია მღიერებით დასახლებული და ხავსით დაფარული ტოტების გამოჭრა, ნაკვეთის მოშორებით გატანა და დაწვა. თუმცა, ამ ყველაფერს ბევრი ნაწილობრივ აკეთებს. ამიტომ გვიანდება თხილნარების მთლიანად გაუმჯობესება. გაზაფხულის სავეგეტაციო პერიოდში საჭიროა თხილის ნაცრის და ცრუნაცარა სოკოების, სიდამპლეების, ლაქების, ალტერნარიორიზის, ფუზარიოზული დაავადებების საწინააღმდეგო შესხურება ზუსტად და თანმიმდევრულად.

გახსოვდეთ, როგორც ავადმყოფის სრულად განკურნებისთვის არ შეიძლება დანიშნულების შეცვლა ან რომელიმე პუნქტის გამოტოვება, ისეთივე მიდგომით უნდა მოვუაროთ თხილის მცენარეს, თუ გვსურს საუკეთესო შედეგი და აქედან გამომდინარე ძლიერი საოჯახო ეკონომიკა.

 ლამზირი ბერიძე,
ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...