სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

კარმიდამო ჩემი

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

2018 თებ 14 12:12:29

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის ნამდვილი მშვენებაა და ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სელექციონერებმა მისი ათასობით ჯიში შექმნეს, რომლებიც ერთმანეთისგან არა მხოლოდ ყვავილებით განსხვავდებიან, არამედ უკვე ფოთლების ფორმებითა და შეფერილობითაც. ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ჭრელფოთოლა იები, რომლებსაც ნაირფერი ყვავილები ამშვენებს.

სენპოლია გამორჩეულია იმითაც, რომ ის ყვავილებით მთელი წელი გვანებივრებს. დაყვავილების ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ ია გარკვეული პერიოდი ისვენებს, შემდეგ კი ისევ ყვავილობას იწყებს.

სენპოლიას მოვლა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია რამდენიმე წესი დავიცვათ. ვისაც ეს ლამაზი მცენარე ჯერ არ ჰყავს ურჩევთ მისი მოვლა ყველაზე გავრცელებული, იასამნისფერი ან თეთრი ფერის ხუთფურცლიანი იით დაიწყოს, რადგან ახალი სახეობის ჰიბრიდებისგან განსხვავებით, ისინი ოთახის პირობებს უკვე შეგუებული არიან და ადვილადაც ხარობენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ იას ბევრი წყალი არ უყვარს, თორემ ფესვები დაულპება. წყალი მაშინ დაუსხით,როცა ნახავთ, რომ მიწა შემშრალი აქვს. წყალი არ უნდა მოხვდეს მცენარის ფოთლებს, რადგან დალპება. მორწყვის დროს ფრთხილად აუწიეთ ფოთლები და წყალი ისე დაასხით. შეგიძლიათ წყალი პირდაპირ ქოთნის ნაცვლად ლამბაქზე დაასხათ - ასე მცენარე სითხეს დაბლიდან შეიწოვს და ფოთლების დასველებას თავიდან ავიცილებთ.

სენპოლიას არ უყვარს მწველი მზე, ამიტომ ზაფხულში შუადღის მზეს უნდა მოვარიდოთ, თორემ ფოთლები დაეწვება. თუმცა უხვი ყვავილობისთვის მას კარგი განათება სჭირდება და ნათელი ფანჯრის რაფაზე დადგით.

როგორ გავამრავლოთ სენპოლია? _  პირველი ეტაპი გასამრავლებლად ვარგისი ფოთლის შერჩევაა. ვინც დაფესვიანებას პირველად აპირებს, უმჯობესია ისეთი ფოთოლი შეარჩიოს, რომელსაც გახარების მეტი შანსი აქვს. ასეთი კი, როგორც სელექციონერები გვირჩევენ, შუა რიგის ფოთლებია, რადგან სულ ქვედა ანუ ძველი ფოთლები ხშირად იღუპებიან, ძალიან ახალგაზრდა ფოთლები კი ცდილობენ თავად გაიზარდონ და შვილების ამოსვლა უჭირთ.

თუმცა, ეს წესი აქსიომა არ არის და ვისაც ამ საქმეში ხელი "გაწაფული" აქვს, ნებისმიერი ფოთლის გახარებას წარმატებით ახერხებს. შერჩევის შემდეგ ფოთლის ღერო გადავჭრათ იმ ზომაზე, რომ 2-3 სანტიმეტრი დარჩეს (რადგან გრძელი ღეროს შემთხვევაში ამონაყარს მიწის ზემოთ ამოსვლა გაუჭირდება), მოვაყაროთ დაფხვნილი ნახშირი (ეს დეზინფექციისთვის არის საჭირო, თუმცა უამისოდაც შეიძლება) და ჩავრგათ შესაფერის მიწაში. ზოგი ფოთოლს წყალში აფესვიანებს და მიწაში ამის შემდეგ გადააქვს.

როგორი მიწა შევარჩიოთ დასაფესვიანებლად? _  დასაფესვიანებლად მსუბუქი მიწაა საჭირო. ამისათვის კარგია, თანაბარი რაოდენობით (ერთი წილი მიწა, ერთი წილი აგროპერლიტი) მიწისა და აგროპერლიტის (იყიდება ყვავილების მაღაზიებში) ნარევი. აგროპერლიტი მიწას აფხვიერებს და ახალ ფოთლებს ამოსვლას უადვილებს. სანამ ფოთოლი დაფესვიანდება, მიწა მუდმივად ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ ძალიანაც არ უნდა დავასველოთ, თორემ ფოთოლი დალპება. დასაფესვიანებლად ყველაზე კარგი პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა. ზაფხულში ძლიერი სიცხის გამო შესაძლოა ფოთოლი დალპეს, ზამთარში კი - შესცივდეს.

ხშირად ახალბედებს დაფესვიანების დროს ფოთოლი ულპებათ. ეს რომ არ მოხდეს, მუდმივი ყურადღებაა საჭირო.

თუ შეამჩნევთ, რომ ფოთოლმა მოიწყინა, სათბურში ჩასვით. ეს ძალიან მარტივია - ქოთანი შეფუთეთ ერთჯერად გამჭვირვალე ცელოფანში და სიგრილეში დადგით. უჰაერობის არ შეგეშინდეთ, არაფერი მოუვა, პირიქით, ნახავთ, რომ მეორე დღეს მცენარე გამკვრივებული იქნება.

რაში ჩავრგათ დასაფესვიანებელი ფოთოლი? _  ამისათვის კარგია პატარა ზომის ჭურჭელი, მაგალითად ერთჯერადი ჭიქა, რომელსაც ძირი უნდა გავუხვრიტოთ. ჭიქის ძირზე მოვათავსოთ პენოპლასტის ნატეხები, რაც დრენაჟისთვის არის საჭირო, შემდეგ ჩავყაროთ მიწა, ჩავრგოთ ფოთოლი, მოვრწყათ და დაველოდოთ დაფესვიანებას. გაითვალისწინეთ, რომ სენპოლიას პატარა ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის დიდი ზომის ქოთანი არ შეიძლება. დიდ ქოთანში მიწა შეიძლება დამჟავდეს.

რა დრო სჭირდება დაფესვიანებას: აქ მოთმინების გამოჩენა გმართებთ. იის დაფესვიანებას 2 კვირიდან ზოგჯერ 2 თვემდე პერიოდიც კი სჭირდება.

დაფესვიანების შემდეგი ეტაპია ახალი ფოთლების ამოსვლა.

ეს პერიოდიც საკმაოდ ხანგრძლივია და შეიძლება 2 თვემდეც გაგრძელდეს, თუმცა შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ლოდინი ღირს!

mkurnali.ge




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...
ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...