"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

19 ნოე. 2020, 13:51:37

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხემლისხიდში იმ ოჯახის წარმომადგენელია, სადაც ჩვენს ქვეყანას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, სამი ომის ვეტერანი ჰყავს. ამ სათვალავით, საქართველოში ეს ოჯახი ერთადერთია. მამა _ ომის ვეტერანი ბადრი მახარაძე, არც ისე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. და, _ ომის ვეტერანი ლალი მახარაძე დღეისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

_ როცა მამა ასაკში შევიდა, სოფელს დავუბრუნდი. სად არ ვმუშაობდი. ფრუნზეს აკადემიის დამთავრების შემდეგ, დიდხანს ვიმყოფებოდი დიპლომატიურ სამსახურში, თუმცა, ჩემს მამულს, სახლ-კარს არაფერი მირჩევნია. აქ ისეთი მიწა-წყალია, იმდენი ნაშრომი აქვს ჩემს მშობლებს, აქაურობას როგორ შეველევი? ოღონდ ახლებური მიდგომით ვიწყებ. ყველანაირი კულტურა გვაქვს, თუმცა, როცა "ადესა" ავჭერი და ჩხავერი და საკმიელა დავრგე, მამაჩემის განაწყენება მომიხდა. მართლაც ისე ლამაზად ჰქონდა ტალავერი გაკეთებული, სულ ყურება მოგინდებოდა.

ახლა მთავარი საქმე ჩემთვის ვენახია და ერთსაც გეტყვით _ რაც არ უნდა ნადი და მუშახელი დამჭირდეს, ვენახთან სხვას ვერ მივუშვებ! თითოეულმა ლერწმა ჩემს ხელში უნდა გაიაროს. სასწაულია ჩხავერი და საკმიელა. შინ შესვლა არ მინდა... გურულ ჯიშებზე მაქვს ორიენტირი და უნდა მივყვე ბოლომდე, _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი შოთა მახარაძე, თან ახლადგაშენებულ ვენახის მწკრივებს თუ ტალავერს შორის მიგვიძღვება.

შოთა მახარაძის საკარმიდამო ნაკვეთი სულ ორ ჰექტარ ფართობს მოიცავს და აქ ძალიან კარგად არის წარმოდგენილი შერეული მეურნეობის სრული იერ-სახე.

საკარმიდამოს მარჯვენა მხარე ფეიჰოას და კივის მწკრივებს უჭირავს. მარცხნივაც ფეიჰოას მწკრივია. სახლის მიმდებარედ კი _ ვაშლის, ხურმის, სხვადასხვა ხეხილოვნების ძველი და ახალი ნარგავები. მოშორებით, ერთ ჰექტარ ფართობზე სიმინდის ყანა აქვს.

_ სასწაული მიწაა აქ. შრომას მოგანდომებს. სახლის უკან მდინარე ნატანები ჩამოდის, ეზოში ჭა და ორი წყარო მაქვს. ასევე, მაქვს მთიდან გამოყვანილი წყალი. უფრო ტექნიკური მიზნით ვიყენებ, _ ამბობს 50 წლის მეურნე, რომელმაც, ამ ზაფხულს, მეუღლესთან ერთად, მარტო ბოსტანში სამას კილოგრამზე მეტი კიტრი მოიწია.

შერეული აგროკულტურები ირგვლივ სად არ ჩანს. საბოსტნე ფართობის მიღმაც, სადაც კი ვენახია გაშენებული, ყველა კუთხეში, როგორც თავად ამბობს, "გამორგულია" წიწაკა, "ბულგარული", პომიდორი თუ სხვადასხვა ბოსტნეული.

 _ მიწაა აქ საუკეთესო. ნაკელი მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ შემაქვს. თუმცა, მწირიც რომ იყოს, ორი ჰექტარი ფართობის მოვლა, გლეხმა უნდა შეძლოს. გურია მცირემიწიანი მხარეა. სასოფლო-სამეურნეო ფართობები აქ ცოტაა. ამიტომ მეურნემ წინასწარ უნდა გათვალოს, რა უნდა მოიყვანოს და რამდენი, რომ ჯერ ოჯახის კარგად რჩენა შეძლოს და მერე გასაყიდად მოწეულის რეალიზაციაზე იფიქროს. თუ ერთ კულტურას ამოვიჩემებთ ამ რაოდენობის ფართობზე, დიდ ფულად შემოსავალს ვერც ერთი დასახელების კულტურისგან ვერ მივიღებთ. ამიტომ მე ყველას ვეუბნები და ვურჩევ, რომ მცირემიწიან ფართობში საუკეთესო გამოსავალია შერეული მეურნეობის წარმოება, _ გვეუბნება ბატონი შოთა და ღიად გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის ასე მიდგომა ყველასთვის სავალდებულოდ უნდა იქცეს. გამოთქვამს სინანულსაც, რომ ბევრ ადამიანს შრომა ეზარება.

_ ხან იმდენი ნერგი, ჩითილი გამოვთხარე სხვადასხვა აგროკულტურის, მაგალითად, კიტრის, პომიდვრის, თუ სხვა, წამღებიც არავინ იყო და გადავყარე. ნერგს რომ დარგავ, მიხედვა უნდა. არაა ეს ძნელი. დილით ადრე ორი საათით და საღამოსაც, ასევე, ორი საათით რომ ჩავიდეს ადამიანი მამულში, დამერწმუნეთ, საქმეს საათივით ააწყობს. ვერ გამდიდრდება, ასე დიდ ფულს ვერ იშოვის, მაგრამ სახლში ექნება უმთავრესი სიმდიდრე _ საჭმელ-სასმელი, სტუმრის არ შეეშინდება, ზამთრის და ავადმყოფობის. ეზარებათ ეს. არადა, არავინ არ მოგვცემს მუქთად არაფერს. მიწასთან ერთად უნდა იბრძოლო, მის მხარდამხარ და ეს ფერხული, თუ არ უღალატებ, შედეგს მოგცემს. ღალატია ის, როცა სამ დღეს, ერთ კვირას არ შეივლი ბოსტანში თუ ვენახში და მომდევნო სამ დღეს იმუშავებ _ ასე არ გამოვა. 30 წელია, დაინგრა კომუნისტური წყობილება და ხალხი კიდევ რაღაცეებს იხსენებს, რაღაცაზე ოცნებობს... ვერ ისწავლეს შრომისადმი საგულდაგულო, დაგეგმილი მიდგომა, _ გულწრფელი თხრობითა და შენიშვნებით გამოირჩევა ჩვენი მასპინძელი.

მას უხარია, რომ გურიაში ძალიან საამო ქარმა დაბერა ვაზის გურული ჯიშების მოძიების, მოშენების და განახლების მხრივ. ამის გამო კი მადლიერებას გამოთქვამს ცნობილი ვაზის ტრფიალის, ვაზის გურული ჯიშების მაძიებლის, ანდრო ვაშალომიძის მიმართ.

_ ბატონმა ანდრომ მომცა ჩხავერის და საკმიელას ნერგები. მოვლაც მისებური მასწავლა. ასევე, კივის გასხვლა ცნობილი ფერმერისგან, კაკო ღლონტისგან ვისწავლე. ვიყავი მიჩერებული _ კივმა შვიდ წელიწადს არ გამოისხა. თურმე, შეცდომით ვსხლავდი. მერე ბატონ კაკოს მივმართე, იმავე წელს გამოისხა და ახლაც ხედავთ, როგორი მსხმოიარეა, _ იცინის ბატონი შოთა, _ საკუთარ ამბავს რატომ ვყვები ახლა, იცით? სირცხვილი ის კი არაა, რომ არ იცი და იკითხავ. სიზარმაცეა სირცხვილი და კაცის წამხდენი.

შერეულ მეურნეობაზე ორიენტირებული შოთა მახარაძე ამბობს, რომ ჯერ, მუშაობის დაწყებამდე, მობილიზება უნდა მოახდინოს ადამიანმა. თუ მიწა მწირია, უნდა გამოკვებო. გურიაში, უმეტესად მოკირიანება სჭირდება ნიადაგს. ამის გარეშე არ გამოვა. შემდეგ კი, უღალატო შრომის პირობებში, შედეგი თავისით დადგება.

მას ახლა გადაწყვეტილი აქვს, შინაური პირუტყვიც მოაშენოს. დაიწყო ძროხებისა და ღორების მოსათავსებელი ზომიერი სადგომების მოწყობა. ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ხუთი მსხვილფეხა რქოსნის და ამდენივე ღორის მოყვანას აპირებს. შინაური პირუტყვის მოშენების იდეა, როგორც თავად ამბობს, მის მეუღლეს, მანანა მახარაძეს ეკუთვნის.

_ მარტო მრავალწლოვანი ხეხილოვნების, ვენახის და აგროკულტურების იმედად ვერ ვიქნები _ შინაური ფრინველი და პირუტყვი აუცილებლად უნდა მოვაშენოთ. ჩემმა მეუღლემ ჩემზე ადრე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ საქმეს მარტო ვწვდებით. ნადი ხანდახან გვჭირდება. მაგალითად, სიმინდის ტეხვის დროს. მერე კი, როცა მეურნეობას მოვაძლიერებ და ეს მალე იქნება, რამდენიმე ადამიანის, ჩემი თანასოფლელების დასაქმებასაც შევძლებ. ვიცნობ მუყაით ადამიანებს და შერჩევა არ გამიჭირდება. ესაა, ყველამ უნდა იშრომოს და სოფელი ფეხზე დადგება. საზღვარგარეთ რომ ვიყავი, ბევრ ქართველ უსაქმურს ვნახულობდი. "რა გავაკეთო, იქ რომ დავბრუნდე?"_ ამბობდნენ ისინი. დამერწმუნეთ, ვინც აქ არაფერს არ აკეთებს, ის უცხოეთშიც ტყუილად დაყიალობს. ვინმე იქაური შეძლებული ქართველის ან სხვა ნაცნობების იმედად. როგორ ვაკეთებ მე? თბილისშიც მაქვს სახლი, თუმცა აქ, ამ გარემოში სიცოცხლეც გაცილებით მწყურია და შრომაც. ასეთია ჩემი აზრი და მინდა, ყველა ავიყოლიო, ვინც დამიჯერებს და ამყვება, _ თავის საფიქრალს კვლავ გულწრფელად გვიამბობს ბატონი შოთა.

მას ორი შვილი ჰყავს, რომლებმაც უმაღლესი განათლება უკვე მიიღეს. გოგონა თბილისში მუშაობს, ვაჟი _ ნიკა უცხოეთშია და მალე სოფელში დაბრუნებას აპირებს.

_ მინდა, ჩემს ვაჟს მზადყოფნაში დავხვდე. მეურნეობა უნდა გავაძლიეროთ... _ ამბობს ის და მეტად ტრაგიკულ რეპრესიების ამბებს იხსენებს, რაც მის ბებია-ბაბუებს და ბიძებს ხვდათ წილად:

_  ყველა კატორღაში გაასახლეს. დახვრიტეს...მამაჩემი პატარაობიდან მამიდებმა გაზარდეს. მერე დაბრუნებულა აქ, ტრიალ, გავერანებულ ფართობზე და მაინც ფერფლისგან აღუდგენია ყველაფერი... მინდა, კვალში გავყვე მშობლების თავგანწირული შრომისა და ბრძოლის ტრადიციას. მიწის სიყვარული მაცოცხლებს და მინდა, ჩემს შთამომავლობასაც ეს ასულდგმულებდეს...

მართლაც სულის შემძვრელია ექიმი ბაბუის და მთელი საგვარეულოს წარმომადგენლობის დახვრეტა-გაციმბირების ისტორია. ამ ოჯახის შვილებმა თავადაც გმირობით განაგრძეს ცხოვრება _ როგორც დასაწყისში ვთქვით, ქვეყანას ერთი ოჯახიდან სამი ვეტერანი ჰყავს, რასაც _ გმირობის გაუხმოვანებელ ისტორიას, ჩვენ სხვა კონტექსტით, მალე მივუბრუნდებით...

 ახლა კი წარმატებას და დასახული მიზნების გახორციელებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს, რომელიც გვპირდება, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ეყოლება 15 ძროხა მაინც, ამდენივე ღორი, მოიწევს დიდი რაოდენობით ყურძენს, კიტრს, თხილს, ციტრუსოვანს და მრავალნაირ აგროკულტურას.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელმა ლეიბორისტმა, დავით მამალაძემ რაიონულ პროკურატურას მიმართადღეს, ოზურგეთში, იუსტიციის სახლთან,  ჟურნალისტებთან  განცხადება გააკეთა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მამალაძემ. მან  თქვა, რომ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის, ცხემლისხიდის #50 საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღეს ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის 70-მდე ხმა დაფიქსირდა.  მოწმეებიც არსებობს, თუმცა   ეს ციფრი ქურდულად მოიპარეს  და ახლა ჯერი ოზურგეთის პროკურატურაზეა, როგორ გამოიძიებსო. _უპრეცედენტო ფაქტის წინაშე ვდგავართ. 30 წლის განმავლობაში პირველად,  ამომრჩეველი მიმართავს პროკურატურას საკუთარი ხმის დასაცავად.    სანამ გვიანი არ არის,  პროკურატურას ვთხოვთ, გამოიძიოს და აღძრას საქმე   იმ კრიმინალებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ, ვინც გაყიდა არჩევნები _  განაცხადა მამალაძემ. აქვე იყვნენ ცხემლისხდის მცხოვრებლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათი ხმები გაქრა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას მისცეს. ცხემლისხიდის ამ უბანზე, არჩევნებზე,  ლეიბორისტულ პარტიას არცერთი ხმა არ დაუფიქსირდა. _საკუთარ თავსაც არ მივცემდი ხმას? _ ასე სვამს კითხვას ... ...
  • "არ ვიცი, ზურას რა დაემართა, მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდება" _ იაგო ხვიჩიაზოგადად, მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო, მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“. მისი თქმით, არ იცის, თუ რა გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საბაბი. „მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. პოსტის საბაბი რა იყო, მეც ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი და მე ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ. პროპორციული სიის სათავეში ჩვენ კი არ ვართ, ზურა ჯაფარიძე ერთი და ყველა გირჩი გაკვირვებული ვართ. ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ ხალხი არსებობს რომლებიც ასე მიიჩნევდნენ. მე არსად წავალ მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე . გირჩი მე ვარ, ზურაც გირჩია და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ ერთ აზრზე ვართ“, – წერს იაგო ხვიჩია. სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ ... ...
  • თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის (R)თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს,  შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება. პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან. ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს: სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას. ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას. ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე. პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ. „ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ.  სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს - Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს - ჯანმრთელობაზე ზრუნვას", - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED-ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა. პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:  https://bit.ly/TBCICOV19 ... ...
  • როგორი იქნება 2020-2021 წლის ზამთარი საქართველოშისამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე. დეტალური ინფორმაცია ზამთრის სეზონის შესახებ იხილეთ გარემოს ეროვნული ... ...
  • "რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის თუ ჩვენ გვაგდებს? _ დაპირისპირება "გირჩში"არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო, ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა. მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა, _  ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის თანაპარტიელმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. „მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია. წარმოუდგენელია იაგოს განცხადება ყოფილიყო ამის მიზეზი, ვერასდროს დავიჯერებ ამას. თვითონაც არ ამბობს. მე ვიცი, რომ ორშაბათს საღამოს ულტიმატუმი წაგვიყენა, იაგოს უფრო დიდწილად, რომ პარტიის მართვას ჩამოსცილებოდა. ჩვენ გარკვეულ თემებზე არსაუბრის ცენზურა არ გვქონდა, რა თქმა უნდა, "გირჩში" ეს წარმოუდგენელი ქცევაა. თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით. მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს, არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა. თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...