"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

2018 დეკ 10 10:00:24

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის, ვისაც განსაკუთრებით ხელეწიფება საკუთარი კარმიდამოს ნაირფერი ყვავილებითა და ნაირგვარი დეკორატიული მცენარეებით ორიგინალურად მორთვა და განაშენიანება, მარინა ჩხაიძე მაინც გამორჩეულია, საკუთარი ხელწერითა და გემოვნებით. უმთავრესი იდეა მისი ჩანაფიქრისა მუდამ იყო ის, რომ ზამთარ-ზაფხულ მწვანე და აყვავებული გარემო ჰქონოდა, რაც ეზოში გამოსვლის უმალ განსაკუთრებულ გაწყობას შეუქმნიდა. ამ ჩანაფიქრის გასახორციელებლად კი უმეტესად აქცენტს მარადმწვანე მცენარეებზე აკეთებდა.

მარინა ჩხაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მკვიდრია. აქვე, სოფლის საჯარო სკოლაში, რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და პროფესიულ საქმიანობასა და საოჯახო საქმეების შუალედში განსაკუთრებული ზრუნვის საგანს მარადმწვანე კარმიდამო წარმოადგენს, მისივე ორიგინალური პროექტირებით.

_ ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. იმ დროს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, განაწილებით გვაგზავნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. ასე მოვხვდი ოზურგეთში, ბახვის საჯარო სკოლაში. მალე აქვე დავქორწინდი და დავრჩი სოფლის იდილიაში. ბათუმში გაზრდილს სულ მახლდა ზღვის და მარადმწვანე გარემოს ნოსტალგია. განსაკუთრებით, ზამთარში, როცა გარეთ გამოვიდოდი და გაშიშვლებულ გარემოს ვხედავდი. ზღვას ვერ გადმოვიტანდი აქ, თუმცა მარადმწვანე გარემოს შექმნა და შადრევნებით კარმიდამოს მორთვა რომ შესაძლებელი იყო, საკუთარი თავის დარწმუნებაც შევძელი და სხვებისაც, ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ, _ გვეუბნება ქალბატონი მარინა და მისივე ნათქვამის დასტური მწვანეში ჩაფლული, მისივე ხელით და გემოვნებით ნასაზრდოები კარმიდამოა.

მართალია, პატარ-პატარა კუთხეების დაგეგმვას თავად ახდენდა და ახდენს, თუ რომელ კუთხეს როგორი კომპოზიცია მიუსადაგოს, არა ერთგან აქვს საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ქოლგებით მორთულ-მოწყობილი ფანჩატური, თუმცა, ჩანაფიქრის გახორციელებაში, როგორც თავად გვეუბნება, მუდამ ქმარ-შვილი ეხმარება.

მარადმწვანე თუ ფოთოლმცვენი მცენარეები აქ უხვად არის, თუმცა, უპირველესი მიზანი, რომ ზამთარში ეზო "გატყავებული" არ უნდა ჩანდეს, შესრულებულია.

ეზოში შესასვლელ მთავარ ბილიკს, ორივე მხარეს ტუიები, კიპარისები და ღვიები ამშვენებს. დეკორატიული მარადმწვანეები ბუჩქებადაც ბლომად "სხედან" მაღლების ფერხთით. კუთხეებში იერუსალიმის ბზა და ჭრელა-ჭრულა დრაცენები მოკალათებულან. დეკორატიული აზალიებიც საკმაოდ კეკლუცობენ.

_ მაგნოლიას სიყვარული ბათუმიდან გამომყვა და არა ერთხელ ამატირა მისმა მონატრებამ. ამიტომ, პირველ რიგში დავრგე და უმალ გახარებითაც გამახარა. ფინიკის პალმაც ზღვისპირეთის მონატრების სევდას ასახავს. ამიტომ დგას არა ერთ ადგილას, _ გვიხსნის ქალბატონი მარინა და ოლეანდრებს ეფერება.

ვარდების ნაირსახეობებს ყვავილობა, ძირითადად, დამთავრებული აქვთ. ჭრელფოთოლა მარადმწვანეებიც ბლომად დგას, კავკასიური ჭანჭყატის თაოსნობით. ჭიშკართან მდგარ უზარმაზარ ცაცხვს, რომელიც კარმიდამოს თავდაპირველი და ერთადერთი "მაყურებელი" იყო, ძველი პოზიცია უჭირავს და შემოდგომის მიწურულს ხმელ ფოთლებს ისე პერმანენტულად აყრის მწვანე სამყაროს, თითქოს მათ უპირატესობას იგერიებს, უფოთლოდაც მშვენიერი და გამძლე ვარ, ზამთარს, თქვენგან განსხვავებით, შეუფუთავადაც გადავიტანო.

_ მზიან ამინდში, ჩემ ეზოში, ზამთარშიც გაზაფხულია. ამის მიღწევა მსურდა და მივაღწიე, ახლა კი შინ შემობრძანდით, ოთახის ყვავილების გარემოცვაშიც მნახეთ, _ გვთავაზობს ქალბატონი და სახლის ინტერიერში განთავსებულ უზარმაზარ "ზამთრის ბაღში" შევყავართ.

აქ მართლაც ჯადოსნური სამყაროა. გვიმრების ნაირსახეობათა საპატიო ყარაული მოლოდინს აჭარბებს. ნაირგვარი ჯუჯა პალმები, ფიკუსების უამრავი სახეობა, ბარაქის ხე თუ "შავი პრინცი" უდარდელად იცქირება. მაღალი გემოვნების კვალი ყველა კუნჭულში იგრძნობა. პაწაწინა, დეკორატიული მანდარინი, რომელიც სიმაღლეში ოცი სანტიმეტრი თუ იქნება, უკვე მსხმოიარეა და შეთვალული ნაყოფიც გულსაკიდივით აზის.

კითხვაზე, უჭირს თუ არა სოფლის ოჯახში ამ გარემოს მოვლა და ასეთ დონეზე წარმოჩენა, ჩვენი მასპინძელი ამბობს, რომ პირიქით, ეს აცოცხლებს. თავად არის მებაღეც, დეკორატორიც და საკუთარი მარადმწვანე სამყაროს იდუმალი ენის მცოდნეც.

_ მე ამ სოფელში მყავს ახლო მეზობლები და მეგობრები, რომელთაც არანაკლებ მოქარგული კარმიდამო აქვთ. უბრალოდ, მინდა, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, უფრო ქალბატონებმა მოაწყონ და გაამშვენიერონ საკუთარი კარმიდამო, რომელსაც მუდამ შეუძლია ადამიანის გუნება-განწყობაზე ყველანაირ წამალზე უკეთ იმოქმედოს. მთავარი კი მაინც ის არის, ზამთრის სევდიან, ცივ და შიშველ გარემოში პატარა ოაზისი გქონდეს. მრავალი წელია, სკოლაში ვმუშაობ და მაქვს განცდა, რომ ბავშვებთან და ამ გარემოსთან ყოფნა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მაქვს განცდა, რომ სიცოცხლესთან და ახალგაზრდობასთან უსასრულოდ ყოფნის რეჟიმში ვარ, _ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალბატონი მარინა საკუთარი სულიერი სამყაროს მარადიული სიმწვანისკენ მიზიდულობის თვისებას.

მარინა ჩხაიძეს საკმაო საოჯახო მეურნეობაც გააჩნია _ ოჯახს აქვს თხილის პლანტაციები, ჰყავთ ქათმები, ბაღთან ერთად ბოსტანსაც უვლიან და როგორც თავად ამბობს, ზამთარში მწვანილისთვის ბაზარში არ წავლენ.

_ მარადმწვანე ბაღჩა-ბოსტანიც არანაკლებ მიყვარს, ზამთარში "გატყაულ" გარემოს თუ ვერ ვეგუები, ასევე, ბაზარში მწვანილისთვის წასვლის წინააღმდეგიც ვარ, _ ღიმილიანი ჟესტით გვემშვიდობება ქალბატონი მარინა.




 ახალი ამბები
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს