"ზარალი გვანახა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით" _ კორონასგან დაუმარცხებელი "სამოთხის კლასტერი" ქობულეთში

კარმიდამო ჩემი

"ზარალი გვანახა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით" _ კორონასგან დაუმარცხებელი "სამოთხის კლასტერი" ქობულეთში

15 ივნ. 2020, 15:10:49

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრები მცირე მეწარმე, ნათელა ბაუჟაძე, რომლის საქმიანობა ორასზე მეტი ჯიშის ვარდისა და არა ერთი ეგზოტიკური მცენარის მოვლა-პატრონობაში გამოიხატება, თავდაპირველად საქმეს ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის _ "ღირსეული სიბერისთვის", ფარგლებში შეუდგა.

 საქმე გამოუვიდა. თუმცა, შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას, ეს გზა უშედეგო აღმოჩნდა.

ამიტომ, როგორც თავად და მისი ვაჟიშვილი ამბობენ, ჩავიდნენ მეზობლის ღელეში, მოჭრეს ოცი ღერი აკაციის ბოძი, პრიმიტიულად გადახურეს სახელდახელო სათბური და დაიწყეს ყვავილთა სამყაროს დედოფლებისთვის სულის ჩაბერვა.

_ "დედას ვარდები" დავარქვი იმთავითვე. სახელიც კარგი გამოვიდა და საქმეც კარგად წავიდა წინ. ახლავე უნდა გითხრათ, თუ გამოცდილებაზე შემეკითხებით გზა და გზა, უნდა გირჩიოთ, რომ მსგავს საქმეს თუკი წამოიწყებს ვინმე, ფულს დიდ და თანამედროვე სათბურში ნუ გადაყრის. საკმარისია ცელოფნით გადახურო კარგად გამაგრებული ხეები, _ ამბობს ქალბატონი ნათელას ვაჟი ზურა ბაუჟაძე.

დედა-შვილს ახლა ასობით ჯიშის ვარდის მოვლა-პატრონობა უხდება. კარგად განვითარებული საოჯახო მცირე ბიზნესი სხვათათვის საუკეთესო მაგალითია, თუ რა შეუძლია სწორად დაგეგმილ, დაუღალავ შრომას.

_ ვარდებს სიგრილე უყვართ ზოგადად. სამმაგი ყურადღება სჭირდება დაავადებების კონტროლს. თუ ხალხური საშუალებები ამართლებს, კარგია, მაგრამ პესტიციდებსაც მივმართავ, რომ რაიმე დაავადება არ შემოიპაროს. ამას გარდა, ვაკვირდები თითოეულ ჯიშს. მაგალითად, "ბრიოზამ" და "ქეთრინ მორლეიმ" საუკეთესო შეგუების უნარი აჩვენეს _ ბუგრი ნაკლებად ეტანებოდა, ყვავილობაც უხვი იყო. მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია, მთავარია, ადამიანს ნებისყოფა და სურვილი ჰქონდეს, რომ საქმე აკეთოს, _ მიიჩნევს ქალბატონი ნათელა.

კორონავირუსის ფაქტორმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა ბაუჟაძეების მცირე ბიზნესს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, თვალი არ მოუხუჭავთ, მუხლი არ ჩაუხრიათ და მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარეში ერთხელ წაიქცა ქალბატონი ნათელა, ხელიც იღრძო და ათასობით ლარის პროდუქციაც ეზარალა, არ დაანება პანდემიის სივერაგეს მისი პატარა სამოთხისთვის დაღი დაემჩნია. კეთილ ხუმრობაზეც, რომ აქ, ქობულეთში "სამოთხის კლასტერიც" არსებობს მისი ბაღნარად ქცეული კარმიდამოს სახით, იყოს ნება თქვენიო, ღიმილით დაგვეთანხმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა გახდა ზარალის მიზეზი, ბაუჟაძეები ამბობენ, რომ პროდუქციის საკმაო ნაწილი იმის გამო გაუფუჭდათ, რომ პრეპარატები ვერ იშოვეს.

_ვერ ვიყიდეთ კონტეინერები, რის გამოც უამრავი ვარდი თუ სხვადასხვა ყვავილი ჩაურგავი დაგვრჩა და დაკნინდა. თუმცა, ბოლქვიანების გადარჩენა იმ კუთხით შევძელი, რომ ჩახმა და მალე თავად ბოლქვებს ამოვიღებ, რითაც ზარალს შევამცირებ. რაკი ქალაქები ჩაიკეტა, ერთადერთი გამოსავალი იყო ,  ინტერნეტის მეშვეობით გამოგვექვეყნებინა, რომ ონლაინრეჟიმში  მივაწვდიდით ნებისმიერ მსურველს ნებისმიერი ყვავილის ნერგს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ასევე გამოვიყენეთ ჩვენი,  ყვავილების ტრფიალთათვის გახსნილი  დახურული ჯგუფი:  „ქართული ბაღი“,  რომელიც ყველაზე ღია სწორედ პანდემიის პირობებში გახდა და უამრავი ადამიანის დასახმარებლად  ელვისებური ფუნქცია შეიძინა. კორონამ ზარალი გვაჩვენა შორიდან, მაგრამ გავუმკლავდით..._ გვიამბობს ნათელა ბაუჟაძე.

_რამდენად   ქმედითი იყო საკურიერო სამსახური და ინტერნეტმაღაზიები.  ამ მხრივ თუ იმოქმედეთ?

_ რა თქმა უნდა. რაც ვისაუბრე,  სწორედ ეს წრე იყო ჩვენი სამოქმედო არეალი. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ადვილად არჩევდნენ სასურველ დეკორატიულ მცენარეებს, ნებისმიერ ჯიშის ვარდებს და შესაძენად გვიკვეთავდნენ. მერე თითოეულ შეკვეთას კარგად ვფუთავდით და საკურიერო სამსახურის მეშვეობით ვაწვდიდით  მსურველს   შეუფერხებლად. ნერგებს ვაგზავნიდით   საქართველოს ყველა კუთხეში და უნდა ვთქვა, რომ უდიდესი ძალისხმევის ფასად  შევძელით ის,   რომ  დაბრკოლება არსად   შეგვქმნია არც ჩვენ და არც  აღნიშნულ სამსახურს.  რაც მთავარია,  ჩვენი საქმიანობა თითქმის არ შეფერხებულა.

ბაუჟაძეების ვარდებს მთელი საქართველო იცნობს. ქობულეთელი დედაშვილის ნაჩუქარი ნაირფერი ვარდებითა თუ სხვადასხვა  ყვავილებით  გახარებული არაერთი ადამიანი  ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  ამ ნაძღვენით  საკუთარ ეზოებში პატარ-პატარა ე.წ. კუნძულები გააკეთეს.  შორი-შორ თუ ახლო-მახლო დარგულ ,  ჯგუფებად თავმოყრილი ყვავილების სამყოფელს კი,  პირობითად „კოვიდის  კუნძულები“ შეარქვეს.

ნათელა ბაუჟაძე დამშვიდობებისას  კმაყოფილებას იმის გამო  გამოთქვამს, რომ ახლა ქვეყანაში ფონი გაუმჯობესებულია..

_ამიტომაც  ჩვენ _ მე, ჩემი შვილი და იგივე შვილები _ ჩემი საყვავილეთიც უკეთ ვგრძნობთ თავს, _ ამბობს ის და გვთავაზობს რჩევას ყვავილების მოყვარულთათვის, მათთვის, ვისაც სურს, მცირე საოჯახო ბიზნესი ამ კუთხით წამოიწყოს და ოჯახის ეკონომიკური ყოფა გააძლიეროს. გასაჭირში კი, რომლის დადგომას არავის უსურვებს, უნარი და ფხა გამოიჩინონ და პრობლემაც დაძლიონ და მეგობრებიც, რიგითი ადამიანებიც გაახარონ სულიერი საზრდოთი, რაც ფიზიკურ სარჩოზე არანაკლებ როლს ასრულებს ადამიანის არსებობისა და  თვითმყოფადობის სრულქმნის საქმეში.

 რჩევა ნათელა ბაუჟაძისგან:

_ ნიადაგის მომზადება ნაკელით, კირით და გრუნტის ხრეშით უნდა მოხდეს, რომ მიწამ ისუნთქოს. ეს ზოგჯერ ავიწყდებათ და მთავარი აქცენტი ნაკელზე გადააქვთ.

რაც შეეხება მიწას ქოთნებში მოსათავსებელი ნერგებისთვის, აუცილებლად უნდა გაიცრას, შეიზილოს ნაცრითა და კირით. "გიბსის" (მუყაოს) ნარჩენები ბევრგან გადასაყრელად აქვთ მშენებლობებზე. საუკეთესოა იმის ნამწვი _ კირის მაგივრობას წევს. ერთ კვ. მეტრზე 50 გრამს მოაყრით. მერე კი ყურადღება არ უნდა მოაკლოთ არც ერთ პროცესს. ადამიანივითაა _ როგორც ზრდი და უვლი, შედეგიც ისეთივე იქნება, _ ღიმილიანი ქალბატონი ცდილობს, მაქსიმალურად გაგაცნობიეროს ნაცად საქმეში.

ბაუჟაძეები, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ამბობენ, რომ ვარდებს, ისევე, როგორც პომიდორს, ყოველი წვიმის შემდეგ სჭირდებათ შეწამვლა. ვარდების შესაწამლ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ ათ ლიტრ წყალში გახსნილ ორ გრამ კონფიდორს.

რაც შეეხება სხვა სახეობის ყვავილებს, ბაუჟაძეებს სარეალიზაციოდ, ასევე, აქვთ ბაიები, ტიტები, აზალიები, იები. უმეტესად ნერგები, ნახევრად გაშლილი ყვავილებით იყიდება. რეალიზაციას ძირითადად შემოდგომასა და გაზაფხულზე ახდენენ.

"კარმიდამო ჩემი" წარმატებულ საქმიანობას უსურვებს გამრჯე ოჯახს, რომელმაც საკუთარი მცირე დანაზოგით და დიდი შრომით მიაღწია შესაშურ შედეგს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში „ბოშათა ბანაკი“ კვლავ თავნებობს: უპირბადო გამყიდველ-მყიდველები ოზურგეთში, გურიის ქუჩის დასაწყისში, ე.წ. „ბირჟაზე“ კვლავ გამოჩნდნენ ტანსაცმლითა და პარფიუმერული ნაწარმით მოვაჭრე ბოშები.  მართალია ისინი, ორი კვირის წინ, პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, აქედან გაიყვანეს, თუმცა ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა. ყველაზე საგანგაშო რაც არის, არ იკეთებენ პირბადეს ან ფორმალურად აქვთ ნიკაპზე  აკრული. ტანსაცმელი პირდაპირ ფილაქანზე ყრია და ანტისანიტარიული ვითარება იქმნება. დიდია მყიდველთა უპასუხისმგებლობაც, რომელთაც  ხშირად არც თავად უკეთიათ პირბადეები და თითქმის, თავი თავთან მიაქვთ  გამყიდველთან, ფასებზე ვაჭრობისას. დღეს აქ  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებიც მივიდნენ, თუმცა მათი მითითება  „ბოშათა ბანაკისთვის“  ბევრს არაფერს ნიშნავს. აუცილებელია,  თან სასწრაფოდ, სამართალდამცავებმა კვლავ ქმედითი ღონისძიება გაატარონ და აღკვეთონ ქალაქის ცენტრში ეს   თავნებობა, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის არსებული პანდემიის პირობებში. ... ...
  • თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს (R)თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს  პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების  და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან. აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულმა პირებმა ონლან აპლიკაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. თიბისი აკამდემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ერონული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია ცალკეულ რაიონში, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 27 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს და +15 გრადუსამდე დათბება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსია ... ...
  • "ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია!"არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  როგორც გადელიამ აღნიშნა, ხალხმრავალი თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.  „არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლებია და ერთ-ერთი წარმატებული ვართ სიკვდილობის მაჩვენებლით. ჩვენ ვითარებას ვმართავთ ჯერჯერობით, თუმცა თუ არ იქნება ყველა ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც", - განაცხადა დავით გადელიამ.  მისი თქმით,  პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.  „განვიხილეთ ტრიაჟის საკითხი, თუ როგორ მოხდეს ავადმყოფების ეფექტური გადანაწილება. ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას. ჩვენ ერთი კვირაა ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს.  პირადად მე მკურნალობისთვის სასტუმრო მირჩევნია, რადგან უფრო კომფორტულიცაა და მოვლაც ჩვენივე კლინიკის მეთვალყურეობით ხდება.  ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პროფილაქტიკა. პროფილაქტიკური მედიცინის გარეშე ეს რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება. სახლშიც კი უნდა მოერიდოთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ყველაზე ხშირი გადადებები ეს არის სახლში. უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე", - განაცხადა დავით ... ...
  • გამოცხადდება თუ არა სისტემური ლოკდაუნი„სამწუხაროდ, მედიასაშუალებებში და მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია თითქოს მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართო კონსულაციების გზით მიიღება, რასაც მთავრობა უკევ აქტიურად ახორციელებს”,_ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...