უცნობი ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო

უცნობი ვლადიმერ პუტინი

9 ივლ. 2015, 19:41:35

პირველი ავტომობილი ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს ჰყავდა. ეს იყო"ზაპოროჟეცის" მარკის ავტომობილი, რომელიც მისმა დედამ სამმანეთიან ლატარიაში მოიგო. ოჯახმა გადაწყვიტა, არ გაეყიდა მანქანა და ის წარჩინებულ სტუდენტს, ვოვა პუტინს აჩუქეს. ისტორიკოს როი მედვედევის მტკიცებით, რომელსაც რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი პუტინის ცხოვრებაზე, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან უყვარს ავტომობილის მართვა, მაგრამ სახალხოდ ამას იშვიათად აკეთებს, რათა პროტოკოლი არ დაარღვიოს. თუმცა, პერიოდულად იგი ჯდება საჭესთან და თავისი რეზიდენციის გარშემო, ნოვო-ოგარიოვოში სპეციალურად მოწყობილ სარბოლო ტრასებზე სეირნობს.

1997 წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინმა გაიცნო ბორის ელცინი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ის "ეფესბეს" დირექტორად დანიშნა, 1999 წელს კი, პუტინი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა და თავის ფაქტობრივ მემკვიდრედ აქცია. რუსეთში მუსირებს ორი ვერსია.

ერთის თანახმად, პუტინის გაპრემიერებას ანატოლი ჩუბაისი ლობირებდა, ხოლო მეორე ვერსიით მისი დანიშვნა ბორის ბერეზოვსკის უშუალო ჩარევით მოხერხდა. თანამდებობის დატოვებამდე ორი კვირით ადრე ელცინმა პუტინს თავისი გადადგომის  და მართვის სადავეების მისთვის გადაცემის შესახებ ამცნო. 

1999 წლის 31 დეკემბერს ბორის ელცინი გადადგა, ხოლო პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არსებობს ვერსია, რომ ელცინსა და პუტინს შორის გაფორმდა არაოფიციალური, საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პუტინი ვალდებულებას იღებდა, რომ ელცინის ოჯახის წევრები და დაახლოებული პირები ხელშეუხებელნი იქნებოდნენ ახალი რეჟიმის მოსვლის შემდეგ.

ცნობილია ვლადიმირ პუტინის დღის განაწესი: იგი დილის 10 საათზე იღვიძებს და იძინებს ღამის 2 საათზე. დღეს იწყებს და ამთავრებს აუზზე, სადაც 30-30 წუთს ცურავს. კრემლში ის შუადღეს ჩნდება. მისი კაბინეტი სენატის შენობაში მდებარეობს, სტალინისა და ელცინის კაბინეტების გვერდით. პუტინი კრემლში სადილობს, იქვე არის სპეციალურად მისთვის მოწყობილი ღვინის მარანი, სადაც ესპანეთიდან ჩამოტანილი წითელი ღვინო ინახება.

პუტინს აქვს ერთი არაჩვეულებრივი ახირება: პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას არაერთ თანამდებობაზე უმუშავია, ხშირად გამოუცვლია სამუშაო კაბინეტები და სწორედ კაბინეტებს უკავშირდება მისი ახირება: იგი არასდროს არ ახდენდა გარდაქმნებს, კაბინეტში ყველაფერი ისე რჩებოდა, როგორც ეს მისი წინამორბედის დროს იყო. პუტინი არათუ ავეჯს, სამუშაო მაგიდასა და სავარძელსაც კი ძველს ტოვებდა.

პუტინის გარემოცვის წევრების თქმით, ვლადიმირ  პუტინი  საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში მას ერთი ახლო მეგობარი ჰყავდა, რომელიც მის თვალწინ დაიღუპა. პუტინმა, იმ დროს უკვე სპორტის ოსტატმა სამბოში, თავისი მეგობარი სამბოს სექციაში ჩაწერა, ერთ-ერთ ვარჯიშზე მისი მეგობარი ცუდად დაეცა და ხერხემალი დაიზიანა, რამდენიმე საათის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ყველაფერი პუტინის თვალწინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ამან პუტინზე ძალიან იმოქმედა და მას შემდეგ მას ახლო მეგობარი არ ჰყოლია.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...