უცნობი ფიდელ კასტრო

მსოფლიო

უცნობი ფიდელ კასტრო

29 ივლ. 2015, 19:15:27

ფიდელი, ისევე როგორც მისი ორი ძმა და სამი და, შაქრის პლანტატორისა და მოსამსახურე ქალის უკანონოდ შობილი ბავშვი გახლდათ.  რვა წლის ასაკამდე ის  მონათლული არ იყო, რაც კათოლიკურ ქვეყანაში დაუშვებელია. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ კუბის მომავალი სულიერი ლიდერი და რევოლუციის ღმერთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში "არაქრისტიანი ნაბიჭვრის" სახელით იყო ცნობილი მის მშობლიურ ქალაქ ბირანში, კუბის მოსახლეობამ არ იცოდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ  ამ ფაქტს არ დაუმსხვრევია მითი ფიდელის წმიდანობის შესახებ.

ნებისმიერი კუბელისთვის კომანდანტეს ბავშვობის წლები სამაგალითოა და ისინი მიიჩნევენ, რომ არა მისი მძიმე ბავშვობა, შესაძლებელია  ის არასდროს გამხდარიყო ის, რაც დღეს არის. 15 წლის ასაკში, ფიდელის მშობლები ოფიციალურად დაქორწინდნენ და ის კუბური საშუალო ფენის ელიტური ნაწილის ლეგიტიმურ წევრად იქცა. სწორედ ამ პერიოდში, ალექსანდრე მაკედონელის პატივსაცემად ფიდელმა პასპორტში თავის მეორე სახელად ალეხანდრო ჩაწერა და ჰავანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ დროს გაწევრიანდა ედუარდო ჩიბასას ორთოდოქსალურ პარტიაში. ამ პარტიიდან დაიწყო დიდი რევოლუციონერის პირველი ნაბიჯები.

2004 წელს ვაშინგტონის ნაციონალური არქივის თანამშრომლებმა საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. 1938 წელს, 12 წლის ასაკში ფიდელ კასტრომ წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს. წერილში ეწერა: "პატივცემულო პრეზიდენტო, მე არასდროს მინახავს მწვანე ათდოლარიანი კუპიურა და ძალიან მინდა, მქონდეს. თქვენი მეგობარი ფიდელი". კონვერტზე გაგზავნის ადგილად  ფიდელის სკოლის მისამართი ეწერა და საინტერესოა, რომ ფრანკლინ რუზველტმა უპასუხა პატარა კუბელის წერილს, მაგრამ ათდოლარიანი კუპიურა არ გაუგზავნა. ეს ფაქტი თვით კომანდანტესაც აღუნიშნავს რამდენიმეჯერ თავის გამოსვლაში. ეს წერილი ვაშინგტონის ნაციონალური არქივის მუზეუმშია გამოფენილი.

ურუგვაელი კინოკრიტიკოსის, ალვარო სახურხოს წყალობით ცნობილი გახდა, რომ მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ფიდელ კასტრო ჰოლივუდს ესტუმრა და რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლებიც კი შეასრულა. სახურხომ პირადად ნახა ორი ფილმი, რომლის ტიტრებში აღნიშნულია კომანდანტეს სახელი და გვარი. ამ ფილმებიდან ყველაზე ცნობილია 1946 წელს გადაღებული "არდადეგები მექსიკაში", ხოლო მეორე ფილმის სახელწოდებაა "ქალთევზების სკოლა".

თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ცნობილია ფიდელ კასტროს მოკვლის 638 მცდელობა. მისი ლიკვიდაციის უმთავრესი მხარდამჭერები იყვნენ – ამერიკის მთავრობა, კუბელი ოპოზიციონერები და ამერიკელ მაფიოზთა ჯგუფი, რომელმაც 1959 წელს მომხდარი რევოლუციის შედეგად მნიშვნელოვანი ობიექტები და ასევე, ჰავანის კაზინოებისა და ბორდელებზე კონტროლი დაკარგა.

ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის პერიოდში კასტროზე 38 თავდასხმა განხორციელდა, კენედის პერიოდში – 42, ჯონსონის – 72, ნიქსონის – 184, კარტერის – 64, რეიგანის – 197, უფროსი ბუშის – 16 და კლინტონის – 21. აღსანიშნავია, რომ ვერც ერთმა მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა. მან თავის დროზე რეიგანის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის არსებობის შესახებ "ცეერუს" შეატყობინა და ამით გადაარჩინა ამერიკის პრეზიდენტი. არსებობს ვერსია, რომ კასტროს შენახული აქვს თილისმა, რომელიც მას აფრიკელმა შამანმა აჩუქა და რომელსაც მაგიური ძალა აქვს. ამ ამულეტს აბრალებენ, რომ ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა მისი ლიკვიდაცია.

ფიდელ კასტრო გინესის რეკორდების წიგნშია მოხვედრილი. ძირითადად მისი რეკორდები მის ორატორულ ნიჭს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ფიდელ კასტრო 27 საათის განმავლობაში, შეუსვენებლად მდგარა ტრიბუნასთან და ასე მიუმართავს ხალხისთვის. მისი გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ნიუ-იორკში 1960 წელს  გინესის წიგნშია შეტანილი. კასტრო 4 საათის და 29 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა ტრიბუნიდან. კიდევ ერთხელ კასტრომ საზოგადოება 2005 წელს გააოცა, როცა იმ ჭორის გასაქარვებლად, რომ თითქოს პარკინსონის დაავადება ჰქონდა,  კასტრომ ჰავანის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, 5 საათის განმავლობაში, ისე რომ ერთხელაც არ დამჯდარა, კომუნისტურ იდეოლოგიაზე ილაპარაკა. კიდევ ერთი რეკორდი 1986 წელს დამყარდა, როდესაც ჰავანაში გამართულ კუბის კომუნისტური პარტიის მესამე ყრილობაზე კასტროს სიტყვით გამოსვლამ 7 საათსა და 10 წუთს გასტანა.

1970 წლიდან ფიდელ კასტრო ინგლისურ საფეხბურთო კლუბს "არსენალს" ქომაგობდა. 1970-1971 წლებში კლუბმა „ოქროს დუბლი” მოიგო – ინგლისის ჩემპიონატი და თასი ერთად. სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა კასტრო "მეთოფეებით".

 ფიდელ კასტრო ცნობილია, როგორც "როლექსის" მარკის მაჯის საათების მოყვარული. ამას მოწმობს არაერთი ფოტო, სადაც კასტრო "როლექსის" საათით არის აღბეჭდილი. სინამდვილეში, 1959 წლამდე, რევოლუციამდე კუბაში არსებობდა "როლექსის" წარმომადგენლობა, რომელიც რევოლუციის დღეებში დააყაჩაღეს და  რამდენიმე საათი კასტროს ხელში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, ფიდელ კასტრო „როლექსის” საათებს მარჯვენა და მარცხენა ხელზე ატარებდა და არსებობს ვერსია, რომ კასტროს ყველაზე ცნობილმა თაყვანისმცემელმა დიეგო მარადონამ, თავის კერპს ამაში მიჰბაძა – დღემდე ორი საათით ჩნდება საზოგადოებაში. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ფიდელ კასტრო ძვირად ღირებულ "როლექსის" საათებს იაფფასიან ელექტრონულ საათებს ამჯობინებდა.

1963 წელს ფიდელ კასტრო პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საბჭოთა კავშირს. კუბელი რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის მაშინდელ გენერალურ მდივან ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად  აფხაზეთს, კერძოდ  დაბა დურიფშს ეწვია, სადაც მათი მასპინძლობა აფხაზეთის მთავრობის მაშინდელ პირველ მდივანს მიხეილ ბგაჟბას დაევალა. დურიფშის კოლმეურნეობაში კასტროსა და ხრუშჩოვს სახელდახელოდ გაშლილი სუფრა დაახვედრეს, სადაც სტუმრებს ტრადიციულად ღვინით სავსე ყანწით სადღეგრძელოები უნდა ეთქვათ.

საბჭოთა ლიდერმა ყანწი სიამოვნებით გამოცალა, ხოლო კასტრომ მხოლოდ მოწრუპა და ღვინო მიწაზე დააქცია. ამ ფაქტით უკმაყოფილო ბგაჟბამ ნიკიტა ხრუშჩოვს გადაუჩურჩულა, რომ სტუმრის ასეთი ქცევა აფხაზების შეურაცხყოფა იყო. მაშინ ხრუშჩოვმა ყანწის გავსების ბრძანება გასცა და კვლავ გაუწოდა კასტროს, რომელმაც ამჯერად სადღეგრძელოც თქვა და ყანწიც ბოლომდე გამოცალა.

ამ ფაქტის დამადასტურებელი არაერთი ფოტო არსებობს. იმ სუფრაზე კასტროს ყველაზე მეტად სულგუნი მოსწონებია და შემდგომ საბჭოთა მთავრობა ტონობით აგზავნიდა ყველის ამ სახეობას კუბაში. აფხაზეთის შემდეგ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისს ესტუმრნენ, სადაც სტუმრის პატივსაცემად რამდენიმე კულტურული ღონისძიება გაიმართა. ფიდელ კასტრომ თბილისის ახალმშენებარე უბნები – ვაკე, დიღომი და საბურთალო დაათვალიერა. ესტუმრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს, სადაც კუბელ სტუდენტებს გაესაუბრა. საქართველოს ტერიტორია ფიდელ კასტრომ 1963 წლის 2 ივნისს დატოვა.




 ახალი ამბები
  • თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა (R)დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება  შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.   სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში  გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას.  მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან  ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა.  ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი მიიღებს. ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა  ყველა იმ მომხმარებელს აქვს,  ვინც სწრაფ გზავნილს  დისტანციურ არხების საშუალებით (ინტერნეტბანკის, მობაილბანკის, ვებგვერდის - tbcgzavnili,ge,-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) ან ფილიალში ვიზიტით გაანაღდებს.  აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started  ... ...
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?