უკრაინის საპატრულო პოლიცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სანომრე ნიშნებიან ავტომობილებს დააჯარიმებს
2015 ნოე 8 03:00:58

„სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის კომპეტენტური იურიდიული შეფასების საჭიროების გამო, ახლახან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის მიმართეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, უკრაინას ე.წ. „რესპუბლიკები“ სუვენერულად ან საქართველოს გარდა სხვა სახელმწიფოების შემადგენელ ნაწილად არ უცნია. ამრიგად სატრანსპორტო საშუალებებზე ამ ან სხვა მსგავს არაღიარებულ სახელმწიფოთა სანომრე ნიშნების ქონა სანომრე ნიშნების არქონას შეეფარდება. ასეთ შემთხვევებში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
აღსაღნიშნავია, რომ უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად „დაურეგისტრირებელი სატრანსპორტო საშუალების, ყალბი სანომრე ნიშნებით, ნომრების გარეშე, სტანდარტებისთვის შეუფერებელი სანომრე ნიშნებით ან არაშესაბამის ადგილზე დამაგრებული სანომრე ნიშნებით მართვა“ მინიმუმ 170 გრივნით დაჯარიმებას ითვალისწინებს.