რუსეთი გვიპასუხებს ბრძოლის ველზე - რას ფიქრობენ თურქეთში

მსოფლიო

რუსეთი გვიპასუხებს ბრძოლის ველზე - რას ფიქრობენ თურქეთში

2015 ნოე 25 22:33:06

 რა გავლენას იქონიებს თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება  რუსულ-თურქულ ურთიერთობებზე?  ამ საკითხებთან დაკავშირებით თურქული ინტერნეტგამოცემა www.birgun.net  სტამბულის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოცენტს ჰაქან გიუნეშს ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს თარგმანს:

რუსულმა თვითმფრინავებმა თურქული საჰაერო სივრცე ადრეც დაარღვიეს, მაგრამ მაშინ მათ ჩამოგდებამდე საქმე არ მივიდა, რუსული მხარის ბოდიშით დასრულდა ყველაფერი. ახლა რატომ შეიცვალა თურქეთის პოზიცია და მიდგომები?

თურქეთმა დასავლეთიდან მხარდაჭერა მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა ასეთ გაბედულ ნაბიჯებზე.   მაგრამ როდემდე გაგრძელდება დასავლეთის ეს მხარდაჭერა ჯერ უცნობია, დავინახავთ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მომხდარი არ შედიოდა რუსეთისა და თურქეთის ინტერესებში და ეს ორივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშავებს.

 იმავე განცხადებაში პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული ინციდენტი სერიოზულ გავლენას მოახდენს თურქულ-რუსულ ურთიერთობებზე. ჩვენ მუდამ კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვუჭერდით მხარს. - აღნიშნა მან.

შექმნილი კრიზის დროს როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი? თურქეთ-რუსეთის შემდგომი ურთიერთობა რაზე იქნება დამოკიდებული?

ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოვლენებზე, რომელიც ბრძოლის ველზე განვითარდება. თურქმენების, ჯიჰადისტების სხვადასხვა ჯგუფებისა და ოპოზიციური დაჯგუფების დაპირისპირების დროს, რომელშიც რუსეთიც აქტიურადაა ჩართული.

თუ ეკონომიკურ მხარეს შევხედავთ, ორივე ქვეყანა ცდილობს არ გააფუჭოს ურთიერთობები, რადგანაც ეს ორივე ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. მაგალითისათვის გეტყვით, რომ თურქეთისათვის ბუნებრივი აირის ალტერნატივის უცებ ნახვა ძნელია, რუსეთისათვის კი მისი გაყიდვა.

დაახლობით ორი წლის განმავლობაში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, შეიძლება ითქვას,  გაუარესდება. თურქულ კომპანიებს შეავიწორებან რუსეთში, შემცირდება რუსი ტურისტების რაოდენობაც. სავარაუდოდ, თურქეთი დაკარგავს რუსეთის როგორც სტრატეგიული ეკონომიური პარტნიორის სტატუსსაც.

 თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომ, მოვლენები სხვანაირად ვითარდება და იმის გასარკვევად, თუ ვისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება თურქმენებით დასახლებული რეგიონი,  ცოტა უნდა მოვიცადოთ. თუკი ეს რეგიონი იმ ჯგუფების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება, რომელსაც მხარს თურქეთი უჭერს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთმა კბილები აჩვენა და თავისას მიაღწია. თუმცა, ჩანს, რომ ეს ნაკლებსარწმუნოა. შეიძლება აქაურობა სირიის არმიის ხელში გადავიდეს და ეს იქნება რუსეთის პასუხი თურქეთისათვის.

თვითმფრინავის ჩამოგდება რა გავლენას მოახდენს ანტიჯიჰადურ ომზე, რომელსაც რუსეთი სირიაში ახორციელებს?

 ეს დიდი გავლენას არ იქონიებს, იმაზე რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდეს ჩვეულებრივ. თუმცა, ეს საკმაოდ რთული რეგიონია და აქ სხვა ჯიჰადის მომხრე დაჯგუფებების ინტერესებიც იკვეთება.  რეგიონში მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აქ მხოლოდ თურქმენები არ ცხოვრობენ. აქ 1915 წელს გადასახლებული სომხები, ქრისტიანები და ალევიტებიც ცხოვრობენ. მათი ნაწილი იძულებული გახდა გაქცეულიყო ამ რეგიონიდან.

"რუსეთი შეეცდება თურქმენდაღის გაკონტროლებას.  ეს მოვლენა ერდოგანსა და დავითოღლუს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო არენაზე კატარის, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის იმიჯი გაამყაროს.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ისლამურ ხალიფატს და ეს იყო ტერორისტების მხარდამჭერთა მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა." დიპლომატიური  ენიდან ეს როგორ შეიძლება ვთარგმნოთ?

 ეკონომიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, რუსეთი აქამდე თავს იკავებდა ღია დაპირისპირებაზე და ახლაც ცდილობს კონფრონტაციას თავი აარიდოს. მიუხედავად, ამისა რუსული სამთავრობო ტელეარხები თურქეთს წარმოაჩენდნენ, როგორც ტერორისტების მხარდამჭერსა და გარკვეულწილად დამფინანსებელ ქვეყანას.  თუმცა, ამისათვის მუდამ მოზომილ ფრაზებს იყენებდნენ.

ახლა კი ბრალდებები თურქეთის მიმართ უკვე ღიად ისმის და საუბრობენ სირიიდან შემომავალ სატვირთო ავტომანაქანებზე, ფინანსებზე და ნავთობპროდუქტებზე.  ამ ყველაფერს ახლა კიდევ ერთი დაემატა.  პარიზის ტერაქტის შემდეგ თურქეთზე ალაპარაკდნენ, როგორც "ნათესავების დამცველზე" (შენიშვნა: იგულისხმება "ისლამური ხალიფატი").  ამ მოსაზრების გავრცელებას ახლა საერთაშორისო საზოგადოებაშიც აპირებენ.

რუსეთის თანდათან  ჩამოყალიბდა თავის სურვილებში და სურს, რომ ლატაკიიდან დამასკოსაკენ მიმავალ გზას თავად აკონტორლებდეს და თან ცდილობს რომ ხალიფატის წინააღმდეგ  ეფექტური საბრძოლო მოქმედებები განახორციელოს.

ამასთან დაკავშირებით რუსეთმა გარიგებას დასავლეთთან მიაღწია და ცდილობს უპირატესობაც მოიპოვოს კოალიციასთან შედარებით.  ამერიკა და დასავლეთი გარკვეულ უპირატესობას მისცემს კიდეც, მაგრამ ვნახავთ ეს  რამდენ ხანს გაგრძელდება.

ერდოგანმა დასავლეთიდან მიიღო მხარდაჭერა, მაგრამ თუკი სააკაშვილის მიბაძვას ცდილობს,  მაშინ ცდება. მას არ ჰყავს იქ გავლენიანი მეგობრები, რომელთა პოლიტიკური ხედვები მის ხედვებს ემთხვევა.  საბოლოოდ ეს თურქეთისთვის კარგია და ამას უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება.  ეს უკვე კარგადაც ჩანს რადგანაც მის მიერ გაჟღერებულ "ახალი ოსმალეთთან ან ისლამთან" დაკავშირებულ იდეებს და მცდელობებს საერთაშორისო მხარდაჭერა არ მოჰყოლია. თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება თურქეთის ინტერესები დაზარალდება.

 ამ ყველაფერთან ნატოს დამოკიდებულება როგორი იქნება?

 გამორიცხული არაა,  ნატომ სპეციალური სხდომა მოიწვიოს, გააკეთოს განცხადება, რომ მხარს უჭერს თურქეთს, გაიცვლება ტექნიკური ინფორმაციაც, მაგრამ ამის იქეთ არ წავლენ.

რუსეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს წევრია და გაეროს არ მიმართავს?

 ვფიქრობ, რომ არ მიმართავს. 




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...