„ეს არის საბერძნეთის ჩამორჩენილობისა და სირცხვილის დასასრული“- ციპრასი

მსოფლიო

„ეს არის საბერძნეთის ჩამორჩენილობისა და სირცხვილის დასასრული“- ციპრასი

2015 დეკ 23 20:25:09

ბერძენმა პარლამენტარებმა ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის კანონს კენჭი უყარეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS  ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, 300 პარლამენტარიდან კანონს მხარი 193-მა დაუჭირა, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია და ოპოზიციონერი პარლამენტარები კანონის წინააღმდეგები არიან.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა  კანონის დაგვიანებით მიღებისთვის მოიბოდიშა.

"ეს არის საბერძნეთის ჩამორჩენილობისა და სირცხვილის  დასასრული,  რაც საბერძნეთს ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ  განაჩენად გამოუტანა,"_ განაცხადა პარლამენტის სხდომაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პარტნიორობის კანონი ქვეყანაში 2008 წლიდან არსებობდა. თუმცა, ის ერთსქესიან წყვილებზე არ ვრცელდებოდა, რის გამოც  კანონი, ადამიანთა უფლებების დამცველმა ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა.

როგორც ცნობილია, კანონი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ ერთსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას არ აძლევს.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი Fuckup Nights Tbilisi გაიმართება.  ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს, ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. Fuckup Nights-ის სპიკერები იქნებიან: ზურა „დილა“ ჯიშკარიანი -Anima Chatbotics-ის თანადამფუძნებელი; მარტა ბარამიძე - street-food ანტრეპრენერი; ზიად ალიევი - მუსიკოსი და ზურა ვარდიაშვილი - პუბლიკა • Publika-ს გენერალური დირექტორი.  ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი Startup Generation, რომელიც მეწარმეობას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს ეხება. მასში 14 ქართველი მეწარმე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობს, რას ნიშნავს, იყო ანტრეპრენერი. დოკუმენტურ ფილმში ყურადღება გამახვილებულია 12 წარმატებულ პროექტზე და სტარტაპების ეკოსისტემის  ანალიზზე, წარმატებულ მაგალითებზე, რომელიც ახალისებს მეწარმეობას, როგორც წარმატებულ კარიერულ შესაძლებლობას.  „შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება სივრციდან და სპიკერების თემატიკიდან გამომდინარე. შეხვედრის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველა ერთად ვაგრძელებთ საკუთარ და სხვის შეცდომებზე სწავლას, რაც გვეხმარება იმაში, რომ ავიმაღლოთ მოტივაცია და თავს უფლება მივცეთ, მეტად ინოვაციურები ვიყოთ საქმიანობაში და მარცხის არასდროს შეგვეშინდეს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 17 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს. Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • "მე არ მჭირდება არავის კვლევები" _ "ქართული ოცნება" "IRI"-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებსთბილისის მერი კახი კალაძე კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. მისი განცხადებით, 2012 წლამდეც და მის შემდეგაც, ყველა კვლევა რეალობას აცდენილი იყო. "მე არ მჭირდება არავის კვლევები, ყველაზე უკეთ ვიცი "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება," - აღნიშნა კახი კალაძემ. შეგახსენებთ, რომ "IRI"-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%.  ამ კვლევაში მესამე ადგილს „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ 5%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ. "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი - 4 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ - 3 %; ახალი საქართველოსთვის“ - 2 %; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ 2 % აქვს; მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ - 2 %; გირჩი - 1 %, „შენების მოძრაობა“-1%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 60%-ს , არ იცის 32 %-მა.    კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის ... ...
  • გახარია: „ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებების შემდგომ, პოლიცია გააკეთებს იმავეს“„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ფაქტობრივად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. ... ...
  • IRI: მოსახლეობის 77% თვლის, რომ კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია საქართველოსადმისაერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალ კვლევაში, რომელიც 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის რუსეთისადმი არსებული განწყობებიც შეამოწმა.  კვლევის მიხედვით, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მოსახლეობის 48% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ. რუსეთთან დიალოგის გაღრმავების წინააღმდეგი 12%-ია, ნაწილობრივ წინააღმდეგი კი - 9%.  აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებამდე ჩატარებულ კვლევაში რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მხარს 46% უჭერდა.  ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2010 წლის ოქტომბერში იყო და 84%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ყოველ მომდევნო კვლევაში მაჩვენელი ნელნელა იკლებდა, თუმცა 2012 წლის ნოემბერში კვლავ საგრძნობლად გაიზარდა და მაშინ 83% შეადგინდა. 2012 წლის ნოემბრის შემდეგ, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მაჩვენებელი კლებადია.  კითხვაზე, როგორ აფასებენ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას, 24% ამბობს, რომ ძალიან უარყოფითად, 32% - ნაწილობრივ უარყოფითად, 7% დადებითად აფასებს, ხოლო 27% - ნაწილობრივ დადებითად.  შეკითხვაზე "საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობის ფონზე, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში ცხოვრებისას?" 11% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, 33% ნაწილობრივ დაუცველად, 16% ძალიან დაცულად გრძნობს თავს, ხოლო 36% - მეტნაკლებად დაცულად.  ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსადმი კვლავ გრძელდება. ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 15% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულებულია, თუმცა შეიძლება, განახლდეს, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ დასრულებულია.  შეკითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი?", 27% პასუხობს, რომ მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.  მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, 12% კი მიიჩნევს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობები. კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- ... ...
  • დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ხელმოწერების შეგროვებას ითხოვს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე   ამბობს, რომ აუცილებელია შეცდომის გამოსწორება, რისთვისაც  საჭიროა,  ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადავიდეს. „მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებულნი ვართ, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“ ,- აცხადებს დიმიტრი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?