სად გეგმავენ ტერაქტებს "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და მისი ფილიალები

მსოფლიო

სად გეგმავენ ტერაქტებს "ისლამური სახელმწიფო", "ალ-ქაიდა" და მისი ფილიალები

4 მარ. 2016, 19:55:38

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარი მოქალაქეებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“,  „ბოკო ჰარამი“ „ალ შაბაბი“ და სხვა ტერორისტული ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებში ტერაქტებს ისევ გეგმავენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხოების მიზნით სათანადო ზომები მიიღონ.

როგორც ცნობილია, მსგავსი გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2015 წლის 29 ივლისსაც გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2014 წლის აგვისტოში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად დაიწყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა თავს დაესხან უცხოელებს, სადაც ნახავენ.

დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ტერორისტული დაჯგუფების მიერ ამერიკის, დასავლეთისა და კოალიციის პარტნიორების მიმართ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში საპასუხო თავდასხმის ალბათობა მუდამ არსებობს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის მოქალაქეებს გატაცების საფრთხე ემუქრებათ სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ, რადგან ისინი გამოსასყიდში გადახდილი თანხით არსებობენ.

როგორც ცნობილია, ექსტრემისტებს სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენება შეუძლიათ, რისი მეშვეობითაც მიზანში იღებენ თანამდებობის პირებს და საჯარო დაწესებულებებს.

მსგავს სამიზნეებს წარმოადგენს სასტუმროები, კლუბები, ბიზნეს-ოფისები, გახმაურებული სპორტული ღონისძიებები, რესტორნები, ღვთისმსახურების სახლები, სკოლები, სავაჭრო და ტურისტული ცენტრები, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იკრიბებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს თავდასხმები, ძირითადად,  განხორციელდა ტუნისში, საფრანგეთში, ნიგერიაში, ბელგიაში, თურქეთში, ეგვიპტესა და მალიში.

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი მოქალაქეებს ახსენებს, რომ ტერორისტების თავდასხმა მოსალოდნელია საზოგადოებრივ ტრანსპორტით, მეტროთი და რკინიგზით, ასევე საავიაციო და საზღვაო გადაადგილებისას.

მათი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა მოგზაურობამდე უნდა გაითვალისწინონ NATIONAL GEOSPATIAL AGENCY-ს, საზღვაო ადმინისტრაციის და ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ინფორმაცია საზღვაო მარშრუტისა  და ნავსადგურების უსაფრთხოების შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთებას ასევე იწვევს კარიბის, მალაკის სრუტესა და აფრიკაში საზღვაო დანაშაული, მათ შორის კონტრაბანდა, ადამიანებით ვაჭრობა და მეკობრეობა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა ევროპული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელები უსაფრთხოების სისტემას აძლიერებს,  ტრანსნაციონალური ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებიდან დაუცველია.

მათი ცნობით, ევროპაში ტერაქტები მას შემდეგ მოხდება რაც სირიასა და ერაყში ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები დაბრუნდებიან.

მათივე ინფორმაციით, ტერაქტები ასევე მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

გარდა ამისა, ცენტრალურ აზიაში აქტიურად მოქმედებენ უზბეკეთის „ისლამური მოძრაობა“,  „ალ-ქაიდა“ და „ისლამური ჯიჰადის კავშირი“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისთვის სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტული ჯგუფები თავდასხმას გეგმავენ ასევე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

მათივე ცნობით, სახიფათოა ასევე სამხრეთ ფილიპინებში მოგზაურობა, რადგან გატაცების საფრთხე არსებობს.

გარდა ამისა, 2016 წლის 14 იანვარს ჯაკარტაში მომხდარი თავდასხმა ცხადყოფს, რომ ტერორისტებს ინდონეზიაშიც  შეუძლიათ თავდასხმების განხორციელება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის საელჩოები და საკონსულოები ყველაფერს გააკეთებს საჭიროების შემთხვევაში მოქალქეებისთვის სასწრაფო მომსახურების გასაწევად.

გარდა ამისა, დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კავშირი ჰქონდეთ უახლოეს საელჩოსთან ან საკონსულოსთან.




 ახალი ამბები
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...
  • იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულაიუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ: სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო ამ კანონმდებლობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს შეგვიძლია უკვე ფართო განხილვა დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - განაცხადა ... ...
  • შეკვეთილში დები დახრჩობას გადაარჩინეს: „უფალმა სამი გმირი მომაშველა ორი სიცოცხლის გადასარჩენად“გუშინ, 12 აგვისტოს, შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მცირეწლოვანი და  ტალღებმა გაიტაცა. ნაპირთან მდგარი დეიდა მათ მისაშველებლად წყალში შევარდა, თუმცა... „ცურვა ვიცი, თუმცა უცებ წამერთვა ძალ-ღონე და ჩავიკეცე...საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს,მაგრამ ყველაფერი ამაოა,არარაობა ხარ  აღრენილი ზღვის  წინაშე... ითრევს,  გართმევს  ტალღები მათ. ისღა შევძელი, მთელი ხმით მეკივლა, ვევდრებოდი ღმერთს.  და იმანაც, უცებ, სამი გმირი,  სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად...“ _ამბობს ოზურგეთელი ქალბატონი,   ია ჭარხალაშვილი და უსაზღვრო ემოციით სავსე, ჯერ კიდევ რომ ვერ დამშვიდებულა, ორი სიცოცხლის გადამრჩენ მაშველ ბიჭებს  ეძებს უსაზღვრო მადლიერების სათქმელად, რომელთა გვარ-სახელი, ერთის გარდა,  ჯერ კიდევ არ იცის. _არ ვიცი, როგორ და რამდენგზის მოვუხადო ჩემს მხსნელებს მადლობა, _ ამბობს ის. „გურია  ნიუსი“  შეკვეთილის ზონაში განთავსებული მაშველების ხელმძღვანელს, საგანგებო სიტუაციების  გურიის  სამსახურის მესამე ცვლის გათვლის უფროსს, გიორგი გოგეშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ: _კი, ურთულესი სიტუაცია იყო. მე თავად გამოვიყვანე, _ მშვიდად მოგვიყვა მან _ გოგონები ბანაობდნენ, მოქცევა იყო და ტალღებმა გაიტაცა ორივე. ყვირილზე სასწრაფოდ გადაეშვნენ მაშველები ზაზა ჩხიკვაძე და შოთა ვერულაშვილი, ასევე რიგითი დამსვენებელი თორნიკე მაჭარაშვილი და ერთი რუსი ეროვნების ახალგაზრდა, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ბათუმელია. ტალღებს სწრაფად მიჰქონდა ყველა სიღრმეში. მე სკუტერი სასწრაფოდ მივმართე მათკენ. ეს ხდებოდა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე.  ისეთი ვითარება იყო, _მოქცევა -  ყველა წყალს ყლაპავდა. ბიჭებს მაშველი რგოლები  დავუტოვე.  გოგონები კი სასწრაფოდ გამოვიყვანე ნაპირზე. ერთი უფრო ცუდად იყო. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მერე კი ბიჭებთან მივბრუნდი სკუტერით და ნაპირზე გამოვიყვანე ორთავე. მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა კარგად ვართ და მზიანი, სიცოცხლით სავსე დილა გაგვითენდა შეკვეთილის სანაპიროზე... ფოტო? არ ვიცი, ბევრი დამსვენებელი იღებდა ამ ორომტრიალს. მთავარია, ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ   და ორი სიცოცხლე ვიხსენით,  - გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...