გერმანიის კანცლერი ბალკანეთის მარშრუტის დაკეტვას გმობს

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ბალკანეთის მარშრუტის დაკეტვას გმობს

2016 მარ 10 20:03:40

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლტოლვილებისთვის  ბალკანეთის მარშრუტის დახურვას გმობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ბალკანეთის მარშრუტის დახურვამ საბერძნეთი რთულ სიტუაციაში ჩააგდო.

როგორც ცნობილია, ავსტრიამ, სლოვენიამ, ხორვატიამ და ევროკავშირში არ შემავალმა ქვეყნებმა, კერძოდ, სერბიამ და მაკედონიამ  ლტოლვილების ნაკადის შესამცირებლად მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

მისი თქმით, ავსტრიამ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო.

"ბალკანეთის მარშრუტის დაკეტვით ლტოლვილების ნაკადი შემცირდება, მაგრამ საბერძნეთი რთულ სიტუაციაშია, რის გადასაჭრელადაც ევროკავშრის 28 წევრმა ქვეყანამ ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,"_განაცხადა მერკელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ  ევროკავშირი თურქეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს საბერძნეთი ლტოლვილების ნაკადს ვერ გაუმკლავდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი-მაკედონიის საზღვარზე, იდომენის ბანაკში ამ დროისთვის 14 000-ზე მეტი ლტოლვილი იმყოფება.




 ახალი ამბები
  • შემოქმედსა და ნაგომარში სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 21 დეკემბერს და  სოფელ ნაგომარში 24 დეკემბერს სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა გამორჩეული იქნება მისი მრავალფეროვნებით. ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ბაზრობაზე, წარმოდგენილი იქნება სოფელში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უშუალოდ მეწარმეებისგან და ფერმერებისგან შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ გურიაში ე.წ „იარმარკებს“ მნიშვნელოვანი წილი ეჭირა, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო მარიამობის ბაზრობა ნაგომარში, რომელიც მამია გურიელმა დაარსა და ტრადიცია უკვე ორასი წლისაა. ხოლო, სოფელ შემოქმედში ყოველი წლის 20 სექტემბერს ღმრთისმშობლობის ღამეს დიდი ბაზრობა იმართება, რომლის შემდეგ მრევლი ეკლესიაში მიდიოდნენ. ღონისძიება“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მისი პარტნიორი სკოლების ინიციატივით ... ...
  • სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით, ამჯერადაც  სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა.  დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლის ინფორმირების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტა. კერძოდ, სემეკს განცხადებით მიმართა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრმა“, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში მდებარე 3 ობიექტზე უწყდებოდა ელექტროენერგია ისე, რომ არ ხდებოდა მისი ინფორმირება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არც წინასწარ და არც წყვეტის შემდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მომხმარებელმა რამდენჯერმე მიმართა სს „თელასს“ ცხელი ხაზის მეშვეობით და მოითხოვა წყვეტების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა კონკრეტულ სატელეფონო ნომრებზე. თუმცა, კომპანიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა. გარდა ამისა, საკითხის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასს“ წყვეტების შესახებ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია ასახული სემეკის ელექტრონულ ჟურნალში, რაც წარმოადგენს რეგულაციების შეუსრულებლობას.  სს „თელასს“ დარღვევების აღმოსაფხვრელად 1-თვიანი ვადა განესაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება 15 000 ლარით. (R)  ... ...
  • საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს (R)საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას. ესენია: ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; მონაცემთა მეცნიერება; ფინანსური მენეჯმენტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; საცალო საბანკო მომსახურება (RB, Express, SOLO); ციფრული პროდუქტები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება. აღნიშნული პროგრამები  ბანკის მასშტაბით, ჯამში, 31 სხვადასხვა მიმართულებასა და ბანკის შვილობილ კომპანიებს მოიცავს. საქართველოს ბანკი, სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებსა და უკუკავშირს.   პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების  შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე გახდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი.  „განათლებისა და დასაქმების  მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს  პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმაონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა, სტუდენტებს დავეხმაროთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ როგორც საკუთარი მომავლისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის”,- აცხადებენ  საქართველოს ბანკში.   ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.lideratori.bog.ge  ... ...
  • პოლიციის მხრიდან მოზარდზე ძალადობა-არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა"2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.  თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა,"_მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას საია ავრცელებს. "არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან. 2019 წლის 12 დეკემბერს საიამ გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა. გამოძიების ფარგლებში ასევე შესწავლილ უნდა იქნეს არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას. პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.     მოვუწოდებთ: - სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს - დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე; - საქართველოს გენერალურ პროკურატურას - თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,"_ წერია გავრცელებულ ... ...
  • 63 წლის მამაკაცი საუკუნოვან ზარს ინახავს და უვლისჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემოხეთში, ერთ დროს წმ.გიორგის ეკლესია იყო. ადგილი სადაც ეკლესია იდგა, ნაძვნარით არის დაფარული და ორკეს ეძახიან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ზემოხეთელი ერეკლე უღრელიძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეკლესიის თავიდან აგება იგეგმება. მხოლოდ ზარი არის შემორჩენილი, რომელიც ადგილობრივების წყალობით გადარჩა. „23 ნოემბერს, გიორგობას ეს ზარი აქონდათ ორკეზე,( გიორგობა ზემოხეთში განსაკუთრებულად აღინიშნება), მანამდე ზარი ჟორჟიკა თავაძესთან ინახებოდა, ბოლო 30 წელია მურთაზ თავაძე უვლის. როგორც ვიცი, ეკლესია 1926 წელს დაანგრიეს. მურთაზ თავაძე უანგაროდ პატრონობს ზარს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უჭირს და უფრო უჭირდა მანამდე,“_ ამბობს უღრელიძე. მურთაზ თავაძის თქმით, ის ამაყად გრძნობს თავს, რადგან სოფლის ისტორიას უვლის და ინახავს. “ეს ზარი ეკუთვნის ხალხს, ზემოხეთელებს და დიდი მონდომება, არის საჭირო, რომ ორკეზე აშენდეს წმ.გიორგის ეკლესია. წმ. გიორგი განსაკუთრებული მფარველია ჩვენი და იმედია, ეკლესიის აშენება დროულად მოხდება. მე ახლა 63 წლის კი ვარ და მინდა მოვესწრო იმ დღეს, როდესაც ამ ზარის ხმას ნაძვნარში გავიგებ,“ - გვითხრა მურთაზ თავაძემ. სავარაუდოდ, წმ, გიორგის ეკლესია მე-17 საუკენეში აშენდა და როგორც ერეკლე უღრელიძემ გვითხრა 1926 წელს, კომუნისტების დროს ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...