პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კაჩინსკის დაღუპვაზე საუბრისას საქართველო ახსენა

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კაჩინსკის დაღუპვაზე საუბრისას საქართველო ახსენა

14 მარ. 2016, 20:32:34

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტონი მაცერევიჩმა REUTERS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის 2010 წელს ავიაკატროფაში დაღუპვის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის საქართველოზე თავდასხმას წინ უძღოდა საქართველოში არსებული შიდა საბოტაჟი.

"ეჭვი არ არსებობს, რომ რუსეთის თავდასხმას საქართველოზე წინ უძღოდა ქვეყანაში არსებული შიდა საბოტაჟი, ასევე არ არსებობს ეჭვი, რომ რაც სმოლენსკში მოხდა მიზნად ისახავდა პოლონეთისთვის იმ ლიდერის წართმევას, რომელიც ჩვენი ერის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა,"_ განაცხადა მაცერევიჩმა.

მაუწყებლის ინფორმაციით, 2008 წელს საქართველო-რუსეთის ხუთ დღიანი ომის დროს მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში თავისი ძალაუფლება კიდევ უფრო გააძლიერა, რომელიც 1990 წლიდან თბილისის კონტროლს მიღმა იყო დარჩენილი. რუსული ჯარი უკანდახევამდე სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოში ღრმად შეიჭრა.

როგორც ცნობილია, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა არ დაასახელა ვის ადანაშაულებს რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ ავარიაში, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ემსხვერპლა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური მტრები, რომლებიც  მთავრობას ადანაშაულებენ, რომ ძალაუფლება ხელში საკუთარ მოსახლეობაზე ტერორით ჩაიგდეს, შესაძლოა, მართლები არიან.

მაუწყებლის ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

"ვიმედოვნებ, ეს არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან,"_განაცხადა მარია ზახაროვამ.

მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი, პოლონეთის პირველი ლედი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, სამხედრო მაღალჩინოსნები და კიდევ 96 ადამიანი მგზავრობდა, ავიაკატასტროფა იმ ადგილას განიცადა, სადაც 1940 წელს  22 000 პოლონელი ოფიცერი და ინტელიგენცია დახვრიტეს.




 ახალი ამბები
  • თელავის საკრებულოს წევრი დააკავესთელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამოძიებამ ახლა დაადგინა" -"კაწროს" გამოკითხვა დასრულდაავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა. მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. „მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა. გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ.  ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს  გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ... ...
  • სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება ოზურგეთშიამ წუთებში ოზურგეთში თაყაიშვილის 2 ნომერთან სასწრაფოს, სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც შემთხვევის ადგილზე, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მიიღეს ინფორმაცია გაზის ბალონის აფეთქების შესახებ, თუმცა, ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ შეტყობინება ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...