"იმედი მაქვს, პოროშენკოს ესმის თუ რას ნიშნავს დისკრედიტაცია "_სააკაშვილი.

მსოფლიო

"იმედი მაქვს, პოროშენკოს ესმის თუ რას ნიშნავს დისკრედიტაცია "_სააკაშვილი.

25 მაი. 2016, 20:49:22

THE GUARDIAN მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ქვეყნისთვის რეფორმატორი ხელისუფალი არ არის.

"გურია ნიუსი" ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

გასულ წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ოდესის ოლქში გუბერნატორად დაინიშნა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ის მუდმივად ახსენებდა ვლადიმერ პუტინს, ხოლო  ცვლილებები  პოსტრევოლუციურ უკრაინაში და  ოდესის რეფორმირების მცდელობა იყო გრანდიოზული გეგმის ნაწილი  კრემლისთვის დაემტკიცებინათ, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის გარდაქმნა შესაძლებელია და ასევე შეიძლება კორუმპირებული ელიტების შეცვლა.

ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი კვლავ საუბრობს პუტინზე. მაგრამ უფრო მეტი სიმკაცრით საუბრობს პოროშენკოზე, ვიდრე   რუსეთის პრეზიდენტზე,  რომელმაც გაანადგურა მისი  არმია 2008 წლის ხანმოკლე ომში. 

მაუწყებლის ცნობით, სააკაშვილი მივიდა დასკვნამდე, რომ  უნდა დადგინდეს, პოროშენკო უშლის თუ არა ხელს უკრაინის გარდაქმნას.

გასულ თვეს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რაც  2014 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა, არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.

"დიდი ხნის განმავლობაში პოროშენკო ძალიან მოქნილი იყო. თუ იყავი  რეფორმატორი, რეფორმების ენაზე გესაუბრობდა, თუ ძველი შეხედულებები გქონდათ, ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საერთო ენის გამონახვა შეიძლება. ახლა ის იქცა ხელისუფლად, რომელსაც არ აქვს არანაირი ახლებური ხედვა,"_ განაცხადა სააკაშვილმა THE GUARDIAN-თან საუბრისას.

მაუწყებლის ინფორმაციით, პოროშენკოს მიმართ კრიტიკა უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა.

პანამას ჩანაწერების მიხედვით, მან შექმნა ოფშორული კომპანიები, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარი რუსეთთან გადამწყვეტ ბრძოლას აწარმოებდა.  

გარდა ამისა, პოროშენკოს ბევრი ადანაშაულებს მაიდანზე მომხდარი რევოლუციის იდეალების ღალატში, რომლის დროსაც 100 პროტესტანტი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, პოროშენკოს ახალი მთავრობა გასულ თვეს დამტკიცდა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დაპირისპირება კვირეების განმავლობაში გრძელდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენუკის შემცირების გამო.

მთავრობას სხვა რეფორმები არ განუხორციელებია, ხოლო ვლადიმერ გროისმანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და ის აზრი, რომ მას შეუძლია რეფორმების გატარება და საერთოდ პოლიტიკოსია, ცინიზმში გადაიზარდა.

მაუწყებლის ინფორმაციით, მთავრობამ უნდა მოძებნოს გზა, რომ რიგგარეშე არჩევნები თავიდან აიცილოს, რადგან თითქმის ყოველდღე ახალი სამწუხარო მოვლენები ხდება. რეფორმატოულად განწყობილი  პირები თანამდებობებს ტოვებენ და მთავრობიდან მიდიან, პროგრესული დანიშვნები კი შეჩერებულია ან დაბლოკილი.

ოდესა დიდი ხანია უკვე ცნობილია საეჭვო გარიგებებით და  მაფიური სტრუქტურებით, ხოლო სააკაშვილი პიროვნებაა, რომელმაც ქალაქის რეფორმირების დიდი გამოწვევა მიიღო.

ის ყოველთვის საკამათო ფიგურა იყო.  ზოგი პატივს სცემს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა გარდაქმნა, სხვები, განსაკუთრებით კი მოსკოვში, შეურაცხადად  მიიჩნევენ.

მაუწყებლის ცნობით, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ხოლო  საქართველოში შურისძიების მიზნით, პოლიტიკური მტრები სხვადასხვა რამეში ადანაშაულებენ.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2003 წლის ბოლოს, ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა და 2013 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ბევრი ამბობს, რომ მან საბოლოოდ დიქტატორული მართვა ჩამოაყალიბა.

მაუწყებლის ცნობით, მან უკრაინაში  გუბერნატორად მუშაობა ახალი ფურცლიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ წარსულში პრეზიდენტი იყო, არ ჰქონდა უფლება  პოროშენკოსთან ლექციების ტონით ესაუბრა.

თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ახალი მართვის ტიპის მთავრობაზე დამყარებულმა იმედებმა აორთქლება დაიწყეს, სააკაშვილი ძალიან ემოციურია და საზოგადოებაშიც პოპულარობით სარგებლობს.

ოდესელი  ბიზნესმენის, ანდრეი სტავნისტერის თქმით, ქალაქს რეალური ცვლილებები დაეტყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ხალხს ქრთამის აღება სააკაშვილის იმპულსური გამოხტომების გამო უფრო ეშინია, ვიდრე ინსტიტუციური რეფორმის გამო.  სხვების თქმით, კი კორუფციის პრობლემა არ გამქრალა და არც პოლიტიკური კურსი შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მაიდნიდან  გამოაძევეს.

"იანუკოვიჩის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ  წლების განმავლობაში მის გვერდით იდგებოდნენ, ასე რომ ეს ახალი ბიჭები თავს იმედგაცრუებულად გრძნობენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანხა მოიპარონ,"_განაცხადა ვადიმ ჩერნიმ, რომელიც ოდესელი ბიზნესმენია და მკვლელობას ერთხელ უკვე გადაურჩა.

სააკაშვილის ერთ-ერთი პრიორიტეტი ოდესის პორტის საბაჟო სამსახურის რეფორმაა, თუმცა ოდესის  გუბერნატორს მიაჩნია, რომ არ არის ადვილი, ყველა სახელმწიფო ორგანომ თავი დაანებოს კორუფციას.

როგორც ცნობილია, მან საქართველოში დაშალა საგზაო პოლიციის ინსტიტუტი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში კორუმპირებული სახელით იყო ცნობილი და  ოდესის პორტშიც მსგავსი შედეგის მიღება სურს.

"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მათ.  გვყავს 130 ახალი კადრი. ისინი ახალგაზრდები, მომზადებულები და საიმედოოები არიან,"_ამბობს სააკაშვილი.

კრიტიკოსების თქმით, სააკაშვილს დიდი ამბიცია აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს და აქცენტს არ აკეთებს მარტო ოდესაში სიტუაციის  გაუმჯობესებაზე, არამედ ხელისუფლებას აკრიტიკებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანტიკორუფციული  ღონისძიებების  განახორციელებას ცდილობს.

„თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ რამე ლამაზი ამ მახინჯ გარემოში, ოაზისი უდაბნოში. იმედი მაქვს პოროშენკოს ესმის მნიშვნელობა იმისა, თუ რას ნიშნავს დისკრედიტაცა,"_ამბობს სააკაშვილი.




 ახალი ამბები
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...