უეფამ რუსეთის ნაკრებს ჯარიმა დააკისრა

მსოფლიო

უეფამ რუსეთის ნაკრებს ჯარიმა დააკისრა

2016 ივნ 14 20:53:43

უეფა-მ რუსეთის ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის მხარდამჭერებს ასევე ბრალი ედებათ რასიზმსსა და თამაშის დროს აალებული ასაფეთქებლების გაშვებაში.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, მარსელში ინგლისისა და რუსეთის გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში რუსეთის ნაკრების 50 კარგად გაწრთვნილი მხარდამჭერია დამნაშავე.

მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთმა ასევე რუსეთის მხარდამჭერების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება დაიწყო.

ამავე თემაზე

გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში 150 პირს ედება ბრალი

რა იკრძალება საფრანგეთში ევრო 2016-ის დასრულებამდე

ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა




 ახალი ამბები
  • ჩაშლილი პრესკონფერენცია-ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებსადამიანი უფლებათა ცენტრი პრესკლუბ "კვირაში" პრესკონფერენციის ჩაშლის გამო განცხადებას ავრცელებს: „ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია დღეს პრესკლუბ „კვირაში“ დაგეგმილი პრესკონფერენციის ჩაშლის გამო. ორგანიზაცია ორი დღით ადრე შეუთანხმდა პრესკლუბის წარმომადგენელს, რომ „კვირას“ სივრცეში გამართავდა პრესკონფერენციას საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმეზე, რომელშიც სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაული იკვეთება.  პრესკონფერენციის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, იურისტს და დაზარალებულის ადვოკატებს პრესკლუბის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ „ტექნიკური პრობლემის გამო“ პრესკონფერენცია პრესკლუბში ვერ გაიმართებოდა და მოუწოდეს მათ, ჩასულიყვნენ ეზოში, სადაც კომენტარებს ჩაწერდნენ ჟურნალისტები. ეს მოწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებისთვის იყო შეურაცხმყოფელი, ვინაიდან პრესკლუბის წარმომადგენლები არ განმარტავდნენ, კერძოდ, რა ტექნიკური პრობლემა უშლიდა ხელს პრესკონფერენციის ჩატარებას. ამავე დროს, ტელევიზიების ჟურნალისტები და ოპერატორები პრესკლუბის სივრცეში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ და მზად იყვნენ, პირდაპირ ეთერში ჩაეწერათ პრესკონფერენცია. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ პრესკლუბზე განხორციელდა ზეწოლა და მიუხედავად ადამიანის უფლებათა ცენტრისა და პრესკლუბის ხანგრძლივი თანამშრომლობისა, გამიზნულად მოხდა ამ კონკრეტული თემის დაბლოკვა. თემის გაშუქებაში სავარაუდო ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ზურა ხუციშვილის საქმეზე პრესკონფერენცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გამართა. პრესკონფერენციის შემდეგ ორგანიზაციას დაუკავშირდა პრესკლუბის მთავარი რედაქტორი და განაცხადა, რომ პრესკლუბს გაუფუჭდა კუთვნილი კამერა, რის გამოც ვერ მოახერხებდნენ პრესკონფერენციის გადაღებას. ეს იყო პრესკონფერენციის ჩაშლის მიზეზი,"_წერია ... ...
  • კაკულია:გაიზარდა პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს „ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ძალიან გაიზარდა იმ პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მთავრობის სახელით ელაპარაკებიან საქართველოს საზოგადოებას და არა პირიქით, ქართული საზოგადოების სახელით ელაპარაკებიან ამერიკას თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანას,“_ განახადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თავის კომენტარში, რომელიც მან  საქართველოს ხელისუფლებისადმი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა 2012 წელს იყო ის, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ ეს იყო ალბათ ყველაზე მეტი ლეგიტიმაციით არჩეული პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩეულია ყოველგვარი „ჩრდილოვანი" საგარეო მხარდაჭერების გარეშე, რომელიც უცხო არ იყო მანამდე არსებული ნებისმიერი ხელისუფლებისათვის და ქართული საზოგადოება მანამდე დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას", სანამდე,  ამავე პრინციპებით ჩამოყალიბებული ძალა არ გამოჩნდება. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესმენების წერილი, რა რაოდენობაზეც არ უნდა იყოს საუბარი, მაგრამ  ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია, პირველ რიგში უნდა ვეძებოთ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაში, რომელმაც ძალიან მკაფიოდ იხმარა სიტყვა პროგრესი და აღნიშნა ასევე ისიც, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  და ეფექტურ სტადიაზე ჩვენი ურთიერთობების, ამიტომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციონერების და ამ მიმართულებით მაღალი უნარის მქონე პოლიტიკოსების, რომლებიც არ იშურებენ არავითარ ენერგიას, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია გააკეთონ იმ  უარყოფითი ტექსტების შექმნაში, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ამ პოლიტიკოსებს მინდა ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ამისთვის არსებობს არჩევნები, და სწორედ მათი სახელით მოსულ პოლიტიკოსებს უნდა მისცეს ხმა მომავალი არჩევნების დროს. ასევე, ყველას ვთხოვ, რომ იმუშაოს ამაზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ეს იქნება ამერიკელი კონგრესმენი, თუ ბრიტანელი ან ფრანგი და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება  დარჩეს ყურადღების გარეშე, არც დარჩება და არც დარჩენილა არასოდეს. მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხელისუფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ რომ ეს ეჭვები, რომელთა შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს, ძალიან მალე იქნას გაქარწყლებული და ობიექტური რეალობის დანახვისათვის ყველაფერი გავაკეთოთ. ასევე მინდა გამოვეხმაურო კოლექტიური ორჯონიკიძეების მომხსენებელ პოლიტიკოსებსაც, რომლის განცხადებაც წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა დაახლოებით ამას მაგონებს და ასეთ სიტუაციაში ვხედავ, რომ  ქართული საზოგადოება კოლექტიური ორჯონიკიძეების სახელს დაარქმევს სწორედ იმ ძალას, რომლის პოლიტიკის შედეგადაც, გააქტიურდება ან ღმერთმა ნუ ქნას, შედგება  რუსეთის განმეორებითი აგრესია საქართველოში.  ეს ახსოვდეს კარგად ყველა პოლიტიკოსს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს  ვინ რას ამბობს, მნიშვნელოვანია რა შედეგი დადგება  ამ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად", -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან ... ...
  • საქართველოში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს პროგნოზირებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე  მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება ... ...
  • ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებსფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას, მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აწერს, ნათქვამია, რომ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვენ. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" სახელით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, არაუგვიანეს 2020 წლის თებერვლის თვისა, მოწვეულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შემდეგი საკითხების განსახილველად: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2"-ის, „იმედის" და „მაესტროს" ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები. 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ფინანსთა სამინისტროს პოზიცია. გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის დასწრება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე", - ნათქვამია მიმართვაში. ... ...
  • პენიტენციური სამსახურის განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრი ყოფილი პატიმრის შესახებ (R)ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა, ისე რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წინასწარ არც კი დაუკავშირდა ინფორმაციის მიღების მიზნით, გაავრცელა ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე სელეპანოვის ინტერვიუ, რომელიც დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო"-ს წევრია. ინტერვიუში ა. სელეპანოვი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ის მოცემულ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2016 წლამდე და შესაბამისად, მისი განცხადებები ვერ გამოდგება სახალხო დამცველის იმ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებლად, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან 2019 წელს გათავისუფლებამდე, სწორედ საპატიმროდან, ა. სელეპანოვმა უმაღლესი განათლების მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ა. სელეპანოვმა პატიმრობისას შეისწავლა ესპანური და თურქული ენები, დაამთავრა კულინარიის, ბიზნესის მართვისა და მინანქრის კურსები, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ამ ყოველივეს ფონზე, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ პენიტენციური სამსახური ვერ მართავს პენიტენციურ დაწესებულებებს და მათში გამეფებულია კრიმინალურ ავტორიტეტთა მმართველობა.  თუმცა, გასაგებია, რომ ამჟამად ა.სელეპანოვი ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგის პოზიციიდან პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებს. ინფორმაციისთვის, ა. სელეპანოვი 2013 წლის 9 აპრილიდან სასჯელს იხდიდა იმისათვის, რომ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა მანქანას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, გადავიდა საპიროსპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა სხვა მანქანას, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მოცემული მანქანის მძღოლი და ორი მცირეწლოვანი (1 და 3 წლის ბავშვები), ხოლო ერთი სრულწლოვანი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2019 წლის 23 მაისიდან ა. სელეპანოვი პრობაციონერია. მისი პირობითი ვადის სასჯელის დასასრულია 2020 წლის 9 ოქტომბერი.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...