სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული - ფეთულაჰ გიულენი

მსოფლიო

სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული - ფეთულაჰ გიულენი

2016 ივლ 18 19:48:59

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება "ინსცენირებული" იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ. 

შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე. 

"არა მგონია, რომ მსოფლიოს პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებების სჯეროდეს", - განაცხადა გიულენმა, - "არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დადგმული გადატრიალება იყო, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდგომი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ)".

გიულენი, რომელიც ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით "Hizmet" ("მსახურება") და რომელიც განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ, ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ თურქული ჩაითა და ტკბილეულით მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ. 

გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი წინააღმდეგია სამხედრო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.

"თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალებების შემდგომ ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც ვიყავი. მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხადრვარ" - განაცხადა გიულენმა. მან დაამატა: "ახლა, როდესაც თურქეთი დემოკრატიულ გზაზე დგას, მისი უკან შებრუნება შეუძლებელია". 

Guardian-ის ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა უპასუხა: "მართლაც, ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს პოლიტიკური მღელვარებისგან თურქეთში და ვცხოვრობ თავისუფლად".

შაბათს, სტამბულში საჯარო გამოსვლისას ერდოღანმა მოუწოდა ბარაქ ობამას გიულენის დაკავებასა და მისი დეპორტაციისკენ თურქეთში. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არასდროს არ უთქვამს უარი თავისი ამერიკელი მოკავშირისთვის "ტერორისტების" ექსტრადირებაზე და დაამატა: "თუკი ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი მოთხოვნაც". 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადებით, რომელიც მან ლუქსემბურგში ვიზიტისას გააჟღერა, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ამერიკულ მხარეს არ მიუღია. "ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ იქნება კითხვები გიულენთან დაკავშირებით", - აღნიშნა ჯონ ქერიმ. 

"რასაკვირველია, ჩვენ მოვიწვევთ თურქეთის მთავრობას ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე იმ მიზნით, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები ლეგიტიმური მტკიცებულებების წარდგენის მხრივ, რათა დეტალურად შევისწავლოთ საკითხი და ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ აშშ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით", _ განაცხადა ქერიმ. 

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთულაჰ გიულენმა ბოლოს 2014 წელს ესაუბრა. იგი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. შაბათის ინტერვიუმდე მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც მას წნევა გაუზომა. 

მისი საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით არ ჰგავს კონსპირატორის ბუნაგს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან აგურის სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ ღვთისმსახურებისთვის და დარიგებების მისაღებად. ერთ კედელს მთლიანად ფარავს სურათი სტამბოლის ხედით. 

დერეფნის ბოლოს მდებარეობს მცირე ზომის საძინებელი, რომელიც აჩვენეს ორ რეპორტიორს - ის მიუთითებს ცხოვრების სპარტანულ წესზე: მცირე საწოლი, აგრეთვე მცირე თაროები არაბული კალიგრაფიის ნიმუშებით, მაღვიძარა საათი და კრიალოსანი ლოცვისთვის. ხის თაროზე ჩანს წიგნები სათაურებით: "სულიერი სამყაროს შესწავლა" და "ისლამის განახლება მსახურების მეშვეობით", მათთან ახლოს კი ნელსაცხებელთა ბოთლებია განთავსებული.

საძინებლის პირისპირ მცირე "ფიტნეს" ოთახია სარბენი ბილიკითა და ორთოპედიული საწოლით. 

შენობის გარეთ დაცვის პუნქტი მდებარეობს. ფართო ასფალტის გზა კი მიუყვება დიდი საცხოვრებელი სახლების ქუჩას. ინგლისურ და თურქულენოვანი წარწერები მიანიშნებენ, თუ სად შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება. 

ალფ ასლანდოღანის, ფეთულაჰ გიულენის მედია მრჩევლისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა "Hizmet" ("მსახურება") ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი სოციალურ მედიაში გიულენის მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო. 

საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ. 
"თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი",_ განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის დასახელება და დაამატა: "ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს". 

ერთ-ერთი ქალბატონი დროშას აქნევდა, რომელზეც ერდოღანის სურათი იყო დატანილი. მან შემდეგი რამ თქვა: "სენატორები მისგან (გიულენისგან) თანხებს იღებენ".

შაბათს, გიულენის საცხოვრებელში შესვლამდე რეპორტიორები გააფრთხილეს არ გადაეღოთ იქ მაცხოვრებელთა სახეები. 

"ისინი ან მათი ოჯახების წევრები შეიძლება გახდნენ დევნის ობიექტები, თუკი მათ ამოიცნობენ თურქეთში", _ განაცხადა ასლანდოღანმა. 

ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა განაცხადა: "ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ თუკი არსებობს ბატონი გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილება. აქამდე თურქეთის მთავრობას არაფერი არ წარუდგენია. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს". 

ერდოღანის მიერ გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში. 

"როგორც ჩანს, გადატრიალება ცუდად იყო დაგეგმილი და ცუდად შესრულდა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ერდოღანის ინტერესებს ემსახურება. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ჩატარებული გადატრიალების მცდელობა", - განაცხადა მან.

გიულენის მხარდამჭერები გაოცებით შეხვდნენ მათი ლიდერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს. 

"ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ",_ განაცხადა ჰარუნ გულთექინმა რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და ცხოვრობს მახლობელ დასახლებაში. 

წყარო




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...