ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება

მსოფლიო

ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება

2019 ნოე 8 10:52:01

ანტვერპენში ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ძეგლი დაიდგმება, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსი დაჩი ხასაია ავრცელებს. 

ანტვერპენში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ქართველი კომპოზიტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად წერილობით მიმართა ქალაქის მერს ბარტ დე ვევერს, რათა გია ყანჩელის საყვარელ ადგილას – მიდელჰეიმის პარკში მისი ძეგლი დაიდგას.

ანტვერპენის მერმა დიდი გულისტკივილი გამოთქვა გია ყანჩელის გარდაცვალების გამო და საკითხი გადასცა თავის კოლეგას კულტურის საკითხებში. საბოლოოდ კი საკითხი დადებითად გადაწყდა – ისინი მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები დაჩი ხასაიასთან. მუსიკოსს მიაჩნია, რომ ამ საქმეში საქართველოს კულტურის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. რადგან არის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. აუცილებელია განხილულ იქნას, თუ როგორი იქნება მონუმენტი, რადგან ის უნდა მოუხდეს მიდელჰეიმის პარკს, რომელიც მუზეუმია. აუცილებელია საქართველოს კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხარჯები და სკულპტორის და სკულპტურის შერჩევა.

დაჩი ხასაია, მუსიკოსი:

“საქართველო მინდა მაინც დავიხმარო. ისედაც გავაკეთებ ბელგიელების დახმარებით, რადგან გიამ მოიპოვა მათი ასეთი სიყვარული, მაგრამ ეს უფრო საქართველოს გასაკეთებელი საქმეა. თან ქართული უძლეველი კრეატივი მინდა საქმეში ჩაერთოს", _ წერს მუსიკოსი.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?