ავსტრალიაში შვიდი ადამიანი გარდაცვლილი იპოვნეს

მსოფლიო

ავსტრალიაში შვიდი ადამიანი გარდაცვლილი იპოვნეს

2018 მაი 11 11:22:44

შვიდი ადამიანი, მათ შორის  ოთხი ბავშვი გარდაცვლილი იპოვნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა  2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

პოლიციის განცხადებით, მომხდარის გამო საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა დასავლეთ ავსტრალიაში, ქალაქ ოსმინგტონში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.




 ახალი ამბები
  • "ტყუილები მილიონებად უღირს"_ ექსპერტი ოქუაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს„ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“_ის ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სთხოვდა გაეკეთებინა განცხადება, რომლის მიხედვით იტყოდა, რომ ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, რომლებშიც  ბიზნესის დატერორებაზე იყო საუბარი, „რუსთავი 2“_ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დადგმული იყო. „ზაზა ოქუაშვილის განცხადებები და ჩანაწერები რეალური არ მგონია. როცა ადამიანი ერთ შემთხვევაში ტყუის, ბუნებრივია, ის სხვა შემთხვევებშიც მოიტყუება“, _ განაცხდა „გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. საყვარელიძე ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაურიგდა: „ადამიანს, რომელიც არ იხდის გადასახადს, სიმართლესთან და პატიოსნებასთან კავშირი არ აქვს. თუკი აღმოჩნდება, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის“  დაკვეთით მუშაობს და საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მას მიცემა შანსი,  რომ ბიუჯეტის დავალიანება არ გადაიხადოს. არ ღირს 50 მილიონად ტყუილები?! თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანს გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ ათასნაირი ტყუილით იბრძვის, ოქრუაშვილის ტყუილი, რატომ უნდა გაგვიკვირდეს?!“, _ აღნიშნავს საყვარელიძე. მისივე თქმით,  „ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, რომ ქუჩას დაეპატრონოს" " არეულობა მათი კანდიდატის საპრეზიდენტო დანაპირებია. თუ ქვეყანაში მასშტაბური არეულობა იქნება, საქართველო თავის მორიგ სისულელეს გადაყვება “, _ აღნიშნა ... ...
  • კახა კალაძე: ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესსპარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, "ქართული ოცნება" უცხოელ პარტნიორებს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის გამოგზავნას სთხოვს. "პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ წარმატებულ ვიზიტს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს  უსვამს ხაზს.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია _ ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.  მინდა მთელი ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება.  ამიტომ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ქართული "ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც  და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით. ასევე,  მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ, რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქვე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება.  დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს", _ განაცხადა კახა ... ...
  • სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები გაამართლათბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.  სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს. მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს. ... ...
  • თეა წულუკიანი: სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლისამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გუშინ გამოჭერილი იქნა ტყუილში. „ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ტყუილი ვერ დადასტურდა და ასევე, ვერ გამოვა ამ პრობლემის „ჩაფარცხვის მცდელობა“, რადგან ტყუილი აშკარა და ნათელი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. „ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისი თქმით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ დაასახელა წყარო, რადგან რეალურად წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, იტყუება. „რეალურად ეს არის ტყუილი. წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი, რაკი არასამთავრობოებისგან გაჟღერდებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ტყუილი, რომელიც საარჩევნო სიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული, აზიანებს ქვეყანას. ... ...
  • m² -მა თელავში ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა (R)21 ნოემბერს 16:00-ზე ქ. თელავში კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა.  ღონისძიება ჩატარდა „თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში“ (მის: ერეკლე II გამზ. 7. ). პრეზენტაციას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.    თელავში ახალი  სასტუმროს აშენება,  ძველი და ამჯერად უფუნქციო „ინტურისტების“ ტერიტორიაზე შენობის დემონტაჟის პროცესით იგეგმება. პროექტში გათვალისწინებულია სასტუმროს ტერიტორიის ისტორიულობა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა თელავთან.   „ჩვენ შევისწავლეთ ყველა მასალა, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული კუთხით. მოგეხსენებათ,  სასტუმრო „ინტურისტი“ წლების განმავლობაში იყო უფუნქციო, თუმცა ტერიტორიაზე არსებული ვახვახიშვილების  უნიკალური და ისტორიული მარანი არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენი ძალისხმევით შენარჩუნდება,  „გაცოცხლდება“ და სწორედ მისი ისტორიული სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც თელავისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ტურიზმის განვითარებისა თუ ისტორიის შენარჩუნებისთვის.“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.  თელავის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტებია ღვინის თემატიკა  და გასტრონომია.  იტალიელი არქიტექტორის,  მიკელე დე ლუკის მიერ გათვალისწინებულია სასტუმროს არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან (დაბალსართულიანობა და  ვიზუალური მახასიათებლები).   მაკეტში შენარჩუნებულია ვახვახიშვილების ციხის კონცეფცია.   სასტუმროში იქნება 130 ნომერი განსაკუთრებული ინტერიერით და ხედებით, 2 საცურაო აუზი, რესტორნები  და რაც მთავარია ვახვახიშვილების  მარანი,   რომელიც დაგვაბრუნებს ისტორიაში.  პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისთვის 140 -მდე და ოპერირებისთვის კი, 150 -ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2021 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.                 ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნახვადი სიზმრები

ბრიტანელმა სომნოლოგმა იან უოლესმა 30...

7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ

ღამეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დღე-ღამეში...

მამაკაცები მეტად ტირიან სიხარულისგან, ვიდრე ქალები

ჰოლანდიელმა მკვლევარებმა ტილბურგის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან...

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?