ბაქოში აფგან მუხთარლის სასამართლო გაიმართა _ ჟურნალისტი პატიმრობაში რჩება

gurianews.com

მსოფლიო

ბაქოში აფგან მუხთარლის სასამართლო გაიმართა _ ჟურნალისტი პატიმრობაში რჩება

2017 ნოე 8 12:37:35

ბაქოში გუშინ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მუხთარლის ადვოკატების შუამდგომლობა – საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.

"სასამართლო ეყრდნობა პროკურატურის არგუმენტებს, რომ თითქოს აფგან მუხთარლიმ შინაპატიმრობის დროს შესაძლოა, გამოძიების მსვლელობაზე გავლენა იქონიოს. მაგრამ როგორ შეძლებს ამას, გამოძიება ვერ ასაბუთებს“, _ განმარტავს მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. ის აცხადებს,რომ საქართველოდან აზერბაიჯანში პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

31 მაისს ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო და ბრალად წარუდგინა საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აფგან მუხთარლი ბრალს არ აღიარებს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები დააზიანესდღეს, დილით, ოზურგეთელებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ერთნაირი წარწერები დახვდათ გაკეთებული. "კაგებე" _ აწერია პლაკატებს, სადაც სამარცხვინოს უწოდებენ ოპოზიციაში: "ქართულ ოცნებამ" კარგად იცის, რომ მათ მოღალატე კანდიდატს არჩევნები წაგებული აქვს და ასეთი მეთოდებით გვებრძვიან, რაც სამარცხვინოა", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესო ქათამაძემ. მისივე თქმით, არც ოზურგეთის თეატრთან, არც საპატრულო პოლიციასთან და არც იუსტიციის სახლთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დააზიანეს პლაკატები, კამერები არ აყენია და შესაბამისად, უცნობია ვინ გააფუჭა პლაკატები და ვინ დაარღვია ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: მე არა ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ (R)მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია. _ მე არ ვარ თერგდალეული,მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცეებისთვის, ყველასთვის არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდ წილად დამოკიდებული არის იმაზე თუ იმათ როგორ დავუბრუნდებით. როდის დავაბრუნებთ,როგორ დავაბრუნებთ,რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება. თუნდაც დღეს როცა ჯერ არ არის ფეხზე ისე დამდგარი როგორც ყველა ვისურვებდით, მაგრამ არის ის რასაც ჩემები ისურვებდნენ თავიანთ დროს. დამოუკიდებელი არის, თავისუფალი არის და აქვს ყველა საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს ბოლომდე. ჯერ არ ვართ მიღწეული იმ დონეზე რაც ყველას გვინდა. ჩვენ დავინახოთ საქართველო იმავე დონეზე როგორც არიან სხვა ევროპის ქვეყნები, ესეც მოვა მაგრამ ეს არის დიდ წილად ჩვენზე დამოკიდებული, ყველა ჩვენგანზე და შეიძლება ცოტა მეტი მომავალ პრეზიდენტზე, რათა მას ექნება მეტი პასუხისმგებლობა ამ კუთხით,- განაცხადა სალომე ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.  „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”, _ აღნიშნა შეხვედრაზე მერაბ ... ...
  • თამრიკო ჭოხონელიძე: "თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო""თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო“-ასე ეხმაურება თამრიკო ჭოხონელიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ის ასახელებს როგორც სკანდალურ ჩანაწერებს, ასევე დავით სარალიძისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. მომღერალმა პარალელი გაავლო 2012 წელთან და აღნიშნა, რომ  მაშინ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გარეთ გამოვიდა და ახლაც ის არის აღშფოთებული იმ მოვლენებით, რაც ქვეყანაში ხდება. „ფაქტი სახეზეა, რომ აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი. ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც თავის დროზე ციხის კადრები აჩვენებს მე პირველი გავედი. აღშფოთებას ვერ ვმალავდი და მოვუწოდებდი დედებს, რომ მოდით აქ და ვისაც შვილები გყავთ ნახეთ რა ხდება  და ა.შ. მერე ზოგი ამბობდა, რომ დადგმულია ...“-განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ და აღნიშნა რომ მაშინ წასასვლელები უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ კიდეც. მომღერალი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა. თამრიკო ჭოხონელიძისგანცხადებით  ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან. „ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ძალიან კარგი, გასცენ პასუხი. მე იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ველოდები მათგან პასუხს. თუმცა  მე ვთვლი, რომ ის გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ არ უნდა ჩაატარონ იმიტომ რომ ეს არ იქნება ნამდვილად ობიექტური, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ დასასჯელები არიან არ დასჯიან,“-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ფონდ „იავნანას“ საქმეს იძიებენ, შეუძლებელია სხვა საქმეებზე ჭეშმარიტება დაადგინოს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. „სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას, პოლიტიკა ხდება უფრო მშვიდი და პრეზიდენტი უფრო მეტად - თქვენი. მას აქვს ძლიერი პირადი ისტორია, დიპლომატიური კავშირები და პოზიტიური დღის წესრიგი,“ _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. როგორც შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია - მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?